ნანუკა გულუა

საზოგადოება 1779949860

VIDEO: რა უთხრა ნანუკა გულუას დაკარგული ძმის დედამ - მსახიობი მძიმე ისტორიის დეტალებს პირველად ასაჯაროებს

მსახიობი ნანუკა გულუა ტელეკომპანია იმედის ეთერში, ნოე სულაბერიძის გადაცემაში საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ისტორიაზე გულახდილად ალაპარაკდა.როგორც მსახიობი ჰყვება, ბავშვობაში მან და მისმა ოჯახის წევრებმა მამის უცნობი შვილის არსებობის შესახებ შეიტყვეს, თუმცა ამ თემაზე მამასთან საუბარს ვერ ბედავდნენ.„ბავშვები ვიყავით, როდესაც ჩვენი ძმის არსებობის შესახებ გავიგეთ. მამისთვის ამ კითხვის დასმა ვერ გავბედეთ. ვეძებ ჩემს ძმას და დავიფიცე, რომ მისი დედის ვინაობას არასდროს გავამხელ“, - ამბობს ნანუკა გულუა.მისი თქმით, მამა შვილს მთელი ცხოვრება ეძებდა, თუმცა მისი პოვნა ვერ მოახერხა. თავად კი წლების შემდეგ ძმის დედასთან შეხვედრა შეძლო.„ცხოვრებაში ასე არასდროს მინერვიულია, როგორც მასთან შეხვედრის წინ“,- იხსენებს მსახიობი.ნანუკას თქმით, ქალმა უამბო, რომ ბავშვი 18 წლის ასაკში გააჩინა და ორსულობის შესახებ დიდხანს არაფერი იცოდა. მოგვიანებით კი, მისი თქმით, შვილის დატოვების საშუალება არ მისცეს.„ბავშვი მიჭირავს ხელში, შემოდის დედაჩემი ორ ქალთან ერთად, ამ ბავშვს მაგლეჯენ და მიჰყავთ. მაშინ არ მქონდა ის ძალა, რომ შევწინააღმდეგებოდი ან სხვა გზა მეპოვნა... ან ახლა უნდა მოვიკლა თავი, ან თითქოს ეს ამბავი ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილაო… მან მეორე გზა აირჩია“, - ამბობს ნანუკა გულუა.

ნანუკა გულუა

ტაბლოიდი 1779723247

VIDEO: „ჩვენ არ გვქონდა არც ბინები, არც ფართები, არც ძვირფასი სახლი, რადგან მამაჩემის მთელი რესურსი იყო მხოლოდ ადამიანებისთვის გაცემა“ - ნანუკა გულუა

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც მამაზე ემოციურად ისაუბრა.ნანუკა გულუა მამას გმირად მოიხსენიებს:„ზოგადად, რომ მამას ეძახიან ჩემი შვილები ჩემ მეუღლეს, ეგრევე მოდის ჩემთან სევდა. წარმომიდგენია ყველაზე დიდი სიკეთის გენერატორი. ზღაპრის გმირი იყო მამაჩემი. ვინც იცნობდა, ყველა დამეთანხმება ამაში.ჩვენ არ გვქონდა არც ბინები, არც ფართები, არც ძვირფასი სახლი, რადგან მამაჩემის მთელი რესურსი იყო მხოლოდ ადამიანებისთვის გაცემა. მამის ამ უნარის შემდეგ, სიმდიდრე ჩემთვის ნიშნავს გაცემას და სხვების დახმარებას... სულ ვამბობდი, ღმერთო გთხოვ თუ ოდესმე მეყოლება მეუღლე და შვილების მამა - რაღაცით მაინც ჰგავდეს მამაჩემს“, - აღნიშნა ნანუკა გულუამ. 

გულუა

საზოგადოება 1779196020

„ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და ყველაზე მტანჯველი პერიოდია...“ - რას ჰყვება ნანუკა გულუა

ტელეწამყვანი, ნანუკა გულუა ნოე სულაბერიძის გადაცემის ანონსში გამოჩნდა - სრულ ეპიზოდს მაყურებელი კვირას, 24 მაისს იხილავს.ანონსიდან ჩანს, რომ მსახიობი არაერთ თემაზე ისაუბრებს, მათ შორის, რთულ პერიოდზე.„ვემზადებოდი რომ ამას მკითხავდი და ეს არ უნდა დამმართოდა…“„ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და ყველაზე მტანჯველი პერიოდია”.“გულზე ხელს დავიდებ და გეტყვი, არასოდეს არავისთვის, ჩემი მეგობრისთვისაც არ მომიყოლია“.„ძალიან ბევრჯერ გარდავიცვალეთ მასთან ერთად”.„უკვე მეშვიდე წელია, ერთი დღე არ დამისვენია და ვეძებ ჩემს ძმას. გეფიცებით სამ შვილს, არასოდეს თქვენს ვინაობას არ გავთქვამ“,- ამბობს ნანუკა.

გულუა

საზოგადოება 1779188880

„საკუთარი თავი დავკარგე“ - რატომ უთხრა მეუღლეს უარი ნანუკა გულუამ კიდევ ერთი შვილის გაჩენაზე

ცნობილი ქართველი მსახიობი ნანუკა გულუა პოდკასტ „სარკასტიკაში“ იყო სტუმრად, სადაც პირად ცხოვრებასა და დედობის შემდგომ სირთულეებზე გულახდილად ისაუბრა.მსახიობმა, რომელიც საზოგადოებას ყოველთვის თავისი პოზიტიური განწყობითა და იუმორით ხიბლავს, ამჯერად საკმაოდ ემოციურ და ბევრი ქალისთვის ნაცნობ თემებზე ისაუბრა.„პირველი შვილი 38 წლის ასაკში გავაჩინე, ახლა ვარ 42 წლის. ჩემს ქმარს ძალიან უნდა კიდევ ერთი შვილი, მაგრამ ვეღარ გავუჩენ. ვეუბნები, თუ ასე ძალიან გინდა, მოიყვანე საიდანმე და გავზრდი-მეთქი. ვეღარ გავუჩენ იმიტომ, რომ ასაკში ვარ, საკუთარი თავი დავკარგე და იმიტომ, რომ დიდი წონა მაქვს. სამშობიარო ასაკი დიდია“, - აღნიშნა ნანუკა გულუამ.

ნანუკა გულუა

ტაბლოიდი 1776105227

VIDEO: „ეს არსად მომიყოლია... ჩემი დედამთილი ისეთი ქალია, მის თვალს არაფერი გამოეპარება...“ - რას ჰყვება ნანუკა გულუა

ტელეწამყვანი და მსახიობი, 3 შვილის დედა ნანუკა გულუა „კულინარიულ დუელში" იმყოფებოდა სტუმრად, სადაც დედამთილის შესახებ ჰყვება.„ჩემი დედამთილი ისეთი ქალია, მის თვალს არაფერი გამოეპარება, რაც ნამდვილი არ არის, ამიტომ ძალიან ვუყვარვარ. იმერელია, ხუციძე. ორივე მორიელები ვართ, ნოემბერი ჩვენი თვეა - მეოჯახეები და სამართლიანები, ტკბილი და კარგი ხასიათის... პირველი შეხვედრა მოხდა მაშინ, როდესაც მე და კახა ჯერ კიდევ მეგობრები ვიყავით. სახლში დამპატიჟა სტუმრად და მივედი. სხვათა შორის, არ ვიყავი ფხიზელი... დედას გეფიცები, ნასვამი ვიყავი, შეჭრიკინებული შევედი...ეს არსად არ მომიყოლია, ახლა გამახსენდა... ისე დამხვდა, გემრიელად. ბევრი ვილაპარაკეთ, მე გამოვფხიზლდი ამ საუბარშიც და ისე ვილაპარაკეთ, არაგაპრანჭულად იმიტომ, რომ ის ჩემი მეგობრის დედა იყო და მე მისი შვილის მეგობარი. მეორე შეხვედრა უკვე იყო, კახამ რომ მეუღლედ წარმადგინა. მაშინ იყო მისი სიტყვები და დალოცვა, არასოდეს დამავიწყდება...“, - ჰყვება ნანუკა გულუა. 

ნანუკა გულუა

ტაბლოიდი 1773943029

„დარწმუნებული ვარ, ის მადლი, რომელიც ნათლობის დროს ნათლიიდან ნათლულზე გადადის, მუდამ თან გაჰყვება კირას…“ - ნანუკა გულუა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება. მათ შორის არის მსახიობი ნანუკა გულუა. „დარწმუნებული ვარ, ის მადლი, რომელიც ნათლობის დროს ნათლიიდან ნათლულზე გადადის, მუდამ თან გაჰყვება კირას… ის ყოველთვის იამაყებს პატრიარქის ნათლულობით და კეთილი, ადამიანთმოყვარე გოგო გაიზრდება!“, - წერს ნანუკა გულუა.ცნობისთვის, ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს სიონის ტაძარიში 22 მარტს დაკრძალავენ.           View this post on Instagram                       A post shared by Nanuka Gulua (@nanukagulua)

ნანუკა გულუა

ტაბლოიდი 1773207430

ნანუკა გულუა ბინას ყიდის - „ვერსად ვეტევით ჩვენი სამი შვილით“

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში წერს, რომ ბინას ყიდის.მისი განმარტებით, ოჯახი გაფართოებას გეგმავს, რადგან არსებული საცხოვრებელი მათთვის უკვე მცირეა.„ვერსად ვეტევით ჩვენი სამი შვილით, ამიტომ ისევ უნდა გავფართოვდეთ. ჩვენი ბედნიერი სახლი – მოპრიალებული, სრულად გაწყობილი, საუკეთესო ტექნიკითა და ხარისხიანი რემონტით – იყიდება სასწრაფოდ, საუკეთესო ფასად!“ – წერს ნანუკა გულუა.შეგახსენებთ, რომ ნანუკა გულუას და ფეხბურთელ კახა კაშიას სამი შვილი ჰყავთ. 

ნანუკა გულუა

ტაბლოიდი 1770745260

VIDEO: „მე კაშიებამდე და ახლა“ - ნანუკა გულუა სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

ყველასთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად მან გამომწერებს მხიარული კადრები გაუზიარა.„მე კაშიებამდე და ახლა 😂❤️“, - წერს ნანუკა გულუა.ცნობისთვის, ნანუკა სამი შვილის დედაა. მან 2021 წელს კახა კაშიაზე იქორწინა და დღეს წყვილი ნინას, ირაკლის და კირას ერთად ზრდის.             View this post on Instagram                       A post shared by Nanuka Gulua (@nanukagulua)

ნანუკა

ტაბლოიდი 1767246438

„გილოცავთ შობა-ახალ წელს…“ – ნანუკა გულუა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

მსახიობი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში თავისი უსაყვარლესი შვილების კადრებს გვიზიარებს და საზოგადოებას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.„გილოცავთ შობა-ახალ წელს! დაესწარით მრავალს ბედნიერად!გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბარაქას და დიდ სიყვარულს 2026 წელს!“, – წერს ნანუკა გულუა. 

ფფ

საზოგადოება 1762966260

„ძალიან გამიჭირდა მასთან საუბარი, ურთულესი იყო. შემრცხვა, რომ ამ ჭრილობას შევეხე...“ - ნანუკა გულუა

ჟურნალისტი თამუნა მუსერი პოდკასტის – „ვეძებ“ გასული ეპიზოდის სტუმარი მსახიობი ნანუკა გულუა იყო. როგორც უკვე ცნობილია, ნანუკა ეძებს ძმას, რომელიც 1977 წელს გააშვილეს.რა გადის ნანუკა გულუ, რომ გაშვილებული ძმაკაცა, ამის შესახებ მან პოპულარობა ავრცელებს და გზაად ანალიზია.იმ იმედით, რომ მისი შვილი მეპოვა.დიდმა შემიპყრო შიმა სადმე, რაც არის აქვე და მისი შვილები და ჩემი შვილები ცხოვრობენ რომელი ძალიანღაც ადგილი შეიძლება იყოს ერთმანეთის გადაკვეთონ და რაღაც ინციდენტთან და უბედურებასთან. საქმე…გამბედაობა მოვყავრე და ჩემი ძმის დედას ვესაუბრე. ძალიან გამიჭირდა საუბარი, ურთულესი იყო. შემრცხვა, რომ ამ ნაწილს შევეხე, მომერიდა, რა პრობლემა უნდა დამესვა“, – აღნიშნა ნანუკა გულუამ.

სს

საზოგადოება 1762358310

„ღმერთს შევევედრე, დედა გავმხდარიყავი..." - ნანუკა გულუა ემოციურ წერილს აქვეყნებს

ტელეწამყვანი, ნანუკა გულუა, ცოტა ხნის წინ იუბილარი იყო. მან  სოციალურ ქსელში სამადლობელი წერილი გამოაქვეყნა:„37 წლის რომ გავხდი, ღმერთს შევევედრე, დედა გავმხდარიყავი… მაშინ არც კახას მსგავსი ადამიანი მინატრია და ვერც მრავალშვილიან დედობას წარმოვიდგენდი, მაგრამ ჩემი ლოცვა ამიხდა… ლოცვას დიდი ძალა აქვს, მეგობრებო, სიკეთისა და სიყვარულის უნარს ძალიან ახლოს მიჰყავხარ ღმერთთან!მადლობა, რომ, ჩემი დაბადების დღის შემდეგ, განსაკუთრებულად ვარ გადავსებული ზღვა სიყვარულით და კეთილი სურვილებით! არ სრულდება მილოცვები, ვერ ვერევი ვერც კითხვას და ვერც პასუხის გაცემას… როგორ დავიმსახურე?! როგორ ?!" - წერს ნანუკა გულუა.            View this post on Instagram                       A post shared by Nanuka Gulua (@nanukagulua)

ნანუკა გულუა

საზოგადოება 1762202576

„ეს მე გავაჩინე თუ რომი შნაიდერმა?“ - ნანუკა გულუა შვილის ფოტოს გვიზიარებს

ტელეწამყვანი, ნანუკა გულუა 3 შვილის დედაა და ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს.ამჯერად კი, მან უფროსი ქალიშვილის, ნინას ფოტო გამოაქვეყნა: „ეს მე გავაჩინე თუ რომი შნაიდერმა?“, - წერს ნანუკა.