საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ფინანსები 1749025583

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7.3%-მდე გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა.მისიამ საქართველოში არსებული ბოლოდროინდელი ეკონომიკური ვითარება, პერსპექტივები და რისკები მიმოიხილა.როგორც სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, საქართველოში შენარჩუნებულია ძლიერი ეკონომიკური აქტივობა.„რეალური მშპ 2024 წელს 9.4 პროცენტით გაიზარდა, შიდა პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად. ზრდის მამოძრავებელი ფაქტორი მოხმარება იყო. წინა წლების ზრდაში კი მთავარი წვლილი ინვესტიციებმა და წმინდა ექსპორტმა შეიტანეს. ტურიზმი აღდგა და კოვიდამდე მაჩვენებელს დაუბრუნდა. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სატრანსპორტო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითადი მამოძრავებლები იყვნენ. ეს სექტორები სარგებლობდნენ მიგრანტების მაღალპროფესიული ცოდნით და მომატებული სატრანზიტო ვაჭრობით. უმუშევრობა კლებას განაგრძობდა, თუმცა კვლავ მაღალი რჩება“, – აღნიშნავენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.აქედან გამომდინარე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში განმარტავენ, რომ 2025 წლის პირველ ოთხ თვეში დაფიქსირებული ზრდის მაღალი მაჩვენებელი არის იმის მანიშნებელი, რომ მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზრდება.„2025 წლის პირველ ოთხ თვეში დაფიქსირებული ზრდის მაღალი მაჩვენებელი მიგვანიშნებს, რომ წელს ზრდა 7.2 პროცენტი იქნება, ხოლო შემდგომ 5-პროცენტიან საშუალოვადიანი ზრდის მაჩვენებელს დაუბრუნდება“, – აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.

ლია მელიქიშვილი

პოლიტიკა 1749022694

თამარ კეკელიძე ჰყვებოდა, რამდენად შეურაცხყოფილი იყო იმით, რომ გათავისუფლების შესახებ სალაროსთან შეიტყო, იმ ღამეს გახდა ცუდად და გარდაიცვალა, ეს მოხდა 2005 წელს - ლია მელიქიშვილი

თამარ კეკელიძე ჰყვებოდა, რამდენად შეურაცხყოფილი იყო იმით, რომ გათავისუფლების შესახებ სალაროსთან შეიტყო, იმ ღამეს გახდა ცუდად და გარდაიცვალა, ეს მოხდა 2005 წელს, – „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა განაცხადა.მელიქიშვილმა კომისიის სხდომაზე საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის საკითხზე ისაუბრა.თამარ კეკელიძე იყო საკმაოდ პატრიოტი ადამიანი, თავისი ბუნებით იყო ემოციური. ძალიან კარგად იცოდა საქართველოს ისტორია, რადგან სპეციალისტი იყო. მუშაობდა ჩვენთან, ისტორიის ინსტიტუტში. რამდენიმე ხნის შემდეგ, ოთარ ჯაფარიძემ სთხოვა, გადასულიყო უნივერსიტეტში და არქეოლოგიაში ჩაეტარებინა სემინარები. თამარი მართლაც გადავიდა და იქ მოღვაწეობდა. ისე უყვარდა ისტორია, რომ არა მარტო სტუდენტებს, არამედ ვინც შეხვდებოდა, მეზობელი იქნებოდა, თუ მეგობრის შვილი, ყველას დიდი რუდუნებით ასწავლიდა საქართველოს ისტორიას. როდესაც ჩვენს ქვეყანაში დამძიმდა მდგომარეობა, თამარი ამას განსაკუთრებულად განიცდიდა, რადგან უყვარდა ისტორია. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი პროექტები მოპოვებული და თამარი ჩვენთან ერთად მუშაობდა.ისტორიის ინსტიტუტში, ჩემს პროექტში მუშაობდა საკმაოდ მაღალ დონეზე. წიგნიც გამოვეცით თამარის ცალკე. მუშაობდა პანკისის ხეობაშიც, სადაც ძალიან რთული სიტუაცია იყო და ვერავინ შედიოდა. მარტო ჩემი ექსპედიცია შევიდა ქალები და ნოდარ სარჯველაძე ფსიქოლოგი, რომელიც ტრენინგებს ატარებდა ბავშვებთან. თამარმა კარგად იცოდა ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობდა. გარდა ამისა, კულტურის მეშვეობით ჩვენი გუნდი სახელმწიფოს განვითარებას ვსწავლობდით. ჩვენთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი, რამდენიმე ხნის შემდეგ სად მივიდოდით. როცა დაიწყო ეს პროცესი, ძალიან კარგად ჩანდა, რომ ავტორიტარიზმი მყარდებოდა ქვეყანაში. თამარმაც იცოდა და მთელმა ჩემმა გუნდმა, რომ ჩვენ თუ ამას არ ავცდებოდით, ძალიან ცუდი შედეგები იქნებოდა.თამარი არაფერს უშინდებოდა, ყველას აძლევდა ინტერვიუს. როდესაც უნივერსიტეტში რყევა დაიწყო, კათედრების ნიველირება, როცა ეგრეთ წოდებული ლომაიას რეფორმა ჩატარდა, ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს, ამაზე ვსაუბრობდით და ძალიან აღშფოთებული ვიყავით. დაიწყო კათედრების ნიველირება. მახსოვს, როგორ გამოცხადდა, რომ უნივერსიტეტებში უნდა იყოს შემცირება, ჩვენთანაც იყო შემცირება. გაიგებთ, ვინ არის შემცირებული, როცა მიხვალთ სალაროსთანო. თამარმა მითხრა, გაგიგია ასეთი საშინელება, რომ სალაროსთან მივიდე და იქ მითხრან, გათავისუფლებული ხარო? ამ პერიოდში თამარი მუშაობდა ჩემს პროექტში და პანკისის ხეობაზე აკეთებდა წიგნს. ასეც მოხდა. ხელფასის დღეს თამარი მივიდა და მოლარემ უთხრა, სამწუხაროდ, სიაში არ ხარო. თამარს ხმა არ ამოუღია, ვერც ვერავის დაელაპარაკა, წავიდა სახლში. მთელი ღამე ჩვენს მეგობარს ესაუბრა, ჰყვებოდა, რამდენად შეურაცხყოფილი იყო იმით, რაც მოხდა, ამბობდა, ჩემს თავს არ ვდარდობ, უნივერსიტეტზე მწყდება გული და საერთოდ საქართველოზე, რა ხდება ეს, როგორ არ აფასებენ ადამიანებსო. იმ საღამოს საუბარი რომ დაამთავრა, გახდა ცუდად. თამარი იყო კუზანოვების მეზობელი, მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერაფერი უშველეს, ის გარდაიცვალა გულით. თამარი არასდროს ავად არ ყოფილა, ჯანმრთელი ადამიანი იყო, მაგრამ ამან მოუსწრაფა სიცოცხლე. ჩვენი ინსტიტუტიდან საკმაოდ მაღალი დონის მეცნიერები როდესაც გაათავისუფლეს, ერთმანეთის მიყოლებით ყველა გარდაიცვალა, ვერ ვასწრებდით პანაშვიდზე მისვლას. ერთ-ერთმა უცხოელმა ფსიქოლოგმა ამიხსნა, რომ ძალიან მძიმეა, როცა მთელი ცხოვრება რაღაცას ემსახურები და შემდეგ შეურაცხყოფილი მიდიხარ, ფაქტობრივად, გაგდებენო. ამიტომ მოხდა ეს თქვენთანო“, – განაცხადა ლია მელიქიშვილმა.კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მელიქიშვილს ჰკითხა, როდის მოხდა თამარ კეკელიძის სალაროსთან მისვლა, რაზეც ლია მელიქიშვილმა უპასუხა: „ხუთ ივლისს, 2005 წელი იყო“.

ლია მელიქიშვილი

პოლიტიკა 1749021412

აკადემიკოსი ლია მელიქიშვილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს უნივერსიტეტებში მიმდინარე პროცესებზე: მიზანი არ ვიცი იმათ თავებში რა იყო, ის მიზანი დღეს ჩანს, იმიტომ რომ მეცნიერება ძალიან ცუდ დღეშია - შედეგი ეს არის

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება აკადემიკოსმა, ლია მელიქიშვილმა ისაუბრა.თეა წულუკიანის შეკითხვაზე, თუ რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით, ლია მელიქიშვილმა უპასუხა: „ მიზანი არ ვიცი იმათ თავებში რა იყო, ის მიზანი დღეს ჩანს, იმიტომ რომ მეცნიერება დღეს ძალიან ცუდ დღეშია“.„მიზანი არ ვიცი იმათ თავებში რა იყო, ის მიზანი დღეს ჩანს იმიტომ რომ მეცნიერება დღეს ძალიან ცუდ დღეშია, ანუ შედეგი ეს არის. აი ის წვრილფეხობა, რომელიც ამას უწყობდა ხელს იმათ ჰქონდათ რაღაცა წვრილი მიზნები. მაგალითად ჩემს ინსტიტუტზე მოვყვები. ყველა ინსტიტუტში არ მომხდარა ასე, ზოგან მოხდა და ჩვენთან მოხდა ასე. იქ ითქვა, რომ შევამციროთ, გავაძევოთ ყველანი. წავიდნენ ესენი, რომ ხელფასი მოგვემატება. მე გეტყვით ახლა ხელფასის მომატება რას ნიშნავდა. მე ვიყავი კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე და მქონდა 120 ლარი ხელფასი. ბატონი დავით მუსხელიშვილი იყო ჩვენი დირექტორი ისტორიის ინსტიტუტში და ჰქონდა 140 ლარი ხელფასი. როდესაც მათ ეს თქვეს ოფიციალურად სხდომაზე, ეს არ დაუმალავთ, რომ ხელფასი მოემატებოდათ. ჩვენ გადავიანგარიშეთ და ფაქტობრივად, თითოს ემატებოდა 5-დან 7 ლარამდე, ეს ერთი. მეორე, ზოგიერთებს უნდოდათ წამყვანი ადგილების დაკავება ძალიან მაღალი დონის მეცნიერები გაუშვეს პირადად ჩვენი ინსტიტუტიდან. ჩაატარეს ატესტაცია, შემდეგ ეს იყო გასაჩივრებული თქვენთა ბატონო სოზარ, შემოვიდნენ ისტორიის ინსტიტუტიდან. თქვენ აღიარეთ, რომ იყო დარღვევები და მეორედ ჩაატარეს, მეორედაც იგივე გაიმეორეს. მეორედ ჩატარებას კინაღამ შეეწირა დიდი მეცნიერი ნანა ხაზარაძე. ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს იქ და ისე მოექცნენ ატესტაციის დროს, რომ მე, თამილა ცაგარეიშვილი და ნანა ვმეგობრობდით და მთელი ღამე ჩვენთან იყო ნანა, რომ რამე არ მოსვლოდა“,- განაცხადა ლია მელიქიშვილმა.

laura

კულტურა 1747937288

„ჩაიარა და არ შემიმჩნია. მაშინ მე ეს ვერ გავიგე და თვალი ცრემლით ამევსო. დღეს ეს მესმის...“ - ლაურა რეხვიაშვილი 75 წლის გახდა

კახეთიდან თეატრალურ ინსტიტუტში საბუთების შესატანად რომ ჩამოვიდა, შემოქმედებითი ტურები უკვე ჩატარებული იყო, სასწავლებელში სტუდენტთა მიღება დაესრულებინათ. მაშინ უცნობი სამყაროს შესრუტვის წყურვილით სავსე გოგონამ არ იცოდა, რომ მალე მსახიობთა იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნებოდა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილს თავიდანვე "მოხვდა თვალში".როგორც ლაურა რეხვიაშვილი გვიყვება, როდესაც მაესტრომ დაგვიანებით მისული დაინახა, თქვა: " თუ ამ ქალიშვილს თავისი გარეგნობის ტოლფასი ნიჭი აქვს, მე ვარღვევ მიღების ყველა წესს და ამყავს ჩემს ჯგუფში". მართლაც ასე მოხდა, მსახიობი მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში ჩაირიცხა.ლაურა რეხვიაშვილი 75 წლის გახდა.დღემდე კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. აქვს თავისი პოზიცია, მრწამსი, ნიშა, ადგილი, რომლისთვისაც არასდროს უღალატია. მავანთ შეიძლება არ მოსწონდეს ნიჭიერებისა და პირდაპირობის გამო. თუმცა მის პროფესიონალიზმს აშკარად თუ ფარულად, აფასებს ყველა.თუმანიშვილი არ შემცდარა...ლაურა რეხვიაშვილი: "ანტიგონეს" რეპეტიციები რომ ვნახე ტელევიზორში, ლამის შევხტი ეკრანში და ეს ადამიანი ჩემს წინ რომ შემოვიდა, ვიცანი და ფეხზე წამოვდექი. ვაი, დაჯექიო. ვიყავი ბედნიერი და ლაღი, ვიცოდი, სად ვარ და ვისთან მქონდა საქმე. უთქვამს, ამ ქალიშვილს თავისი გარეგნობის ტოლფასი ნიჭიერება თუ აღმოაჩნდა, მე ვარღვევ მიღების ყველა წესს და ვსვამ ჩემთან ჯგუფშიო. მომიწყო გამოცდა...მოგვიანებით ვკითხე, ასე რატომ მოიქეცი-მეთქი? მიპასუხა, მე შენისთანა "მასალა" გამოცდაზე არ შემომსვლიაო.ერთხელაც, კინომსახიობთა სახელოსნოს წინ ვდგავარ, მხოლოდ ორი სეზონია ჩავლილი. ვდგავარ და ვიღაცას ძალიან აქტიურად ვუყვები რაღაცას. ჩაიარა მიშა თუმანიშვილმა. არ შემიმჩნია, არ მომესალმა. შევედი და მოვახერხე ის, რომ ვაგრძნობინე, ნაწყენი ვარ, რატომ არ შემამჩნიე-მეთქი? "ლაო" უნდა ეთქვა და არ მითხრა...კიო, გაბრაზებული ვარო. რა დავაშავე, ბატონო მიშა-მეთქი? და რა მიპასუხა: არ შეიძლება ასე იდგე სახალხოდ და მაყურებელს აყურებინებდე, ხელებს და ფეხებს როგორ იქნევო. მსახიობი იდუმალი უნდა იყო ხალხისთვის, მაყურებლისთვის და მხოლოდ სცენაზე და ეკრანზე უნდა ენატრებოდეს შენი ნახვაო. მაშინ, რა საკვირველია, ეს მე არ მესმოდა და ამევსო თვალები ცრემლით. ვერ გავიგე. დღეს ეს მესმის... მეუბნებოდა, თუ შრომა არ დაგეზარება, ხელის გულით მიგაცილებენ სავანეშიო. საუკეთესო მონაცემი გაქვს და დაიხარჯე ამ მონაცემშიო. მაგრამ როგორ უნდა დავხარჯულიყავი? ყველა სიგლახე ჩემი სიცოცხლის მოცემულ დროში მოხდა და რა გავაკეთო? კიდევ რა მაგარი და კარგი ტიპი ვარ. ნეტავ, ღმერთმა რატომ გამომარჩია? არ გავბოროტდი, არ შემშურდა, არ ვჭორავ, ცუდი არავისთვის მისურვებია. თუ ადამიანი არ მიყვარს, არ მძულს.მიხეილ თუმანიშვილი ასე მილოცავდა დაბადების დღეს – "ლაო, ქალს და მუსიკას დაბადების დღე არ აქვსო..."მიშამ დატოვა ფორმულა: შეგრძნებები ბადებს აზრს, აზრი ბადებს სურვილებს, სურვილები - ქცევებს, ქცევები - ჩვევებს, ჩვევები - ხასიათს, ხასიათი - ადამიანს და მის ბედს. რა საინტერესოა". ყველა მისი წიგნის, სპექტაკლის, ნამუშევრის, გაკეთებულის და გასაკეთებლის ფორმულაა ეს.

აკაკი წერეთლის უნი

საზოგადოება 1747937023

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორ აბელ მახარაძის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.„ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი და გეოგრაფიის დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ აბელ მახარაძის გარდაცვალების გამო.აბელ მახარაძე 1995 წლამდე მუშაობდა კავკასიის გეოლოგიის ინსტიტუტში. იგი 1995-2020 წლების განმავლობაში მოღვაწეობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტში. იყო გეოლოგიის დოქტორი.დიდია მისი სამეცნიერო დამსახურება გეოლოგიის სფეროში. უდიდესი წვლილი შეიტანა გეოგრაფიის სპეციალობის კურსდამთავრებულთა პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.ვუსამძიმრებთ ოჯახსა და კოლეგებს!“ - ნათქვამია ადმინისტრაციის სამძიმრის წერილში.  

აშშ

პოლიტიკა 1747766509

აშშ-სთვის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის ძნელად დასაძლევი ჩვევა აქვს - Responsible Statecraft

აშშ-ს აქვს იშვიათი შანსი - საერთაშორისო კრიზისებითა და ქვეყნის შიგნით შეხედულებების შეცვლით — გადახედოს აღმოსავლეთ ევროპაში თავის ძირითად მიზნებს. საქართველო, კავკასიაში ევრაზიის გზაჯვარედინი, რეგიონში აშშ-ის პრიორიტეტების ურთიერთსაწინააღმდეგო ხედვებს შორის დაპირისპირების ნაკლებად სავარაუდო ცენტრად იქცა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული „მეგობარი აქტი“ (მოკლედ „მობილიზება და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის აღსადგენად“), წარმოადგენს საქართველოს მიმართ ულტიმატუმების სერიას, რომელიც ცივი ომის შემდგომი დასავლეთის საგარეო პოლიტიკის ბევრ ნაცნობ იდეას ასახავს. კანონპროექტის სრული ვერსია ეს არის, თუმცა მისი გაცხადებული მიზანია „რუსეთის სადაზვერვო ელემენტებისა და მათი აქტივების შეღწევის შესწავლა საქართველოში, რაც მოიცავს დანართს, რომელიც შეისწავლის ჩინეთის გავლენას და რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის პოტენციურ გადაკვეთას საქართველოში“. USAID-ის და შესაბამისი კონგრესის კომიტეტების მიერ ჩატარებული 90-დღიანი საფუძვლიანი შემოწმების შედეგად დადგინდება, თუ ვის დაეკისრება სანქციები და იმსახურებს თუ არა საქართველო აშშ-სთან სათანადო ურთიერთობების დამყარებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ან, ასე ვთქვათ, მმართველმა „ქართული ოცნების“ მთავრობამ არა მხოლოდ რუსეთთან ნებისმიერი კავშირი უნდა გაწყვიტოს, არამედ აშკარად კონფრონტაციული პოზიცია უნდა დაიკავოს, მათ შორის მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების აღსრულებისა და რუსული გავლენის წინააღმდეგ მიმართული სხვა ზომების მეშვეობით (ასევე აღნიშნულია კანონპროექტში). კანონმდებლობა, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთის მიმართ მაქსიმალური მტრული დამოკიდებულება ერთადერთია, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მკაცრ პირობითობას აწესებს არა მხოლოდ საქართველოს ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანების გზაზე, არამედ მის შესაძლებლობაზე, მხარი დაუჭიროს აშშ-სთან და ევროკავშირთან ნებისმიერი სახის კონსტრუქციულ ურთიერთობას. კანონი ასევე მოუწოდებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, რომ დასავლეთის კრიტიკის საპასუხოდ, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან, მათ შორის საკმაოდ გასაოცარ წინადადებამდე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა განსაზღვროს, „უნდა ჩაითვალოს თუ არა არჩევნები არალეგიტიმურად“. „მეგობარი“ კანონი, როგორც სენატორმა რენდ პოლმა (რესპუბლიკელი, კენტუკი) აღნიშნა 27 მარტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, არ შეიძლება განვიხილოთ სხვაგვარად, თუ არა როგორც პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში. „ქართველი ხალხის“ მხარდაჭერის სუსტი მტკიცების მიღმა, აქტის მიზანია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დასჯა საგარეო პოლიტიკის ისეთი მიმართულების არჩევისთვის, რომელსაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წრეებში ზოგიერთი წარმომადგენელი არ ეთანხმება. ეს ავტომატურად პრობლემას წარმოადგენს, რადგან ის დემოკრატიის დაცვის სახელით ერევა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში, რათა შედეგებზე მოახდინოს მანიპულირება ისე, რომ ეს აშშ-ის ინტერესებს ემსახურებოდეს. მეორე და უფრო სერიოზული პრობლემა, ტექნიკური თვალსაზრისით, ის არის, რომ ამ ტიპის ზეწოლის ტაქტიკა კონტრპროდუქტიულია რეგიონში აშშ-ის პრიორიტეტების ნებისმიერი რეალური გაგებით. საქართველოს საერთო სავაჭრო მოცულობის 11 პროცენტი რუსეთიდან მოდის და ქვეყნის ეკონომიკა 2022 წლის შემდეგ კიდევ უფრო გადაბმულია რუსეთის ეკონომიკასთან ისე, რომ გამოყოფის შემთხვევაში ქვეყანა გაღატაკდება.პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველომ 2008 წელს იბრძოლა და წააგო ომი რუსეთთან ორ ჩრდილოეთ სეპარატისტულ რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად. ამ კონფლიქტის ხელახლა დაწყება დასავლური ძალების დავალებით ასევე დამანგრეველი იქნებოდა თბილისისთვის. ქართველებისგან ეკონომიკური თვითმკვლელობა და რუსეთთან კიდევ ერთი ომის რისკის ქვეშ დაყენება - დასავლეთის სანქციებისა და შეზღუდვების ნაკადის წინაშე დგომის საპირისპიროდ, ასე ვთქვათ, მიმზიდველი გამოწვევა არ არის.დასავლეთს არ შეუძლია შესთავაზოს რაიმე ისეთი, რაც ოდნავადაც კი შეესაბამება იმ გაჭირვებისა და დაუცველობის ხარისხს, რასაც ის ქართველი ხალხისგან მოითხოვს მათი ევროატლანტიკური გზის ფასად. 2008 წლის კრიზისმა აჩვენა, რომ დასავლეთმა არა მხოლოდ არ უნდა იბრძოლოს რუსეთთან საქართველოს გამო, არამედ არც აპირებს ამის გაკეთებას.დასავლეთის სურვილს, ხელახლა განიხილოს ეს საკითხი, უგუნურება და ცინიზმის ჩრდილი დაჰყვება, რაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს არ გამორჩათ. ამასობაში, რუსეთმა 2008 წლიდან სულ უფრო დამაჯერებელი გზებით მიანიშნა, რომ ის გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების დასავლეთის უსაფრთხოების სფეროში ინტეგრაციის დასაბალანსებლად. დემოკრატიის ძირის გამოთხრის ნაცვლად, „ქართულ ოცნებას“ აკისრია პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, აღიაროს სიტუაცია ისე, როგორც არის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ამ რეალობის საფუძველზე ჩამოაყალიბოს. ზემოთ ხსენებული მიზეზების უმეტესობის გამო, MEGOBARI აქტი საქართველოსა და რეგიონში ისეთი შედეგების მიღწევას გამოიწვევს, რომლებიც მისი მიზნის საპირისპიროა.ქართველი მაღალჩინოსნების, საკუთარი ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების უგულებელყოფისკენ იძულების მცდელობა მათ მხოლოდ სტიმულს აძლევს, კიდევ უფრო მეტად დაიცვან თავი დასავლეთის ზეწოლისგან სხვა ძალებთან, მათ შორის მის რუს მეზობელთან, ურთიერთობების განვითარებით. ამერიკის გადაჭარბებული რეაქცია „ქართული ოცნების“ მოსკოვის მიმართ დასაბუთებულ პრაგმატიზმზე, ირონიულად, თბილისს აიძულებს რუსეთთან უფრო შემრიგებლური პოზიციის დაკავებას, რადგან მას ართმევენ ამერიკელ პარტნიორს, რომელთანაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკას განახორციელებს. საქართველო დასავლეთის სადამსჯელო ზომებისგან მიღებული დარტყმის შემსუბუქებას არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ჩინეთთანაც სავაჭრო და კომერციული კავშირების გაორმაგებით შეეცდება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მას აშშ-სა და ევროპისგან კიდევ უფრო დააშორებს.საქართველოსა და რუსეთს შორის სრული დიპლომატიური ნორმალიზაცია, რომელიც აქამდე წარმოუდგენელი იყო 2008 წლიდან მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტის გამო, ახლა პირდაპირ პოლიტიკური შესაძლებლობის ფარგლებშია. ეს გზას გაუხსნის რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის დამატებით და უფრო ღრმა ფორმებს, შესაძლოა უსაფრთხოების საკითხებშიც კი, რაც საქართველოს დასავლეთისგან კიდევ უფრო დააშორებს. მეგობარი აქტის უფრო ღრმა პრობლემა ის არის, რომ ეს კანონი და მისი მსგავსი ინიციატივები ევროატლანტიკური ინტეგრაციის პურიტანული ხედვიდან მომდინარეობს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს აიძულებს, დასავლეთსა და რუსეთს შორის მხარე დაიკავოს ისე, რომ ეს ქვეყნებისთვის საზიანო იყოს და არ ემსახურება რაიმე ხელშესახებ ამერიკულ ინტერესებს.აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ უნდა ეფუძნებოდეს იმ რეალობას, რომ ამერიკა არ გახდება უფრო აყვავებული ან უსაფრთხო, თუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ წინა ხაზზე მყოფ ბაზად გადაიქცევა და ამავდროულად დაისჯება იმ ქართველებისთვის, რომლებიც ამ ხედვას არ იზიარებენ. მარტივად რომ ვთქვათ, აშშ-ს არ აქვს ძირითადი ინტერესები, რომლებიც გაამართლებს რუსეთთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირების ძვირად ღირებულ, საშიშ და კონტრპროდუქტიულ დღის წესრიგს ევრაზიის ამ ნაწილში დე იურე ალიანსებისა და დე ფაქტო დამოკიდებულებების ქსელის შენარჩუნების უფლების გამო.საქართველო და სხვა მრავალი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, გასაგები მიზეზების გამო, დასავლეთთან მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს, რუსეთთან, დომინანტურ რეგიონულ მოთამაშესთან, აშკარად მტრულ ურთიერთობაში ჩათრევის გარეშე. ვაშინგტონს კარგი მიზეზები აქვს, რომ საქართველოს მსგავს ქვეყნებთან ისეთი მოპყრობა შეძლოს - რომელიც იქნება დაბალფასიანი, დაბალი რისკის მქონე სტრატეგია, რომელიც აშშ-ს რეგიონში ჩართულობას შეინარჩუნებს, რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილებას და სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.ამჟამინდელი გარემოებების გათვალისწინებით, ცხადია, რომ თბილისი უნდა წაახალისონ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მულტივექტორული პოლიტიკის გატარებისთვის, როგორც ყველა დაინტერესებული მხარისთვის საუკეთესო კურსი. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთმა პოლიტიკის შემქმნელმა უნდა უარი თქვას MEGOBARI კანონპროექტის მიღმა არსებულ „ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ“ აზროვნებაზე და მხარი დაუჭიროს სტრატეგიას, რომელიც პატივს სცემს ადგილობრივი აქტორების სუვერენიტეტს და საშუალებას აძლევს მათ, უპასუხონ რთულ გამოწვევებს თანაბრად ნიუანსირებული მიდგომებით.სტატიის ავტორია: მარკ ეპისკოპოსი ევრაზიის მკვლევარი ქუინსის პასუხისმგებლიანი სახელმწიფოებრივი მმართველობის ინსტიტუტში. ის ასევე ისტორიის პროფესორია მერიმაუნტის უნივერსიტეტში. ეპისკოპოსს აქვს ისტორიის დოქტორის ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტიდან და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი ბოსტონის უნივერსიტეტიდან

manana

საზოგადოება 1747649318

"მის ლექციას არავინ ვაცდენდით. იმდენად დახვეწილი იყო, რას კითხულობდა, აღარ გვესმოდა. ქუჩაში ყველა აყოლებდა თვალს..." - როგორ ემშვიდობებიან მანანა გედევანიშვილს

თბილისი თავის კოლორიტულ ქალბატონს - მანანა გედევანიშვილს ემშვიდობება. 88 წლის ცნობილი ქიმიკოსი ასევე ცნობილი ოჯახის შვილი გახლდათ. ის მსახიობ თამარ ციციშვილის და ექიმ დიმიტრი გედევანიშვილის ქალიშვილი გახლდათ...დიმიტრი გედევანიშვილის მამასთან, ვახტანგ გედევანიშვილთან ოჯახში ხშირად მოდიოდნენ სტუმრად ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვანო მაჩაბელი, ვაჟა-ფშაველა... ამ ოჯახისშვილი გახლდათ ეს არისტოკრატი ქალბატონი, რომელმაც ასე დაწყვიტა ყველას გული. აი, რას წერენ მასზე სოციალურ ქსელში:* გვასწავლიდა ორგანულ ქიმიას სამედიცინო ინსტიტუტში. ნათელი და სანთელი მის სულს. * ულამაზესი, განუმეორებელი, ნამდვილი არისტოკრატი. * გვიხაროდა პეროვსკაიაზე მის პრაქტიკულებზე მისვლა!* ხშირად ვნახულობდი ვერაზე. რომ მოდიოდა, უნებლიედ ჩერდებოდი და უყურებდი!! თან, როგორ მოდიოდა!!* იმდენად ელეგანტური და დახვეწილი იყო, ლექციაზე რას კითხულობდა, აღარ მესმოდა, ზოგჯერ მზერა მეყინებოდა...* აი, ეს არის ბუნებრივი, არისტოკრატული სილამაზე, ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე, ნამდვილი ქართველი ქალის სახე...* ულამაზესი იყო, ლექციაზე თვალს ვერ ვაცილებდით.* ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი, ნიჭიერი, ულამაზესი, დახვეწილი სიარულით მანერებით, საუბრით. ყველა სტუდენტს გვიყვარდა, არ ვაცდენდით მის ლექციას. ქუჩაში კი ყველა გამვლელი აყოლებდა ღიმილს, მის ბუნებრივ სილამაზეს. ასეთი მახსოვს. ვწუხვარ. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. ნათელი სანთელი მის სულს.

დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკა 1747646743

დავით ჭიჭინაძე: დათა ახალაიას სპეცრაზმს სპეციალური „შიპებიანი" ხელთათმანები ეცვათ, სახე გაგლეჯილი მქონდა - ჩაგვყარეს ავტობუსში ეს დასისხლიანებული ხალხი და სიმწრით რომ მიხვდები, ასეთ ნაცემს კიდევ კორიდორი უნდა გაგატარონ

იმდენი სხვადასხვა ფორმიანი სპეცრაზმი ირეოდა, თან მთლიანად დაბეჟილები, სისხლიანები ვიყავით და წარმოდგენა არ გვქონდა რომელი გვცემდა. კაუჭი რომ ჩაგარჭონ სახეში, ასეთი რამ მომხვდა, მერე კადრებში ვნახე, რომ ეს იყო დათა ახალაიას სპეცრაზმი, რომლებსაც სპეციალური „შიპებიანი" ხელთათმანები ეცვათ და მე სახე გაგლეჯილი მქონდა, - განაცხადა 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულმა დავით ჭიჭინაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.მისი თქმით, რუსთაველზე სასტიკად ცემის შემდეგ, ხალხი ავტობუსებში ჩაყარეს და პოლიციის სამმართველოსთან მიიყვანეს, სადაც მათ ე.წ. კორიდორში გავლა მოუწიათ. ჭიჭინაძის განცხადებით, პოლიციის სამმართველოსთანაც მიიღო ხელკეტით 25-მდე დარტყმა.„ცნობილი ქირურგი იყო ქირურგიის ინსტიტუტში, ტრისტან ფერაძე, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა და მან თქვა, რომ ტუჩი იყო გახვრეტილი, ეს იყო პროფესიონალური, მიზანმიმართული დარტყმა, რომელმაც გახვრიტა ტუჩი, თან მთლიანად სისხლში ვიყავი და მიმანებეს თავი. ჩაგვყარეს ავტობუსში ეს დასისხლიანებული ნაცემი ხალხი, რიგები იდგა ავტობუსის პოლიციის სამმართველოსთან - ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც ხელს, ვერც ფეხს. გადმოვედი და სიმწრით კიდევ რომ მიხვდები, კიდევ კორიდორი უნდა გაგატარონ ასეთ ნაცემს და 20-25 დარტყმა ხელკეტით კიდევ მივიღე პოლიციის სამმართველოსთან ყველა მხარეს - კეფაში, თავში, სახეში მხრებში", - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ვოლსკი

პოლიტიკა 1747315501

გია ვოლსკი - „მეგობარი აქტი“ აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება, უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება

„მეგობარი აქტი“ აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება, უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება, – ამის შესახცებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, „მეგობარი აქტი“ სიცრუეს შეიცავს, რათა საქართველოს ინტერესები დაზიანდეს.„მეგობარი აქტი“ არათუ უსამართლოა, არამედ გეგმაზომიერი სიცრუეა, რათა საქართველოს ინტერესები დაზიანდეს. აბსოლუტურად აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება, რომ საქართველომ თავისი პოლიტიკა დაუკავშირა ირანს ან საგარეო კურსი შეცვალა და რუსეთის ორბიტაზე აღმოჩნდა. ასეთი არც ერთი ფაქტი არ არსებობს, მით უმეტეს, 2012 წლიდან. არ შეიძლება, საქართველოს პოზიციის ცალკე განხილვა იმ ვითარებიდან, რომელიც მსოფლიოში არსებობს. საკმაოდ რთული მდგომარეობაა. არ შეიძლება, ჩუმად იყო, როცა არჩევითი ორგანო ასეთ განცხადებას/რეზოლუციას უჭერს მხარს. აუცილებელი იყო ამ კომენტარის გაკეთება ელემენტარულად იმისთვის, რომ ამ სიჩუმით რაღაც თავის დაკვრა არ გამოგვსვლოდა იმ უსამართლობაზე, რაც მოვისმინეთ. უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება. განცხადება გამოქვეყნდა, თითქოს, საქართველო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კორუმპირებულს უწოდებს. ეტყობა, ვიღაცაში ვეშლებით – „მაკკეინის ინსტიტუტში“, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი დაიქირავა, ხელფასს უხდის და ადმინისტრაციას აგინებს. ეს ის ხალხია, ვისაც ჯო უილსონი თანაუგრძნობს და გვერდში უდგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

იუბილ

საზოგადოება 1745579766

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიკოსი მალხაზ ზაალიშვილის დაბადების 105 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო სხდომა გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიკოსი მალხაზ ზაალიშვილის დაბადების 105 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო სხდომა გაიმართა.აკადემიკოს მალხაზ ზაალიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა სამაგალითოა ყველა ქართველისთვის. მან დააარსა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტი და ბიომაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შექმნა თავისი სკოლა, იყო საქართველოში ბიოლოგიური მაკრომოლეკულების ფიზიკურ-ქიმიური კვლევების ფუძემდებელი. მალხაზ ზაალიშვილის შრომები კუნთის ფიზიკურ-ქიმიური ორგანიზაციის კვლევის სფეროში ქართული მეცნიერების თვალსაჩინო მიღწევას წარმოადგენს.მან პირველმა შეადგინა ბიოლოგიური ფიზიკის ზოგადი კურსის პროგრამა. 1956 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე იგი კითხულობდა რადიობიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის კურსს. 1962 წელს ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე მალხაზ ზაალიშვილმა ჩამოაყალიბა სპეციალიზაცია „ბიოფიზიკა“, რომლის ბაზაზე შემდგომში შეიქმნა მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრა, სადაც იგი კითხულობდა ლექციებს მოლეკულურ ბიოლოგიასა და ზოგად და უჯრედის ბიოფიზიკაში.1962 წელს, დიდი მეცნიერის ივანე ბერიტაშვილის ინიციატივით ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დაარსდა საქართველოში პირველი ბიოფიზიკის ლაბორატორია,რომელსაც სათავეში ჩაუდგა უკვე გამოცდილი მეცნიერი მალხაზ ზაალიშვილი. სწორედ ამ დროიდან უკავშირდება მის სახელს საქართველოში თანამედროვე ბიოლოგიის ისეთი დარგების განვითარება, როგორიცაა ბიოფიზიკა და მოლეკულური ბიოლოგია.1986 წელს, ბიოფიზიკის სექტორის ბაზაზე დაარსდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტი. ინსტიტუტის პირველ დირექტორად მალხაზზაალიშვილი იყო არჩეული და იგი მას 2000 წლამდე შეუცვლელად ხელმძღვანელობდა. დღეს ინსტიტუტისკვლევითი მიმართულებები ფუნქციონირებას განაგრძობს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ფარგლებში.1979 წელს მ. ზაალიშვილი არჩეული იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ – კორესპონდენტად, ხოლო 1988 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.1990–2004 წლებში მ. ზაალიშვილი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ბიოლოგიისმეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს–მდივანი, 2004–2006 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი.მ. ზაალიშვილი იყო საქართველოს სსრ  მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან  და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ბიოტექნოლოგიისა და ფიზიკურ-ქიმიური  ბიოლოგიის პრობლემების საუწყებათაშორისო სამეცნიერო ტექნიკური საბჭოს  თავმჯდომარე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბიოფიზიკის პრობლემების სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და სსრ კავშირის  მეცნიერებათა  აკადემიის სამეცნიერო საბჭოს  „ბიოლოგიური სისტემების ფუნქციონირების ფიზიკური პრინციპები“-ს ბიოლოგიური  მოძრაობის სექციის  თავმჯდომარე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „მოამბის“ და „მეცნიერება და ტექნიკის“ რედკოლეგიის წევრი. იგი იყო  მრავალი საკავშირო და საერთაშორისო სიმპოზიუმების, ყრილობებისა და კონგრესების მონაწილე.1997 წელს აკადემიკოსი მ. ზაალიშვილი დაჯილდოვდა  ღირსების ორდენით.დიდია მალხაზ ზაალიშვილის ამაგი საქართველოში ბიოფიზიკოსებისა და მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტთა თაობების აღზრდის საქმეში. აკად. მ. ზაალიშვილის, როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივნისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის დირექტორის საქმიანობამ დიდად შეუწყო ხელი სამეცნიერო და საორგანიზაციო საქმიანობის განვითარებას.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ

მსოფლიო 1745490070

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს რეფორმა სჭირდება

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს რეფორმა სჭირდება.როგორც სკოტ ბესენტი ამბობს, ეს ინსტიტუტები კრიტიკულ როლს ასრულებენ საერთაშორისო სისტემაში და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოწადინებულია მათთან სამუშაოდ, ვიდრე ამ ინსტიტუტებს შეუძლიათ, დარჩნენ საკუთარი მისიის ერთგულები.საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას აკოტ ბესენტმა გააკრიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოიყენებს აშშ-ის გავლენას ამ ინსტიტუტებში, რათა უბიძგოს საკუთარი მანდატის შესრულებისკენ.სკოტ ბესენტის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძალიან დიდი დროსა და რესურსს უთმობს კლიმატის ცვლილებებზე, გენდერულ და სოციალურ საკითხებზე მუშაობას. მისივე განცხადებით, ანალოგიური პრობლემები არსებობს მსოფლიო ბანკშიც.ამასთან, სკოტ ბესენტის თქმით, პრობლემად რჩება, რომ ეს ინსტიტუტები ჩინეთს კვლავ განვითარებადი ქვეყნის მსგავსად ეპყრობიან, რის გამოც პეკინი უსამართლოდ იღებს ხელსაყრელ პირობებს მსოფლიო ინსტიტუტებისგან.

შექმნეს რობოტი ტორტი

ტექნოლოგიები 1745265755

შექმნეს რობოტი ტორტი, რომელიც იჭმევა, ცეკვავს, ინთება და ვიტამინებით მდიდარია

შვეიცარიის EPFL-ის ჭკვიანი სისტემების ლაბორატორიასა და იტალიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა ე.წ. რობოტორტი შექმნეს.როგორც სახელიდანაც ჩანს, ესაა ტორტი, რომლის სიროფის, ჟელატინისა და მინანქრის ქვეშაც რობოტიკის ტექნოლოგიაა ჩაშენებული, თუმცა ის მაინც იჭმევა. ამავდროულად, ეს გასაოცარი დესერტი ცეკვავს, ანათებს და საკვებად ვარგის ელემენტებზე მუშაობს. მის დასამზადებლად სპეციალისტებმა შეფ-მზარეულები და კვების ტექნოლოგები დაიხმარეს, თავად ტორტი კი ოსაკას ექსპო 2025-ზეა წარმოდგენილი.მის ცენტრში ორი დათუნიაა — ტკბილი და რბილი, ბროწეულის არომატით. ისინი ჟელატინის, სიროფისა და საღებავებისგანაა შექმნილი. მათი თავები და ხელები შიდა პნევმატიკური სისტემების დახმარებით მოძრაობს, როცა იქიდან აირის ნაკადები სათანადო არხების გავლით გარეთ იტყორცნება.ტორტში არსებული დატენვადი და საკვებად ვარგისი ელემენტები ვიტამინ B2-ისგან, კვერცეტინისგან, აქტიური ნახშირბადისგან და შავი შოკოლადისგანაა დამზადებული. ასეთი ინგრედიენტების გამო მისი ჭამა სრულიად უსაფრთხოა, თანაც საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ტორტზე დამაგრებული LED სანთლები აანთოს.შესაძლოა, ამგვარი ელემენტები უფრო დიდი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროს, როგორიც ელექტრონული ნარჩენებია. მათი წონა ყოველწლიურად 40 მილიონ ტონას აღწევს. ასეთი სენსორები, რობოტი სისტემები და სხვა მოწყობილობები ახალი ტექნოლოგიით შეიძლება შექმნას და არა მხოლოდ ბიოდეგრადირებადი, არამედ გემრიელიც იყოს. ასევე, მსგავსი რობოტებით საშუალება მოგვეცემა, რომ საკვები კატასტროფის ადგილებში მყოფ მოსახლეობამდე მივიტანოთ, გართულებული ყლაპვის მქონე პაციენტებს საჭირო ნივთიერებები მივაწოდოთ და ა.შწყარო