თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
ჩვენთვის ფარატინა ფურცელიც არ არის მათი ეს რეზოლუციები და ეს არ არის უბრალოდ ჩვენი განწყობიდან გამომდინარე. ადეკვატური რა წერია?, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე საუბრისას.
მისი თქმით, ქართველ ხალხს ევროპარლამენტის მიმართ ნდობა დაკარგული აქვს სწორედ სიცრუით გაჯერებული რეზოლუციების გამო.
„ისეთ რეზოლუციებს იღებენ, სადაც წერენ, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ზურაბიშვილი მგონი აქაც მოხსენიებულია პრეზიდენტის რანგში, გვიწერენ, რომ თურმე მედიაპლურალიზმის საქართველოში არ არის მაშინ, როდესაც „ტვ პირველი“, „ფორმულა“, ინტერნეტ მედია-გამოცემები, რასაც უნდათ იმას ლაპარაკობენ და წერენ. აბსურდი, რომ მზია ამაღლობელი თურმე პოლიტპატიმარია და საერთოდ უგულებელყოფენ იმას, რომ პოლიციელს სილა გაარტყა. შესაბამისად, მერე არ უნდა გაუკვირდეთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ნდომა ევროპარლამენტის მიმართ ძალიან შემცირებულია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ის არ ელოდება, რომ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს საბოლოოდ მოჰყვება სანქციები საქართველოს მიმართ.
„ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ მაქვს ისეთი განცდა, რომ პიკს უკვე მიღწია და ეს პიკი უკვე გადავიარეთ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.