მეკვლე

საზოგადოება 1767469020

კუჩხი ბედნიერი - მეკვლეობის საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც ქართულმა ეთნოგრაფიულმა სინამდვილემ დღემდე შემოინახა

კუჩხი ბედინერი - გასული საუკუნის ცნობილი ქართული კომედიური ფილმის სცენარი ახალი წლის მეკვლეობის ტრადიციაზეა აგებული.მეკვლეობის საუკუნოვანი ტრადიცია ქართულმა ეთნოგრაფიულმა სინამდვილემ დღემდე შემოინახა. ხალხური გადმოცემით, მეკვლეს კარგი ფეხი უნდა ჰქონოდა, რომ ოჯახისთვის მთელი წელი ნაყოფიერი, სიკეთით სავსე და ბარაქიანი ყოფილიყო. განსაკუთრებული სიზუსტით სრულდებოდა რიტუალი.ძველად მეკვლეს თავად ირჩევდნენ. ერთსა და იმავე ადამიანს კი ახალი წლის იღბლიანად დაწყების რწმენით, არაერთი ოჯახი ელოდა.მეკვლეობის ტრადიცია განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოშია შენარჩუნებული. ქუთაისში გამორჩეული მეკვლე დათო ლიკლიკაძეა. ყოველ ახალ წელს ჯერ საკუთარი ოჯახის, შემდეგ კი სხვისი მეკვლე ხდება. ცნობილი მეკვლეა ანსამბლ "ალილოს" წევრი ლაშა ღლონტი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ახალ წელს კონცერტზე ხვდება, მაინც ახერხებს, რომ ახლობლების მეკვლე იყოს.დროთა განმავლობაში, საახალწლო ტრადიციები და ჩვეულებები იცვლება, თუმცა მთავარი უცვლელია - სურვილი, რომ მომდევნო წელი წინასთან შედარებით უკეთესი იყოს.

lasha glonti

კულტურა 1766254471

ლაშა ღლონტი გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი კონცერტი ჩაშალეს

დეზინფორმაცია, რომელიც "ფეისბუკზე" რამდენიმე მოქალაქემ გაავრცელა - მომღერალი ლაშა ღლონტი, ინფორმაციას - თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი კონცერტი ჩაშალეს, სიცრუეს უწოდებს. მომღერალი აცხადებს, რომ მას შტატებში ორი კვირის წინ ორი კონცერტი ჰქონდა და ორივე საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჩატარებული კონცერტის კადრები კი, ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდება."ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 20 დღის წინ, ჩატარდა 2 კონცერტი. ერთი შედარებით დიდ დარბაზში, სადაც 120-150 ადამიანი ეტეოდა, სავსე დარბაზით, სრული ანშლაგით. მეორე, მომცრო დარბაზში, ეს კონცერტი დაგეგმილი არ იყო, სახელდახელოდ გაიმართა, იქაც სავსე დარბაზში ჩატარდა კონცერტი. სამწუხაროდ, 2 კვირის შემდეგ, თბილისში გავრცელდა დეზინფორმაცია რომ ვიღაცებმა კონცერტი ჩაშალეს, რაც სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა. საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, არ ვიცი ვინ და არ ვიცი რატომ,"- აცხადებს მომღერალი ლაშა ღლონტი.

ლაშა ღლონტი

საზოგადოება 1736494177

„ხანდახან მეშინია, თავს ვიკავებ, რომ რაღაცები არ ვკითხო...“ - რას ჰყვება ლაშა ღლონტი ნინი ბადურაშვილზე

ლაშა ღლონტი ასტროლოგიის თაობაზე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს. ის ზოდიაქოთი მშვილდოსანია და 1970 წლის 8 დეკემბერს დაიბადა.„მე შორს ვარ ასტროლოგიისგან, თუმცა მყავს მეგობრები, რომლებიც ამ საკითხში ძალიან კარგად ერკვევიან და რაც მათგან მომისმენია, ყველაფერი ამიხდა. მაგალითად, ნინი ბადურაშვილი ერკვევა ძალიან კარგად ზოდიაქოს ნიშნებში და მისი სიტყვები არაერთხელ დამხვედრია წინ. ნინის წინასწარმეტყველებები ისე გამმართლებია, რომ ხანდახან მეშინია, რომ ვხედავ და თავს ვიკავებ, რომ რაღაცები არ ვკითხო (იცინის). ასევე მიშა ცაგარელი, რომელსაც ჩემთან ბევრჯერ საინტერესოდ უსაუბრია ჩემს ნიშანთან დაკავშირებით და ყველაფერი გამართლებულა…“

დავით შანიძე და ლაშა ღლონტი

ტაბლოიდი 1731659946

VIDEO: „უხ, თქვენ გენაცვალეთ! აი ესაა სიმღერის ზეიმი“ - დავით შანიძისა და ლაშა ღლონტის შესრულებამ მაყურებელი აღაფრთოვანა

დილა მშვიდობისა საქართველოს ეთერში დავით შანიძისა და ლაშა ღლონტის შესრულებულმა სიმღერამ მაყურებლების აღფრთოვანება დაიმსახურა.ვიდეოს კომენტარში ბევრი დადებითი შეფასება დაიწერა.„უხ თქვენ გენაცვალეთ მე, აი ესაა სიმღერის ზეიმი და ნიჭის, ვიში კლასი, საოცარი შესრულებაა, უფალმა დაგლოცოთ ჩემო ძმებო და მეგობრებო, უთვალავ წარმატებას გისურვებთ, მახარებს ყველაფერი კარგი თქვენი, ტექსტი და მუსიკა დათო შანიძის“- წერს ზალიკო ჭანკოტაძე. 

ლაშა ღლონტი

faceამბები 1729757173

„არ მინდა ვინმემ დამასწროს...“ - ლაშა ღლონტი ქალიშვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს

მომღერალი ანი ღლონტი დღეს იუბილარია – ის 30 წლის გახდა.ანი ღლონტი მეგობრებისგან და მსმენელისგან სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. ანის ემოციურად ულოცავს დაბადების დღეს მამა, ასევე მომღერალი ლაშა ღლონტიც.„არ მინდა ვინმემ დამასწროს, ამიტომ ჩემს ყველაზე ძვირფას ადამიანს და ჩემი ცხოვრების აზრს, ჩემს ანის გაუმარჯოს. მე რომ მინდა, ისე იყავი მამა“, – წერს ლაშა ღლონტი და ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს.

ლაშა ღლონტი

ტაბლოიდი 1717866430

VIDEO: ლაშა ღლონტი ახალი სიმღერის და კლიპის პრემიერას გვიზიარებს

მომღერალი ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში ახალი კლიპის პრემიერას გვიზიარებს.სიმღერა „ვიცი უნდა გნახო ხვალ“ ტექსტის ავტორი ჯუბა ღებელია, კომპოზიტორი კი თეა ჯინორია.„ვერ დავთვალე რამდენჯერ მოვუსმინე ბრავო!!! სულის სიმებს შეეხეთ…. არაჩვეულებრივი მელოდია ტექსტი და კლიპი ხომ ძალიან ნატიფი, სადა გემოვნებით გაკეთებული!!! გენიალური ადამიანი ბრძანდებით“,- წერენ ლაშას გულშემატკივრები.

ლაშა ღლონტი

faceამბები 1716828603

VIDEO: „სიტყვა ვერ გამოხატავს ამ სიყვარულს...“ – ლაშა ღლონტის გულთბილი მილოცვა უსაყვარლეს შვილიშვილს

მომღერალი ლაშა ღლონტი შვილიშვილის იუბილეს აღნიშნავს და სოციალურ ქსელში უსაყვარლესი პატარას ვიდეოს გვიზიარებს.ლაშა ღლონტმა შვილიშვილს უსაზღვრო ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.„რა უნდა დავწერო? სიტყვა ვერ გამოხატავს იმ სიყვარულსუკვე დიდი გოგო ხარ 3 წელი პატარა კი არაა:))) ძალიან ძალიან ბედნიერი იყავი ბაბუ ძალიან ძალიან ძალიან დიდი ხანი  გილოცააავ “, – წერს ლაშა ღლონტი. 

ლაშა ღლონტი

საზოგადოება 1712091374

VIDEO: „დედაჩემი თეთრი ანგელოზია... დღესაც დაცული ვარ მისი არსებობით…“ - ლაშა ღლონტი დედაზე

ლაშა ღლონტი 78 წლის დედის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ საუბრობს:„რაღაცნაირი გრძნობაა დედა, ენით აღუწერელი. პატარა რომ ვიყავი, ჩემს სახლში სულ იყო ჩართული ჰამლეტ გონაშვილი, „ცისფერი ტრიო“, რეი ჩარლზი, აუთოვებდა თუ რას აკეთებდა, ფონად იყო ჩართული.ერისთავის ქალბატონია და თავისი ერუდიციით, საქციელით, პატივისცემით განგაწყობდა. არასდროს არაფერი დაუძალებია, სულ მინდოდა, მისგან რაღაც მესწავლა. დედაჩემი თეთრი ანგელოზია. დედა 78 წლისაა და თუ რამე ძალიან არ გაუჭირდა, არასდროს შეგაწუხებს. დღესაც დაცული ვარ მისი არსებობით… თვითონ შეიძლება, ძალიან ცუდად იყოს, მე რომ დამინახავს, ჩემს დას, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, ეს არის მისი ცხოვრება… ისე წყნარად ვარ ხოლმე, როცა შევეხმიანები და ხმას გავიგონებ, ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ. ჩემს სიმღერას როცა უსმენს, ყველაზე ბედნიერია, სიყვარულს სიმღერით გამოვხატავ… როცა სიმღერის ჩასაწერად შევდივარ, ერთ-ერთი, ვისთვისაც ვმღერი, დედაა…“ 

ლაშა ღლონტი

ტაბლოიდი 1712055060

VIDEO: ლაშა ღლონტის შესრულებულ „აჭარულზე“ აცეკვებული „ლომისის“ წევრები

„გული მღერის“ აჭარულ გადაცემაში ლაშა ღლოტნმა თავისი ცნობილი აჭარული შეასრულა.მაყურებელი კომენტარებში დიდ სიყვარულს გამოხატავს შემსრულებლის მიმართ:„მიყვარს ლაშა ღლონტის სიმღერები და „ალილო…“ლაშა ღლონტის ამ სიმღერაზე ანსამბლ „ლომისის“ წევრები ცეკვავენ.

lasha glonti

ტაბლოიდი 1702799470

„მადლობა ყველაფრისთვის რაც გააკეთე და რასაც აკეთებ!“ - ლაშა ღლონტი მეუღლეს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს

მომღერალი ლაშა ღლონტი, მეუღლეს თეა ახალაძეს დაბადების დღეს ემოციური პოსტით და სიმღერით „ყველაფერი შენით იყო“ ულოცავს:„გილოცავ მთელი გულით, გისურვებ ყოველივე საუკეთესოს, სულ გახარებული და ბედნიერი მყავდე!!დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთე, რასაც აკეთებ და ვიცი ძალიან მაგრად გააკეთებ.ბედნიერი მეუღლე, შვილი, დედა და უკვე ბებიაც ხარ!!ღმერთმა 100 წელი არ მოგვიშალოს შენი თავი ყველას, ვინც შენ გარშემო ვტრიალებთ!! სულ მყავდე,“ – წერს ლაშა ღლონტი.ასევე ნახეთ:Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა"მე ვიცი, თქვენ რასაც ეძებთ, ხელი გამოგვიწოდა - შეკრული მუჭა გახსნა და ხელისგულზე ეს მცირე ნატეხი ედო" - ქრისტეს საფლავის ქვის ნატეხის ისტორიავის და რამდენით გაუძვირდება გაზის ტარიფი 1 იანვრიდან - კომპანიის განცხადება

lasha glonti

საზოგადოება 1702132680

„მთელი ცხოვრება გამყვება ეს ვიდეო…” - როგორ მიულოცეს ლაშა ღლონტს დაბადების დღე

მომღერალი, ლაშა ღლონტი იუბილარია.მას სოციალურ ქსელში სპეციალური ვიდეოთი დაბადების დღეს ცნობილი კოლეგები ულოცავენ.ვიდეოში შეკრებილია ნინო ქათამაძის, ნიკოლოზ რაჭველის, ნატო გელაშვილის, დათო არჩვაძის, ლიზა ბაგრატიონის მილოცვები.„მადლობა ჩემებს! მთელი ცხოვრება გამყვება ეს ვიდეო…“,-  წერს ლაშა.ნახეთ, ვიდეოასევე ნახეთ:კიევში, ქალმა ლეკვი ფანჯრიდან გადააგდო - მას სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება„16 წლის გოგოს ავტომობილი გაუჩერა, გამოართვა ტელეფონის ნომერი და პირად ინფორმაციას სთხოვდა“ – ვანში მოზარდის მიმართ იძულების ბრალდებით, კაცი დააკავეს

თაია ჭიჭინაძე

ტაბლოიდი 1698186885

„მე როცა სიცოცხლისთვის ვიბრძოდი, თქვენ ფულს კრებდით, რომ ისინი საზღვარგარეთ გაგეშვათ და დაგესვენებინათ...“ - თაია ჭიჭინაძე

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, თაია ჭიჭინაძე ყოფილ მეუღლეს, ნიკო ქართველსა და სალომე უშხვანზე საუბრობს. მისი თქმით, ერთ-ერთ გადაცემაში მათი გამოცხადებული მხარდაჭერა მიიღო, თუმცა, შეცდა, რადგან ეს გულწრფელი არ ყოფილა.„ჩემი თავისთვის ვცხოვრობ. საერთოდ არ მახსენდება არც ერთის, არც მეორის და არავის არსებობა. ჩემს თავს ვუვლი, ჩემს კარიერას ვაწყობ. უკვე რომ მეგონა, ეს ადამიანები „მასაფორთებენ“, ოდნავ მაინც რაღაცას იაზრებენ, ხვდებიან რაღაცას, მოდი, კაი, მივიღებ ამ მხარდაჭერას-მეთქი. მიუხედავად იმისა, როცა მჭირდებოდა, არავინ იყო ჩემთან და არ მეუბნებოდა, თაია, ყველაფერი კარგად იქნებაო. მარტო გავუმკლავდი ყველაფერს. მაშინ, როცა სიცოცხლისთვის ვიბრძოდი, თქვენ ფულს კრებდით, რომ ესენი საზღვარგარეთ გაგეშვათ და დაგესვენებინათ. ეს კონკრეტული ქალები დღემდე მიწერთ საშინელებებს და დღემდე ცდილობთ, რომ ცუდი ადამიანი გამოვიდე,“ - ამბობს თაია ჭიჭინაძე.ასევე ნახეთ:VIDEO: „სულ მეკითხებით, დიმი სად გაქრაო...“ - რა კადრებს აქვეყნებს სალომე უშხვანილაშა ღლონტი ემოციურ პოსტს აქვეყნებს