შალვა კერესელიძე

პოლიტიკა • 1791801144

შალვა კერესელიძე: 4 ოქტომბრის ქეისი „ქართული ოცნების“ კაბინეტებში დაგეგმილი პოლიტიკური შეთანხმებაა ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელებთან ერთად და ამის მრავალი ფაქტი არსებობს

4 ოქტომბრის ქეისი „ქართული ოცნების“ კაბინეტებში დაგეგმილი პოლიტიკური გარიგებაა – პოლიტიკური შეთანხმება ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელებთან ერთად, ამის მრავალი ფაქტი და დასტური არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტსი ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.მისი თქმით, იყო მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებაზე, სახელმწიფო დამხობებზე, სახელმწიფო ტელევიზიების ეთერების მიცემაზე და ა.შ. რის შედეგადაც 700 ათასი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი თვითმმართველობის არჩევნებზე არ მივიდა და საკრებულოების მანდატები „ქართულ ოცნებას“ გადასცეს.„ამ პროცესში შემთხვევით, შეუგნებლად, გაუაზრებლად თუ გულმხურვალედ ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ეს ხდებოდა. მაგრამ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პროცესებში უშუალოდ იყვნენ ჩართულნი, მონაწილებდნენ და მართავდნენ, ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაული იყო. როცა მათ შეწყალებაზეა საუბარი, უნდა გამოვიდნენ და აღიარონ ჩადენილი დანაშაული, რაც საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩაიდინეს. უნდა აღიარონ, რომ დიახ, ესინი ამ დაგეგმილ პროცესში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მონაწილებას ღებულობდნენ. ეს რეალიბაა. ჩემთვის ნანუკა ჟორჟოლიანის შეფასებები მნიშვნელოვანი არ არის. ნანუკა ჟორჟოლიანი რას ფიქრობს, ან ზიგიერთი მათი წარმიმადგენელი. ზოგი ამბობს, ყველამ უნდა გააფორმოს საპრიცესო შეთანხმებაო, პრობლემა არ არის, გარეთ გამოვიდნენო. ზოგი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმება არ უნდა გააფორმონ. ამიტომ ჩვენთვის ნაკლებად საინტერესია“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ნებიერიძე

პოლიტიკა • 1791360303

დავით ნებიერიძე: ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, ნიკა მელიასგან განსხვავებით, მე არ მინდა ვიყო ლიდერი, მე მინდა ვიყო მიშა სააკაშვილის მენეჯერიო - ეს არის სრული კატასტროფა

დღეს ვუსმინე ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუს და ფრიად დამძიმებული შთაბეჭდილებები დამრჩა. იქ ლაპარაკი იყო ნიკა მელიაზე, როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეზე, მის ურთიერთობაზე მიშასთან და რაც მთავარია, იმ მოდელზე, რა მოდელის პარტიასაც ქმნიან ახლა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" რა მოდელზეც აწყობენ, - ამის შესახებ პარტია "ახალის" წევრმა, დავით ნებიერიძემ განაცხადა.როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ნებიერიძე განმარტავს, ჟორჟოლიანის განცხადება იმის შესახებ, რომ მას სურს, იყოს მიხეილ სააკაშვილის მენეჯერი, ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დააკოპირებს "ქართული ოცნების" მმართველობის მოდელს."ნანუკამ ასეთი რამ თქვა, რომ ნიკა მელიასგან განსხვავებით, მე არ მინდა ვიყო ლიდერი, მე მინდა ვიყო მიშა სააკაშვილის მენეჯერიო. ეს არის სრული კატასტროფა, იმიტომ, რომ აქ არის აბსოლუტური თანხვედრა "ქართული ოცნების", როგორც პარტიის მოდელთან. ზუსტად მასეა "ქართულ ოცნებაში": ჰყავთ ერთი ბელადი, ერთი ლიდერი და დანარჩენი ყველანი განხილულები არიან უბრალოდ როგორც მენეჯერები და აბსოლუტურად გამოშიგნულია პარტია პოლიტიკოსებისგან. როგორც "ქართულ ოცნებაში" არ ჰყავთ პოლიტიკოსი და ყველა არიან ბიძინა ივანიშვილის ბრძანებების შემსრულებელი, ზუსტად იგივე მოდელის კოპირებას გულისხმობს ის, რაც თქვა ნანუკამ. ვისაც გინდათ გეწყინოთ, ვისაც გინდათ ნუ გეწყინებათ, მაგრამ ცალსახად ვიტყვი, რომ თუ ეს უბრალოდ წამოცდენა, შეცდომა და ასე შემდეგ არის, ჯობია გაასწორონ ეს მოდელი და თუ არა, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ტრანსფორმაციის შედეგად იბადება მეორე "ქართული ოცნება", რისი ნიშნებიც ძალიან დიდი ხანია იყო, რომ მიშას გარეშე თქვენ არავინ და არაფერი არ ხართ, მიშას გარეშე ყველა ხართ ნულები და ა.შ. ზუსტად ეს არის "ქოცური" მოდელი, ეს არის რუსული მოდელი. ზუსტად ამ მოდელით არის შექმნილი როგორც "ქართული ოცნება", ასევე რუსეთში "ედინაია რასია". ზუსტად ეს მოდელი უზრუნველყოფს ტოტალიტარიზმს და ეს უნდა გაიაზროს ყველამ, ვისაც უნდა, რომ პოზიციონირებდეს ოპოზიციურ ფლანგზე. კატასტროფაა, რაც ნანუკამ თქვა და ფუნდამენტალური შეცდომაა," - განაცხადა ნებიერიძემ. 

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1791198027

ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი უშველის და ვერავინ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან - ლევან მაჭავარიანი ენმ-ზე

 იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ეს თემა ნაციონალურ მოძრაობაში ახალი დაპირისპირების მიზეზია.გავრცელებული ინფორმაციით აქციისგან დისტანცირებისთვის გიული ალასანიასა და ნანუკა ჟორჯოლიანსშორის დაპირისპირება მოხდა და სააკაშვილის დედამ ჟორჟოლიანს ექსპრეზიდენტის დანაბარებიც გადასცა რომ სააკაშილი ჟორჟოლიანით იმედგაცრუებულია.ამ ინფორმაციას "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ნანუკა ჟორჟოლიანმა ჭორი უწოდა, ცოტა ხანში კი ვიდეო მიმართაც გაავრცელა, რომელშიც ამ კონკრეტულ კითხვებზე საუბრის ნაცვლად ყურადღების გადატანა სხვა თემებით სცადა.პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ საზოგადოება უარყოფს გარედან მართვას, მუდმივ საბოტაჟს, რევოლუციურ სცენარებსა და ქვეყნისთვის სანქციების მოთხოვნას."არაფერი არ ეშველებათ, ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი ვერ უშველის და ვერავინ ვერ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან კონკრეტულად დედა ნაციონალური მოძრაობა და ჯამში კოლექტიური ნაცები ეს აგენტურა.ისინი თავიდან ბოლომდე არიან გაშიფრული და უკვე მომხრეებსაც ვერ კრიბავენ ისეთ აქციებზე, რომელსაც აანონსებენ კვირებით ადრე, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ხალხი მათ უარს ეუბნება. უარს ეუბნება ქართველი ხალხი გარედან ქვეყნის მართვას, უარს ეუბნება ამდენ საბოტაჟირებას, მუდმივ რევოლუციურ სცენარებს, მუდმივად ხვეწნას უცხოელებისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დასანქცირდეს.რაც უფრო დრო გავა, მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაიკლებს, რაზეც ძალიან კარგად იმეტყველა მათ შორის IRI-ის კვლევამ, სადაც ჩანს რეალური სურათი ოპოზიციურ ფლანგზე - ისინი არიან აბსოლუტურად განულებულები,"- აცხადებს ლევან მაჭავარიანი. 

თენგიზ შარმანაშვილი

პოლიტიკა • 1791188686

ესენი არიან ანგაჟირებული, არაპროფესიონალი ადამიანები, რომლებიც პირად ვნებებზე აგებენ ყველაფერს - თენგიზ შარმანაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

 "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი დაპირისპირების მიზეზი რიყეზე ჩატარებული აქცია და ამ აქციისგან ნანუკა ჟორჟოლიანის დისტანცირებაა.მიუხედავად იმისა, რომ, ჟორჟოლიანის მტკიცებით, ის იმყოფებოდა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, სააკაშვილის ფავორიტი არ ფიქსირდება არც კადრებში და სოციალურ ქსელში არ გამოუქვეყნებია არცერთი ფოტო.არსებული ინფორმაციით, ჟორჟოლიანს გიული ალასანია დაუპირისპირდა და მიხეილ სააკაშვილის დანაბარებიც გადასცა, რომ ექსპრეზიდენტი ჟორჟოლიანით იმედგაცრუებულია. "კურიერის" სატელეფონო ზარებს გიული ალასანია არ პასუხობს.პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ენმ პოლიტიკაში ამინდსაც ვერ ქმნის."ეს არ არის ნორმალური ადამიანების ურთიერთობა. ესენი არიან ანგაჟირებული, არაპროფესიონალი ადამიანები, რომლებიც პირად ვნებებზე აგებენ ყველაფერს, პირად  განცდებზე, პირად დამოკიდებულებებზე. არაფერს არ წარმოადგენენ ისინი პოლიტიკაში, არც ამინდს ქმნიან, ვერც მომავალში შექმნიან. პოლიტიკაში ისინი აქამდეც ნული იყვნენ, ახლაც ნულები არიან და ამის შემდეგაც ნულები იქნებიან," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი. 

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა • 1790660315

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატებს და მათ აქაურ აგენტურას სურთ, საზოგადოებას წარსული დაავიწყონ - ჯერ ამბობდნენ, აფხაზეთში გაისეირნეთო, ახლა კი გვეუბნებიან - საერთოდ დაივიწყეთ აფხაზეთიო

 პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის ანტიაფხაზური და შერიგების წინააღმდეგ მიმართული განცხადებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ევრობიუროკრატების დავალებებს ასრულებენ, მათი რიტორიკის მიზანი კი ქვეყანაში დისონანსის შემოტანაა.დეპუტატმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციისა და საქართველოს სუვერენიტეტის საკითხებზე და აღნიშნა, რომ, მისი შეფასებით, საზოგადოებისთვის წარსულისა და ეროვნული ინტერესების დავიწყების მცდელობა მიზანმიმართული პროცესის ნაწილია.„გვარამია და სააკაშვილი წარმოადგენენ იმ ე.წ. პოლიტიკურ პარტიას, რასაც „ნაცმოძრაობა“, იგივე „ნაცაგენტურა“ ჰქვია და მათი პირდაპირი მიზანია საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვა და ევრობიუროკრატიის მიმართ მორჩილება.ნანუკა ჟორჟოლიანი რეგიონებში სტუმრობისას გაკვირვებული იყო მოსმენილი სადღეგრძელოებით. უკვირდა საქართველოს სადღეგრძელოს პათოსი, რომ ჩვენ თავად უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი. ჟორჟოლიანისთვის ეს გასაკვირი იყო იმიტომ, რომ მას და მის თანამოაზრეებს პატრონები ეუბნებიან - თქვენ ვინ გეკითხებათ რამეს, ჩვენ რასაც გეტყვით, ის უნდა გააკეთოთო. ნინო ლომჯარიას მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, თქვა, თუ ევროპელი ლიდერები გვეტყვიან, რომ ცალ ფეხზე უნდა დავდგეთო, ასეც უნდა მოვიქცეთო. ასეთი მენტალობა აქვს ამ ხალხს, ამიტომაც არავის გაუკვირდებოდა გვარამიას განცხადებები.მათი გეგმაა, ნელ-ნელა შეაგუონ საზოგადოება აზრს, რომ უნდა შევიდეთ ევროკავშირში, განვვითარდეთ და დავანებოთ თავი რეგიონებს და იმ პრობლემებს, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის კუთხით გვაქვს. როგორც გვარამიამ თქვა, უნდა გავთავისუფლდეთ „მძიმე მენტალობისგან“ და წინ წავიდეთ. ახსნას გვარამიამ, რა იგულისხმა „მძიმე მენტალობაში“ და რისგან უნდა გავთავისუფლდეთ.ვურჩევ ნიკა გვარამიას, წაიკითხოს საქართველოს ისტორია და ნახავს, რა მენტალობაც გვაქვს. მას თუ დავუჯერებთ, ამ მენტალობისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ.ევრობიუროკრატებს და მათ აქაურ აგენტურას სურთ, საზოგადოებას წარსული დაავიწყონ - რა დროს ტრადიციებია, აგერ მიბაძეთ ევროპარლამენტს, ჩამოიყვანეს მიხაილ როთი, კაცები გაათხოვეთ, თანამედროვეები გახდით და სუვერენიტეტი ბრიუსელს ჩააბარეთო.სააკაშვილს და გვარამიას არაერთხელ უთქვამთ - აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველებაო. საკვირველია, როგორ წარმოედგინა სააკაშვილს, მაგალითად, აფხაზეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა? თუ ჩვენ ერთად მშვიდობიანად ვერ ვიცხოვრებდით, როგორ უნდა აღედგინა კონსტიტუციური წესრიგი, უნდა დაეხოცა აფხაზები?საერთოდ, გვინდა კი ისეთ ევროკავშირში გაერთიანება, რომელიც გვეუბნება, რომ ამის შემდეგ ვინც ევროკავშირში გაწევრიანდება, სუვერენიტეტს დათმობს?ევრობიუროკრატებმა ნახეს, რომ საქართველოში საზოგადოება სწორად აზროვნებს. მათ დეზინფორმაციულ ტალღებს საზოგადოება არ იჯერებს. ჩვენ, „ხალხის ძალას“, გარკვეული დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ საზოგადოებამდე სიმართლე მიგვეტანა და ეს გამოგვივიდა კიდეც. ახლა ევრობიუროკრატიას და მის აგენტურას გაუჭირდა დეზინფორმაციის გავრცელება და საჭირო გახდა დისონანსის შემოტანა. ამიტომაც დაიწყო აგენტურამ აფხაზეთის ირგვლივ განცხადებების გაკეთება. ჯერ თქვეს, რომ აფხაზეთში გაისეირნეთო, ანუ ომი დაიწყეთო. ეს რომ არ გამოუვიდათ, ახლა თქვეს, საერთოდ დაივიწყეთ აფხაზეთიო. რეალურად, აგენტურა პირდაპირ ასრულებს დავალებას, რომ როგორმე საქართველოში ადგილი ჰქონდეს რადიკალურ პროცესებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

ზუკა რურუა

პოლიტიკა • 1788756577

თითქოს რაღაც პოლიტიკური ამინდის შექმნა უნდა ვიღაცას, ბუნებრივია, პოლიტიკური სპეკულაციაა" - ზურაბ რურუა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე

 ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამოკითხვები მიმდინარე კვირიდან გაგრძელდება.გამოძიების ფარგლებში, უკვე გამოკითხულია 10 პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და გია ხუხაშვილი.მათი თქმით, ჯორბენაძის საქმეს არ იცნობენ და მომხდარის შესახებ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს.რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხეს თავად ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის წერილსაც საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციასთან შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს."თითქოს რაღაც პოლიტიკური ამინდის შექმნა უნდა ვიღაცას. არ აქვს მნიშვნელობა ვის, მერე ვიღაცა აჰყვება ამ თემას და, როდესაც ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯს და წავა გამოძიება, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე ან დაკითხვაზე დაიბარებენ ვინმეს, ეგრევე უკან იხევს ყველა.სამართალდამცავი ორგანოები შეუდგნენ მუშაობას, დაიწყეს ამაზე გამოძიება და ამ დროს ვინც ამას იძახდა, მერე უკან იხევს ხომ? - ეს, ბუნებრივია, პოლიტიკური სპეკულაციაა," - აღნიშნა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ.

დიტო ჩუბინიძე

პოლიტიკა • 1788599460

"ასავალ/დასავალის" ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ისაა ნამდვილი ცოლი

გაზეთ "ასავალ/დასავალის" ჟურნალისტი, დომენტი ჩუბინიძე, Facebook live-ში უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მან, ისევე როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა და ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, არაფერი იციან.ჩუბინიძე იხსენებს ლაზარე ჯორბენაძესთან ჩაწერილი ინტერვიუს დეტალებს და ასევე საუბრობს იმაზე, რომ გარდაცვლილ ჯორბენაძეს ჰყავს მეორე ცოლი - მზეონა ჟიჟილაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ სწორედ ის არის ლაზარე ჯორბენაძის „ჯვარდაწერილი“ მეუღლე და ერთად 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.„იცის თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანმა, ნიკა გვარამიამ და თაზუნი დათუნიშვილმა თუ დათუნი თაზუნიშვილმა, მაპატიოს ამ კაცმა, არ დავცინი, ნამდვილად მეშლება, სახელი რომელია, გვარი რომელია და გია ხუხაშვილმა და ვიღაც ვიღაცებმა იციან თუ არა. რა უნდა იცოდეს, ვიკითხო, ან მე რა ვიცი, ძვირფასო მეგობრებო, ან ირაკლი ღარიბაშვილმა შეიძლება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და დარწმუნებული ვარ, უამრავი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ან ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა რა უნდა იცოდეს ახლა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ. მე ვიცი ის, რაც მოხდა ფაქტი, რომ 26 იანვარს ჩავწერე ეს ინტერვიუ, 2 თებერვალს გამოქვეყნდა გაზეთ ასავალ/დასავალში და 4 აპრილს კაცი ლაზარე შაბათს მძიმე მარხვაში, კაცი, რომელიც იყო აღმსარებელი, წირავდა კარსნის ეკლესიაში, როგორც მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ხათუნა სირაძემ, მამცნო, WhatsApp-ის სატელეფონო ზარით, სახლში იპოვა ჩამომხრჩვალი და ჩამოხსნა მარტომ. ჩამომხრჩვალი კაცი, ქალმა. მაგრამ ზეგ ასავალ/დასავალში გამოქვეყნდება ლაზარე ჯორბენაძის სხვა მეუღლის, მეორე მეუღლის, ქალბატონი მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ის არის ჯვარდაწერილი მეუღლე და 25 წელიწადი ცხოვრობდნენ სიამტკბილობით,“- აცხადებს დომენტი ჩუბინიძე.

ირმა ინაშვილი

სამართალი • 1788529740

ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიციის მთავარ სამმართველოში ირმა ინაშვილის გამოკითხვა დასრულდა.მას 2 საათზე მეტ ხანს ჰკითხავდნენ. გამოკითხვის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.„ქვეყნის ყოფილი, ორგზის პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და გავითვალისწინოთ, რომ შს მინისტრი ფლობს ინფორმაციას, არის გარკვეული ამ სტრუქტურის საქმიანობაში, მეთოდოლოგიაში, საგამოძიებო საქმიანობის დეტალებს იცნობს და ასეთი კომპეტენციის პატიმარი დღეს უკვე ირაკლი ღარიბაშვილი, კონკრეტულ ეპიზოდს უსვამს ხაზს და ამას აკავშირებს ლაზარე ჯორბენაძის მკვლელობასთან.როგორც წესი, მეუღლეები არ არიან ჩართული ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობაში. შესაძლოა, მეუღლეს არ ჰქონდა გააზრებული ინტერვიუს მნიშვნელობა, დატვირთვა, რა ინტერვიუც მისმა მეუღლემ ლაზარე ჯორბენაძემ მისცა ასავალ დასავალს.ამ დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ“, - განაცხადა ინაშვილმა.საქმეზე ნიკა გვარამია, ასევე გია ხუხაშვილი გუშინ გამოკითხნენ, ზოგიერთმა კი გამოკითხვა სასამართლოში მოითხოვა.პროკურატურის განმარტებით, „ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი - მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოიკითხებიან ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე, გიორგი გიგაური, ასევე გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი“.

წილოსანი

პოლიტიკა • 1788432542

ნინო წილოსანი: პროკურატურის სწორმა რეაგირებამ მოგვცა სურათი, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ღარიბაშვილის პოსტზე აჟრიამულდა, იტყუებოდა, სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი გვარამიას რჩევებს აჰყვა

პროკურატურის მხრიდან სწორმა სამართლებრივმა რეაგირებამ მოგვცა სურათი, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც აჟრიამულდა და ღარიბაშვილის პოსტს აჰყვა, თავის მხრივ, იტყუებოდა. ახლა ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს, რომ თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.წილოსანის თქმით, სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ გვარამიების, თუ ჟორჟოლიანების მსგავსი დეზინფორმატორების ჟრიამული გამოიწვია.„მისმა განცხადებებმა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივი ააჟრიამულა. პროკურატურის მხრიდან მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრები, ახლობლები და ყველა არსებული მტკიცებულება მიდის ერთ დასკვნამდე, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის ეს არის ხელსაყრელი მომენტი, გარკვეული პოლიტიკური დაზიანება მიაყენოს და დისკრედიტაცია გაუკეთოს როგორც პროკურატურას, ისე მთლიანად ხელისუფლებას. უზომოდ სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის პოსტმა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და ისეთ დეზინფორმატორებში ნახა გამოხმაურება, როგორებიც გვარამია, ჟორჟოლიანი და მათი თანამოაზრეები არიან. როგორც ჩანს, ახლა ერთ თამაშს თამაშობენ. რაც მთავარია, ნიკა გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებდა – ატკინე, დააზიანე მაინცო. ალბათ, ამ ხაზის გაგრძელება იყო ეს პოსტიც და შემდგომი პოსტებიც. სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი გვარამიას რჩევებს აჰყვა. იმის მიუხედავად, რაოდენ ნაწყენიც ან გაბრაზებულიც არ უნდა იყოს თავისი გადმოსახედიდან, ჩემთვის მაინც მიუღებელია, რომ ვინმე „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე დაჯდეს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.პროკურატურამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. უწყების ცნობით, საქმეზე გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი პირველ სექტემბერს გაავრცელა.

გიორგი შარაშიძე

პოლიტიკა • 1788423175

გიორგი შარაშიძე: ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურის განცხადება სანახაობის ნაწილი მგონია, არ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს რაიმე ხელშესახები მოჰყვება

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურის განცხადება სანახაობის ნაწილი მგონია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.შარაშიძის თქმით, ადამიანური ტრაგედიების გამოყენება მიუღებელი და ამორალურია.„მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ გამოკითხვიდან რაიმე განსაკუთრებულს ველოდებით. ყველაზე სამწუხარო რეალობა ის არის, რომ „ოცნება“ ნამდვილ სახეს აჩვენებს – მათ რიგებში ამდენი აგენტი და ყოფილი „ნაცია“. ერთმანეთის დასმენას და ჩაშვებას რაც უფრო მეტად გააგრძელებენ, მით უფრო მალედა მკაფიოდ დაინახავს ქართველი ხალხი მათ რეალურ სახეს.რაც ხდება, კიდევ ერთხელ იმაზე მიუთითებს, რამდენად ძირგამომპალია სისტემა და რამდენად არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებას მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ასევე რამდენად არიან კორუმპირებულები, მოძალადეები და ყველაფრის მკადრებლები არიან. ეს პროცესი რაც უფრო მეტად გაგრძელდება, საზოგადოება უფრო მეტად დაინახავს „ოცნების“ სახეს.პროკურატურის განცხადება ისევ სანახაობის ნაწილი მგონია. არ მგონია, ამ ყველაფერს რაიმე ხელშესახები მოჰყვეს, ვინაიდან „ოცნება“ სხვა დღის წესრიგს ვეღარ ქმნის, ერთმანეთის „ჩაშვება“ დარჩათ. დღევანდელი „ოცნება“ ყოფილი „ნაცების“ და აგენტების პარტიაა. ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, ადამიანური ტრაგედიების გამოყენება მიუღებელი და ამორალურია, მაგრამ ამ საქმის დეტალებში არ და ვერ შევალთ. ეს არის „ოცნების“ თვითილუსტრაციის ნაწილი, როცა ქართველ ხალხს საკუთარი ქმედებით საკუთარ თავს აჩვენებენ“, – განაცხადა შარაშიძემ.ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საქმეზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური“.

პროკურატურა

სამართალი • 1788416554

პროკურატურა: ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი, ამის მიუხედავად, საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხება რამდენიმე პირი, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პროკურატურა ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი.მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შედეგების შესახებ, ლაზარე ჯორბენაძისთვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თუ რაიმე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურა

სამართალი • 1788415536

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი.მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შედეგების შესახებ, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თუ რაიმე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

✕