თბს

საზოგადოება • 1791182846

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

თიბისის თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. კამპანიის მიზანია, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შექმნა.ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომისა და ზუგდიდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტებში ქეშბექ შეთავაზების შემდეგ, სადაც მომხმარებლები თიბისი ბარათებით (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) გადახდისას, თანხის 50%-ს ერთგულ ყულაბაში მომენტალურად და ულიმიტოდ იბრუნებენ, თიბისიმ მომხმარებლებს გამორჩეული შეთავაზება დედაქალაქშიც მოუმზადა.თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, თვეში მხოლოდ 20 ლარად, მათთვის სასურველი ტრანსპორტით (ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი, საბაგირო), ერთი წლის განმავლობაში, ულიმიტოდ ისარგებლონ.თიბისის ნებისმიერ ბარათზე (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) დედაქალაქის შეთავაზების გააქტიურება მომხმარებლებს მობაილბანკიდან შეუძლიათ. შეთავაზებით სარგებლობისთვის კი, ტრანსპორტში აუცილებელია ფიზიკური ბარათით გადახდა.„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ჩვენი მომხმარებლებისთვის, ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეთ, ტრანსპორტით სარგებლობისას, მათთვის, 50%-იანი ქეშბექისა და დედაქალაქში, თვეში მხოლოდ 20 ლარად ულიმიტო გადაადგილების შეთავაზება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ინიციატივა, საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში მნიშვნელოვნად გაზრდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მისიას - გავუმარტივოთ ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრება”, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორიშეთავაზების დეტალური პირობებისთვის, ეწვიეთ ბმულს.

ირაკლი ოქრაძე

საზოგადოება • 1790970843

„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს

გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ირაკლი ოქრაძე, გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ ლომისაზე ექსკურსიის დღეს იხსენებს და საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, ლომისაზე წასვლის ინიციატივა თავად გურამ დადიანიძეს ეკუთვნოდა, რომელიც თავდაპირველად გახარებული და მონდომებული იყო, თუმცა გზაში მისი განწყობა მოულოდნელად შეეცვალა.„...ვისხედით აივანზე, ვლაპარაკობდით და შემოვიდა გურიკა, მოგვიკითხა და დღეს ლომისობაა და რა ვქნათ, არ წავიდეთო? თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა. წავიდა იქ ლაპარაკი, რომ „რა დროს ლომისობაა, დაღამდება ცოტა ხანში“. საღამო იყო, ალბათ 4, 5, 6 საათი... გურიკა იძახის, მანქანას მე მოვიყვან და უცებ მოვაგვარებთ ყველაფერს. სახლიდან გავიდნენ „მარშუტკის“ მოსაძებნად. მოვიდნენ სადღაც ნახევარ საათში და „მარშუტკა“ უკვე მზადაა და გავემზადოთო. ყველანი აქტიურობდნენ - მეც მინდოდა, რატომაც არა, ჩემ მეგობრებთან ერთად წასვლა. ყველა მოვბილიზდით უცებ... თანხა ავაგროვეთ, გოგოებმა სარაჯიშვილის მეტროსთან იყიდეს პროდუქტები, მოვიდა კახა და წავედით, ალბათ 8-ის ნახევარი, 8 საათი იყო. 17 ადამიანი ვიყავით მძღოლიანად.ყველას კარგი განწყობა გვქონდა. გურიკა თავიდან ძალიან მონდომებული იყო, გახარებული, ბედნიერი... მაგრამ რომ წავედით და გზას დავადექით, ხასიათი შეეცვალა... - საერთოდ არაფერი მომხდარა, რასაც შეეძლო მისი ხასიათის შეცვლა...“, - ამბობს ირაკლი ოქრაძე.სრულად, ნახეთ ვიდეო:

ნათურა

დედაქალაქი • 1790784864

საბურთალოს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება - ნახეთ, აღდგენის დრო და ქუჩების ჩამონათვალი

„თელასის“ ცნობით, ავარიის გამო, საბურთალოს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კომპანია ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს და აღდგენის სავარაუდო დრო ასახელებს.„გაცნობებთ, რომ ავარიის გამო ელექტრომომარაგება არ მიეწოდება საბურთალოს რაიონის შემდეგ ქუჩებს: ტაშკენტის, გურამ ფანჯიკიძის, ორთაჭალის, ლისის საკრებულოს ტერიტორია, ტოგო გუდავას, საირმის გორა, გურამ ტატიშვილის, დელისის, ვახტანგ ჩიქოვანის II შესახვევი, იოველ ჯებაშვილის, ცაცხვების IV შესახვევი, მ. სამედიცინო-2, მ. დელისი-2, დელისის 1, დელისის 1 ჩიხი, იოველ ჯებაშვილის 1 გასასვლელი, ზემო ვეძისის დასახლება, ლუქსემბურგის, ილია ოდიშელიძის, ავქსენტი ნაჭყებიას I ჩიხი, მირზა გელოვანის, ლისის ტბის მიმდებარედ, არჩილ ცაგარლის, თბილისი, მიხეილ ასათიანის, ზემო დელისის, დელისის 3, ილია აბულაძის I შესახვევი, დელისის III შესახვევი, შალვა გოგიძის, მაჭავარიანი მუხრანის, მუხრან მაჭავარიანის, ლიხის, მუხის, ლისის იასამნების, ცაცხვების V შესახვევი, მ. დელისი-1, ზაქარიაძის, ცინცაძის, მერი დავითაშვილის, ვარდენ წულუკიძის I ჩიხი, ყუშიტაშვილის, ქართველიშვილის, ოთარ ჭილაძის, ონკოლოგიურის ფერდობი, შმიდტის, ემანუელ აფხაიძის 1 შესახვევი, ილია აბულაძის, კამანის, ბზის, იოსებიძის, ასათიანი ლ., შევარდენიძის, პეტრე ქავთარაძის, რესპუბლიკური საავადმყოფოს წინ, ვაჟა-ფშაველას I შესახვევი, მარო თარხნიშვილის II ჩიხი, ბუდაპეშტის, ცხინვალის, ვარდენ წულუკიძის, მერი დავითაშვილი I ჩიხი, ლვოვის, ოდესის, ავქსენტი ნაჭყებიას, ინტენსიფიკაციის, საბურთალოს, ყაზბეგის გამზირი, თამაზ ნადარეიშვილის, გაზაფხულის, მამია გურიელის, მ. გოცირიძე, მეტრო დელისი - 2, ვანო წამალაშვილის I შესახვევი, გივი კარტოზიას, ონიაშვილის, ვაზისუბნის, ლევანდოვსკის, გაბრიელ ისაკაძის, უცნობი ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ლისის ტბა, მიცკევიჩის, მეგრელიძის შესახვევი, მეგრელიძის, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, ცაცხვების VIII შესახვევი, შავგულიძის, ჯანო ბაგრატიონის, ფერდინანდ თავაძის, ნუცუბიძის პლ. 4 მ-რ., კანდელაკის, ზემო ვეძისის, ბუდაპეშტის II შესახვევი, ტაშკენტის შესახვევი, ამბროლაურის, ელგუჯა ამაშუკელის, ბურძგლას, მიხეილ ასათიანის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, ემანუელ აფხაიძის, შალვა ნუცუბიძის I ჩიხი, ლისის, ტირიფების, ცაცხვების II შესახვევი, კუტუზოვის, მ. დელისის მიმდებარე ტერიტორია, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა, დელისის I შესახვევი, ილია ოდიშელიძის I ჩიხი, ზოვრეთის, ავქსენტი ნაჭყებიას, ლეო კვაჭაძის (საბ.), მეგრელიძის I ჩიხი, დელისის 3 ჩიხი, ნეკერჩხლის, ცაცხვების ქ., ცაცხვების III შეს., ცაცხვების VII შესახვევი, ცაცხვების IX შესახვევი, მ. დელისი, მიხეილ თამარაშვილის გამზირი, მერი დავითაშვილის ჩიხი, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, გურამ ფანჯიკიძის II შესახვევი, იონა ვაკელის, შალვა ნუცუბიძის, ნუცუბიძის ფერდობი, საირმის, ვახტანგ ჩიქოვანის, კამანის I ჩიხი, იასამნის, ცაცხვების I შესახვევი, ვაჟა-ფშაველას ჩიხი, ვაჟა-ფშაველას I ჩიხი, გიო ხუციშვილის, სულხან ცინცაძის, მარო თარხნიშვილის.ელექტრომომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო: 30.2026, 21:05 სთ.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აცხადებენ „თელასში“.

საქართველოს პარლამენტი

ეკონომიკა • 1790779860

მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, რომლის მიხედვით 2027-2030 წლების მაკროეკონომიკური პარამეტრები დაგეგმილია შედარებით კონსერვატიული პროგნოზების მიხედვით, აღნიშნული სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან და ითვალისწინებს: რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის შეადგენს 5.0 პროცენტს, ხოლო მომდევნო წლებში 5.2-5.3 პროცენტის ფარგლებშია; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2027 წელს 8.9 პროცენტით იზრდება და 126.4 მილიარდ ლარს შეადგენს. შემდგომ წლებში ზრდის პროგნოზი საშუალოდ 8.5 პროცენტია და 2030 წლისთვის 161.0 მილიარდ ლარს აჭარბებს; ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის 12.0 ათას დოლარს, ხოლო 2030 წლისთვის 15.0 ათას დოლარს აჭარბებს; ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წელს კლებადი ტენდენცია ექნება და წლის ბოლოსთვის მის მიზნობრივ მაჩვენებელს, 3.0 პროცენტს დაუბრუნდება. მომდევნო წლებშიც ინფლაციის პროგნოზი მისი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია; მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2027 წლისთვის 4.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში 4.3 პროცენტამდე მცირდება; ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წლისთვის დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5 პროცენტის დონეზე, ხოლო შემდგომ წლებში მცირედით კლებადი ტენდენცია აქვს და 2.2 პროცენტამდე მცირდება; მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2027 წლისთვის 31.6 პროცენტის დონეზეა და მომდევნო წლებში ინარჩუნებს მცირედით კლების ტენდენციას; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2027 წლისთვის დაგეგმილია 29.5 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო 2030 წლისთვის 41.0 მილიარდ ლარს აჭარბებს.ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები შეადგენს 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 1 მილიარდ 526 მილიონი ლარით აღემატება.ჯამური შემოსულობების 85 პროცენტზე მეტს შემოსავლები წარმოადგენს, რომლის მოცულობა 32 მილიარდ 90 მილიონ ლარს აჭარბებს და მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობასთან შედარებით 1 მილიარდ 754 მილიონი ლარით მეტია.საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 2027 წლისთვის განსაზღვრულია 29 მილიარდ 520 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 120 მილიონი ლარით, ხოლო თავდაპირველ გეგმურ მაჩვენებელს 2 მილიარდ 480 მილიონი ლარით.მომდევნო წლის განმავლობაში პროგნოზირებულია ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნება ჯამში 3 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი მოცულობით.2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილია 37 მილიარდ 562 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 1 მილიარდ 928 მილიონი ლარით აღემატება.2027 წლის ჯამური გადასახდელებიდან 25 მილიარდ 424 მილიონი ლარი მიიმართება მიმდინარე ხარჯების (საპროცენტო ხარჯების გარდა) დაფინანსებაზე, რაც 2026 წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 34 მილიონი ლარით აღემატება.მიმდინარე ხარჯები ძირითადად გაზრდილია შემდეგი მიმართულებებით:ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის: მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 555 მილიონი ლარით. კერძოდ, მოქმედი ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით (მაღალმთიან დასახლებებში 665 ლარს აჭარბებს), ხოლო 70 წლამდე ბენეფიციარებისთვის იზრდება 20 ლარით და 390 ლარს შეადგენს (მაღალმთიან დასახლებებში 468 ლარი); ინდექსაციის შესაბამისად იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 60 მილიონი ლარი; ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 127 მილიონ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმი/ექთნის ხელფასების ზრდა; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 26 მილიონ ლარზე მეტით; დაგროვებითი საპენსიო სქემის დაფინანსება გაზრდილია 60 მილიონი ლარით.განათლების ხარჯები - გაზრდილია 400 მილიონი ლარით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლების, მათი ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღების ხელფასების ზრდა. ასევე, გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსება;საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად, 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო საჯარო სექტორში, რისი გათვალისწინებითაც შრომის ანაზღაურების ფონდი გაზრდილია 395 მილიონი ლარით;გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 90 მილიონი ლარით;სპორტული ფედერაციების დაფინანსება გაზრდილია 50 მილიონი ლარით;სხვა დანარჩენი სახელმწიფო პროგრამების და მუნიციპალური სერვისების დაფინანსება გაზრდილია 269 მილიონი ლარით;2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად მიიმართება 8 მილიარდ 431 მილიონ ლარზე მეტი, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს თითქმის 1 მილიარდი ლარით აღემატება.აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 2 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტი; საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილია 1 მილიარდ 332 მილიონ ლარამდე, მათ შორის 723 მილიონი ლარია გათვალისწინებული ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის. განათლების მიმართულებით კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 800 მილიონი ლარი; წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე მიიმართება 432 მილიონი ლარი; ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილია 404 მილიონი ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობების მშენებლობა და რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოების განახლება; სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 310 მილიონი ლარი; ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოყოფილია 172 მილიონი ლარი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა განსახლების პროექტების დაფინანსებაზე გამოყოფილია 268 მილიონი ლარი; ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულია 142.5 მილიონი ლარი; სამელიორაციო სისტემების მოდერნიზების პროექტებზე გამოყოფილია 145 მილიონი ლარი; მყარი ნარჩენების პროექტების განსახორციელებლად გათვალისწინებულია 106,4 მილიონი ლარი; პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით დაგეგმილი კაპიტალური ხარჯები შეადგენს 701 მილიონ ლარს; საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით მიიმართება 250 მილიონი ლარი; თბილისის მეტროს მოდენრიზაციის პროექტის დაფინანსება შეადგენს 125 მილიონ ლარს; ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტისთვის გამოყოფილია 125 მილიონი ლარი; სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობაზე მიიმართება 107 მილიონი ლარი; ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობის დასასრულებლად გათვალისწინებულია 60 მილიონი ლარი; სხვა დანარჩენი კაპიტალური ხარჯები ჯამში შეადგენს 267 მილიონ ლარს;2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა საბიუჯეტო პროცესის თანახმად, გაგრძელდება პარლამენტში, სადაც მოხდება გამოთქმული წინადადებებისა თუ მოსაზრებების ასახვა, ხოლო დეკემბერში საბოლოო ვერსიის მიღება.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1790776430

კახა კალაძე: მადლობა ჩინურ მხარეს მასპინძლობისთვის, დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა. კალაძემ მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს მასპინძლობისთვის.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.„ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ნანკინის მერს. მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩინურ მხარეს ძალიან თბილი დახვედრისთვის, თბილი მასპინძლობისთვის. ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა იყო ქალაქებს შორის სამომავლო ურთიერთობები. განვიხილეთ ასევე დაძმობილების შესაძლებლობაც. ამასთან, ჩინურ მხარეს მადლობა მინდა, გადავუხადო მასპინძლობისთვის, გულთბილი მიღებისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყნებს, ჩვენ ქალაქებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო საინტერესო იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ნანკინის ისტორიულ მნიშვნელობასა და მის თანამედროვე ურბანულ მიღწევებზე და აღნიშნა, რომ თბილისისთვის მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება.„ნანკინი ზოგადად ერთ-ერთი უძველესი ქალაქია ჩინეთში, წლების წინ დედაქალაქის სტატუსსაც ატარებდა და საკმაოდ საინტერესოა, თუ როგორ ვითარდება აღნიშნული ქალაქი, როგორი განვითარების ტემპი აქვთ, როგორი სიახლეებია, IT ტექნოლოგიები და თუნდაც ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების თვალსაზრისით.ცხადია, აქაც არსებობს გამოწვევები, როგორც თბილისში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საუკეთესო პროექტები, რომელიც იქნა განხორციელებული ქალაქ ნანკინში, გავიზიაროთ და თბილისშიც გავაკეთოთ მსგავსი პროექტები და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ჩვენთან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.ნანკინის მერთან შეხვედრის გარდა, კახა კალაძემ ვიზიტის მთავარ თემასა და სატრანსპორტო პროექტზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მეტროს ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა ჩინურმა კომპანია CRRC-მ ვაგონების წარმოება უკვე დაიწყო.„ვიზიტის მთავარ თემას რაც შეეხება, საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი ვაგონების, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანიამ, ჩინურმა კომპანიამ CRRC-მ მოიგო. დაწყებულია ვაგონების წარმოება, გარკვეული ნაწილი უკვე დამზადებულია და უახლოეს მომავალში გამოემგზავრება საქართველოსკენ და თბილისის მოსახლეობას ძალიან მალე ექნება საშუალება, იმგზავროს მეტროს ახალი ვაგონებით.მე ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია და ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ზოგადად ქალაქის განვითარება სიამოვნებს, უხარია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კალაძე

პოლიტიკა • 1790767714

ჩინეთში ვიზიტით მყოფი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს ლი ჭონგ ძუნის შეხვდა.კახა კალაძემ ნანკინის მერს მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ  მეტროპოლიტენის გახსნიდან მე-60 საიუბილეო წელს თბილისი მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება.„ვაფასებთ იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებობს. დღეს უკვე სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. მოხარული ვარ, რომ დელეგაციის წევრებთან ერთად ვიმყოფები ნანკინში, რომელიც უძველესი ქალაქია და ამავე დროს, სწრაფად უწყობს ფეხს თანამედროვეობას. სწორედ ნანკინში მდებარეობს უმსხვილესი ჩინური კომპანია CRRC-ი, რომელმაც დაამზადა მეტროს ვაგონები თბილისის მეტროპოლიტენისთვის. 111 ახალი ვაგონის შეძენა თბილისისთვის მართლაც ისტორიული ფაქტია, რადგან ასეთი მასშტაბური განახლება თბილისის მეტროპოლიტენის ისტორიას არ ახსოვს. მადლობას გიხდით გულთბილი დახვედრისთვის და იმედია, თბილისში გიმასპინძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.თავის მხრივ, ქალაქ ნანკინის მერმა, კახა კალაძეს ჩინეთში ვიზიტისთვის და პირისპირ შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.„ჩვენთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ ნანკინში. როგორც ვიცი, პირველად ხართ ჩვენს ქალაქში, რომელიც დიდი ისტორიის მქონეა და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს განვითარების კუთხით. სწორედ ნანკინში მდებარეობს ჩინეთის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის კორპორაცია, სადაც დამზადდა თბილისისთვის მეტროს მატარებლის ვაგონები. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით“,- აღნიშნა ლი ჭონგ ძუნიმ.შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსი გიორგი შარკოვი დაესწრნენ.ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი

პოლიტიკა • 1790684549

თბილისის მეტროს პროექტი ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია - CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი

111 ახალი ვაგონი თბილისისათვის. წარდგენის ცერემონია ჩინეთში გაიმართა. ღონისძიებას კახა კალაძე პირადად დაესწრო.თბილისის მეტროს 25 ახალი შემადგენლობა გადაეცა. 14 ოთხ ვაგონიანი და 11 ხუთ-ვაგონიანი მატარებელი. უმსხვილესი ჩინური სარკინიგზო გიგანტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბოლო პროექტი პორტუგალიის მეტროპოლიტენია.კომპანიასთან თბილისის მერიამ თითქმის 150 მილიონ ევროიანი კონტრაქტი გააფორმა.CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის, ლი დინგ ნანის განცხადებით, პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის."თბილისის მეტროს პროექტი სარტყლისა და გზის: მაღალხარისხოვანი განვითარებისთვის განხორციელებული ერთ-ერთი სიმბოლური პროექტია და ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ის კიდევ უფრო სრულყოფს ქალაქის სატრანსპორტო ქსელს, აამაღლებს საზოგადოებრივი მომსახურების დონეს და მოქალაქეებს გადაადგილებას გაუადვილებს.პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისა და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის", - განაცხადა ლი დინგ ნანმა.

კახა კალაძე

საზოგადოება • 1790672668

თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს - კახა კალაძე

„თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩინეთში, მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC ) სტუმრობისას განაცხადა, სადაც სპეციალურად თბილისის მეტროპოლიტენისთვის წარმოებული ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონია გაიმართა.როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველოს დედაქალაქისთვის სპეციალურად შეიქმნა მატარებლის ახალი ვაგონები, რომელიც უნდა გახდეს თბილისის მეტროს განუყოფელი ნაწილი და საქართველო-ჩინეთისმეგობრობის სიმბოლო.გამოითქვა იმედი, რომ ღონისძიების სლოგანი - „თბილისის მეტროს წარმატებული განვითარება“ რეალური პერსპექტივაა.სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქისთვის მეტროს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე მეტროპოლიტენს ახალ სიცოცხლეს აძლევს.„მიხარია, რომ დღეს ვიმყოფებით მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC ) ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის გამო და ამ სასიხარულო ფაქტს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით, ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეამატა თბილისის მეტროს.თბილისის მეტროპოლიტენს ხანგრძლივი ისტორია აქვს. თავის დროზე მისი შექმნა ქალაქის სატრანსპორტო განვითარებისკენ გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. დღეს უკვე ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიას და ახალ სიცოცხლეს ვაძლევთ მეტროპოლიტენს, რომელმაც უნდა უპასუხოს თანამედროვე თბილისის საჭიროებებს.მეტრო თბილისისთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის. ის ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ეს არის ტრანსპორტი, რომლითაც ყოველდღიურად ასი ათასობით ადამიანი გადაადგილდება. ამიტომ, მეტროს განახლება მხოლოდ ტრანსპორტის განახლებას არ ნიშნავს, ეს არის ნაბიჯი კიდევ უფრო კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს შექმნისკენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, მეტროს ვაგონების განახლების პროექტი ვერ განხორციელდებოდა, რომ არა საქართველოს ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დიდი მხარდაჭერა. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესი იყო შპს „ჯი-თი გრუპის“ თანამშრომლობა მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიასთან - ჩინეთის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის კომპანიასთან.მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სრულიად თანამედროვე პირველი 4-ვაგონიანი შემადგენლობა, რომელიც წლის ბოლოს იქნება თბილისში. ასევე, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მეტროპოლიტენს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი 5-ვაგონიანი.„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ რთულ და საპასუხისმგებლო პროცესში. მადლობას ვუხდი ჩვენს მასპინძელ ჩინურ მხარეს საოცარი და გულთბილი დახვედრისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის.ახლა ჩემს უკან დგას თბილისის მეტროსთვის განკუთვნილი ახალი ვაგონი, რომელიც ამავდროულად არის ახალი ნაბიჯი თბილისის მომავლისკენ. გილოცავთ პროექტის წარმატებით განხორციელებას!“, - განაცხადა კახა კალაძემ.თავის მხრივ, CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა ლი დინგ ნანიმ აღნიშნა, რომ პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისა და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის."თბილისის მეტროს პროექტი CRRC-ის მიერ „სარტყლისა და გზის“ მაღალხარისხოვანი განვითარებისთვის განხორციელებული ერთ-ერთი სიმბოლური პროექტია და ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ის კიდევ უფრო სრულყოფს ქალაქის სატრანსპორტო ქსელს, აამაღლებს საზოგადოებრივი მომსახურების დონეს და მოქალაქეებს გადაადგილებას გაუადვილებს. პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისა და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის.დღეს პირველი მატარებლის საზეიმო წარდგენა პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპია, უფრო მეტიც - ორივე მხარისთვის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი ბაზრის ერთობლივად ათვისების ახალი დასაწყისი. მომავალში ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად გავაფართოებთ თანამშრომლობის სფეროებს“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა.ღონისძიებას საქართველოს ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორი გიორგი შარკოვი, GT გრუპის ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გველესიანი, CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი ლი დინგ ნანი, CRRC ფუჭენის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იანგ ცი და CRRC ფუჭენის გენერალურ დირექტორი სუ ხაი ტა ესწრებოდნენ.

დედაქალაქის მერი

პოლიტიკა • 1790605140

კახა კალაძე: ბოლო წლების განმავლობაში მეტროს ვაგონების განახლება არ მომხდარა - პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.როგორც მერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქისთვის მეტროს ახალი ვაგონების დამზადების პროცესს პირადად გაეცნობა და ქალაქ ნანკინის მერთან შეხვედრას გამართავს."ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა. პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომელიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა."ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 კახა კალაძე

პოლიტიკა • 1790575162

თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

 თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ქალაქ ნანკინის მერთან ლი ჭონგ ძუნისთან.თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ს, სადაც შეხვედრას გამართავს კომპანიის დირექტორ სუნ იონგცაისთან და თბილისისთვის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს.თბილისის მერთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაშია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი.

მეტრო

საზოგადოება • 1790064099

მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო - რა ვითარებაა ადგილზე

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო.როგორც საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანია განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ „დიდუბესთან“ მატარებლის დაკვამლიანება დაფიქსირდა. შემთხვევის შემდეგ მატარებელი ხაზიდან მოიხსნა.ამ დროისთვის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგენილია.

შალვა პერანიძე

პოლიტიკა • 1789740034

შალვა პერანიძე: „სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, როდესაც ყველა დერეფანი შეერთდება, დედაქალაქის მოსახლეობა კომფორტულად და დროულად გადაადგილებას შეძლებს“

„მე საკრებულოში  დიდი დიღმის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ  და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბასლაინს აღმაშენებლის ხეივანზე და მარშალ გელოვანის გამზირზე“,  - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე  თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა პერანიძემ განაცხადა.„მადლობა ურბანულ სამსახურს იმისათვის, რომ აქტიურად მიმდინარეობს ბასლაინების დახაზვა. დიდი დიღმიდან სარაჯიშვილის მეტრომდე გაკეთდა ბასლაინი, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას.  ამ ეტაპზე დედაქალაქში საცობებია, რადგან რამდენიმე გამზირზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, შესაბამისად, მეც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ.  თუმცა სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში  დროულად შეერთდება ათივე დერეფანი და ყველა ხაზი სრულყოფილად ამოქმედდება. აღნიშნული კი დედაქალაქის მოსახლეობას კომფორტულად და დროულად გადაადგილების საშუალებას მისცემს“,  - განაცხადა შალვა პერანიძემ.

✕