1754849025
რობერტ ფიცომ ჯერ კიდევ ვერ გაიგო უკრაინაში რუსეთის დანაშაულებრივი შეჭრის ნამდვილი მიზეზები - უკრაინის საგარეო უწყება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, განცხადებას უკრაინის საგარეო უწყება გამოეხმაურა. რობერტ ფიცო გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავდა, რომ "რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ტრამპი-პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება".
საპასუხოდ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რობერტ ფიცომ ჯერ კიდევ ვერ გაიგო უკრაინაში რუსეთის დანაშაულებრივი შეჭრის ნამდვილი მიზეზები.
უწყებაში აცხადებენ, რომ რობერტ ფიცოს განცხადებები ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის, სოლიდარობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებას.
"სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური თავს უფლებას აძლევს, გამოიყენოს ღიად შეურაცხმყოფელი რიტორიკა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად, გმირულად ებრძვიან რუსულ აგრესიას და მთელი ევროპის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აკავებენ მას საკუთარ მიწაზე", - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.