ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1746776066

სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ჩაიბარებს ალეკო ელისაშვილისგან, მკაფიო გაფრთხილებაა, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ, ფეხი არ დაუცდეთ - ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ჩაიბარებს ალეკო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 26 მაისს დაგეგმილია სათანადო ღონისძიებები ისე, როგორც წინა წლებში იყო.ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია.„რაც შეეხება 26 მაისს, 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს. ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იმავე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. მკაფიო გაფრთხილებაა, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ, ფეხი არ დაუცდეთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი ზარქუა

პოლიტიკა 1746698966

ოპოზიცია შავ დღეშია, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა, მაშინ გადაწყვეტენ, როცა პატრონებისგან უსტარი მოვა - ირაკლი ზარქუა

ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა მაშინ გადაწყვეტს, როცა მათი პატრონებისგან უსტარი მოვა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.ზარქუას შეფასებით, ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.„ოპოზიცია შავ დღეშია. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ელისაშვილი დაემართა. ქუჩაში დარჩენილია 15-20 ახალგაზრდა, რომლებიც საღამოს გამოდიან და გზას კეტავენ. ამაში ხელს არ ვუშლით, რადგან პროცესებში თავად უნდა დარწმუნდნენ. ანალიზი გააკეთონ, მათი დამფინანსებლები როგორ ემსახურებიან უცხო ქვეყნის ინტერესებს. ეს ბევრმა გაიაზრა და პროცესებს ჩამოშორდა. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა, ამას გადაწყვეტენ, როცა მათი პატრონებისგან უსტარი მოვა. ჯერ ამას თამამად ვერ ამბობენ. ამათი პირობა ხომ ორპირობაა და მაქვს განცდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ – იმ მოცემულობაში, როგორც ქარი დაუბერავს, ისე მოიქცევიან“, – განაცხადა ზარქუამ.

ელისაშვილის პროცესი

სამართალი 1746526999

საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა - პროკურორის განცხადებით, მოწმეები ალი ბაბაევზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადასტურებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოწმეები გამოჰკითხეს. მათ 2 დეკემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს. პროკურატურის ინფორმაციით, ამ დღეს ალეკო ელისაშვილმა პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დანაშაული სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.თავად ალეკო ელისაშვილი, ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. ხოლო, საქმის პროკურორი მოწმეების ჩვენებაზე საუბრობს, რომლებიც მისი თქმით, ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადასტურებენ:"ორი მოწმე, ადასტურებს ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რომ კოსტავას ქუჩაზე ნამდვილად მოხდა ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ფიზიკური დაპირისპირება. მოწმეს თუ მოვუსმენთ, როდესაც ის მივიდა უკვე დაწყებული იყო ფიზიკური დაპირისპირება. ასევე, თუ ვნახავთ ვიდეო ჩანაწერს, ჩანს რომ მანამდე სცემს ბრალდებული დაზარალებულს, ორჯერ წააქცია კიდეც. მოწმის მისვლის შემდეგ, მიდის მასთან დაზარალებული და სთხოვს ჯოხს, მაგრამ ეს ჯოხი დაზარალებულს არც კი გამოუყენებია. ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ბრალდებული მას," - აცხადებს პროკურორი ზვიად გუბელაძე.

ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკა 1746516964

ალეკო ელისაშვილი - დიდი მსვლელობა იქნება 26 მაისს, ჩვენს მეგობარ ამერიკელებსაც დავენახებით, რომ ისევ ვიბრძვით, ისევ ვდგავართ

დიდი აქცია-მსვლელობა იქნება 26 მაისს. ჩვენს მეგობარ ამერიკელებსაც დავენახებით, რომ ისევ ვიბრძვით, ისევ ვდგავართ, – ამის შესახებ  „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.ალეკო ელისაშვილს „წინააღმდეგობის პლატფორმის“ გეგმებზე დაუსვეს კითხვა.„ძალიან კარგი კომიტეტია, ჩართულები ვართ თავიდან ბოლომდე, ძირითადად ბადრი ჯაფარიძე, ამ შეხვედრების, წინააღმდეგობის შტაბის მონაწილე, რომელიც კოალიციის სახელით არის წარმოდგენილი. ძალიან დიდი მსვლელობა აქცია იქნება 26 მაისს. ჩვენს მეგობარ ამერიკელებსაც დავენახებით, რომ ისევ ვიბრძვით, ისევ ვდგავართ და ხელები არ ჩამოგვიყრია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამირან სალუქვაძე

პოლიტიკა 1746101075

ამირან სალუქვაძე: ხაზარაძეს უზარმაზარი ბაზრობა დაეწვა, რომელიც სააკაშვილმა ნახევარი საუკუნით გადასცა, ასობით ადამიანი დაზარალდა, ეს და ელისაშვილი ტყე-ტყე დასეირნობენ. დაზარალებულების პრობლემებზე მერია და მთავრობა მუშაობს

ხაზარაძეს უზარმაზარი ბაზრობა დაეწვა, რომელიც სააკაშვილმა ნახევარი საუკუნით გადასცა, ასობით ადამიანი დაზარალდა, ეს და ელისაშვილი ტყე-ტყე დასეირნობენ. სანამ ესენი სეირნობენ, დაზარალებულების პრობლემებზე მერია და მთავრობა მუშაობს, - წერს სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე და მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.მისივე თქმით, ყველა იურიდიული საფუძველი უნდა მოინახოს, რათა მამუკა ხაზარაძეს შეუწყვიტონ არენდის ხელშეკრულება, ჩამოართვან ტერიტორია და დაუბრუნონ სახელმწიფოს.„ხაზარაძეს უზარმაზარი ბაზრობა დაეწვა, რომელიც სააკაშვილმა ნახევარი საუკუნით გადასცა, ასობით ადამიანი დაზარალდა, ეს და ელისაშვილი ტყე-ტყე დასეირნობენ.სანამ ესენი სეირნობენ, დაზარალებულების პრობლემებზე მერია და მთავრობა მუშაობს.ყველა იურიდიული საფუძველი უნდა მოინახოს, შეუწყვიტონ არენდის ხელშეკრულება, ჩამოართვან ტერიტორია და დაუბრუნონ სახელმწიფოს“, - წერს ამირან სალუქვაძე.

იაგო ხვიჩია

პოლიტიკა 1745588068

ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ სანდო ინფორმაცია აქვს „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ერთდროულად ჩატარებაზე, ღირებულება არ აქვს - იაგო ხვიჩია

ფაქტობრივად, ჩვენ ახლა გვიწევს ალეკო ელისაშვილის ჩემთვის გადაუმოწმებელ არასანდო ინფორმაციაზე მსჯელობა. მე ვერ გეტყვით ვერაფერს. ჩემი წარმოდგენით, ამ ინფორმაციას საერთოდ არანაირი ღირებულება არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე: „სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ერთდროულად ჩასატარებლად. თუ დანიშნეს, მზად არ უნდა ვიყოთ? ჩვენ ვემზადებით, რომ არჩევნებზე დავანგრიოთ „ქართული ოცნება“.იაგო ხვიჩიას თქმით, მას არ გაუგია ამ ინფორმაციის შესახებ.„ჩემამდე არ ყოფილა მოსულა ეს ინფორმაცია, რადგან ხელისუფლებამ იცის, როგორც წესი, ვინ უნდა მოატყუოს და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, რომელსაც მერე ოპოზიცია ერთმანეთში ავრცელებს. ჩვენ არ ვყვებით ასეთ ინფორმაციებს გადაუმოწმებლად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.კითხვაზე, „თვლის თუ არა, რომ ხელისუფლებიდან გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია ოპოზიციაში“, ხვიჩიამ აღნიშნა:„აბა, როგორ შეიძლება, სხვა ინფორმაციაზე ამბობდე, თუ ეს ხელისუფლებიდან არ მომდინარეობს, რომ შენ იცი ასეთი ინფორმაცია. ახლა არ მგონია, ტრამპთან ჰქონდეს ურთიერთობა ბატონ ალეკოს, რომ მას ეთქვა, მე დავურეკავ ბიძინას და არჩევნები ჩაინიშნებაო.ზოგადად, შემოდგომაზე ისედაც არის არჩევნები და ვინმეს არჩევნებისთვის მომზადება და მარათონი თუ უნდა, უკვე ჩართული უნდა იყოს, თუმცა მგონია, რომ ბატონ ალეკოს თვითონაც მაინცდამაინც არ სჯერა ამ ინფორმაციის და დანარჩენ ოპოზიციას – მით უმეტეს. არ ვამბობ, რომ ეს გამორიცხულია, მე უბრალოდ ამის დაზუსტებული ინფორმაციის არსებობის შესახებ არ მჯერა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორ შეიძლება, ჟურნალისტი ამას უსმენდე და ერთხელ არ ჩაეკითხო, რას გულისხმობს, საიდან მოიტანა და რამ დაგარწმუნა ამაშიო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1744892109

კახა კალაძე - საელჩოები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, პირდაპირ ჩართული არიან, რომ ქვეყანაში გააღვივონ დაპირისპირება

საელჩოები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, პირდაპირ ჩართულები არიან, რომ ქვეყანაში გააღვივონ დაპირისპირება, ხელი შეუწყონ აქციების მიმდინარეობას, ხელი შეუწყონ რევოლუციური სცენარების მოწყობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, აქციების მიმდინარეობისას პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას დიპლომატიური კორპუსი არ გამოხმაურებია.„ეს ადამიანები ხელს უწყობენ და ახალისებენ ამგვარ ქმედებებს. საელჩოები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, პირდაპირ ჩართული არიან, რომ ქვეყანაში გააღვივონ დაპირისპირება, ხელი შეუწყონ აქციების მიმდინარეობას, ხელი შეუწყონ რევოლუციური სცენარების მოწყობას. ეს თანხები საიდან მოდის, ვინ აფინანსებს ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საიდან იღებენ ამდენ თანხებს? დასვით ეს შეკითხვები და ძალიან მარტივია ყველაფერი. არ იფიქროთ, რომ ან ისინი რაიმე განცხადებას გააკეთებენ, ან ამ რადიკალური დაჯგუფების რომელიმე წარმომადგენელი. მაგალითისთვის, გაიხსენეთ, როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მიეპარა ელისაშვილი და ჩაარტყა, რა განცხადებებს აკეთებდნენ, როგორი გახარებულები და ბედნიერები იყვნენ. ეს ადამიანები თავიანთი მსოფლმხედველობით ჩვეულებრივი მოძალადეები არიან, ახალისებენ ძალადობას, უბედურებას. გაიხსენეთ, პოლიციელს წვავდნენ ცოცხლად, „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს და კამპანია მიმდინარეობდა ამაზე, რომ გმირად წარმოეჩინათ ის ადამიანი, რომელმაც ეს ჩაიდინა. შემდეგ ეს ადამიანი სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე? ჩვეულებრივი მოძალადეები არიან, ახალისებენ ძალადობას. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ქვეყანაში იცავენ წესრიგს, კანონს და მშვიდობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სასამართლო

სამართალი 1743510234

პოლიტიკური ნიშნით დევნასა და ძალადობაში ბრალდებული ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა

პოლიტიკური ნიშნით დევნასა და ძალადობაში ბრალდებული "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის სასამართლო გრძელდება. დღეს, პროცესი საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა, მხარეებმა შესავალი სიტყვის უფლებით ისარგებლეს.მანამდე, დაცვის მხარემ დამატებითი მტკიცებულების დაშვებაზე შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის 4 000-ლარიანი გირაოთია გათავისუფლებული. მომდევნო სხდომაზე სასამართლოზე მტკიცებულებს გამოიკვლევენ და მოწმეებს დაკითხავენ.

კუპრაძე

პოლიტიკა 1742915760

„გამოწვევა მიღებულია, ჩვენ გავგზავნეთ პირველი გზავნილები ჩვენს საგარეო პარტნიორებთან და ეს უმსგავსობა უპასუხოდ არ დარჩება“ - ირაკლი კუპრაძე წულუკიანის განცხადებაზე

პარლამენტის საგამოძიებო კომისია მამუკა ხაზარაძის მიმართ რეაგირებას ითხოვს - უკვე მიმართეს პროკურატურას. თეა წულუკიანმა პოლიტიკოსებს "სისხლის სამართლის კოდექსის" 349-ე მუხლი შეახსენა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით.„ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, გამოწვევა მიღებულია, უცხოელ პარტნიორებთან პირველი გზავნილები უკვე გაშვებული აქვთ და ეს უმსგავსობა ასე არ დარჩება."გამოწვევა არის მიღებული. ეს გამოწვევა კოალიციამ მიიღო სრულად და კოალიციის ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, როდესაც გაბედულად თქვეს, რომ არ მიანიჭებენ ლეგიტიმაციას საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტს. თითოეული ჩვენი რაიონული ორგანიზაცია არის მზად, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს წინააღმდეგობაში. ჩვენ გავგზავნეთ პირველი გზავნილები ჩვენს საგარეო პარტნიორებთან და ეს უმსგავსობა უპასუხოდ არ დარჩება," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარის, კოალიცია ”ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავებით იმუქრება, მაგრამ მისივე თქმით, მუქარების არავის ეშინია."13 წელია ხელისუფლებაში ეს ხალხი და ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე რაღაცები მომხდარა 13, 15 და 17 წლის წინ. რა თქმა უნდა, სამართალთან და რამის გულწრფელად გამოძიებასთან საქმე არ გვაქვს. რა მოგვიხერხონ არ იციან და ახლა ასე გვემუქრებიან, რომ დააპატიმრებენ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. ჩვენი პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ ამ მუქარების არავის არ ეშინია,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პარლამენტში შპს "მაგნატის“ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს - ეს არის კომპანია, რომლის მესაკუთრეც აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ბიზნესი წაართვეს და უსამართლოდ დააპატიმრეს.ჯემალ ლეონიძეს პოლიტპატიმრის სტატუსი აქვს - ის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებს. სწორედ ეს გახდა პოლიტიკოსების დაბარების მიზეზი იმ კომისიის ფარგლებში, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულს სწავლობს.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1742647329

ოპოზციაზე რომ იყოს დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება, თავისთავად, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან, იციან, რომ მათი რეიტინგი ყველაზე კარგ შემთხვევაში, განახევრებულია - ლევან მაჭავარიანი

რეალურად, ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ, არამხოლოდ ეს ოთხი რადიკალური პარტია, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ცალ-ცალკე, არამედ, უშუალოდ ამ პარტიებში შემავალი წევრების დიდი ნაწილიც, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მაგალითად, რომ დააჯგუფეს ერთად ბატონი ხაზარაძე და ბატონი ელისაშვილი, ან ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც ფაქტობრივად, მთელს ოპოზიციას ნაგინები ჰყავს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.მისი თქმით ოპოზიცია გარე დავალების შესაბამისად იმოქმედებს, თუმცა მასზე რომ იყოს დქმოკიდებული, დაბალი რეიტინგის გამო, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. “გარე დავალება მიიღეს და მოუწიათ ასე დაჯგუფება, შესაბამისად, მათზე რომ იყოს დამოკიდებული ამ გადაწყვეტილების მიღება, თავისთავად, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან, იციან, რომ მათი რეიტინგი ყველაზე კარგ შემთხვევაში, განახევრებულია და ოქტომბერში ამის ლუსტრირება არ უნდათ. იქიდან გამომდინარე, რა ნაბიჯები გადადგეს თვითონ და რომ არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა, რომ ატყუებდნენ თავის ამომრჩეველს, რომ არჩევნები გაყალბდა, შემდეგ ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები - ამ ყველაფრით გაუცრუეს თავიანთ ამომრჩეველს იმედები და ამასთან, ღიად აანონსებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყნის დესტაბილიზაცია და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამოწვევა და ამის ფონზე იციან, რომ ნულოვანი შანსი აქვთ თუნდაც ძალიან პატარა წარმატების მიღწევის.” - განაცხადა მაჭავარიანმა.        

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1742289895

სალომე ზურაბიშვილი არ გამოადგათ, ვერც მისმა ქარტიამ გაამართლა, ვერც ალტერნატიული პარლამენტი ჩამოყალიბდა და დღეს მის მოშორებას ცდილობენ - ლევან მაჭავარიანი

სალომე ზურაბიშვილი არ გამოადგათ. ვერც მისმა ქარტიამ გაამართლა და ვერც ალტერნატიული პარლამენტი ჩამოყალიბდა, რისი იდეაც ზურაბიშვილს ჰქონდა და დღეს მის მოშორებას ცდილობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.მაჭავარიანის თქმით, ოპოზიცია ის იმოქმედებს, „როგორც ინსტრუქცია ექნებათ“.„რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებაშიც არ იქნებიან დამოუკიდებლები. თუ ინსტრუქცია მოდის, რომ ზურაბიშვილი მოაშორონ პოლიტიკურ სცენას, ასეც მოიქცევიან, თუ ინსტრუქცია წამოვა, რომ მაინც ზურაბიშვილის გარშემო უნდა გაერთიანდნენ, მასთან დასხდომა მოუწევთ. ისინი სალომე ზურაბიშვილს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ. ასე იყვნენ ხაზარაძე-ელისაშვილიც, მაგრამ შემდეგ, მათ უბრძანეს და გაერთიანდნენ. აქედან გამომდინარე, როგორც იქნება ინსტრუქცია, ისე იმოქმედებენ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1739872828

კვერცხების სროლა და ნებისმიერი შეურაცხყოფა ჩემთვის, მათგან განსხვავებით, მიუღებელია - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკოსების მიმართ ნებისმიერი შეურაცხყოფა, მათ შორის, კვერცხების სროლა, მისთვის მიუღებელია, თუმცა, ეს ადამიანები თავად აქეზებენ ძალადობას. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის  შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.„ზოგადად, კვერცხების სროლა და ნებისმიერი შეურაცხყოფა ჩემთვის, მათგან განსხვავებით, მიუღებელია, იმიტომ, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ახალისებენ ძალადობას. მე არ მახსოვს რომელიმე მათგანისგან მომესმინოს განცხადება, თუნდაც როდესაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ხდება ძალადობა, შეურაცხყოფა. სწორედ ეს ქალბატონი იყო, რომელმაც შეიწყალა ადამიანი, რომელმაც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა და ცოცხლად წვავდა. მთელი პიარკამპანია მიმდინარეობდა, რომ როგორმე გმირად შეერაცხათ ის. წარმოგიდგენიათ, რასთან გვქონდა საქმე? არ მახსოვს მათი მხრიდან არც ერთი განცხადება, რომ დაეგმოთ ძალადობა, პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხყოფა, დევნა. როდესაც ელისაშვილი ლაჩრულად მიეპარა მამუკა მდინარაძეს და უკნიდან ჩაარტყა, მათი მხრიდან არ მახსოვს არც ერთი განცხადება.რა თქმა უნდა, არ არის ლამაზი და მიუღებელია ჩემთვის ასეთი ქმედებები. არსებობს კანონი, რომელიც კიდევ უფრო მკაცრდება და ღალატისთვის  ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები იმასთან დაკავშირებით, როგორ ჩადიოდნენ დანაშაულს და ღალატს ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.