ნეკა და ნიკა

საზოგადოება 1768732808

„ოჯახური კონფლიქტი სულ დედამისის გამო იყო... დღეს მე და ნიკას ცივილური, კარგი ურთიერთობა გვაქვს..." - ნეკა დოროყაშვილის გულახდილი ინტერვიუ

ინფლუენსერი და მოდელი, ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი "მადის აღმძვრელი პოდკასტის" მორიგი ეპიზოდის სტუმარი იყო. გულახდილ ინტერვიუში ისაუბრა ხელახლა ნაპოვნ და გაძლიერებულ საკუთარ თავზე, ახალ ამპლუაზე - როგორც ცნობილია, მან მომღერლობა დაიწყო და ახლებურად წარდგა საზოგადოების წინაშე. ასევე ისაუბრა იმ რთულ პერიოდზე, რომელიც გაიარა ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაშორების პერიოდში. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ჩოგბურთელმა გერმანელ რჩეულს ხელი სთხოვა, ნეკამ კი აღნიშნა, რომ თავადაც ჰყავს საყვარელი ადამიანი, ნიკასთან კი დღეს კარგი ურთიერთობა აქვს.- ძალიან მეცოდება ამ გადმოსახედიდან ჩემი თავიც, ის ბიჭიც და მისი დედაც. მეცოდება ეს ქალბატონი. ახლა აღარ ვარ გაბრაზებული, სულიერად ბევრად განვითარებული ვარ, ვიდრე ოდესღაც ვყოფილვარ. როცა სულიერად მაღლდები, მერე აღარ გინდა, რომ ვინმე დასაჯო, ვინმეს ჭკუა ასწავლო. ერთადერთი, ისევ შენი თავი გინდა გაიძლიერო, უფრო კაი ტიპი გახადო, როცა ნიღბები აღარ გაქვს, ხარ შენ უბრალოდ და კომფორტულად ხარ შენს თავთან... უბრალოდ მეცოდება, რადგან ყველა ადამიანი ცოდოა ზოგადად, როცა შეგიძლია შენი შვილის ოჯახი გაწირო. ცოდო არ არის? შენს ოჯახს და შენს თავს რომ ვნებ და ვერ ხვდები, ცოდო არ ხარ? ამიტომ, ცოდოა და მე შევუნდე... მე ვინ ვარ, ღმერთი გვპატიობს რაღაცებს და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ადამიანებს არ ვაპატიოთ. ღმერთმა შეუნდოს, რაც დააშავა.ოჯახური კონფლიქტი სულ დედამისის გამო იყო. ჩვენ ვიყავით ორი პატარა ბავშვი და კარგად დამუშავებული ვყავდით ორივე. ორივე ვიყავით პატარები, ორივე აგვრია, ფსიქიკურად შეგვარყია, არც მე ვიყავი ისე დალაგებული და დამჯდარი გონების, როგორც ახლა ვარ. მენტალურად ორივე ვიყავით პატარები... ცხოვრებამ მასწავლა ბევრი რამე. ახლა ასეთ ადამიანს ძალიან მარტივად შევხედავდი, მაშინ არ მქონდა ამ ყველაფრის ძალა.მე რაც გამომატარა საზოგადოებამ, ამას არავის არ ვუსურვებ. მე ვიყავი ერთი პატარა გოგო (ის გოგო ჩემთვის პატარა გოგო იყო...), რომელიც არაფერ შუაში იყო, აღმოჩნდა ლაბირინთში და ყველამ გადაწყვიტა, რომ მოდი, ახლა ამას სახე ავახიოთ... ახლა აქედან მივმართავ, უკაცრავად, არ გაქვთ თქვენ მაგის უფლება, რომ ვინმეს სახე აახიოთ. ვის ეგოს ეხებით? არავის აქვს იმის უფლება, რომ სხვის ეგოს შეეხოს. არ იცი, ის რას იზამს, თავს მოიკლავს თუ შენ მოგკლავს... შეიძლება, შენზე დიდი ეგო ჰქონდეს ვიღაცას.... ვინ ხარ, ვიღაც ტილიანი შემოდიხარ, მლანძღავ, მშობლებს მილანძღავ, შვილს... მე გამლანძღეს კი არა, მიწასთან გამასწორეს, საფლავში ჩამდეს... თუმცა არ ეყოთ.ჩემი ბულინგი არ გრძელდება, იმიტომ, რომ მე აღარ ვიღებ. "მკიდია" ახლა. მე ვარ კაი ტიპი და ეს ჩემმა ოჯახმა იცის, ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა იციან და თუ სხვამ არ იცის, ეგ აღარ მაინტერესებს. სხვებისთვის აღარ ვცხოვრობ. მაშინ სხვებისთვის ვცხოვრობდი... მე დიდი ხანი არაა, რაც ჩემი თავისთვის დავიწყე ცხოვრება. შეგიძლია იყო საჯარო პირი, მაგრამ ყველაფერი გააკეთო იქიდან გამომდინარე, შენ რა გინდა, შენ როგორ მოგწონს, შენ რა გაბედნიერებს. როცა შენს თავს უმტკიცებ და არა სხვებს, მაშინ ხარ რეალურად შენ.მე და ნიკას დღეს გვაქვს ცივილური, ნორმალური, კარგი ურთიერთობა. ისე, როგორც ნორმალურ ცივილიზებულ ადამიანებს შეეფერებათ.რეალურად ნეკა არის ძალიან მარტივი, თავისუფალი და ბედნიერი. და ერთი რაღაც სჭირდება ნეკას - უნდა გააღიმოს მამაკაცმა. მეტი არაფერი. ახლა ვიღიმი, ძაან ბედნიერი ვარ, ანუ კარგად არის ყველაფერი... ბევრი ბრძოლა გავიარე, რომ მიმეღო საკუთარი თავის ის ვერსია, როგორიც ახლა ვარ". 

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1736024059

ნეკა დოროყაშვილის ახალი ფოტოები

ქართველი სპორტსმენის და ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, მოდელისა და ინფლუენსერის ნეკა დოროყაშვილის მიმართ ინტერესი ბოლო წლებია გაზრდილია. უფრო სწორად კი, ინტერესი ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ გაიზარდა, რაც მათ დაშორებას მოჰყვა.ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ ნეკამ იმიჯი და ცხოვრების სტილი მკვეთრად შეიცვალა. იგი სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს თამამ ფოტოებს. ამჯერად მან გამომწერებს მორიგი პიკანტური ფოტოები გაუზიარა.„ქალი ცეცხლი, ვულკანი“. „შოკი ხარ“. „ქალების ქალი“, - წერენ სოციალურ ქსელში.            View this post on Instagram                       A post shared by Neli Dorokashvili (@nekadorokashvili)

neka

ტაბლოიდი 1735485693

ნეკა დოროყაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ქართველი სპორტსმენის და ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, მოდელისა და ინფლუენსერის ნეკა დოროყაშვილის მიმართ ინტერესი ბოლო წლებია გაზრდილია. უფრო სწორად კი, ინტერესი ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ გაიზარდა, რაც მათ დაშორებას მოჰყვა.ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ ნეკამ იმიჯი და ცხოვრების სტილი მკვეთრად შეიცვალა. იგი სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს თამამ ფოტოებს. ამჯერად მან გამომწერებს მორიგი პიკანტური ფოტოები გაუზიარა.„ქალი ცეცხლი, ვულკანი“. „შოკი ხარ“. „ქალების ქალი“, - წერენ სოციალურ ქსელში.            View this post on Instagram                       A post shared by Neli Dorokashvili (@nekadorokashvili)

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1730133081

ნახეთ, ნეკა დოროყაშვილის ახალი შავ-თეთრი ფოტოსესია, რომელმაც გამომწერები აღაფრთოვანა

ნეკა დოროყაშვილი ფოტოგრაფ ზურა ბურჯანაძის მიერ გადაღებულ შავ-თეთრ ფოტოებს გვიზიარებს, სადაც შესანიშნავად გამოიყურება.

ნეკა

ტაბლოიდი 1716741825

ნეკა დოროყაშვილის შეცვლილი იმიჯი - ინფლუენსერი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ნეკა დოროყაშვილმა ახალი იმიჯი მოირგო - ფოტო მოდელმა და ინფლუენსერმა ცვლილებები თმისა და თვალის ფერში შეიტანა. მან ახალი კადრები „ინსტაგრამ“ მეგობრებს გაუზიარა. 

ნეკა დოროყაშვილი

საზოგადოება 1716370560

ნეკა დოროყაშვილის იმიჯის შეცვლამ საზოგადოება აღაფრთოვანა

მოდელი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ნეკამ ახალი იმიჯი მოირგო.ნეკას ახალმა იმიჯმა მისი სოციალური ქსელის მეგობრების მოწონება დაიმსახურა.„შეუდარებელი ხარ“,„ლამაზი“,„ძალიან გიხდება“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1713627454

VIDEO: ნეკა დოროყაშვილის ახალი იმიჯი და კადრები გადაღებიდან

მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა.ამჯერად ნეკა „ინსტაგრამზე“ ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც განსხვავებული იმიჯით, არაჩვეულებრივად გამოიყურება.ფოტოებმა საზოგადოებისგან უამრავი დადებითი გამოხმაურება მიიღო.„იშვიათი სილამაზე, ეშხი და სექსუალურობა“„ცეცხლოვანი ქალი“„ყველაფერი უხდება ამ გოგოს“,- წერენ კომენტარებში.            View this post on Instagram                       A post shared by Neli Dorokashvili (@nekadorokashvili)

შსს

შემთხვევა 1701015361

გორის გვირაბთან გზიდან ორი ავტომანქანა გადავარდა - არიან დაშავებულები

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და გო­რის გვი­რაბ­თან.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­დავ­რდა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შავ­და ორი ადა­მი­ა­ნი. ინ­ფორ­მა­ცია რა­დიო "მო­ზა­ი­კა" ავ­რცე­ლებს.ასევე ნახეთ:VIDEO: ლუკა ბასილაშვილის უთბილესი შესრულება და ნეკა დოროყაშვილის ინტერვიუ შვილთან ერთად „მეუბნებოდნენ პირდაპირ რომ არ ღირდა ბრძოლა...“ - რა იყო ცოტნე გამსახურდიას პირველი სიტყვა თავდასხმის შემდეგ„დედაჩემმა ორსულობის მე-8 თვეში გაიკეთა აბორტი, მაგრამ მე გადავრჩი...“ - მელისას დაუჯერებელი ისტორია

ძლიერი ქარი და წვიმა

საზოგადოება 1701012939

112 საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს

112 მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.„გაცნობებთ, რომ 27-28 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“ - წერია 112 მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ასევე ნახეთ:„მეუბნებოდნენ პირდაპირ რომ არ ღირდა ბრძოლა...“ - რა იყო ცოტნე გამსახურდიას პირველი სიტყვა თავდასხმის შემდეგVIDEO: ლუკა ბასილაშვილის უთბილესი შესრულება და ნეკა დოროყაშვილის ინტერვიუ შვილთან ერთად დრაკონის ხილი საახალწლო სუფრაზე: როგორ დახვდეთ დრაკონის წელს

ცოტნე გამსახურიდა

საზოგადოება 1701011926

„მეუბნებოდნენ პირდაპირ რომ არ ღირდა ბრძოლა...“ - რა იყო ცოტნე გამსახურდიას პირველი სიტყვა თავდასხმის შემდეგ

ბრძოლა სიცოცხლისთვის - ცოტნე გამსახურდიას 4 წლიანი რეაბილიტაციის გზა, ოჯახური დავა და შვილისთვის ჩაკეტილი კოლხური კოშკი - ეს არის მცირე ამონარიდი ურიერი P.S-ის ანონსიდან.სიუჟეტს მაყურებელი დღეს 21:00 საათზე რუსთავი 2-ის ეთერში იხილავს.იხილეთ ანონსიასევე ნახეთ:VIDEO: ლუკა ბასილაშვილის უთბილესი შესრულება და ნეკა დოროყაშვილის ინტერვიუ შვილთან ერთადვისი ენერგია გაძლიერებთ და გფიტავთ - ნახეთ საინტერესო გამოთვლა დაბადების თარიღის მიხედვით„დედაჩემმა ორსულობის მე-8 თვეში გაიკეთა აბორტი, მაგრამ მე გადავრჩი...“ - მელისას დაუჯერებელი ისტორია

ძილი

რჩევები 1701010649

რატომ არის ფეხებს შორის ბალიშით ძილი სასარგებლო - ექიმის რჩევა

ზოგიერთი ადამიანი ბალიშის გარეშე ძილს ამჯობინებს, ზოგი პირიქით, ბალიშის გარეშე ვერ იძინებს. როგორ უნდა გამოიყენოთ ბალიში სწორად და რატომ იყენებს მას ბევრი ადამიანი ფეხებს შორის ძილის დროს და რატომ არ შეიძლება იყოს ეს რეკომენდაცია უნივერსალური.„ორსულებს ხშირად უყვართ ღამით მუხლებს შორის ბალიშის დადება, რათა მოეხსნათ დატვირთვა ბარძაყის სახსრებზე, რომლებიც ობიექტურად იღლება დღის განმავლობაში გაზრდილი სტრესის გამო“, - განმარტავს ექიმი.თუმცა ამ პოზაში ძილი არა მხოლოდ ორსულებს ეხმარება.„ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას სქოლიოზი აქვს. ეს ნიშნავს, რომ არამხოლოდ ხერხემალი, არამედ მენჯიც დაგრეხილია. შესაბამისად, სახსრებზე დატვირთვა არათანაბარია და რაც უფრო ასაკოვანი და მძიმეა ადამიანი, მით უფრო ძლიერად გრძნობს ამას, ამბობს ექსპერტი. „აქედან გამომდინარე, თუ კონკრეტული ადამიანის მენჯის კუნთები დღის განმავლობაში ძალიან დაიღალა და ზედმეტად დაიძაბება, ღამის ძილის დროს მუხლებს შორის ბალიში ნამდვილად დაეხმარება ადამიანს უკეთ დაძინებაში“.თუ გვერდით გძინავთ, ღამით შეიძლება იგრძნოთ ზეწოლა თეძოებზე ან მხრებზე. იმისთვის, რომ ხერხემალი სწორი გქონდეთ მთელი ღამე და თავიდან აიცილოთ დისკომფორტი, შეგიძლიათ მუხლებს შორის მოათავსოთ დასაკეცი ბალიში. ექიმები განმარტავენ, რომ ამ პოზაში ძილი1. ხსნის წელის ტკივილს2. ხსნის კუნთების სპაზმს3. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას4. ხელს უშლის აპნოეს5. ამმცირებს თიაქრისგან გამოწვეულ ტკივილს ასევე ნახეთ:VIDEO: ლუკა ბასილაშვილის უთბილესი შესრულება და ნეკა დოროყაშვილის ინტერვიუ შვილთან ერთად მომღერალი კაბუ დააკავეს„დედაჩემმა ორსულობის მე-8 თვეში გაიკეთა აბორტი, მაგრამ მე გადავრჩი...“ - მელისას დაუჯერებელი ისტორია

ძილი

რჩევები 1701010125

რა პერიოდულობით უნდა გამოვცვალოთ საწოლის თეთრეული

სტატისტიკა ამბობს, რომ ევროპის ყოველი მეხუთე მცხოვრები საწოლის თეთრეულს თვეში ერთხელ ცვლის. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და რამდენად ხშირად უნდა გამოიცვალოს თეთრეული, ამ კითხვას ჰიგიენის სპეციალისტები პასუხობენ.ალერგოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ჭუჭყიან თეთრეულზე ძილის დროს ჩვენ შეიძლება ქრონიკული რინიტი დაგვემართოს. ასევე არის საფრთხე დავავადდეთ ნეიროდერმატიტით და ეგზემით. მათთვის, ვისაც ასთმა აწუხებს, მათი მდგომარეობაც შეიძლება გაუარესდეს.საწოლის დანიშნულებისამებრ გამოყენებიდან უკვე ერთი კვირის შემდეგ, მტვრის ტკიპების პოპულაცია აღწევს ჯანმრთელობისთვის საშიშ ზღვარს. თუ საშუალო ასაკის ორ ადამიანს ყოველდღიურად სძინავს საწოლში, ორი კვირის განმავლობაში ოფლისგან საწოლის ზედაპირზე 16-მდე სახეობის ობი ყალიბდება, რომელთაგან თითოეულს შეუძლია ძლიერი ალერგიული რეაქციების პროვოცირება შედარებით ჯანმრთელ ადამიანშიც კი.ამ მიზეზების გამო, თეთრეულის შეცვლა უნდა მოხდეს კვირაში ერთხელ მაინც. ავადმყოფობის გამო მაღალი ტემპერატურის, ცხელი ამინდის ან პატარა ბავშვებთან ძილის დროს საწოლები კიდევ უფრო ხშირად უნდა შეიცვალოს - ორ-სამ დღეში ერთხელ. იგივე ეხება ალერგიით, ასთმის, ეგზემისა და ფსორიაზით დაავადებული ადამიანების შემთხვევაშიც.ასევე ნახეთ:დრაკონის ხილი საახალწლო სუფრაზე: როგორ დახვდეთ დრაკონის წელსVIDEO: ლუკა ბასილაშვილის უთბილესი შესრულება და ნეკა დოროყაშვილის ინტერვიუ შვილთან ერთად „დედაჩემმა ორსულობის მე-8 თვეში გაიკეთა აბორტი, მაგრამ მე გადავრჩი...“ - მელისას დაუჯერებელი ისტორია