ალეკო ელისაშვილი - დიდი მსვლელობა იქნება 26 მაისს, ჩვენს მეგობარ ამერიკელებსაც დავენახებით, რომ ისევ ვიბრძვით, ისევ ვდგავართ

ალეკო ელისაშვილი

დიდი აქცია-მსვლელობა იქნება 26 მაისს. ჩვენს მეგობარ ამერიკელებსაც დავენახებით, რომ ისევ ვიბრძვით, ისევ ვდგავართ, – ამის შესახებ  „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილს „წინააღმდეგობის პლატფორმის“ გეგმებზე დაუსვეს კითხვა.

„ძალიან კარგი კომიტეტია, ჩართულები ვართ თავიდან ბოლომდე, ძირითადად ბადრი ჯაფარიძე, ამ შეხვედრების, წინააღმდეგობის შტაბის მონაწილე, რომელიც კოალიციის სახელით არის წარმოდგენილი. ძალიან დიდი მსვლელობა აქცია იქნება 26 მაისს. ჩვენს მეგობარ ამერიკელებსაც დავენახებით, რომ ისევ ვიბრძვით, ისევ ვდგავართ და ხელები არ ჩამოგვიყრია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.