მეგის ქარდავა

სამართალი • 1790074419

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სასამართლომ მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 768 107 ლარის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2012 წლის 22 მაისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ, ფარული ხარჯების მუხლით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისთვის 330 000 ლარის გამოყოფის მოთხოვნით იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს ბაჩანა ახალაიას წერილით მიმართა. მინისტრის თანხმობით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა მეგის ქარდავას დავალებით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს და მისი კონვერტაცია მოახდინეს, რის შემდეგაც 200 000 აშშ დოლარი მეგის ქარდავამ უკანონოდ მიითვისა.გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების დახმარებით 2011 წლის 16 ნოემბრიდან - 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით, თითქოსდა ოპერატიული მიზნობრიობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გაფლანგა ჯამში 768 107 ლარი.თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების მითვისების და გაფლანგვის ფაქტების დაფარვის მიზნით, მეგის ქარდავას დავალებით შედგა ფიქტიური დოკუმენტაცია, თითქოსდა ავღანეთის რესპუბლიკაში მივლენილი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფის მიერ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისთვის ფულადი სახსრების დახარჯვის შესახებ, რითაც ხსენებული თანხები ჩამოიწერა და ბუღალტრულად გასწორდა.ბრალდებულს ბრალდება 10 ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება და გაფლანგვა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანიშნული სასჯელი განახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შსს

სამართალი • 1789989799

„ონლაინ სესხით, 48 130 ლარი ნათესავების და თანამშრომლების მოტყუებით გაააქტიურა და მიითვისა...“ - ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანამშრომლებისა და ნათესავის თანხმობის გარეშე, მათი პირადი მონაცემების გამოყენებით, ერთ-ერთი ბანკიდან ონლაინ სესხი გაააქტიურა და მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას.საბანკო ორგანიზაციისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 48 130 ლარი შეადგინა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიბერე

საზოგადოება • 1788633541

მაქსიმუმ რამდენი წელი შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა - რას ამბობენ მეცნიერები

ალბათ, ბევრ ადამიანს სურს იცოცხლოს მაქსიმალურად დიდხანს, რის გამოც ასეთი პოპულარულია სხვადასხვა კვლევა იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ადამიანს 150 წელს მიაღწიოს, მით უმეტეს, რომ მედიაში პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია ასწლოვან ადამიანებზე. ზოგიერთი მათგანი იმ საიდუმლოსაც კი უზიარებს საზოგადოებას, თუ როგორ მიაღწიოს 100 წელს და რაში მდგომარეობს „მარადიული“ სიცოცხლის საიდუმლო.რამდენი წელი შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა მაქსიმუმ — რას ამბობენ მეცნიერები?გამოცემა New Scientist-ის ავტორებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, მაქსიმუმ რამდენ წელს შეუძლია იცოცხლოს ადამიანმა და რამდენიმე წლის წინ დაწერეს სტატია ჟანა კალმანზე, რომელიც დღემდე რჩება სიცოცხლის ხანგრძლივობის მსოფლიო რეკორდის მფლობელად. ქალი 1875 წელს დაიბადა და 1997 წელს, ოფიციალური ვერსიით, 122 წლისა და 164 დღის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა, ზოგიერთი სკეპტიკოსი მიიჩნევს, რომ ჟანას ოჯახმა თაღლითობას მიმართა და ხანდაზმული ქალის ნაცვლად მისი ქალიშვილი ივონი გაასაღა, რომელმაც დედის პიროვნება მიითვისა,  სინამდვილეში კი ჟანა 1934 წელს გარდაიცვალა. სხვადასხვა ვერსიის მიუხედავად, ჟანა კალმანი მაინც რჩება სიცოცხლის ხანგრძლივობის რეკორდსმენად იმ პირობით, თუ ის მართლაც ასეთ პატივსაცემ ასაკში გარდაიცვალა და არანაირი სიყალბე არ ყოფილა.მიუხედავად ამისა, მეცნიერები მაინც სვამენ კითხვას ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ და მსჯელობენ, შესაძლებელია თუ არა 200 წლამდე იცოცხლო. აქ უამრავი ეჭვი ჩნდება, რადგან კალმანის გარდა ასეთ ასაკს არავის მიუღწევია და მისი შემთხვევა ჭეშმარიტად გამონაკლისია. სიცოცხლის ხანგრძლივობით მეორე ადამიანი გახდა კანე ტანაკა, რომელმაც 119 წელი და 107 დღე იცოცხლა, ხოლო დღეისათვის, მეცნიერთა დათვლებით, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანს 117 წელი შეუსრულდა.თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე უნიკალური შემთხვევის გამოკლებით, მეცნიერები მიდრეკილნი არიან იფიქრონ, რომ არსებობს ბუნებრივი ზღვარი იმისა, თუ მაქსიმუმ რამდენი წელი შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა. მის დასადგენად ორი მიდგომის გამოყენებაა შესაძლებელი:დადასტურებული ასწლოვნების შესახებ დემოგრაფიული მონაცემების შესწავლა;კომპიუტერული მოდელირების გამოყენება.მეცნიერებმა, რომლებიც პირველ მეთოდს იყენებდნენ, გამოაქვეყნეს ანალიტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ადამიანის მაქსიმალური ასაკი დაახლოებით 115 წელს შეადგენს, 125 წლამდე მიღწევის შესაძლებლობის გამოურიცხავად. სხვა კვლევაში კი სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ კალმანის რეკორდი ძალიან მალე მოიხსნება.კომპიუტერული მოდელირების გამოყენებისას მეცნიერები აანალიზებენ 85 წლისა და უფროსი ასაკის მოზრდილებში ერითროციტებისა და ლეიკოციტების რაოდენობის მოკლევადიან რყევებს. ამ რყევებს სპეციალისტები გარდაქმნიან ტერმინალური ასაკობრივი დაავადებებისადმი ორგანიზმის გამძლეობის მაჩვენებლად. როდესაც ეს გამძლეობა ქრება, დგება გარდამტეხი წერტილი. მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ეტაპი შეიძლება განსხვავდებოდეს თავად ადამიანის მიხედვით, თუმცა ჩვეულებრივ 120 წლის ასაკში დგება. ყველაზე გამძლე ადამიანებისთვის ზედა ზღვარი ოდნავ მაღალია განსაზღვრული — 150 წელი.თუმცა, გამოცემა New Scientist-ის ავტორების აზრით, ასეთი კვლევები არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან ფაქტორს — მედიცინის მომავალ მიღწევებს. მაგალითად, 1920-იან წლებში მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ 105 წელზე დიდხანს სიცოცხლე შეუძლებელი იყო, თუმცა საუკუნის განმავლობაში მედიცინის, კვებისა და სანიტარიული პირობების გაუმჯობესებასთან ერთად განუწყვეტლივ იზრდება ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, რამაც ხელი შეუწყო ხანგრძლივობის რეკორდების დამყარებას.მეცნიერთა გუნდმა ჩაატარა გონებრივი ექსპერიმენტი — მათ წარმოიდგინეს, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება დაბერების ყველა თეორიულად განკურნებადი მიზეზის აღმოფხვრა. ერთადერთ განუკურნებელ მიზეზად დარჩება ჩვენს უჯრედებში დნმ-ის დაზიანება, რომელიც დაბერებასთან ერთად გარდაუვალი იქნება. ასეთ სცენარში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზედა ზღვარი 194 წლამდე გაიზარდა.

შეყვარებული

მსოფლიო • 1781431552

სასამართლომ ალფონს მამაკაცს 7 წლით ციხე მიუსაჯა - შეყვარებული ქალებისთვის მიყენებული ზარალი კი მილიონ დოლარზე მეტია

სინგაპურის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა მიანმარელ 31 წლის მიო კიაუს, რომელმაც თაღლითური გზით სამი ქალის ფულადი სახსრები მიითვისა. მიყენებულმა საერთო ზარალმა  1,24 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა,  იუწყება პორტალი Mothership-ი.მამაკაცი ქვეყანაში 2021 წელს გადავიდა საცხოვრებლად და თავიდან ფინანსურ კონსულტანტად მუშაობდა. მოგვიანებით მან ბიზნესს მიჰყო ხელი, ხოლო 2022 წელს ოფიციალურად დაქორწინდა და ორი შვილი შეეძინა. პარალელურად, როგორც სასამართლომ დაადგინა, კიაუმ რომანი გააბა ორ მალაიზიელ (44 და 45 წლის) და ერთ ჩინელ (35 წლის) ქალთან.პირველ პარტნიორს აფერისტი მამის გარდაცვალებისა და სამკვიდრო დავის შესახებ გამოგონილ ამბავს უყვებოდა. ვითომდა სასამართლო ხარჯების დასაფარად, მან ქალს 500 ათასზე მეტი სინგაპურული დოლარი გამოართვა. მანიპულაციების დასამალად ის ყალბ დოკუმენტებს იყენებდა. მომდევნო რჩეული ბოროტმოქმედმა დაარწმუნა, რომ ფული მის ავსტრალიურ (სინამდვილეში კი არარსებულ) ბიზნესში ჩაედო და მალე ქორწილსაც ჰპირდებოდა. ამ ქალბატონმა დაახლოებით 360 ათასი დაკარგა. მესამე მსხვერპლმა კი, მაღალშემოსავლიანი ინვესტიციების შესახებ ზღაპრების დაჯერების შემდეგ, თაღლითს თითქმის 770 ათასი დოლარი მისცა.დაზარალებულებმა ფაქტობრივად მთელი თავიანთი დანაზოგი დაკარგეს. მეორე ქალი დაორსულდა, თუმცა ტყუილის გამოაშკარავების შემდეგ მუცელი მოეშალა, რამაც მას მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა.ბრალდებულმა დანაშაული მისთვის წარდგენილი 21 ეპიზოდიდან მხოლოდ შვიდში აღიარა. სასამართლომ მას 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების დარჩენილ პუნქტებზე სამართალწარმოება კვლავ გრძელდება.

Shss

სამართალი • 1781083666

„დაკავებულმა 68 800 ლარი მიითვისა“ – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც გააჩნდა ფინანსური დავალიანებები და წინასწარ იცოდა, რომ ვერ შეასრულებდა ვალდებულებებს, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაზარალებულთან გააფორმა ხელშეკრულება სამშენებლო მასალების მიწოდების პირობით. დაზარალებულს ავანსის სახით ჩაარიცხინა 68 800 ლარი, რაც სრულად მიისაკუთრა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს

მსოფლიო • 1774520935

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პროკურატურასთან კოორდინაციით, 30 პირი პასუხისგებაში მისცა - საუბარია წიაღისეულის უკანონო მოპოვებასა და სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლებაზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს 30 პირი. ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბფირინგზე განაცხადეს."გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 3 ფაქტი. ბრალდებულები შიდა ქართლის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევით, ახორციელებდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და რეალიზაციას. აღნიშნულ ფაქტებზე მხილებულია 6 პირი, მათგან 4 დაკავებულია.პირველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 9 163.35 მ³ ქვიშა-ხრეში, რამაც გარემოს 138 050.75 ლარის ზიანი მიაყენა.მეორე სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში ბრალდებულებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტის შენიღბვის მიზნით დაამზადეს 3 443 000 ლარის ღირებულების პროდუქციის შესყიდვის ამსახველი ყალბი დოკუმენტები. ასევე, მდინარე რიონის კალაპოტიდან 1 346 371 მ³ წიაღისეულის უნებართვო მოპოვებით, გარემოს 19 561 423 ლარის ზიანი მიაყენეს.მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გურჯაანისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში უნებართვოდ მოიპოვეს 144 793 მ³ ქვიშა-ხრეში. დანაშაულის დაფარვის მიზნით გამოყენებული იყო ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია. გარემოს მიყენებულმა ზიანმა 2 172 502 ლარი შეადგინა.ჯამში, უკანონოდ მოპოვებულია 1 500 327 მ³ სასარგებლო წიაღისეული, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 21 871 975 ლარი შეადგინა.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 194-ე, 210-ე, 218-ე და 299-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 12 წლამდე ვადით.ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია ჯგუფურად სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების არაერთი ფაქტი.ერთ-ერთ საქმეზე დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 8 925 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს, რომლის ღირებულება 1 299 265 ლარს შეადგენს. აღნიშნულ საქმეზე პასუხისგებაში მიეცა 18 პირი.მეორე სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 5 975 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაა 591 525 ლარი.მესამე სისხლის სამართლის საქმეზე, ახალციხის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა საჯარო რეესტრში მცდარი ინფორმაციის წარდგენით, უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი 25 760 ლარის ღირებულების 644 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.მეოთხე საქმეზე, ბრალდებულმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს კუთვნილი 224 492 ლარის ღირებულების 4 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთები თაღლითურად დაირეგისტრირეს. აღნიშნული ქონების ნაწილი უკვე გასხვისებულია, ხოლო დარჩენილი ნაწილი კვლავ ბრალდებულის ოჯახის საკუთრებაშია.მთლიანობაში, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ 20 194 კვ.მ. სახელმწიფო მიწას, რომლის საერთო ღირებულება 2 141 042 ლარს შეადგენს. მიმდინარეობს მიწების სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცედურები.აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივი სქემების სრულად გამოვლენისა და მასში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. უწყება მკაცრ რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების ნებისმიერ ფაქტზე", - აღნიშნეს უწყებაში.

პროკურატურა ღამე

სამართალი • 1771013866

ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერმა 300 000 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა - პროკურატურის განცხადება

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრის პოზიციაზე იყო დასაქმებული, სხვადასხვა დროს დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა გამოყენებით, საწარმოს კუთვნილი, დიდი ოდენობის თანხები პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა. აღნიშნული გზით, ბრალდებულმა კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით, ჯამში 300 000 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. შესაბამისად, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მითვისება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება) რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჰაკერები

მსოფლიო • 1770457991

სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით Cyber Hunt: კიბერთაღლითებმა დუბაიდან და საქართველოდან, ინდოეთში, სოციალურად დაუცველი 450 მოქალაქის საბანკო ანგარიშები 19 მილიონი დოლარის გასათეთრებლად გამოიყენეს

ინდოეთის ხელისუფლებამ გამოავლინა საერთაშორისო კიბერთაღლითობის ქსელი, რომელიც საზღვარგარეთიდან მოქმედებდა და რაჯასტანის შტატის მაცხოვრებლების ასობით საბანკო ანგარიშს იყენებდა უკანონო თანხების გასათეთრებლად.გამომძიებლების თქმით, დუბაიში და საქართველოში დაფუძნებულმა ქსელმა, კერძო ბანკის თანამშრომლის დახმარებით, ინდოეთში გახსნილი, მინიმუმ 450 საბანკო ანგარიშიდან, დაახლოებით 19 მილიონი დოლარი მიითვისა.რაჯასტანის სპეციალური დანიშნულების ჯგუფისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფის მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით Cyber Hunt (კიბერნადირობა). ორი მთავარი ეჭვმიტანილი დააკავეს გუჯარათში, პოლიციის თქმით, ორივე მათგანი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა.ჩინოვნიკებმა საქმე აღწერეს, როგორც რეგიონში აღმოჩენილი "საბანკო თაღლითობის" ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მაგალითი.გამომძიებლების თქმით, თაღლითობა დისტანციურად დუბაიდან და საქართველოდან იყო ორგანიზებული. ინდური საბანკო ანგარიშები გამოიყენებოდა საინვესტიციო და ციფრული თაღლითობიდან მიღებული თანხების სატრანზიტო საშუალებად. პოლიციის თქმით, დაკავებულმა ეჭვმიტანილებმა აღიარეს, რომ თითქმის 450 საბანკო ანგარიში გააქირავეს საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის. დიდი თანხები სწრაფად გადაადგილდებოდა ამ ანგარიშების მეშვეობით, ხშირად რამდენიმე წუთში, გამოვლენის თავიდან ასაცილებლად და ფინანსური თვალთვალის მცდელობების ჩაშლის მიზნით."ანგარიშები მხოლოდ არხების ფუნქციას ასრულებდა. ფული  შემოდიოდა და თითქმის მაშინვე გადიოდა ამ ანგარიშებიდან", - თქვა გამოძიებაში ჩართულმა პოლიციის უფროსმა ოფიცერმა.ერთ-ერთი ბრალდებული, კაუშალ კუმჰარი, საქორწილო დარბაზში, გუჯარათის დაჰოდის რაიონის ქალაქ ლიმდისში, მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ მიიღო ინფორმაცია მისი იქ ყოფნის შესახებ. სამართალდამცველები შენიღბვის მიზნით, ქორწილში სტუმრის სტატუსით, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილები მივიდნენ, ეჭვმიტანილის ვინაობის დადასტურებისთანავე კი ის ცერემონიაზე დააკავეს.გამომძიების ინფორმაციით, კაუშალ კუმჰარი კერძო ბანკში მუშაობდა და თავის თანამდებობას დიდი რაოდენობით საბანკო ანგარიშების გასახსნელად იყენებდა. დროებითი ჯიხურები და ბანერები განათავსეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც მოქალაქეებს არწმუნებდნენ საბანკო ანგარიშების გახსნის შემდეგ სახელმწიფოსგან შეღავათებს ან ფინანსურ დახმარებას მიიღებდნენ.ანგარიშის მფლობელთა უმეტესობა ღარიბი მუშები, უმუშევარი ახალგაზრდები და სტუდენტები იყვნენ. მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ცრუ საბაბით იყო გამოყენებული, რეალურად კი ბანკომატის ბარათებს და შესაბამის საბანკო წიგნაკს ბრალდებულები განკარგავდნენ."ანგარიშის მფლობელებს არ ჰქონდათ კონტროლი საკუთარ ანგარიშებზე. ყველა ტრანზაქცია დისტანციურად იმართებოდა", - განაცხადა პოლიციამ.პოლიციის თქმით, ანგარიშებს დუბაიდან იყენებდა სამი უცხოელი ოპერატორი, ხოლო საქართველოში კიდევ ერთი მთავარი ოპერატორი იყო აქტიური, რომელიც კოორდინაციას უწევდა სახსრების მოძრაობას იურისდიქციებს შორის.

ქართველი ქალი

სამართალი • 1768504244

დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც საბერძნეთში შშმ პირებს ძარცვავდა

საბერძნეთში დააკავეს 45 წლის ქართველი ქალი, რომელიც თავს ოჯახში დამხმარედ ასაღებდა და ხანდაზმულებსა და შშმ პირებს ძარცვავდა.გამოძიების ინფორმაციით, მან 20 000 ევროზე მეტი თანხა მიითვისა. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ იგი სულ მცირე ოთხ ქურდობის ფაქტშია ეჭვმიტანილი.45 წლის ქართველი ქალი განცხადებებს პოულობდა, სადაც მოქალაქეები ხანდაზმული ოჯახის წევრებისთვის ან შშმ პირებისთვის ოჯახში დამხმარეს ეძებდნენ.ის ოჯახში მუშაობას ყალბი საბუთების მეშვეობით იწყებდა, რის შემდეგაც სამსახურს იღებდა და მათ საცხოვრებელს ძარცვავდა.

პოლიციის სირენა

სამართალი • 1767595700

პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სარფში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული შ.ფ. სარფში დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ნ.გ.-მ, აზერბაიჯანში მცხოვრები მეგობრისთვის გადასაცემად, ბრალდებულს 10 000 აშშ დოლარი გაატანა, რაც შ.ფ.-მ უკანონოდ მიითვისა.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შ.ფ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რევაზ კარანაძე

პოლიტიკა • 1766829863

რომან გოცირიძე, რომელმაც ჩვენი დიდი ბებია-ბაბუების დანაზოგი მიითვისა, ამბობს, რომ თურმე ფასების დაწევა არის რეპრესიები- შენი დანაშაულებების გამო, შენ უნდა იყო რეპრესიების მოწინავე რიგში, რადგან შენი ეკონომიკური ხედვების ბრალია ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება - რევაზ კარანაძე

პოლიტოლოგი რევაზ კარანაძე რომან გოცირიძის განცხადების შესახებ, რომელმაც აღნიშნა, რომ „ოცნების“ მთავრობა სავაჭრო ქსელის რეპრესიებს იწყებს მაღალი ფასების მომიზეზებით“, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, სწორედ რომან გოცირიძის ეკონომიკური ხედვების ბრალია.„კუპონა“ იგივე რომან გოცირიძე, რომელმაც 90-იანებში, ფინანსური რეფორმის შემდეგ, ჩვენი დიდი ბებია-ბაბუების წლების ნაშრომი დანაზოგი მიითვისა, გააქრო და გაასაღა ეს ფული ვიღაც ცეხავიტ ბიზნესმენებზე იმ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმებით, რომლებმაც ქვეყანა შეიყვანა სიღარიბეში და დღემდე უთანასწორო ეკონომიკა შეგვინარჩუნა, ეს ადამიანი ამბობს, რომ თურმე ფასების დარეგულირება და ფასების დაწევა არის რეპრესიები.მინდა ვთქვა, სწორედაც რომ ვემხრობი თუ ასეთი რეპრესიები იქნება. რადგან ამ ქვეყანაში მშრომელები და ახალგაზრდები პერსპექტივას ვეღარ ვპოულობთ, რადგან 300 და 400 ლარიანი ხელფასებით შეუძლებელია თავის გატანა, როდესაც ზეთი 20 და 25 ლარი ღირს. ხორცის ყიდვაზე კი უკვე შეუძლებელია ლაპარაკი. როდესაც ახალგაზრდებს ერთი ადამიანის ნაცვლად ოთხი ადამიანის პოზიციაზე ამუშავებენ. რომან გოცირიძე, შენი დანაშაულებების გამო პირველ რიგში, შენ უნდა იყო რეპრესიების მოწინავე რიგში, რადგან შენი და შენი ეკონომიკური ხედვების ბრალია ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და შენნაირი ე.წ. რეფორმატორების - აცხადებს კარანაძე ვიდეოში.ამავე პოსტში კარანაძე წერს, რომ „ამათნაირი ეკონომიკური "რეფორმატორების" და მათი დამანგრეველი ანტისოციალური მემარჯვენე ეკონომიკის გამოა 35 წელი ჩვენი ხალხი უმძიმეს სოციოეკონომიკურ მდგომარეობაში - კოლექტიური რომან გოცირიძეები და ბენდუქიძიზმი კვლავ მშრომელი ხალხის წინააღმდეგ!“. 

ოქრო

მსოფლიო • 1765657043

პოლიცია ეძებს ქალს, რომელიც კლიენტებს არწმუნებდა, რომ მათი სამკაულები დაწყევლილი იყო და მათ „გასასუფთავებლად“ მილიონობით თანხა მიითვისა

ევროპაში ეძებენ 44 წლის მარიანნა მიაილოვიჩს, რომელიც თავს მკითხავად და ნათელმხილველად ასაღებდა და მიუნხენისა და ვენის შეძლებულ ქალებს ფულსა და ძვირფასეულობას სძალავდა. ამის შესახებ წერს გამოცემა The Telegraph.პროკურატურის ინფორმაციით, მარიანნა და მისი რძალი ანა კლიენტებს არწმუნებდნენ, რომ მათი სამკაულები დაწყევლილი იყო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ თუ ძვირფასეულობას „გასუფთავების“ რიტუალებისთვის არ გადასცემდნენ, მათ ოჯახებს მძიმე უბედურება დაატყდებოდათ თავს. როგორც კი მარიანნა და ანა სამკაულებს მიიღებდნენ, ისინი უჩინარდებოდნენ. ასე, მარიანნამ ერთი ქალი დაარწმუნა, რომ იგი შეპყრობილი იყო, მეორეს კი კიბოსგან განკურნებას დაჰპირდა. სასოწარკვეთილმა ავადმყოფმა მას უზარმაზარი თანხა გადასცა, თუმცა მალევე გარდაიცვალა. პოლიცია ვარაუდობს, რომ თაღლითობის 10 წლის განმავლობაში მარიანნამ სულ მცირე 19 ადამიანი მოატყუა და მათგან 8,3 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიითვისა.პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ეზოში, აუზის ქვეშ, მოწყობილი იყო საიდუმლო ოთახი, სადაც მოხვედრა მხოლოდ ლუქის საშუალებით იყო შესაძლებელი. იქ სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 25 კილოგრამი ოქროს ზოდები, ძვირფასი სამკაულები, საათები და აშშ-ისა და შვეიცარიის ნაღდი ფულის შეკვრები. გარდა ამისა, მათ მარიანნას ოჯახს ჩამოართვეს 14 ძვირად ღირებული ავტომობილი, მათ შორის Aston Martin-ის, Jaguar-ისა და BMW-ის მარკის მანქანები, და გაუყინეს საბანკო ანგარიშები.ჩხრეკის დროს სახლში მარიანნას 29 წლის ვაჟი და მისი ყოფილი ქმარი იმყოფებოდა. მამაკაცები ამტკიცებდნენ, რომ ქალის თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდნენ და უძრავი ქონების გაყიდვის აგენტებად მუშაობდნენ. ისინი ანასთან ერთად დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს, ხოლო თავად მარიანნას პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

✕