საზოგადოება • 1786307202
საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე ესებუა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.„ამა წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე ესებუა.დეკანოზი თეოდორე დაიკრძალება სამშაბათს, 11 აგვისტოს, 15:00 საათზე ამავე ტაძრის ეზოში.მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ თეოდორეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ქუთაის-გაენათის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი თეოდორე“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.























