ლოცვა

საზოგადოება • 1793742009

ლოცვა უშვილო წყვილებისთვის წმინდათა მართალთა იოაკიმესა და ანას მიმართ

ეს ლოცვა უშვილობის დროს უნდა წაიკითხოთ.„ისმინე ჩუენი, მოწყალეო და ყოვლადძლიერო ღმერთო, რათა ვედრებისაებრ ჩუენისა მოგუეცეს ჩუენ მადლი შენი. მოწყალე იქმენ, უფალო, ლოცვათა მიმართ ჩუენთა, მოიხსენე ჰსჯული შენი გამრავლებისათვის კაცთა ნათესავისა და იყავნ სახიერ-მფარველ, რათა შენითა შემწეობითა დაცულ იქმნეს სიტყუაი იგი, რომელი ბრძანე შენ.შენ ძლევამოსილითა ძალითა შენითა არარაისაგან ყოველივე ჰქმენ და მიეც დასაბამ ყოველსა ყოფიერსა _ კაცნიცა ჰქმენ ხატად თვისად და დიდითა საიდუმლოებითა წმიდა ჰყვენ კავშირი ცოლ-ქმრობისა, ნიშნად ქრისტესა და ეკლესიისა საიდუმლო ერთობისასა. მოჰხედენ, მოწყალეო მონათა ამათ შენთა (სახელები) ცოლ-ქმრობის კავშირით შეერთებულთა და შენისა შემწეობისა მიმართ შევრდომილთა, რათა გარდამოევლინოს წყალობაი შენი მათ ზედა. ნაყოფიერ ჰყვენ იგინი, რათა იხილონ ძენი ძეთა თვისთანი მესამესა და მეოთხესა მოდგმადმდეც და მიიწივნენ ჟამსა სანატრელისა სიბერისასა და შევიდენ სასუფეველსა ცათასა მეოხებითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა სულით წმიდითურთ, უკუნისამდე. ამინ.წმინდათა მართალთა იოაკიმესა და ანას მიმართტროპარი:რომელი სჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს და ყრმა ღვთივ-მონიჭებული გვიშვეს ჩვენ, იოაკიმ და ანა, ამისთვისცა დღეს ბრწყინვალედ განცხრების სოფელი და დღესასწაულობს ეკლესია ღმრთისა პატიოსანსა ხსენებასა მათსა და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგვიდგინა ჩვენ რქა ცხოვრებისა სახლსა დავითისსა.კონდაკი:იხარებს აწ ანა, ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი, და ზრდის ყოვლად-უხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოით მისით კაცთა მხოლოდ დედა, ქმრისა გამოუცდელი.“

ლოცვა

საზოგადოება • 1793741695

დღეს ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულია - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ

დღეს ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულია - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ:ტროპარიმხურვალე შუამდგომელო, დედაო ღვთისა მაღლისაო, ყოველთათჳს ევედრე ძესა შენსა, ქრსიტჱსა ღმერთსა ჩუენსა და აცხოვნენ დაბადებულნი ყოველნი, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა. დედუფალო, მეოხ-მეყავ ყოველთა, რომელნი განსაცდელსა და მწუხარებასა შინა ვიურვით, მრავალნი სნეულებანი ცოდვათა ჩუენთანი გჳტვირთავს წარდგომილთა ამათ წინაშე შენსა და ყოვლითა სულითა და შემუსვრილებითა გულისათა ცრემლით გევედრებით შენ - წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და შეუორგულებელსა სასოებასა დავსდებთ წინაშე შენსა, ყოვლისაგან ბოროტისა მიცვენ ჩუენ და სიკეთეჲ მომმადლენ ყოველთა, მიჴსნენ ყოველნი, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღვთაებრივი მონათა შენთათვის.

ილია მეორე

საზოგადოება • 1793653653

ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა

რამდენიმე წლის წინ ილია მეორემ ბარბარობის დღესასწაულზე მრევლს მის მიერ დაწერილი ლოცვა წაუკითხა. როგორც პატრიარქმა მაშინ აღნიშნა, ლოცვა მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

ლოცვა

რჩევები • 1793644416

რა მოსდის ტვინს, როდესაც ლოცულობთ - მეცნიერებმა სულიერი გამოცდილების ნეიროლოგიური მექანიზმები შეისწავლეს

ლოცვა საუკუნეების განმავლობაში რწმენის, სულიერებისა და შინაგანი სიმშვიდის წყაროდ მიიჩნეოდა. თუმცა თანამედროვე ნეირომეცნიერება სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს იმასაც, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ადამიანის ტვინში ლოცვისა და მედიტაციის დროს. კვლევები აჩვენებს, რომ ღრმა სულიერ გამოცდილებას ტვინის სხვადასხვა უბნის აქტივობის ცვლილება ახლავს თან და შესაძლოა გავლენას ახდენდეს ყურადღებაზე, ემოციებსა და საკუთარი თავის აღქმაზე.ამ საკითხს ნეიროთეოლოგია შეისწავლის - მეცნიერების მიმართულება, რომელიც რელიგიურ და სულიერ გამოცდილებას ტვინის ფუნქციონირებასთან აკავშირებს.2026 წლის 30 აგვისტოს სამეცნიერო ჟურნალ Brain and Behavior-ში გამოქვეყნდა სისტემური მიმოხილვა, რომელშიც 1998-2026 წლებში ჩატარებული 105 კვლევის შედეგებია გაანალიზებული. მეცნიერებმა სხვადასხვა რელიგიური და სულიერი პრაქტიკის, მათ შორის ლოცვის, მედიტაციის, რელიგიური ტექსტების კითხვისა და გალობის დროს ტვინში მიმდინარე პროცესები შეისწავლეს.კვლევის ავტორების დასკვნით, ამ პრაქტიკებს ტვინის იმ სისტემებთან კავშირი აქვს, რომლებიც ყურადღებას, ემოციების რეგულირებას, საკუთარი თავის აღქმასა და მოტივაციას განაპირობებს.რა ემართება ტვინს ლოცვის დროს?1. შუბლის წილი - ყურადღება და კონცენტრაციაშუბლის წილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყურადღების მართვაში, დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.ამერიკელი ნეირომეცნიერის, ენდრიუ ნიუბერგის კვლევებში, რომლებშიც ტვინის სისხლის მიმოქცევას SPECT-ტექნოლოგიით აკვირდებოდნენ, აღმოჩნდა, რომ მედიტაციის დროს შუბლის წილის აქტივობა იზრდებოდა. მსგავსი ცვლილებები დაფიქსირდა ფრანცისკანელი მონაზვნების ლოცვის დროსაც.მეცნიერის განმარტებით, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ ლოცვა და მედიტაცია ყურადღების კონცენტრაციასა და გონებრივ ფოკუსირებას მოითხოვს.2. თხემის წილი - სივრცისა და საკუთარი თავის აღქმატვინის თხემის წილი მონაწილეობს სივრცეში ორიენტაციასა და საკუთარი სხეულის გარემოსგან გამიჯვნის პროცესში.ნიუბერგის კვლევებში ტიბეტელი ბუდისტი მედიტანტებისა და ფრანცისკანელი მონაზვნების ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ ღრმა მედიტაციისა და ლოცვის დროს თხემის წილის გარკვეულ უბნებში აქტივობა მცირდებოდა.მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ცვლილებას შესაძლოა უკავშირდებოდეს ის განცდა, რომელსაც ადამიანები ღრმა სულიერი გამოცდილებისას აღწერენ. დროისა და სივრცის შეგრძნების შესუსტება და საკუთარ თავსა და გარემოს შორის საზღვრის გაქრობა.3. ტვინის ემოციური ქსელები - შფოთვა და შინაგანი სიმშვიდელოცვისა და მედიტაციის კვლევებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ნერვულ ქსელებსაც, რომლებიც ემოციურ რეაქციებსა და სტრესის რეგულირებაში მონაწილეობენ.2026 წლის სისტემური მიმოხილვის მიხედვით, სულიერი და რელიგიური პრაქტიკები დაკავშირებულია ტვინის რამდენიმე მნიშვნელოვან უბანთან, მათ შორის ამიგდალასთან, რომელიც შიშისა და ემოციური საფრთხის აღქმაში მონაწილეობს.ეს მონაცემები მკვლევრებს აძლევს საფუძველს, შეისწავლონ, როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს რეგულარული სულიერი პრაქტიკა ემოციური მდგომარეობისა და შფოთვის რეგულირებას. თუმცა ლოცვის შედეგად ამიგდალას აქტივობის შემცირება ყველა ადამიანისთვის დადასტურებულ უნივერსალურ ეფექტად ჯერ ვერ ჩაითვლება.4. ნეიროპლასტიურობა - შეუძლია თუ არა ლოცვას ტვინის შეცვლა?ადამიანის ტვინს მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქვს ცვლილებისა და ადაპტაციის უნარი, რასაც ნეიროპლასტიურობა ეწოდება. განმეორებადი გამოცდილება და პრაქტიკა ნერვული ქსელების მუშაობაზე გავლენას ახდენს.მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ხანგრძლივმა მედიტაციურმა და სულიერმა პრაქტიკამ შესაძლოა ტვინის გარკვეულ სტრუქტურებსა და მათ შორის კავშირებზეც იმოქმედოს.თუმცა მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ტვინის დროებითი აქტივობის ცვლილება მისი სტრუქტურული გარდაქმნისგან. არსებული კვლევები არ იძლევა საფუძველს, ვამტკიცოთ, რომ ყოველდღიური ლოცვა აუცილებლად ზრდის შუბლის წილის რუხი ნივთიერების სიმჭიდროვეს ან იცავს ადამიანს ასაკობრივი ცვლილებებისგან.2021 წელს გამოქვეყნებულმა სისტემურმა მიმოხილვამ ლოცვის დროს მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების შესახებ რვა ექსპერიმენტული კვლევა გააანალიზა. ხუთი მათგანი ტვინის აქტივობას, სამი კი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებს შეისწავლიდა.მკვლევრებმა დააფიქსირეს ცვლილებები ნერვულ აქტივობასა და ზოგიერთ ფიზიოლოგიურ მაჩვენებელში, მათ შორის გულისცემასა და სუნთქვასთან დაკავშირებულ პროცესებში. ამასთან, ავტორები ხაზს უსვამენ, რომ კვლევების რაოდენობა ჯერ კიდევ შეზღუდულია და დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო.

mama gabrielis sartyeli

საზოგადოება • 1793644165

ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ - ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები

ციხისჯვრის პატარა მონასტერი და დიდი ისტორია - ამ ადგილას, ხილული სასწაულები ხდება, აქ მოსულებს ასე სჯერათ... ციხისჯვრის პატარა მონასტერი, საქართველოში, პირველი ტაძარია, რომელიც ღირსი მამა გაბრიელის სახელზე აშენდა.აქ მოსულები რწმენას, მამა გაბრიელის სარტყელთან მიჰყავს. მორწმუნენი ამბობენ, რომ, როცა ქამარს წელზე იკეთებ, კითხულობ ლოცვას და გულით სთხოვ შემწეობას მამა გაბრიელს, სარტყელი სასწაულებს ახდენს... არაერთი ისტორია დაწერილა და მოყოლილა ამ მონასტრის შესახებ. როგორც ამბობენ, სასწაულები სწორედ მაშინ ხდება, როცა მამა გაბრიელს წრფელი გულით შესთხოვ...„სატყელს სასწაულები მოუხდენია. აქ გვიდევს ხის ჯვარი, რომელიც გააკეთა კაცმა, რომელსაც შვიდი წელი შვილი არ ჰყავდა. სარტყლის გაკეთების შემდეგ მიეცა შვილი, ეს ჯვარი კი ტაძარს შემოსწირა.ბევრს უჩნდება შვილი. ვისაც გოგო უნდა და მამა გაბრიელს შესთხოვს უჩნდება გოგო, ვისაც ბიჭი უნდა, ვაჟის მშობელი ხდება“,- ამბობს დედა ნატალია.ასე რომ, თუ ბორჯომ-ბაკურიანის გზას დაადგებით, ციხისჯვრის ამ პატარა მონასტრის მონახულება, ნამდვილად ღირს.

ერისიონი

ტაბლოიდი • 1793636992

ცეკვით დაწყებული სიყვარულის ისტორია - „ერისიონის“ მოცეკვავემ რჩეულს ხელი სთხოვა

ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეების, ანი ძერიასა და გიორგი ნოზაძის სიყვარულის ისტორიას ახალი, განსაკუთრებული ეტაპი დაემატა - გიორგიმ რჩეულს ხელი სთხოვა.რომანტიკული მომენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა და წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო.ნახეთ კადრები ↓ @lallekokiashvili My best friends are getting married!!! მიყვარხართ💘💘💘💘💘💘 @Ani dzeria @G.nozadze #erisioni #ერისიონი #proposal #yes ♬ The Winner Is... Version - DeVotchKa

mama gabrieli

საზოგადოება • 1793609538

როგორ გამოვიყენოთ მამა გაბრიელის ზეთი, რომელსაც უამრავ სასწაულს უკავშირებენ

მამა გაბრიელის ზეთს მორწმუნეები არაერთ სასწაულებრივ შემთხვევას უკავშირებენ.მორწმუნეთა მონათხრობებში არაერთხელ გვხვდება ისტორიები, რომლებშიც ზეთის გამოყენებას ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა განსაცდელის დაძლევას უკავშირებენ.„მე კვანძოვანი ჩიყვი გამიქრა მამა გაბრიელის ზეთის მოხმარების შედეგად, ექიმმა რომ გადამიღო კონტროლზე, გაოცდა. წინა ექოსკოპიის სურათი რომ არ მქონდეს, ვერ დავიჯერებდი, რომ ეს შენ ხარო“.„ჩემს შვილს, 7 წლის იყო, ჩაეშალა ბარძაყის თავი (პერტესის დაავადება ჰქვია) სამი თვე მუდმივად იდგა ხატების წინ, მამაო ჩვენოს ამბობდა და რწმენით ისვამდა ზეთს, მადლობა უფალს და მამა გაბრიელის მადლს, გადარჩა კოჭლებას, აღუდგა თავი და დღეს გამართულად დადის“„ყველაფერი რწმენით უნდა მიიღოთ. მე თვალის კისტა მომირჩინა“„კვანძოვანი ჩიყვი გამიქრო“„ჩემი დისშვილი კომაში იყო. ექიმები ერთ პროცენტსაც არ გვაძლევდნენ იმედს. ვაცხეთ მამა გაბრიელის ზეთი, თავქვეშ დავუდეთ მისი წმინდა საფლავიდან აღებული მიწა. მისთვის დილამდე ილოცა ჩემმა ძმისშვილმა, რომელიც მაშინ ბერი იყო. მეორე დილის ათ საათზე გონზე მოვიდა და წყალი ითხოვა. დიდება უფალს. დიდება მამა გაბრიელს. ბიჭი გადარჩა“ - წერენ სოციალურ ქსელში. როგორ გამოვიყენოთ მამა გაბრიელის ზეთი:ზეთის მოხმარებამდე ამბობთ ლოცვას „მამაო ჩვენო“. შემდეგ მარჯვენა ხელის ნეკა თითს ჩააწებთ ზეთში და წაისვამთ შუბლზე - ჯვრის სახით, ისე როგორც პირჯვარის გადაწერის წესია: ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ (აღნიშნული ქმედება იცავს გონებას ბოროტისაგან).შემდეგ, შეგიძლიათ წაისვათ ჯვრის სახით მტკივნეულ ადგილზე. შინაგანი სნეულების შემთხვევაში კი დილაობით ნახევარი ჩაის კოვზი დღეში ორ-სამჯერ. ზეთის გამოყენება შეიძლება გამზადებულ საჭმელში, უშუალოდ თეფშზე გადმოღების შემდეგ - ნახევარ ჩაის კოვზამდე მოსხმის სახით.აღნიშნულ ზეთში რაიმეს მოხარშვა ან შეწვა დაუშვებელია, აგრეთვე დაუშვებელია ზეთის გამრავალება სხვა ზეთის დამატებით. შესაძლებელია ზეთის გაყოფა და მისი განაწილება ვისთვისაც გენებოთ.P.S. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მონაზონ პარასკევას მცხეთის დედათა მონასტერში. მასთან ასევე ინახება გაბრიელ ბერის უხრწნელი სისხლი, რომელსაც ავადმყოფები ეამბორებიან.წიგნიდან: „ღვთაებრივი სასწაულები და კურნებები“ (მადლიერი ერისგან), I-II ნაწილიგამოცემის ავტორი: ოთარ ნიკოლაიშვილი, თბილისი, 2002-2003 წ.

mama gabrieli

საზოგადოება • 1793603879

დღეს მამა გაბრიელის ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს

დღეს 2 ნოემბერს, მამა გაბრიელის ხსენების დღეს, მორწმუნეებმა შემდეგი ლოცვა უნდა წაიკითხონ:„ჰოი, მამაო, სიყვარულით ცხოვნებულო, მსწრაფლშემწეო და მლოცველო ყოველთა შენდა მთხოვნელთა, შეისმინე, ჩვენ უღირსთაგან სადიდებელი ესრეთ. ევედრე უფალსა, რათა მოგვანიჭოს ჩვენ უძლურთა განმტკიცებაი სარწმუნოებაში და სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. მოგვმადლოს სულით და ხორცით მშვიდობა და სიმრთელე, რათა სიმდაბლითა, სიკეთითა და სიყვარულითა ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, შენის მეოხებითა და მფარველობითა. ამინ.ღირსო მამა გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის!“

mama gabrieli

საზოგადოება • 1793566070

ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

2 ნოემბერს, მამა გაბრიელის ხსენების დღეს, მორწმუნეებმა შემდეგი ლოცვა უნდა წაიკითხონ:„ჰოი, მამაო, სიყვარულით ცხოვნებულო, მსწრაფლშემწეო და მლოცველო ყოველთა შენდა მთხოვნელთა, შეისმინე, ჩვენ უღირსთაგან სადიდებელი ესრეთ. ევედრე უფალსა, რათა მოგვანიჭოს ჩვენ უძლურთა განმტკიცებაი სარწმუნოებაში და სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. მოგვმადლოს სულით და ხორცით მშვიდობა და სიმრთელე, რათა სიმდაბლითა, სიკეთითა და სიყვარულითა ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, შენის მეოხებითა და მფარველობითა. ამინ.ღირსო მამა გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის!“

mama gabrieli

საზოგადოება • 1793563906

„სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა...“ - 2 ნოემბერი მამა გაბრიელის ხსენების დღეა

2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შეირაცხა სახელით - ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი. მისი ხსენების დღედ დაწესდა 2 ნოემბერი.***მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი„…ათასი უბედურება მოდის: მიწისძვრები, ინფექციები, დაავადებები. ახლა ახალი ვირუსი შემოდის: ჩირქით და მუწუკებით აისახება და ვილოცოთ, შეგვიწყალოს უფალმა. თუ ვართ ამის ღირსნი…შვილებო, არ გაცდუნოთ ბოროტმა: გაარჩიეთ შავი და თეთრი. რწმენას მიხედეთ, მოყვასნო, რწმენას, თორემ ძალიან გიგიჭირდებათ მალე.შვილებო, აღარ არის (ტაძრების) შენების დრო, აღარ, მოყვასნო. რაც არის აშენებული, ისიც მალე ძალას დაკარგავს და აღარ იქნება ლოცვა იმ ადამიანებისთვის, ვინც წყეულის ბეჭედს მიიღებს…ჩიპი აქაც მალე შემოვა, მოყვასნო. ხალხს ვერაფრით დაიყოლიებენ, მორწმუნე ერზე მაქვს საუბარი, თორემ სხვაზე რა გითხრათ, იმას მოიგონებენ, რომ ვითომცდა ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, პატარებისთვის იქნება საჭირო, რომ არ დაიხოცონ, რომ არ შეხვდეთ ვირუსი და არ დაავადდნენ სხვადასხვა დაავადებისგან.ვიცი, ბევრი მორწმუნე ჩაიდგამს და ბევრი სამღვდელო პირი ცდუნდება: ვერ დათმობენ კეთილდღეობას და მერე ვაიმე, შვილებო. დაიჩიპებიან და აი, მერე, უკვე გამოჩნდება სატანა.ორმა ქვეყანამ თქვა უარი დაჩიპვაზე, მაგრამ ქართველ ხალხს, ცუდი ზნე აქვს: ყველაფერ ცუდს ჩვენი ერი ითვისებს. მაგრამ გონზე მოდით, გონს მოეგეთ, მოყვასნო. მალე შემოვა ეს საქართველოში და ავიცილოთ სატანის ნიშანი, შვილებო, ნუ დავიღუპავთ თავს. კარს არის მომდგარი ეშმაკის ნიშანი და დავიცვათ ერთმანეთი, შვილებო!მალე კავკასიონს ტალახი ჩამორეცხავს, შავი მიწა ჩამოიტანს და გაასწორებს. კარგია, თუ შორს, სადმე, სოფლებში მიწები და ადგილები გექნებათ. დაგჭირდებათ მალე მისი დამუშავება და საზრდოს მოყვანა, რათა თავი ირჩინოთ და გამოკვებოთ ერთმანეთი. როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ.ნეტარ იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ დღეებს დაითმენს და უფალს სიხარულით შეხვდება. გეტყვით და გირჩევთ, რა უნდა დათესოთ და რა უნდა მოიყვანოთ. ბევრი ადამიანი პურის ნატეხს ყრის და არაფრად აგდებს. შეინახეთ, გაახმეთ, სანატრელი იქნება, შვილებო. ჩვენი პატრიარქი პურის ნაფხვენებს და კარტოფილის ნაფცქვენებს ახმობს და დარიალის ხეობაში ინახავს. საშინელი დღეები იქნება და უნდა დავძლიოთ, შვილებო, ერთმანეთის დახმარებითა და სიყვარულით“.„მე მესმის, რომ მოციქულთა დროიდან ამბობენ – ახლოს არის ჟამი. მაგრამ მერწმუნეთ, ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე ვიყო პასუხისმგებელი ამ სიტყვებზე, რომ მართლაც ახლოს არის ჟამი! თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს“…„მაშინ მთავარი იქნება რწმენა, სასოება და სიყვარული ქრისტესი. ანტიქრისტე საშინელ შიშს მოიტანს ქვეყანაზე და მთავარია, თქვენ ამ შიშს გაუძლოთ. ელიას და ენუქის ბრძოლა ანტიქრისტესთან ტელევიზიით იქნება ნაჩვენები და ამისი ნახვა მრავალ იუდეველს მოაქცევს”…"საქართველოს ტერიტორიების გაყიდვას და დაკარგვას, ღვთისმშობელი არავის აპატიებს. ყველა დაისჯება.ბოლოს თბილისის თავს ორი ნაცრისფერი ფრინველი დასტრიალებდა (ბომბდამშენი ხომ არის ნეტავ?).რუსთაველს არ გაეკაროთ, ისეთი ამბავი იქნება...ფუნიკულიორზე რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება.ვინც ამ არეულობაში და ომში მოჰყვება, მაგათთვის კარგია სულის ცხონებისათვის.ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი.სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამისთვის, რომ შეებრძოლონ ანტიქრისტეს საცდურებს.რომ იტყვიან უკვე, საქართველო აღარ არისო, აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება, რომ მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის."წმინდა მამა გაბრიელი (ურგებაძე) 1993 წელი

ფოტო

საზოგადოება • 1793479700

ისრაელში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ისრაელში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გარდაიცვალა ემიგრანტი ისრაელში ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე გიორგი ზარდიაშვილიკიდევ ერთი მზე-ბიჭი ვერ დაბრუნდება სამშობლოში ... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. ღმერთო მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, კეთილად მოიხსენიე უფალო, მონა შენი გიორგი და კეთილთა შინა განუსვენე - განიხარე მის სულს. იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ყოველთვის გვემახსოვრება შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ... მხოლოდ ფიზიკურად, თორემ ჩვენი ფიქრი სულ შენ გევლება თავს, გჯეროდეს, არასოდეს დაგივიწყებთ და არ მოგაკლებთ ლოცვასა და სანთელ-საკმეველს, შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი.. რა ბედნიერი ვიქნებოდით ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა, ღმერთს ვთხოვთ ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული და ისიც ვიცით მიწა თმებს რომ არ ათეთრებს და შენ მუდამ ისევ ისეთი კეთილი ღიმილის ბიჭი, იქნები...“, - წერს შოთო სიხარულიძე. 

საფლავი

საზოგადოება • 1793476380

ესმით თუ არა მიცვალებულებს ახლობლების ხმა - სასულიერო პირთა განმარტება

ბევრ მორწმუნეს აინტერესებს, შეუძლიათ თუ არა სასაფლაოზე მიცვალებულებს ცოცხლების მოსმენა, რადგან ბევრი მართლმადიდებლური რიტუალი, რომელიც დაკავშირებულია კომუნიკაციაზე, ცოცხალთა სამყაროსა და მიცვალებულთა სულებს შორის. თუმცა, იმისთვის, რომ მიცვალებულის სულმა მოისმინოს მიმართვა ან დაუკავშირდეს ნათესავს, სასაფლაოზე სტუმრობისას გარკვეული ნიუანსების დაცვაა საჭირო.მართლმადიდებლური ეკლესიების მსახურები აღნიშნავენ, რომ წმინდა წერილში ადამიანის სული აღწერილია, როგორც მარადიული და უკვდავი სუბსტანცია. სიკვდილის შემდეგ სული გადის განწმენდის რიტუალს და მიდის სამოთხეში ან ჯოჯოხეთში, მაგრამ არ კარგავს კავშირს ცოცხალთა სამყაროსთან, იხსენებს საყვარელ ადამიანებს და შეუძლია მათთან დაკავშირება.მართლმადიდებლური ეკლესიების მსახურების თქმითვე, მიცვალებულთან კომუნიკაციის ყველაზე მარტივი გზა სასაფლაოს მონახულებაა. იმის გამო, რომ სული ინარჩუნებს კავშირს სხეულთან, გარდაცვლილს შეუძლია მოუსმინოს საყვარელ ადამიანებსა და ახლობლებს. თუმცა, იმისთვის, რომ გარდაცვლილის სული არ გაბრაზდეს, აუცილებელია მოქმედებების თანმიმდევრობა.სასაფლაოზე მისვლისას აუცილებელია წაიკითხოთ ლოცვა, დაასრულოთ იგი სიტყვებით "იყავი, ღმერთო, მოწყალე შენი მსახურის ..... მიმართ" და აუცილებლად მიუთითეთ გარდაცვლილის სახელი.მიცვალებულის საფლავთან მიახლოებისას აუცილებელია მისალმება და პირჯვარი, შემდეგ კი მომზადებული ძღვენის საფლავთან დადება.აუცილებელია, წაიკითხოთ ლოცვა მისი სულის მოსასვენებლად, რათა მან შეძლოს სამოთხეში დაბრუნება.წასვლისას ისევ უნდა გადაიწეროთ პირჯვარი და სამჯერ აკოცოთ ჯვარს ან საფლავის ქვას.გარდაცვლილებს ასევე შეუძლიათ ზოგჯერ დაუკავშირდნენ საყვარელ ადამიანებს სხვადასხვა ნიშნების მიცემით. ეკლესიის მსახურები აღნიშნავენ, რომ სულები ხშირად მიმართავენ ცოცხალს, თუ რამე აწუხებს მათ ან ვერ პოვეს სიმშვიდე, დედამიწაზე დაუმთავრებელი საქმის გამო. იმისათვის, რომ სულმა სიმშვიდე მოიპოვოს და სამოთხეში დაბრუნდეს, აუცილებელია ეკლესიაში განსასვენებლად სანთელი აანთოთ ან მიცვალებულის საფლავზე მღვდელი მოიწვიოთ.რისი გაკეთება არ შეიძლება სასაფლაოზესასაფლაო პირქუში ადგილია, ხშირად სულები, რომლებსაც სიმშვიდე ვერ პოულობენ, საფლავებს შორის ტრიალებენ, ამიტომ შეუძლიათ, დამთვალიერებლებს ზიანი მიაყენონ. საეკლესიო მსახურები არ ურჩევენ ორსულ  ქალებს სასაფლაოს მონახულებას: სულებს შეუძლიათ ზიანი მიაყენონ დედისა და ბავშვის ჯანმრთელობას.სასაფლაოზე სტუმრობისას ადამიანს იცავს მისი მფარველი ანგელოზი, რომელიც იცავს მას ბოროტი სულების გავლენისგან. ამ მიზეზით, აუცილებელია სასაფლაოზე მისვლა და უკან დაბრუნება იმავე გზით: ამ გზით დაცვა უფრო ძლიერი იქნება. შეგიძლიათ წაიკითხოთ ლოცვა ყველა სულის განსასვენებლად, რომლებიც, რატომღაც, დედამიწაზე არიან ჩარჩენილი.სასაფლაოზე ვიზიტისას, ასევე აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ცხოველების ქცევას და ამინდის ცვლილებებს. ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილებების გამო, უმჯობესია, დატოვოთ სასაფლაოს ტერიტორია: ჯერ უნდა წაიკითხოთ ლოცვა და სთხოვოთ ღმერთს დახმარება და დაცვა ბოროტი სულების რისხვისგან.

✕