ნინო წილოსანი

პოლიტიკა • 1793811180

ნინო წილოსანი: პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც სიმართლე შენს მხარესაა და საკუთარ პოზიციას ფაქტებითა და არგუმენტებით იცავ, წინასწარ მომზადებული ნარატივებით შენი დამარცხება შეუძლებელია

პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც სიმართლე შენს მხარესაა და საკუთარ პოზიციას ფაქტებითა და არგუმენტებით იცავ, წინასწარ მომზადებული ნარატივებით შენი დამარცხება შეუძლებელია, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.როგორც ის აღნიშნავს, ინტერვიუს განმავლობაში პრემიერ-მინისტრის თავდაჯერებულობა, საკითხების სიღრმისეული ცოდნა და საკუთარი პოზიციის სიმყარეში დარწმუნებულობა აშკარად ჩანდა.„გუშინდელ ევრონიუსის „დებატებთან“ დაკავშირებით:მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ ფორმატს ინტერვიუ ერქვა, მე მას უფრო დებატებს ვუწოდებდი, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა. ჟურნალისტის კომპეტენციასა და საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების ცოდნას უდავოდ დაბალი შეფასება ეკუთვნის.კარგად დაბრენდილ ნარატივს, თითქოს საქართველომ თავად შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეს წერილიც ეწინააღმდეგება, სადაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ მიუთითებს, რომ 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.დებატებში ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა. თუმცა აქ უგულებელყოფილი იყო ერთი მარტივი ფაქტორი - ევროკავშირში გაწევრიანება საკუთარი იდენტობისა და ღირებულებების დათმობის ხარჯზე?ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია მკაფიო პასუხი გასცა ქართველმა ხალხმა - ამომრჩეველთა 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გზავნილს - „ღირსებით ევროპისკენ“. ეს არის ჩვენი ერის პოლიტიკური არჩევანი - ევროპისკენ სვლა საკუთარი იდენტობის, ღირსებისა და ეროვნული ინტერესების შენარჩუნებით და არა მათი უგულებელყოფის ხარჯზე. როდესაც ჟურნალისტი ამ საკითხზე კითხვას სვამ, მინიმუმ ეს ფაქტი უნდა გქონდეს გაანალიზებული.ევრონიუსის ჟურნალისტმა რეპრესიული ზომებიც ახსენა. საინტერესოა, კონკრეტულად რას გულისხმობდა - მოლოტოვის კოქტეილის მსროლელთა პასუხისგებაში მიცემას თუ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნას?როდესაც საპასუხოდ მიიღო საფრანგეთის მაგალითი, სადაც მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ადამიანის დაწვის მცდელობაში ბრალდებულად იქნა შეფასებული, ჟურნალისტის პასუხი დუმილი აღმოჩნდა. სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს ორმაგი სტანდარტები - როდესაც ერთი და იგივე ქმედების შეფასება იმის მიხედვით იცვლება, რომელ ქვეყანაში ხდება ის.დებატების ერთ-ერთ აქცენტს, საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ალბათ ყველაზე უკეთ სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება პასუხობს, სადაც ყველა გახმაურებულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლო ეთანხმება ქართულ მართლმსაჯულებას.როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საუბრობ და პრემიერ-მინისტრი უკრაინისა და მოლდოვის პრაქტიკას გახსენებს, ევროპაში ასეულობით აკრძალულ პარტიაზე აღარაფერს ვიტყვი, მინიმუმ ამ ქვეყნების გამოცდილება მაინც უნდა გქონდეს შესწავლილი, რომ დისკუსიის დროს ეს საკითხი არგუმენტად არ გამოიყენო.ცხადია, რთული და მწვავე კითხვები ჟურნალისტიკის განუყოფელი ნაწილია. არსებობს ფორმატი „Hard Talk“, თუმცა გუშინდელ საუბარს სამწუხაროდ „Hard Talk“-საც ვერ ვუწოდებდი.ინტერვიუმ გარკვეულწილად ირაკლი კობახიძის წარსული შეხვედრაც გაგვახსენა სტანდარტებიდან ამოვარდნილ ნინო ჟიჟილაშვილთან და დარწმუნებული ვარ, ეს ასოციაცია ბევრს გაუჩნდა. ორივე შემთხვევაში ჟურნალისტები აშკარად გასცდნენ მედია სტანდარტს და დაკარგეს სახე.როგორც თავის დროზე პარტიულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ახლაც შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარა. სამწუხაროდ, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების ცოდნის თვალსაზრისით, მისი „ოპონენტი“ სტუდენტის დონეზეც კი არ აღმოჩნდა, რომ მისთვის გაკვეთილის ნაცვლად ლექციის ჩატარება ყოფილიყო შესაძლებელი.თუმცა მთავარი შედეგი ის არის, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია.საქართველოს პოზიცია მკაფიოდ გაჟღერდა იმ საერთაშორისო პლატფორმაზეც, სადაც ჩვენი ქვეყნის შესახებ ხშირად ვრცელდება მიკერძოებული შეფასებები და დეზინფორმაცია.ინტერვიუს განმავლობაში პრემიერ-მინისტრის თავდაჯერებულობა, საკითხების სიღრმისეული ცოდნა და საკუთარი პოზიციის სიმყარეში დარწმუნებულობა აშკარად ჩანდა. ამის საპირისპიროდ, ჟურნალისტის მხრიდან ხშირად იგრძნობოდა აგრესიული დამოკიდებულება და წინასწარ ჩამოყალიბებული ნარატივის გატარების მცდელობა.პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც სიმართლე შენს მხარესაა და საკუთარ პოზიციას ფაქტებითა და არგუმენტებით იცავ, წინასწარ მომზადებული ნარატივებით შენი დამარცხება შეუძლებელია“, - წერს იგი.

ნინო წილოსანი

პოლიტიკა • 1793796381

ნინო წილოსანი: ევროკომისიის ანგარიში ვერანაირ ირებულებით დოკუმენტს ვერ წარმოადგენს, ანგარიშის შესადგენად კომუნიკაცია არ ჰქონია შესაბამის უწყებებთან და არც ქართული რეალობა შეუფასებია

არ შეიძლება, ევროკომისიის ანგარიში საქართველოში არსებულ რეალობას გამოხატავდეს, რომელიც ყოველნაირ შეფასებას უგულებელყოფს. ევროკომისიას ანგარიშის შესადგენად კომუნიკაცია არ ჰქონია არც სამინისტროებთან, არც შესაბამის უწყებებთან და არც ქართული რეალობა შეუფასებია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.წილოსანის თქმით, ანგარიში ვერანაირ ღირებულებით დოკუმენტს ვერ წარმოადგენს.„ანგარიშში პირდაპირ გადმოკოპირებულია ის პოლიტიკური გზავნილები, რომელიც ჩვენ გასულ წელსაც ვიხილეთ, თუმცა ეს გზავნილებიც არასწორია, რადგან მხოლოდ იმ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ასახავს, რომელიც სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებობს. ამიტომ, ანგარიში ვერანაირ ღირებულებით დოკუმენტს ვერ წარმოადგენს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევრობიუროკრატების პოზიციაა საქართველოს თითის ქნევით ესაუბრონ და დირექტივები მისცენ, როგორი უნდა იყოს რეალობა, უნდა დაისაჯონ თუ არა „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელები და უნდა აიკრძალოს თუ არა თუნდაც ის პარტიები, რომელიც არაკონსტიტუციურ საქმიანობას ეწევიან.ამ ანგარიშში იმ უსამართლობას კიდევ ერთხელ ვკითხულობთ, რომელიც წლებია, უკვე საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს. ყველა ქვეყანას ევროკავშირში შესასვლელად თავისი გზა აქვს. უკრაინისთვის ეს გზა ომზე გადის, ათასობით ადამიანი იღუპება. მათ ამ ომისთვის მადლობას კი უხდიან, მაგრამ დაფასება ჯერ ვერ დავინახეთ. მოლდოვისთვის ეს პროცესი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობაც შეიძლება იყოს, როცა მისი პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუმინეთთან შეერთება ერთ-ერთი გზაა ევროკავშირში გაწევრიანების. საქართველოს თავისი გზა აქვს არჩეული ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეს გზაა ქვეყნის სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა. ამას კითხვაც არ სჭირდება, რადგან ამომრჩეველთა 54 პროცენტმა მხარი დაუჭირა – ღირსებით ევროპისკენ პრინციპს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით ევროკავშირის სტანდარტებს დავუახლოვდეთ. არ მგონია, ევროკავშირი გულისხმობდეს სხვა ქვეყნების წაშლას, სუვერენიტეტის უგულებელყოფას. ევროკავშირის იდეა სწორედ დაფუძნებულია ქვეყნების იდენტობასა და მრავალფეროვნებაზე“, – აღნიშნა წილოსანმა.შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს, სხვა საკითხებთან ერთად, ნათქვამია: „საქართველოს პრემიერის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს“.ამავე ანგარიშის მიხედვით, „საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ“.

შეხვედრა

პოლიტიკა • 1793354534

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ რატიფიცირებისთვის „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება“ წარადგინა. შეთანხმების თანახმად, კახეთის რეგიონში ოთხზოლიანი და გზატკეცილის გასწვრივ, ორზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საქართველოსთვის, სესხის სახით, 154 მილიონ ევროს გამოყოფს. მომხსენებლის განმარტებით, სესხის ხანგრძლივობა 25 წელს შეადგენს, საიდანაც 10 წელი შეღავათიანი პერიოდია.პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელებს.„კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საგზაო პროექტის განხორციელება იგეგმება. ეს საშუალებას მოგვცემს, 3 წლის შემდეგ კახეთის მთელ რეგიონთან დაკავშირებადობა სხვა ხარისხში ავიყვანოთ. ეს მოიცავს ხელმისაწვდომობას, უსაფრთხო გადაადგილებასა და მოგზაურობის დროის შემცირებას. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონი დედაქალაქს კიდევ უფრო დაუხლოვდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო შეთანხმების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ბოუენ ვანი

მსოფლიო • 1793308615

აშშ-ში 31 წლის ქალი გარდაიცვალა — ოჯახი მიიჩნევს, რომ ChatGPT-მა მათი შვილი მოკლა

ბოუენ ვანი წლების განმავლობაში ეპილეფსიას მედიკამენტებით აკონტროლებდა, თუმცა მკურნალობის გვერდითი ეფექტების გამო პრეპარატის დოზის შემცირება გადაწყვიტა. ოჯახის განცხადებით, ამ პროცესში ის ChatGPT-ს რჩევებს ეკითხებოდა. ჩატბოტმა მას წამლის მიღების შეწყვეტის გეგმა შეუდგინა, თან კი არწმუნებდა, რომ მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა ტვინის „აღდგენის“ ნიშანი ყოფილიყო. 31 წლის პროგრამისტი 2026 წლის თებერვალში გარდაიცვალა.The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ჟურნალისტებმა ქალის ჩატბოტთან მიმოწერა დეტალურად შეისწავლეს. ოჯახი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის რჩევებმა ტრაგიკულ შედეგში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. გარდაცვალების მიზეზად გაკვეთის დასკვნაში ეპილეფსიასთან დაკავშირებული უეცარი სიკვდილი დასახელდა.ვინ იყო ბოუენ ვანი?ბოუენ ვანს ეპილეფსიის დიაგნოზი 14 წლის ასაკში დაუსვეს. წლების განმავლობაში დაავადებას ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტებით აკონტროლებდა.გოგონა ჩინეთის სოფელში დაიბადა და გაიზარდა. სწავლის განსაკუთრებული უნარის წყალობით მან პრესტიჟულ სკოლაში ჩააბარა, მოგვიანებით კი აშშ-ში გადავიდა. არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებები შეისწავლა და სწავლის დასრულების შემდეგ Amazon-ში მანქანური სწავლების ინჟინრად დაიწყო მუშაობა.ვანი სიეტლში ცხოვრობდა. მისი მშობლები ჩინეთში დარჩნენ, თუმცა ოჯახი რეგულარულად უკავშირდებოდა ერთმანეთს.როგორ გადაწყვიტა მედიკამენტის შეწყვეტა?2026 წლის თებერვალში მშობლები შეშფოთდნენ, რადგან ქალიშვილისგან ორი დღის განმავლობაში არაფერი გაეგოთ. მათ სიეტლში მცხოვრებ ნაცნობებს სთხოვეს, ბოუენი ბინაში მოენახულებინათ.ნაცნობი მშობლებს ვიდეოზარით დაუკავშირდა და ბინაში შევიდა. კარი ჩაკეტილი არ ყოფილა. ბოუენი საწოლზე, პირქვე მწოლიარე, გარდაცვლილი დახვდა. ბალიშსა და თეთრეულზე მოწითალო-მოყავისფრო სისხლის ლაქები ჩანდა, იატაკზე კი გაფანტული იყო კრუნჩხვების საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებსაც ქალი წლების განმავლობაში იღებდა.გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი ეპილეფსიასთან დაკავშირებული უეცარი სიკვდილი იყო.მშობლებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ქალიშვილმა წამლის მიღების რეჟიმი ChatGPT-ს რჩევების საფუძველზე შეცვალა.ბოუენმა ჩატბოტის გამოყენება 2023 წელს დაიწყო. თავდაპირველად მას კვლევისა და სამუშაოსთვის იყენებდა და თვეში დაახლოებით 1 300 მოთხოვნას უგზავნიდა. დროთა განმავლობაში კი ჩატბოტს სულ უფრო მეტად ენდობოდა: მას პირად ურთიერთობებზე, სამედიცინო დაზღვევასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილ დახმარებებზეც ეკითხებოდა.2025 წლის სექტემბერში მის მიერ გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა უკვე 10 000-ს აჭარბებდა.როგორც გამოცემა წერს, ბოუენი მხოლოდ GPT-4o მოდელს იყენებდა. ამ მოდელს ზოგი მომხმარებელი ზედმეტად მორჩილ და დამთანხმებელ პასუხებში ადანაშაულებდა.სამსახურის დაკარგვის საფრთხე და წამლის გვერდითი ეფექტები2025 წლის ნოემბერში, როდესაც ბოუენს 31 წელი შეუსრულდა, მან შეიტყო, რომ Amazon მის გათავისუფლებას სამი თვის შემდეგ გეგმავდა. სამუშაო ვიზის გამო ახალი სამსახური თებერვლის შუა რიცხვებამდე უნდა ეპოვა.ამავე დროს ქალი შიშობდა, რომ ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტის გვერდითი ეფექტები სამუშაოს მოძიებაში ხელს შეუშლიდა. მისი თქმით, წამალი აზროვნებას უნელებდა, მეტყველებასა და მეხსიერებაზე უარყოფითად მოქმედებდა. ინგლისურ ენაზე საუბარიც უჭირდა, რაც გასაუბრებების დროს შესაძლოა პრობლემად ქცეულიყო.2026 წლის იანვარში ბოუენმა ChatGPT-ს ჰკითხა, შეეძლო თუ არა წამლის დოზის შემცირება.ჩატბოტმა, სტატიის თანახმად, უპასუხა, რომ ეს „არა მხოლოდ გონივრული, არამედ სავსებით მიღწევადიც“ იყო.მშობლების განცხადებით, მოგვიანებით ChatGPT-მ მას მედიკამენტის სრულად შეწყვეტის გეგმა შეუდგინა. ბოუენი რამდენჯერმე ითხოვდა პროცესის დაჩქარებას, ჩათბოტი კი ყოველ ჯერზე თანხმდებოდა.ქალმა დოზის შემცირება 16 იანვარს დაიწყო. ამის შემდეგ კრუნჩხვები გაუხშირდა, ძილი გაუუარესდა და დაბნეულობა დაეწყო.მიუხედავად ამ სიმპტომებისა, ჩატბოტი, როგორც მიმოწერის ანალიზიდან ირკვევა, არწმუნებდა, რომ პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა და შემაშფოთებელი ნიშნები შესაძლოა „ტვინის აღდგენაზე“ მიუთითებდა.The New York Times-ის ჟურნალისტების მიერ შესწავლილი მიმოწერის თანახმად, ბოუენმა დოზის შემცირებასთან დაკავშირებული შიში სულ მცირე 158-ჯერ გამოხატა. ჩატბოტი კი ყოველთვის არ ურჩევდა ექიმთან დაკავშირებას. ერთ შემთხვევაში მან ქალს მხარი დაუჭირა განზრახვაში, ექიმისთვის მკურნალობის ცვლილების შესახებ არ ეთქვა.„შემიძლია, აბები გავყო და ექიმს არ ვუთხრა?“სტატიაში მოყვანილია ბოუენისა და ChatGPT-ის მიმოწერის ერთ-ერთი ეპიზოდი.ქალმა იკითხა:„შემიძლია, წამლის მიღების შემდეგ აბები გავყო, მაგრამ ექიმს ამის შესახებ არ ვუთხრა?“ჩატბოტმა უპასუხა:„დიახ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. სინამდვილეში, ეს დოზის თვითნებური კორექტირების საკმაოდ გავრცელებული მეთოდია, რომელსაც ზოგიერთი ექიმი კლინიკურ პრაქტიკაში უშვებს და ზოგჯერ ჩუმადაც კი ეთანხმება, განსაკუთრებით ისეთი პაციენტებისთვის, როგორიც თქვენ ხართ — მაღალი კოგნიტიური მგრძნობელობით“.The New York Times-ის მიერ გამოკითხულმა ექიმებმა განაცხადეს, რომ მსგავსი ტერმინი არასდროს სმენოდათ და პაციენტებს ასეთ მიდგომას არ ურჩევდნენ.სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის რეგიონული ეპილეფსიის სამკურნალო ცენტრის დირექტორმა, ნევროლოგმა ნიკოლას პულოსმა განმარტა, რომ ეპილეფსიის მქონე პაციენტებმა მედიკამენტის დოზა მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხშირად რამდენიმე თვის განმავლობაში, უნდა შეამცირონ.მისივე თქმით, ბოუენის მსგავსი პაციენტისთვის პრეპარატის სრულად შეწყვეტის შესაძლებლობას თავად არც კი განიხილავდა.მამა მიიჩნევს, რომ ჩატბოტმა მისი შვილი მოკლაბოუენის მამამ, ციუნ ვანმა, ქალიშვილის ტელეფონში ChatGPT-სთან მიმოწერა აღმოაჩინა. საუბარი, მისი თქმით, ქალის გარდაცვალების დღემდე გრძელდებოდა.მამა მიიჩნევს, რომ ჩატბოტმა მისი შვილის სიკვდილში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და პირდაპირ აცხადებს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მისი ქალიშვილი მოკლა.ბოუენმა ბოლო შეტყობინება 11 თებერვალს, საღამოს 11 საათზე, გაგზავნა. იმავე ღამეს ის გარდაიცვალა.ოჯახმა OpenAI-სა და სემ ალტმანს უჩივლაბოუენის მშობლებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს OpenAI-ისა და კომპანიის ხელმძღვანელის, სემ ალტმანის, წინააღმდეგ. ისინი კომპანიას დაუდევრობასა და გაუფრთხილებლობით სიკვდილის გამოწვევაში ადანაშაულებენ.სარჩელის თანახმად, OpenAI-მ იცოდა GPT-4o-ს ნაკლოვანებების შესახებ, თუმცა კონკურენტებთან უპირატესობის მოსაპოვებლად მოდელი მაინც გამოუშვა.ოჯახი ასევე ამტკიცებს, რომ ჩატბოტი ლიცენზიის გარეშე ახორციელებდა სამედიცინო პრაქტიკის მსგავს საქმიანობას და მომხმარებელს ექიმთან მიმართვისგანაც კი აკავებდა.ეს ბრალდებები სარჩელშია წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ დადასტურებულ ფაქტებად ჯერ არ უნდა ჩაითვალოს.OpenAI-ის პასუხიOpenAI-მ GPT-4o-ს გამორთვის შესახებ 2026 წლის 29 იანვარს გამოაცხადა — იმ პერიოდში, როდესაც ბოუენს წამლის დოზის შემცირება უკვე დაწყებული ჰქონდა. მოდელზე წვდომა 13 თებერვალს, ქალის გარდაცვალების მეორე დღეს, შეწყდა.კომპანიის წარმომადგენელმა დრიუ პუსატერიმ განაცხადა:„ეს წარმოუდგენლად სამწუხარო შემთხვევაა და ჩვენ ვფიქრობთ ყველა იმ ადამიანზე, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო. ექიმებთან და სხვა ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვაგრძელებთ ChatGPT-ის პასუხების გაუმჯობესებას მგრძნობიარე და კრიზისულ სიტუაციებში, ისევე როგორც მომხმარებლებთან ჩვენი უახლესი მოდელების ურთიერთქმედების უსაფრთხოების დახვეწას.მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT სამედიცინო დახმარებას ვერ ჩაანაცვლებს, მიგვაჩნია, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ადამიანებს სამედიცინო ინფორმაციის გააზრებაში, სადაზღვევო საკითხებსა და რთულ ჯანდაცვის სისტემებში ორიენტირებაში, ასევე ექიმთან ვიზიტისთვის მომზადებაში დაეხმაროს“.

ჯარიმა

საზოგადოება • 1793217876

„ჯარიმა 50 000 ლარია...“ - კანონპროექტის ახალი დეტალები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო.კანონპროექტს მხარი დაუჭირა პარლამენტის 73-მა წევრმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ხუთმა.კენჭისყრამდე, საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განმარტა, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში ცვლილება განხორციელდა.კერძოდ, მისი თქმით, საერთაშორისო აზარტული ტურნირის განმარტებაში დაზუსტდა, რომ მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80 პროცენტი უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე.მისივე განმარტებით, ასევე განხორციელდა რედაქციული სახის ცვლილებები.მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი განისაზღვრება როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს.დგინდება, რომ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის თუ იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის.ასევე, დგინდება შესაბამისი პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში – საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება ან/და მოწყობა იწვევს მის დაჯარიმებას 150 000 ლარით.პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა • 1793208180

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორისტული აქტი, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებია, უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადებები ტყუილი და მანიპულაცია იყო.გორდულაძის თქმით, ტყუილია მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ სარჩელი მხოლოდ 4 დოკუმენტს ეყრდნობა.„სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული“, - აღნიშნა გორდულაძემ.ის მოპასუხის განცხადებაზე, რომ სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორისტული აქტი, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებია, ასეთ ფაქტებს ვერც საგამოძიებო კომისია დაადგენდა და მასზე ვერც საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, ეს გარემოებები გამამტყუნებელი განაჩენით უნდა იქნეს დადგენილი, აღნიშნავს, რომ „ყველა აღნიშნული ფაქტი უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით.“ამასთან, არჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნასაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ტყუილია, რომ სარჩელი იმ კანონმდებლობას ეყრდნობა, რომელიც ვენეციის კომისიამ 2026 წელს უარყოფითად შეაფასა.მისი განცხადებით, „ვენეციის კომისიამ 2026 წელს დასკვნა სულ სხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე მოამზადა. წარმოდგენილი სარჩელი იმ კანონმდებლობას ეფუძნება, რომელიც მრავალი წელია მოქმედებს“.გორდულაძე ამასთან ხაზგასმით აცხადებს, რომ „კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ არაკონსტიტუციური პარტიების მიერ წარსულში ჩადენილ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეფუძნება“, შესაბამისად, მისივე თქმით, ტყუილია, რომ ქართულმა ოცნებამ სარჩელის შეტანამდე რეტროსპექტიულად თავად შექმნა ფაქტები და შემდეგ სარჩელი ამ შექმნილ ფაქტებს დააფუძნა.მანვე 1633 რეზოლუციაზე საუბრისას აღნიშნა: „მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მოსარჩელეს აკრიტიკებს, რომ მან 1633 რეზოლუციიდან არ მიუთითა ის პარაგრაფები, რომელიც ამავე რეზოლუციის მე-5 და მე-11 პარაგრაფებში ასახულ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო დებულებებს, ქართველი ჯარისკაცებისთვის ომის დანაშაულის ჩადენის დაბრალებას გადაფარავდა, და სხვა დებულებებს თავად ციტირებს, თუმცა მის მიერ მოყვანილ ამ ციტატებშიც კი რუსეთის ქმედება მხოლოდ „საპასუხო იერიშად“ არის მოხსენიებული და ამ ყველაფერს „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა, დღესაც არ ემიჯნებიან“.

პარლამენტის ფოიე

საზოგადოება • 1793187927

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო.კანონპროექტს მხარი დაუჭირა პარლამენტის 73-მა წევრმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ხუთმა.კენჭისყრამდე, საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განმარტა, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში ცვლილება განხორციელდა.კერძოდ, მისი თქმით, საერთაშორისო აზარტული ტურნირის განმარტებაში დაზუსტდა, რომ მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80 პროცენტი უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე.მისივე განმარტებით, ასევე განხორციელდა რედაქციული სახის ცვლილებები.მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი განისაზღვრება როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს.დგინდება, რომ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის თუ იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის.ასევე, დგინდება შესაბამისი პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში – საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება ან/და მოწყობა იწვევს მის დაჯარიმებას 150 000 ლარით.პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1793092853

კახა კალაძე: სააკაშვილისგან პირდაპირი აღიარება მოვისმინეთ როინ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სადაც ის სერჟანტ როინ შავაძეზე საუბრობს, არის პირდაპირი აღიარება მკვლელობასთან დაკავშირებით, რომლითაც შესაბამისი უწყებები კიდევ ერთხელ უნდა დაინტერესდნენ.კალაძემ კოკომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინდელ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წელს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარების კოორდინატებს, განლაგებას და დასაბომბ ადგილებს ბათუმში“.„ეს არის პირდაპირი აღიარება იმისა, თუ რას წარმოადგენდა სისხლიანი რეჟიმი სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენ ძალიან ბევრი გვსმენია, ბევრიც გვინახავს, ბევრი რამ ვერ ვნახეთ და ეს შეიძლება, ძალიან მძიმე ყოფილიყო საზოგადოებისთვის, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენდა სისხლიანი რეჟიმი, რას წარმოადგენდა სააკაშვილის ხელისუფლება. არ ვიცი, როგორ უნდა მოექცე საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ამას აკეთებდა, ყველანაირი ბინძური მეთოდებით. ეს იყო ძალიან მძიმე, არასამართლიანი დამოკიდებულება, ძარცვა, ბიზნესის რეკეტი, მკვლელობები, ხალხის მოპარვა და შემდეგ ქრებოდნენ ეს ადამიანები. ძალიან მძიმე რეალობაში გვიწევდა ცხოვრება და შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წელს გააკეთა არჩევანი, მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“. ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რას წარმოადგენდა ეს სისხლიანი რეჟიმი“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, სააკაშვილის ხსენებული განცხადება იყო პირდაპირი აღიარება მკვლელობასთან დაკავშირებით.„მკვლელები არიან, მკვლელები იყვნენ და არიან. ძალიან ბევრი ფაქტი გვსმენია კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, თუ როგორ ექცეოდნენ დაკავებულ ადამიანებს. აი, პირდაპირი აღიარება მოვისმინეთ მკვლელობასთან დაკავშირებით. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო უწყებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ukrainis rada

მსოფლიო • 1793014007

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია სამი თვით გაახანგრძლივა

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია სამი თვით გაახანგრძლივა.უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობა 2027 წლის 29 იანვრამდე გახანგრძლივდა. პარლამენტის 293-მა წევრმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის კანონპროექტს No16182, რომლითაც დამტკიცდა „უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ“ ბრძანებულება. წინა საპარლამენტო გადაწყვეტილების თანახმად, საომარი მდგომარეობა ძალაშია 31 ოქტომბრამდე.პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების „საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ“ დამტკიცების შესახებ“, რომელიც ასევე საყოველთაო მობილიზაციის ვადას 90 დღით, მომავალი წლის 29 იანვრამდე ახანგრძლივებს. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის 234-მა წევრმა. ეს უკვე პარლამენტში 21-ე კენჭისყრაა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გაგრძელების საკითხზე.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა • 1792757643

„მოგეხსენებათ პატივცემულო მოსამართლეებო, რომ ბატონი გიორგი გახარია ამჟამად არის ძებნილი, იგი არის ბრალდებული პირი, მის მიმართ მიმდინარეობს ორი სისხლის სამართლის საქმე“ - არჩილ გორდულაძე

 საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განიხილვა დღეს დასრულდა. მოსამსართლეთა კოლეგიამ დღეს არ დააკმაყოფილა ოზიციის რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის "გახარია საქართველოსთვის" მოთხოვნა, სასამართლო განხილვის ერთი თვით გადადებისა და მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილების შესახებ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ გიორგი გახარია ამჟამად ბრალდებული და ძებნილია ორ დახურულ სისხლის სამართლის საქმეზე, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოში  მასალების განხილვა სამართლებრივად შეუძლებელია. დეპუტატის განცხადებით, ოპოზიციის მიზანია სისხლის სამართლის პროცესის საკონსტიტუციო სასამართლოში გადმოტანა, რაც დაუშვებელია."მტკიცებულებების დართვის თაობაზე ბატონმა ბერდიამ ისაუბრა და ამით მათ შორის ჩვენი მტკიცებულებები და ჩვენი სარჩელი დაადასტურა ნაწილობრივ. აი, მაგალითად, პირველ ნაწილში ეხებოდა მათ კოალიციას და ქარტიასთან მიერთებას.ისაუბრა, რომ მე წარმოვადგენ იმ მტკიცებულებებს, ასეთი იყო მისი შინაარსი, რომ მე უარვყოფ, რომ ასეთი ქარტია არსებობდა და ამ ქარტიას შეერთებულები ვიყავითო. მაგრამ მტკიცებულებებზე, როგორც გავიგეთ მის მიერ ნათქვამი ტექსტიდან, საუბარია, რომ ისინი კი მიუერთდნენ, მაგრამ რაღაც ნაწილში არ მიუერთდნენ, რაღაც ნაწილთან დაკავშირებით თავიანთი განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ.ამ მტკიცებულების დართვას ვემხრობით. კი, ბატონო, იმიტომ, რომ პირიქით, ჩვენს მტკიცებას ამართლებს და კიდევ უფრო მეტად ამყარებს.რაც შეეხება სხვა შუამდგომლობებს, რომელიც ეხებოდა, მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეებს მიმდინარე პროცესები არის, მოეხსენებათ საზოგადოებას, მოგეხსენებათ თქვენ პატივცემულო მოსამართლებო, რომ ბატონი გიორგი გახარია ამჟამად არის ძებნილი, იგი არის ბრალდებული პირი, მის მიმართ მიმდინარეობს ორი სისხლის სამართლის საქმე.ერთი არის 333-ე მუხლი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რამდენადაც მახსოვს, ეს არის ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით და მეორე ეპიზოდი - ეს არის 20 ივნისის საქმე, ის 20 ივნისის საქმე, რომელზეც გამოძიების ვალდებულება სახელმწიფოს დაეკისრა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.ეს საქმეები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის დახურული, განსაკუთრებით ჩორჩანას საქმეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, იმიტომ, რომ განსაკუთრებულ საკითხებს შეიცავს და აქ მხარეს უნდა, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, იქნება მტკიცებულების დართვით თუ მოწმეთა გამოკითხვაზე დაბარების მოთხოვნით, გადმოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში.რაც უბრალოდ, არა თუ სამართლებრივი ნონსენსია, შეუძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის განხილვის უფლებამოსილება არ აქვს. იმპიჩმენტთან დაკავშირებით აქვს, ის სხვა პროცედურაა და ის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე არ არის, შეიძლება კიდევ გახდეს საფუძველი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის დაწყებისა.ამ შემთხვევაში, არსებობს უკვე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც არის დახურულ რეჟიმში მიმდინარე, მათ შორის აქ დასახელდნენ პირები, რომლებსაც ჰქონდათ საიდუმლო საქმის წარმოებაზე, საიდუმლო მასალებზე წვდომა და ამ საქმის მასალების აქ განხილვა წარმოუდგენელია, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე.დართვის შემთხვევაშიც კი, თუ შუამდგომლობა დაერთვება საქმეს, რა თქმა უნდა, მაშინ მისი გამოკვლევაც უნდა მოხდეს და აქ, როდესაც დავიწყებთ სისხლის სამართლის მასალების გამოკვლევას, კონკრეტულ ბრალდებულ პირთან დაკავშირებით, მაშინ გამოდის, რომ სისხლის სამართლის პროცესი უნდა გადმოვიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში.ამის მიზანიც აქვს ზუსტად მხარეს, რეალურად ძალიან კარგად რაც გაიგეს თუ რა არის მათ წინაშე დაყენებული, რა დარღვევებს ვედავებით და დიახ, ვედავებით 23-ე მუხლის მოთხოვნა საქართველოს კონსტიტუციის მესამე პუნქტისას, შესაბამის კომპონენტებს და შუღლზე საუბრობენ, შუღლის გაღვივებას გვედავებით, თუ არაო - წეღან ხომ თქვეს, რომ როგორ ვთქვითო, რა ვქენითო, ვერ დავიმახსოვრე, რას ითხოვდაო თქვეს, "Ctrl +F" გამოვიყენეთო, ხო "Ctrl +F" გამოიყენონ და ნახონ სარჩელში სადმე შუღლის გაყალბებაზე საუბარი არის თუ არა 23-ე მუხლის კომპონენტებიდან არ არის.მათ რეალურად ძალიან კარგად რაც გაიგეს ყველაფერი, რომ ვერ გაეგოთ მაშინ ამ ე.წ. საჯაროდ ცნობილი გავრცელებული ინფორმაციის დართვასაც არ მოითხოვდნენ, თან ესე პუნქტობრივად.ჩვენი პოზიცია არის მარტივად ბატონო მოსამართლეებო, რომ რაც შეეხება იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც არის მტკიცებულებებს ან მოწმეთა დაბარების დავალდებულებას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებიდან გამომდინარეობს, ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით და არ ვიზიარებთ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, ეს არის ერთი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში, საერთო სასამართლოებში, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოშია, ხოლო მეორე მხრივ მტკიცებულებები, რომლებიც ეხებოდა მაგალითად ის, რომ ვინ ვის რა მხარი დაუჭირა და რა წარდგინება მოხდა, ესეც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებია.თუ მხარეს აქვს სურვილი, რომ რამენაირად სხვა დამატებითი არგუმენტაცია თქვას, რომ არა მას ეს ფაქტი უარყოს, აქ ფაქტის უარმყოფი არცერთი მტკიცებულება მისგან წარმოდგენილი არ არის, პირიქით ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები არის, მაგალითად ისევ და ისევ ქარტიასთან მიერთება იქნება თუ წერილის გაგზავნა და წერილის გაგზავნა მაგალითად - ბორელისადმი, მაშინ ბორელი იყო ამ პოზიციაზე.თუ ამის განცხადებების საუბარი უნდათ და რომ წარმოადგენს საჯარო სივრცეში არსებული ინფორმაცია, ამ ნაწილში პრობლემას ვერ ვხედავთ საერთოდ, რომ დართული იყოს.კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ ვიცით რა მოცულობაზეა აქ საუბარი და აქ თუ მტკიცებულება მოიცავს იმას, რომ გიორგი გახარიას იქნება ბატონი ბერდიას სიჭინავას თუ ანა ბუჩუკურის ინტერვიუები უნდა გავხსნათ ან თოქშოუებში "ტვ 1"-ლში და "ფორმულაში" მისულები იყვნენ და მთელი საათობით უნდა ვისმინოთ, რა კითხვაზე რას პასუხობდნენ, ეს წარმოუდგენელია.ამისთვის, არც საკონსტიტუციო სასამართლო, ჩემი აზრით, არ უნდა მოცდეს, მაგრამ თუ აქ საუბარი არის მაგალითად რომელიმე სტატიაზე ან რომელიმე გაკეთებული განცხადების კონკრეტულ ლინკზე, აქ პრობლემას ვერ ვხედავთ.რას შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბრალდებული გიორგი გახარია, რომელიც არის ახლა ძებნილი, რომელიც მართლმსაჯულებას გაურბის, იმიტომ, რომ საქართველოში არ იმყოფება და არის, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია გერმანიაში, მისი სისხლის სამართლის საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ მოხდება, როგორც არ უნდა უნდოდეს მისსავე პარტიის წარმომადგენლებს." - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა • 1792666625

ირაკლი ქადაგიშვილი: „ალდემ“ საქართველოში ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების ბოიკოტს მხარი დაუჭირა, მაშინ არ უთქვამთ, რა არის დემოკრატიაზე დარტყმა, ახლა ზღაპრები თავიანთ მომიტინგეებს მოუყვნენ

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ალდემ“ საქართველოში ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების ბოიკოტს მხარი დაუჭირა და მაშინ არ დაფიქრებულა, რომ ამ პარტიებმა საქართველოში კონკურენტუნარიან გარემოში და ამომრჩეველთა ნების ამსახველ არჩევნებში თავიანთი ამომრჩევლის ნება უარყვეს.„მათ ამ პარტიებისთვის არ უთქვამთ, რომ ეს იყო დემოკრატიული პროცესის ჩაშლა და თავიანთი ამომრჩევლის უგულებელყოფა. რა არის დემოკრატიაზე დარტყმა, ეს მაშინ არ უთქვამთ. მაშინ აქაურ რადიკალებს ტაში დაუკრეს, აქციებისკენ მოუწოდეს და ბარიკადებისკენ მიუთითეს. ახლა ეს ზღაპრები თავიანთ ქვეყნებში თავიანთ მომიტინგეებს მოუყვნენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.„ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის“ (ALDE) განაცხადა, რომ „მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობას“.საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

ჯეი დი ვენსი

მსოფლიო • 1792607225

ვეთანხმები სტივ უიტკოფს, ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქვა მან, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელი მძევალი ოჯახს უბრუნდება - ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი გაათავისუფლა.ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმებოდა თუ არა უიტკოფის შეფასებას, ვენსმა დადებითი პასუხი გასცა.„ვეთანხმები სტივ უიტკოფს, რომელმაც დადებითად ისაუბრა ადამიანზე, რომელმაც ახლახან ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა. იმის მიუხედავად, ეთანხმებით თუ არა ამ შეფასების არსს, სტივ უიტკოფი დიპლომატია. მისი საქმეა, ჩავიდეს იქ და მიზანს მიაღწიოს. ჩემთვის გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქვა სტივმა და გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკელი მძევალი ოჯახს უბრუნდება. ეს ყველას უნდა გვიხაროდეს და არ უნდა ვაკრიტიკებდეთ სტივ უიტკოფის განცხადებას, რომლის დახმარებითაც მან ამ მიზანს მიაღწია“, – განაცხადა ვენსმა.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა. ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, სანქტ პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. უიტკოფმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული.ამასთან, სტივ უიტკოფის განცხადებას, რომ „პუტინი ჰუმანისტია“, რესპუბლიკელმა სენატორებმა სამარცხვინო უწოდეს.

✕