ნატალიას ბაბუა

საზოგადოება • 1795116106

„ჩემი ბიჭი ბაბუა აღარ მყავს...“ - ნატალია ყიფშიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მსახიობს ბაბუა გარდაეცვალა.„ჩემი ბიჭი ბაბუა აღარ მყავს.პანაშვიდები: 20 და 21 ნოემბერი;მისამართი: ვაჟა ივერიელის №12;გასვენება: 22 ნოემბერი, 14:00 საათზე“, - წერს ნატალია სოციალურ ქსელში.

წყალი შეწყდება

დედაქალაქი • 1794941545

წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.კრწანისის რაიონში, გ.ხანძთელის ქ. N20-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11/18/2026 22:00 დან 11/19/2026 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კრწანისის რაიონი, გრ.ხანძთელის ქ. N 1-13 (კენტებს), N 2-20 (ლუწებს), ვახტანგ ბერიძის, ივერიის N 9,14,16, ანტ. კათალიკოსის N13 და კოტე აფხაზის (ლესელიძის) N 27 ქუჩებს.მთაწმინდა, დაბა კოჯორი, ვაჟა-ფშაველას ქ. N 24-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 11/17/2026 19:15 დან 11/18/2026 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დაბა კოჯორი, ვაჟა-ფშაველას ქ., აზეულას ქ., ნიკო კეცხოველის ქ., წყაროს ქ., ბაგრატიონის ქ., ჩოლოყაშვილის ქ. გიგინეიშვილის ქ.წყნეთი, გიორგი მერჩულეს ქ. N2-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 11/17/2026 21:00 დან 11/18/2026 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: იაკობ ცურტაველის, თელეთის, ალგეთის, გიორგი მერჩულეს, ნიზამი განჯელის, ტაბახმელას ქუჩებს.

შუქი

საზოგადოება • 1794543739

18:00 საათამდე თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

13 ნოემბერს თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.ისნის რაიონი:გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება:საბანაკოს დასახლების, სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ელიას მთის, აწყურის, ვახტანგ მეექვსის, მთისძირის, ვარდისუბნის, ამირეჯიბის, მარტყოფის, ნიაბის, ცისკრის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ფაღავას, ყვარლის, ავლაბრის, სომხეთის, ტვიშის, უშაკოვის, კაჭარავას, გოლოვნის, ნასაკირალის, ბოროდინის, გურჯაანის, მახათას, მესხეთის, დესპინე გელოვანის, მელაანის, ეთერ კაკულიას, ირბახის, ფშავის, თელავის, ძევერის, საინგილოს, სევანის, თამაზ მუჯირიშვილის, ხიდისთავის, მიხეილ მრევლიშვილის, გონაშვილის, რუისპირის, შორაპნის, ბეღლეთის, ალიხანიანის, კიკეთის, მთავარანგელოზის, უჯარმის, ცუცქირიძის, ვაჟა ივერიელის, გალავნის, გეზათის, მიქელაძის, არმაზის, კაიშაურის, შირაქის და შილდის ქუჩების მოსახლეობას.

შუქი

საზოგადოება • 1794494440

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

13 ნოემბერს შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს. „ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბანაკოს დასახლების, სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ელიას მთის, აწყურის, ვახტანგ მეექვსის, მთისძირის, ვარდისუბნის, ამირეჯიბის, მარტყოფის, ნიაბის, ცისკრის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ფაღავას, ყვარლის, ავლაბრის, სომხეთის, ტვიშის, უშაკოვის, კაჭარავას, გოლოვნის, ნასაკირალის, ბოროდინის, გურჯაანის, მახათას, მესხეთის, დესპინე გელოვანის, მელაანის, ეთერ კაკულიას, ირბახის, ფშავის, თელავის, ძევერის, საინგილოს, სევანის, თამაზ მუჯირიშვილის, ხიდისთავის, მიხეილ მრევლიშვილის, გონაშვილის, რუისპირის, შორაპნის, ბეღლეთის, ალიხანიანის, კიკეთის, მთავარანგელოზის, უჯარმის, ცუცქირიძის, ვაჟა ივერიელის, გალავნის, გეზათის, მიქელაძის, არმაზის, კაიშაურის, შირაქის და შილდის ქუჩების მოსახლეობას",- ნათქვამია განცხადებაში. 

ჩარგალი

რეგიონი • 1794464443

ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.პროექტის ფარგლებში აღდგა ღვარცოფის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის მონაკვეთი, აშენდა ახალი საფეხმავლო ხიდი და მოეწყო ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურა.ძლიერი ღვარცოფის შედეგად დაზიანებული იყო მდინარის ორივე სანაპიროზე არსებული ნაპირსამაგრი კედლები, გზის სავალი ნაწილი და ავტობუსის მოსაცდელი. ასევე დაზიანებული იყო ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საფეხმავლო ხიდი.სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აშენდა ახალი ერთმალიანი საფეხმავლო ხიდი, მოეწყო რკინაბეტონის ნაპირსამაგრი და ნაკადჩამქრობი კედლები, უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები. ასევე აღდგა გზის ასფალტბეტონის საფარი, მოეწყო ტროტუარი და ახალი ავტობუსის მოსაცდელი.განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღდგა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 3 862 630 ლარი შეადგინა.განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას, ისე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ვიზიტორებისთვის მისაწვდომობის გაუმჯობესებას.

თიბისი

საზოგადოება • 1794300922

მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%

მხოლოდ 12 ნოემბერს, „თეგეტა მოტორსი“, თიბისისთან თანამშრომლობით, ავტომობილის მფლობელებს განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს: თიბისი განაწილებით მინიმუმ 500 ლარის ღირებულების საბურავების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი გადახდილი თანხის 50%-ს დაიბრუნებს, მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით. შეთავაზება „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში წარმოდგენილი საბურავების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება – აქციის ფარგლებში, მომხმარებლები ნებისმიერი ბრენდის, მოდელისა და სეზონის საბურავის შეძენას შეძლებენ. შეთავაზება მოქმედებს „თეგეტას” Online Shop-სა და Tegeta App-ზეც.ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსისთვის“ მომხმარებლებზე ზრუნვა მხოლოდ მათთვის პროდუქტზე ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას არ გულისხმობს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტომობილის უსაფრთხოებაზე ზრუნვის წახალისება, მით უფრო ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, როდესაც გზებზე გადაადგილება დამატებით სიფრთხილეს მოითხოვს. ვინაიდან საბურავი ავტომობილსა და გზას შორის ერთადერთი უშუალო შეხების წერტილია, მის ხარისხსა და მდგომარეობას უსაფრთხო გადაადგილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მომხმარებლები წაგვეხალისებინა, ზამთრის სეზონს მომზადებულები შეხვდნენ. ამასთან ერთად, გვინდოდა, მათთვის მაქსიმალურად ხელშესახები სარგებელი შეგვექმნა - ამიტომ აქცია გავავრცელეთ საბურავების სრულ ასორტიმენტზე, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების შესაძლებლობით, რაც უპრეცედენტო შეთავაზებაა“.საბურავების მიმართულებით „თეგეტა მოტორსს“ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დღეს კომპანიის მომხმარებლებს საბურავების შერჩევა სხვადასხვა ფასისა და ხარისხის სეგმენტში შეუძლიათ. თიბისი განაწილებით სარგებლობის შემთხვევაში ღირებულების ეტაპობრივად, გაძვირების გარეშე დაფარვის შესაძლებლობა აქვთ.ბაქარ ჯღარკავა, თიბისის განაწილებისა და განვადების პროდუქტების ლიდერი: „განაწილება“ თიბისის ინოვაციური გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი შენაძენის ღირებულება ეტაპობრივად, გაძვირების გარეშე დაფარონ, ეფექტური 0%-ით. ახლა კი მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, გაუმჯობესებული პირობით ისარგებლონ და საფასური 4 თვის ნაცვლად, 6 თვეზე გაძვირების გარეშე გადაანაწილონ.თიბისი თანაბრად ზრუნავს როგორც მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილებისა და ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების შექმნაზე, ისე პარტნიორი ბიზნესების განვითარებაზე. „განაწილება“ ბიზნესებს ეხმარება გაყიდვებისა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაში, ხოლო მომხმარებლებს სასურველი ნივთისა თუ მომსახურების მარტივად შეძენაში.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა „თეგეტასთან“, რომელთან ერთადაც მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ გამორჩეულ შეთავაზებებსა და დამატებით სარგებელს. მსგავსი პარტნიორობა ხელს უწყობს როგორც ბიზნესის ზრდას, ისე მომხმარებლის კმაყოფილებისა და გამოცდილების გაუმჯობესებას.“შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა მხოლოდ 12 ნოემბერს არის შესაძლებელი. აქცია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში წარმოდგენილ საბურავების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება და პროდუქტის შეძენისას შეთავაზებით სარგებლობისთვის რაოდენობა შეზღუდული არ არის.--თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

შუქი

საზოგადოება • 1794142942

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

9 ნოემბერს შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს. „სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, VIII, X კვარტლების, ვარკეთილის ზემო პლატოს, სამხედრო დასახლების, კალოუბნის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, ანჯაფარიძის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის და ბეთანიას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.გლდანის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის I, V, VI, VII, VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხოჭის ტბის, პატარა ტბის, უცნობის, წამალაშვილის, ვეკუას, ხერგიანის, მებაღიშვილის, კალანდაძის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, სამხარაძის და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას",- ნათქვამია განცხადებაში. 

სირაძე

სამართალი • 1794038691

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის აკადემიის მსმენელებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელებს შეხვდა, - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.შეხვედრას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორი გიორგი სახოკია ესწრებოდა.ვაჟა სირაძემ მსმენელებთან პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მნიშვნელობაზე, ასევე სამართალდამცავი საქმიანობის თანმხლებ პასუხისმგებლობებზე ისაუბრა.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, პოლიციელთა ყოველდღიური მუშაობის სპეციფიკასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არსებულ გამოწვევებზე.შეხვედრის დასასრულს ვაჟა სირაძემ მსმენელების შეკითხვებს უპასუხა, მათ საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ნათურა

დედაქალაქი • 1793988994

შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 9 ნოემბერს შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, VIII, X კვარტლების, ვარკეთილის ზემო პლატოს, სამხედრო დასახლების, კალოუბნის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, ანჯაფარიძის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის და ბეთანიას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.გლდანის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის I, V, VI, VII, VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხოჭის ტბის, პატარა ტბის, უცნობის, წამალაშვილის, ვეკუას, ხერგიანის, მებაღიშვილის, კალანდაძის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, სამხარაძის და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ონკანი

დედაქალაქი • 1793988063

წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.ჩუღურეთი, ბენაშვილის ქ. N9 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11/7/2026 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბენაშვილის ქუჩას.ნაძალადევი, დავით გურამიშვილის გამზ. N14ა თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო 11/7/2026 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: იფნის, ზვარეთის, ჟველაურის, კარალეთის, ედისის, დვირის, კვერნაულის, ვაზიანის, ბჟოლეთის, გოგაშენის, გურამიშვილის N12, N14 ქუჩებს.მთაწმინდა, კოჯორი, ვაჟა ფშაველას ქ. N12 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 11/7/2026 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვაჟა ფშაველას, აზეულას, კეცხოველის, ბაგრატიონის, ჩოლოყაშვილის, წყაროს ქუჩებს.

თეგეტა

საზოგადოება • 1793961778

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

ტემპერატურის კლებასთან ერთად, ავტომობილის ზამთრისთვის მომზადება განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ცივი სეზონი მანქანის ტექნიკური გამართულობის მიმართ დამატებით ყურადღებას მოითხოვს, რადგან დაბალ ტემპერატურაზე წარმოქმნილმა პრობლემებმა შესაძლოა, როგორც გადაადგილებისას შეგვიქმნას დისკომფორტი, ისე უსაფრთხოების რისკები გაზარდოს.მომხმარებლებზე ზრუნვისა და უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, „თეგეტა მოტორსმა“ ნოემბერში მძღოლებს სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე სპეციალური ფასები და აქციები მოუმზადა. შეთავაზებები მოიცავს ფასდაკლებებს კომპანიის პარტნიორი წამყვანი ბრენდების აკუმულატორებზე, ზამთრის საბურავებსა და ანტიფრიზებზე, ასევე ჰაერისა და სალონის ფილტრების სრულიად უფასოდ შეცვლის მომსახურებას. დამატებით, სპეციალური პირობებით სარგებლობა ბათუმში ავტონაწილების შეძენისასაც არის შესაძლებელი.ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „ნოემბერი ავტომობილის ცივი სეზონისთვის მოსამზადებლად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, რადგან ამ დროს ტემპერატურის კლება უკვე შესამჩნევი ხდება. მნიშვნელოვანია, მძღოლებმა დროულად შეამოწმონ და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალონ ავტომობილის კომპონენტები, რომლებიც არა მხოლოდ მის გამართულ მუშაობას, არამედ საკუთარი, მგზავრებისა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების უსაფრთხოებას უკავშირდება.„თეგეტა მოტორსი“ საქართველოს ავტოსერვისის ბაზარზე ლიდერის პოზიციას იკავებს. ყოველი მეორე მძღოლი ავტოსერვისთან პირველ ასოციაციად სწორედ მას ასახელებს. ეს ნდობა კი კომპანიისთვის, სიამაყის საფუძველთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს ხარისხის საიმედო სტანდარტი მუდმივად შევთავაზოთ. ვფიქრობ, სწორედ ეს განაპირობებს, რომ სხვადასხვა საავტომობილო პროდუქტის, მათ შორის, აკუმულატორებისა და ზეთების შეძენისას „თეგეტა მოტორსი“ მძღოლების პირველი არჩევანია. კომპანია მომხმარებლებს უსმენს და ამჯერადაც გადავწყვიტეთ, ზამთრის სეზონზე მათთვის ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა“.ნოემბერში „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მძღოლებს აკუმულატორების წამყვანი ბრენდების პროდუქციაზე სპეციალური პირობებით სარგებლობა შეუძლიათ. ENERGIZER-ის ახალი აკუმულატორის შეძენისა და ძველის ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი თითოეულ ჩაბარებულ 1 ამპერზე 2-ლარიან ფასდაკლებას მიიღებს. ნოემბერში აკუმულატორის შეძენა 129 ლარიდან იქნება შესაძლებელი.„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს პრემიუმ ბრენდებზე 3-წლიან გარანტიას,  ავტომობილის ტექნიკური პასპორტის მიხედვით აკუმულატორის სწორად შერჩევასა და ელექტრონიკის დაცვით მონტაჟსაც სთავაზობს.განსაკუთრებული შეთავაზებებია ზამთრის საბურავებზე. ავტომობილის ერთადერთი კომპონენტი, რომელსაც გზასთან უშუალო შეხება აქვს, სწორედ საბურავია, ამიტომ მისი სეზონთან შესაბამისობა უსაფრთხო გადაადგილებისთვის გადამწყვეტია. დაბალ ტემპერატურაზე ზაფხულის საბურავი სათანადო მოჭიდებას ვეღარ უზრუნველყოფს მაშინაც კი, როდესაც გზაზე თოვლი არ არის. ცივ პირობებში უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის „თეგეტა მოტორსი“ მძღოლებს Petlas-ის ზამთრის საბურავების შერჩეულ მოდელებზე სპეციალურ ფასებს სთავაზობს: 225/50 R17 ზომის Snowmaster 2 Sport – 189 ლარად, 215/55 R17 – 179 ლარად, 205/55 R16 – 139 ლარად, 195/65 R15 ზომის Snowmaster 2 – 129 ლარად, ხოლო 175/65 R15 – 119 ლარად. აღსანიშნავია, რომ Petlas  გამოირჩევა 50-წლიანი გამოცდილებითა  და საინტერესო ისტორიით. კომპანიამ საბურავების წარმოება 1976 წელს თურქეთის საჰაერო ძალებისთვის დაიწყო.ზამთარში ავტომობილის გამართული მუშაობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია გაგრილების სისტემის მდგომარეობა. ხარისხიანი ანტიფრიზი ძრავის გაგრილების სისტემაში სითხის გაყინვისგან დაცვას უზრუნველყოფს და ცივ ამინდში მის ეფექტიან მუშაობას უწყობს ხელს. „თეგეტა მოტორსმა“ კი მძღოლების ხელშეწყობისთვის, ნოემბერში ანტიფრიზებზე 20%-იანი ფასდაკლება მოამზადა.კომპანიის კიდევ ერთი შეთავაზება ჰაერისა და სალონის ფილტრების შეცვლას ეხება – ნოემბერში ორივე მომსახურება უფასოა. ჰაერის ფილტრი ძრავისთვის მიწოდებული ჰაერის გაწმენდას უზრუნველყოფს, ხოლო სალონის ფილტრი ავტომობილში შემომავალი ჰაერის ხარისხზე ზრუნავს. მათი დროული შეცვლა მნიშვნელოვანია როგორც ძრავის გამართული მუშაობისთვის, ისე მგზავრებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად.ნოემბერში სპეციალური შეთავაზება მოქმედებს ბათუმშიც – ქალაქში ავტონაწილების შეძენისას მომხმარებლები 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.ნოემბრის შეთავაზებები მძღოლებს შესაძლებლობას აძლევს, ავტომობილი ზამთრისთვის დროულად მოამზადონ, სეზონისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის პროდუქტები თუ მომსახურება სპეციალური, შეღავათიანი პირობებით მიიღონ და, „თეგეტა მოტორსთან“ ერთად, უსაფრთხოდ მეტი გაიარონ.--თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

ფოტო

საზოგადოება • 1793799981

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა - თემურ მღებრიშვილი

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, შენობაში მყოფი მოქალაქეები კი უსაფრთხოდ არიან ევაკუირებული.„ხანძარი ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა და ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ არის ევაკუირებული. ხანძრის კერა შახტაში იყო. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის დამატებითი შემოწმება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.ბიზნესცენტრში დაკვამლიანებისა და ღია ცეცხლის შესახებ შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დანაყოფები.ცეცხლი შენობის რამდენიმე სართულზე, შახტაში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაციასთან ერთად შენობაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაციაც უზრუნველყვეს.

✕