მოდა • 1784129104
Dolce & Gabbana -ს ახალი კოლექციის ჩვენებაზე, ორი ქართველი მოდელი გამოჩნდა
13 ივლისს, იტალიაში, სიცილიაზე Dolce & Gabbana-ს ახალი კოლექციის ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი – საბა აბრამიშვილი და სანდრო ვეფხვაძე გამოვიდნენ.ქართველი მოდელების მონაწილეობამ საქართველოში დიდი ინტერესი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.ორივე მათგანი სააგენტო Look Models Management-ის მოდელია, რომელმაც საერთაშორისო მოდის ინდუსტრიას არაერთი ქართველი მოდელი წარუდგინა, მათ შორის თაკო ნაცვლიშვილი, მატილდა გვარლიანი და ა.შ.
























