ვიტალი კლიჩკო

მსოფლიო • 1791485820

ვიტალი კლიჩკო: რუსული იერიშების ფონზე კიევი გადარჩენისთვის იბრძვის, მოსახლეობას დროებით ქალაქიდან გასვლის რეკომენდაცია ეძლევა

რუსული იერიშების გაძლიერების გამო კიევი გადარჩენისთვის ბრძოლის რეჟიმში გადავიდა. დედაქალაქის მერია იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც კიევს გარეთ ნათესავები ან მეგობრები ჰყავთ, ურჩევს, დროებით მათთან გადასვლის შესაძლებლობა განიხილონ. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ სააგენტო AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.„დაბომბვების ინტენსივობა იზრდება - ყოველდღიურად ვიღებთ ახალ ცნობებს დანგრეული შენობების, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ. დღეს სასწორზე ქალაქის გადარჩენა დგას“, - აღნიშნა კლიჩკომ.ამასთან, მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი დედაქალაქის სრული ევაკუაციისკენ არ მოუწოდებს. მისი თქმით, ქალაქის დაცარიელება და მისი რუსეთისთვის დათმობა სწორედ ის სცენარია, რომლის მიღწევასაც პუტინი ცდილობს.ზამთრისთვის დედაქალაქი გათბობის ალტერნატიულ სისტემებს ამზადებს და საწვავის, სურსათისა და სასმელი წყლის მარაგებს ქმნის. თუმცა, კლიჩკოს თქმით, მზადყოფნის მიუხედავად, მოვლენების მძიმე სცენარით განვითარება მაინც მოსალოდნელია, თუ საჰაერო თავდაცვა თავდასხმების სრულად მოგერიებას ვერ შეძლებს.რუსულმა იერიშებმა კიევში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების შეფერხებები უკვე გამოიწვია. მერის თქმით, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლამ შესაძლოა ქალაქი მასშტაბურ კრიზისამდე მიიყვანოს.

დედაქალაქის მერი

პოლიტიკა • 1791110128

კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უფასო სასადილოების ერთი ბენეფიციარისთვის დღიურად გათვალისწინებული თანხის ოდენობას განსაზღვრავს ბაზრის კვლევა და მერია ვალდებულია, ტენდერი სწორედ ამ თანხაზე გამოაცხადოს.როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, უფასო სასადილოების მენიუს ადგენენ დარგის სპეციალისტები და არა მერია.„რაც შეხება ფასებს, ამ თემით სპეკულირებთ მუდმივად. მუნიციპალიტეტი, დედაქალაქის მერია არ ადგენს ფასებს, ამას განსაზღვრავს ბაზარი. ჩვენ ტენდერს ვაცხადებთ კონკრეტული მენიუთი, რომელიც შედგენილია დარგის სპეციალისტების მიერ. არ იფიქროთ, რომ ამ მენიუს მერიის რომელიმე წარმომადგენელი ადგენს. სპეციალისტების ჩართულობით ხდება კონკრეტული მენიუს შედგენა. შემდეგ ცხადდება ბაზრის კვლევა და ბაზრის კვლევით განისაზღვრება ფასი. ჩვენ რომ ადგეთ და უფრო მეტი ფასით გამოვაცხადოთ ტენდერი აღნიშნულ კვებასთან დაკავშირებით, მაშინ ის რეაქცია გექნებოდათ, რომ კონკრეტული ფასია განსაზღვრული და მერია უფრო მეტით აცხადებს ტენდერს. თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ რა უფლება გვაქვს, კანონის წინააღმდეგ წავიდეთ და გამოვაცხადოთ ტენდერი იმაზე მაღალი ფასებით, ვიდრე წარმოდგენილია ბაზრის კვლევაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა • 1790767901

დავით ქართველიშვილი: მუდმივი „გადამწყვეტი მარშებისა“ და დაპირებული წარუმატებელი რევოლუციების ნაკადში, რადიკალებმა თვით პროტესტის იდეა სრულ მარაზმამდე და გამოფიტვამდე მიიყვანეს

თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველი ოქტომბრის მნიშვნელობაზე და ოპოზიციის მხრიდან ამ თარიღის საკრალურად გადაქცევის მცდელობაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.როგორც ის აღნიშნავს, რადიკალების კრახი სწორედ 1 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა დასკვნები საკუთარ შეცდომებსა და ჩადენილ დანაშაულებზე მათ დღემდე არ გაუკეთებიათ.დავით ქართველიშვილი მკაფიოდ უსვამს ხაზს იმას, რომ არც მოქმედი და არც მომავალი ხელისუფლებისათვის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და რა თქმა უნდა, თავად პარტია, საფრთხეს, თავისი დესტრუქციული შინაარსიდან გამომდინარე, აღარ წარმოადგენენ.„ხვალინდელი დღის ქართული პოლიტიკის საკრალურ წყალგამყოფად არჩევა რადიკალური ოპოზიციისთვის დიდი ხანია ირონიულ ფსიქოლოგიურ დრამად იქცა. მანიაკალური და სუიციდური სიჯიუტით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ყოველჯერზე სწორედ ამ კალენდარულ თარიღს ირჩევენ, 1 ოქტომბერს - წმინდა ბიძინას ხსენების დღეს, მათთვის საძულველი ივანიშვილის ზეციური მფარველის დღეს. ყველაფერი 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ არჩევნები ხმაურიანად წააგო „ქართულ ოცნებასთან“, თუმცა დასკვნები არ გაუკეთებია.2021 წელს მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა ტრიუმფალურად (როგორც თვითონ ეგონა) დაბრუნებულიყო ქვეყანაში რძის პროდუქტების დატვირთული ტრაილერით სწორედ თავისი მთავარი ოპონენტის ანგელოზის დღეს, რითაც საკუთარი გაკოტრებული პოლიტიკური გავლენის ნარჩენები - ციხის საკანზე გაცვალა და ისევ იმავე საკრალურ ფოცხს დააბიჯა.მორიგი საიუბილეო (5 წელი) თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით, ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერებმა თბილისის მერიას მიმართეს, პარლამენტის შენობასთან „მასშტაბური" მხარდამჭერი აქციის გამართვის თხოვნით, თუმცა, დედაქალაქის მერიამ მათ ოფიციალური უარით უპასუხა.ეს აკრძალვა არა ადმინისტრაციულ რესურსად, არამედ ოპოზიციის დეგრადაციის 14-წლიანი ისტორიის ლოგიკურ ეპილოგად გამოიყურება. მუდმივი „გადამწყვეტი მარშებისა“ და დაპირებული წარუმატებელი რევოლუციების ნაკადში, რადიკალებმა თვით პროტესტის იდეა სრულ მარაზმამდე და გამოფიტვამდე მიიყვანეს. რიგითი მოქალაქეც კი, 1 ოქტომბერს აღიქვამს არა „დემოკრატიისთვის ბრძოლად“, არამედ უაზროდ გაწელილ იაფფასიან სერიალად ცნობილი ფინალით, სადაც მთავარი გმირები თანაგრძნობას კი არა, ირონიულ ღიმილს იწვევენ.თუმცა, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მიტინგების მიმართ სიხისტის გამოჩენა და აკრძალვა, ალბათ, ზედმეტი დაზღვევაა. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის დაკავების 15 წლისთავზე იმდროინდელ ხელისუფლებას სრულიად მშვიდად შეეძლება ამ აქციის ნებართვის გაცემა, ვინაიდან რადიკალების შიში მათ არც დღეს აქვთ და არც პერსპექტივაში ექნებათ თუ, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები იმ დროისთვის საერთოდ იარსებებენ, როგორც პოლიტიკური სახეობა. მეტიც, მათი გაქრობის პირობებშიც კი, ხელისუფლებას შეუძლია თვითონვე აღნიშნოს სააკაშვილის დაკავების 15 წლისთავი, გამოჰყოს ამისთვის სცენაც და მიკროფონები...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

კახა აბულაძე

საზოგადოება • 1790196663

კახა აბულაძე: თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტია დედაქალაქში და ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი

„თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი“, - ამის თაობაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რამდენიმე ბაგა-ბაღში ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციაზე საუბრისას.მისი თქმით, ამ სფეროში გატარებული რეფორმების ფონზე ძლიერდება ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლაც.„დედაქალაქის მერია დღეს 191 ბაგა-ბაღით ემსახურება 60 000-ზე მეტ აღსაზრდელს და 13 000-მდე თანამშრომელი ყოველდღიურად არის ჩართული სააღმზრდელო პროცესში, მათ შორის მათ შვილებს ემსახურებიან, ვისგანაც ამ ხალხმა უდიდესი შეურაცხყოფა და უდიდესი ბულინგი მიიღო.ეს არის ყველაზე ერთგული არმია, რომელიც ემსახურება მომავალ თაობას. ერთ აღსაზრდელსაც რომ შეექმნას პრობლემა, იმავენაირად იმუშავებს მთელი სისტემა.აუცულებლად მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც მშობლის მიერ საბავშვო ბაღში კონტრიბუცია არ ხდება არცერთ კომპონენტში. არცერთ ქვეყანაში არ არის საჯარო ბაღი აბსოლუტურად უფასო.ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია თბილისის საჯარო ბაღებში. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. ეს არ ხდება მხოლოდ ამ სააღმზრდელო წლის დასაწყისში, ამის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს. რამდენადაც ძლიერი რეფორმები გატარდა, იმდენად ძლიერია ბრძოლა ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა აბულაძემ.მან ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტებს სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.„მტკიცებით ფორმაში იმაზე საუბარი, რომ პრობლემები არის საბავშვო ბაღში, ამ ეტაპზე მართებული არ არის, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ფაქტია, რომ ეს პრობლემა არის საბავშვო ბაღში შესული გარედან და კონკრეტულად, თუ რა არის წყარო, ამას დადგენა სჭირდება.ამ სენსიტიურ ფონზე, როდესაც კრიზისული დღეები გვქონდა ქალაქში, გამოდიან კონკრეტული პირები, სახელსა და გვარს არ ვიტყვი, და ბავშვების საკვებით ინტოქსიკაციას აბრალებენ ბაგა-ბაღის მზარეულს, აღმზრდელს, ტექნიკურ პერსონალს და მათ შორის დირექტორს, ეს არის არასწორი, მით უფრო, რომ მტკიცებულებებზე არ არის დაფუძნებული.შესაბამისად, ჩვენ ყველა ჩვენს თანამშრომელს დავიცავთ.გარდა ამისა, გამოვიდნენ და კონკრეტულ საკვებ პროდუქტზე - ქათმის ხორცზე თქვეს, რომ ამან მოწამლა ბავშვები და ეს პროდუქტი იმ დღეს არცერთ ბაღში საერთოდ არ ყოფილა გაშვებული მენიუში.ასეთ საკითხებზე მტკიცებით ფორმაში საუბარი აუცილებლად დააყენებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. მათ მოუწევთ სამართლებრივად პასუხის გაცემა გავრცელებულ დეზინფორმაციაზე და თანამშრომლების მიმართ შეურაცხყოფის შემცველი განცხადებების გაკეთებაზე“, - აღნიშნა კახა აბულაძემ.ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ბაგა-ბაღების თანამშრომლებს მოთმინებისთვის.„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ბაღის პერსონალს, ამ დღებში ჩვეული სიმშვიდითა და ღირსებით შეხვდნენ ამ საკითხს და არსად საპასუხო კომენტარი არავის გაუკეთებია, მაგრამ მოდის დრო, რომ ყველაფერს პასუხი გაეცეს.მეორე საკითხი უკავშირდება მორალურ პასუხისმგებლობას, რომელსაც საზოგადოება შეაფასებს იმიტომ, რომ ამ ხალხმა, საზოგადოებაში პანიკის დათესვის მიზნით, დაიწყო დეზინფორმაციული კამპანიები, თუმცა ესეც არ გამოუვიდათ - არც ერთ ბაღში აღსაზრდელების გამოცხადების დინამიკა არ დავარდნილა. ყველა საბავშვო ბაღი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და ის ბაღებიც გაიხსნება უახლოეს დღეებში“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობითვის

საზოგადოება • 1787123639

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობითვის“ განცხადებას ავრცელებს

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხმაურება და სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.„გვსურს გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაო პროცესს. როგორც უკვე ცნობილია 23 ივლისს დედაქალაქის მთავარი გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო(სამუშაოების შემსრულებელი კომპანია“ სმარტ სოლუშენსი).სამუშაოების მიმდინარეობისას თავისუფლების მოედნის მეტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმს შორის მონაკვეთში აღმოჩენილი იქნა აგურის წყობები, სავარაუდოდ XIX საუკუნის ძველი „გარეთუბნის“ კოლექტორების სისტემა, ასევე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით სავარაუდოდ X-XI საუკუნეების უამრავი კერამიკული ჭურჭელი. აღნიშნულ მონაკვეთში სამუშაოები უკვე შეჩერებულია, თუმცა აქამდე უცნობია, იგეგმება თუ არა გამოვლენილი ფენების შესწავლა და რა ბედი ელით სამომავლოდ.ასევე დღემდე უცნობია იმ სპეციალისტის ან სპეციალისტთა ჯგუფის ვინაობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც კანონის შესაბამისად არქეოლოგიურ ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ მიესალმება ყველა იმ პროექტს, რომელიც დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად,თუმცა ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესში დაცული იყოს კანონი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"(თავიIII,მუხლი10) "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" მიმართავს კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და დედაქალაქის მერიას დაიწყონ კონსულტაციები, კანონით განსაზღვრულ ვადებში რუსთაველის გამზირზე გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა თუ არტეფაქტების შესასწავლად და პროექტის მიმდინარეობისას არქეოლოგიური საზედამხედველო პროცესის უკეთ კოორდინირებისთვის."

შეზღუდვა გზაზე

დედაქალაქი • 1785419733

ვაკის რაიონში, ნაფარეულის ქუჩის ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონში, ნაფარეულის ქუჩის N12-14-ში დაზიანებული წყლისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2 და 3 აგვისტოს, ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება, - ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს."კერძოდ, მოძრაობა ნაფარეულის ქუჩაზე, ბარნოვის ქუჩის კვეთიდან ფალიაშვილის ქუჩის კვეთამდე, შეიზღუდება ორივე დღის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე.შემდგომი დღეების განმავლობაში ქსელის განახლების სამუშაოები შიდა ეზოს სივრცეში გაგრძელდება, რაც ქუჩაზე გადაადგილების შეფერხებას არ გამოიწვევს.ინფრასტრუქტურული პროექტი ვაკის რაიონის გამგეობის "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში განხორციელდება. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს "ოკრიბა" განახორციელებს.ვაკის რაიონის გამგეობა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

იოსებიძე

დედაქალაქი • 1785312482

იოსებიძის ქუჩაზე IV ხარისხის ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება განხორციელდება

იოსებიძის ქუჩის N71-ში მდებარე IV ხარისხის დაზიანების მქონე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება იწყება, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.მისი თქმით, ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით, დედაქალაქის მერიას კორპუსის მცხოვრებლებმა დეველოპერთან ერთად მიმართეს.„ჩვენ მოგვმართა იოსებიძის ქუჩის N71-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ დეველოპერთან ერთად და ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით, შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება ითხოვა. ეს საცხოვრებელი სახლი, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს IV ხარისხის დაზიანების მქონე შენობას, რომელიც, რა თქმა უნდა, საშიშია იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის და საჭიროა მისი სრული დემონტაჟი. ამ კორპუსში ცხოვრობს 45 ოჯახი. აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავატაროთ შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები და დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ მოიყვანა და მათი ჩართულობით მოხდა ჩვენთან კომუნიკაცია, დავეხმარებით. მოხდება 5-სართულიანი შენობის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე კორპუსი აშენდება, სადაც მესაკუთრეებს გადაეცემათ მათი კუთვნილი გარემონტებული ფართები“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამების ფარგლებში, უკვე ათეულობით პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.„დედაქალაქში ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ავარიული საცხოვრებელი კორპუსები. შესაბამისად, მოსახლეობას დავპირდით, რომ წარვუდგენდით პროგრამას, რომლის საშუალებითაც ეტაპობრივად მოხდება ამ ტიპის საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებით და უკვე რამდენიმე წელია ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ჩვენ საზოგადოებისთვის წარგვედგინა პროგრამა, რომელიც მოგვცემდა აღნიშნული პრობლემის ეტაპობრივად მოგვარების საშუალებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა. კერძოდ, „თბილისის განვითარების ფონდი“ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე; შეიქმნა ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელსაც ასევე „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს.„ასევე, გვაქვს პროგრამა, როცა პროცესში ერთვება ბიზნესი. ჩვენ ბიზნესს (დეველოპერებს) ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პრეფერენცია ჰქონდეთ, ეს შეიძლება იყოს K2 კოეფიციენტის მატება, რათა მათი ჩართულობითაც მოვახერხოთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლება. წელს დავამატეთ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის პროგრამაც, რაც ითვალისწინებს მესაკუთრეებზე რეგისტრირებული თითქმის ყველა ფართის გამოსყიდვას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ფასით. აქაც, რასაკვირველია, საჭიროა მესაკუთრეების სრული თანხმობა. ამ პროგრამების ფარგლებში, უკვე ათეულობით პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. თავიდან იყო გარკვეული პრობლემები, მოსახლეობა არ აქტიურობდა, თუმცა ბოლო თვეებში საკმაოდ მაღალია აქტიურობა, რაც ძალიან კარგია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ყველანაირად დაეხმარება.„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოსახლეობას, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, იაქტიურეთ და მუნიციპალიტეტი ყველანაირად გვერდში დაგიდგებათ. არსებობს გარკვეული გამოწვევებიც - კონკრეტულ მისამართებზე არიან ადამიანები, რომლებიც  ითხოვენ გადამეტებულ ფართებს, რისი შესაძლებლობაც მუნიციპალიტეტს არ გააჩნია, კანონი გვზღუდავს, მაგრამ ის ფართები, რომლებიც თქვენზეა რეგისტრირებული, პირობას გაძლევთ, გადმოგეცემათ ახალ საცხოვრებელ კორპუსებში სრულად მოწესრიგებულ მდგომარეობაში. გამოიყენეთ ეს პროგრამა თქვენი კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძ

ბექა დავითულიანი

პოლიტიკა • 1783696680

ბექა დავითულიანი ოპოზიციას: ვინ არის წარუმატებელი მერი და ვინ წარუმატებელი “რისერჩერი”, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეძებს, რომ რაღაცას მოეჭიდოს, ეს მოსახლეობამ განსაჯოს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა ბოლო დროს თბილისში მომხდარ რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, ასეთ თემებზე აპელირება და ქალაქის მერის დადანაშაულება ოპოზიციის მხრიდან უხერხულია.„როდესაც ისეთ მძიმე ტრაგედიაზე ვსაუბრობთ, როგორიც ცოტა ხნის წინ მოხდა, ვგულისხმობ ტროტუარზე მდგომი მანქანის მძღოლის მიერ ადამიანის გატანას და უაპელაციოდ შეგიძლიათ დააბრალოთ ეს შემთხვევა მუნიციპალიტეტს და ქალაქის მერს, მინდა შეგახსენოთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის მენეჯმენტის პირობებში მოხდა ის, რომ ყველგან, სადაც ქუჩების რეაბილიტაცია ხდება, დგება სპეციალური ბოძები, რომ იქ ვერ ავიდნენ მანქანები. მანქანები, რომლებიც ტროტუარზე პარკინგდებიან, გადაჰყავთ საჯარიმოზე და ჯარიმდებიან. ამ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან საუბარი უხერხულია.რაც შეეხება, მარიჯანის ქუჩაზე მომხდარ მიწის ჩამოშლას. ოპოზიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგაო,. დიახ, იქ იყო ცენტრ-პოინტის მშენებლობა, სადაც იდგა 11 სართულიანი დაუსრულებელი შენობა და ის რომ არ დაენგრია დედაქალაქის მერიას, სულ სხვა ტრაგედია შეიძლება დატრიალებულიყო. მოსახლეობას შესთავაზეს ბინებით დაკმაყოფილება, დაანგრიეს ამორტიზებული შენობა, რომელიც მართლა პრობლემებს შექმნიდა იქ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის,რომ არ დამდგარიყო ცუდი შედეგი. უსაფრთხოების პარამეტრები დაარღვია კომპანიამ, რომელიც აირჩია მოსახლეობამ და ამასაც მოჰყვა მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება. არაფერი მოხდა სწორეხ იმიტომ, რომ ზომები მიიღო ქალაქის მერმა, რომელსაც თქვენ წარუმატებელს უწოდებთ. ვინ არის წარუმატებელი მერი და ვინ წარუმატებელი “რისერჩერი”, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეძებს, რომ რაღაცას მოეჭიდოს, ეს მოსახლეობამ განსაჯოს“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ბექა მიქაუტაძე

საზოგადოება • 1783687402

ბექა მიქაუტაძე: ფილტვის კიბოს სკრინინგი ბოლო 2 თვის განმავლობაში 2761-მა მოქალაქემ ჩაიტარა

„ფილტვის კიბოს სკრინინგი ბოლო 2 თვის განმავლობაში 2761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, მათგან 41-ს დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევები დაენიშნა, ხოლო 1835 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ცვლილება გამოვლინდა“, - განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, გააკეთა.როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამა 1-ელი მაისიდან ამოქმედდა. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მსგავსი პროგრამების განხორციელება ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებისა და სოციალური მხარდაჭერის სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს და ხშირ შემთხვევაში მთლიანად აღმოფხვრის კიბოს განვითარების ალბათობას.„დედაქალაქის მერია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით საქმიანობას განაგრძობს, მთავარ პრიორიტეტად კი თანამოქალაქეებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა რჩება. უმნიშვნელოვანესია ფილტვის კიბოს დაფინანსების პროგრამის ამოქმედება, ვინაიდან ჩატარებული სკრინინგის მიხედვით, სხვადასხვა სახის გამოვლენილ ცვლილებათა შორისაა აორტის ანევრიზმა, ლიმფური კვანძები, წარმონაქმნები თირკმელსა და ღვიძლში, ხოლო 595-ზე მეტ მოქალაქეს ფილტვის რიგი დაზიანება აღმოაჩნდა.ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამას დღეისათვის 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება და სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვთ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს სხდომაზე და აღნიშნა, რომ სკრინინგის ფარგლებში მოქალაქეს უტარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა.„ფილტვის კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოა მოქალაქეებისთვის, მის საფასურს მერია ანაზღაურებს და ერთი პაციენტის კვლევისთვის 175 ლარია გათვალისწინებული“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ.

კახა კალაძე

საზოგადოება • 1782971003

„სრულად უფასოა 45 წლის ასაკიდან მოქალაქეებისთვის“ - კახა კალაძის მიმართვა მოქალაქეებს

ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ამოქმედება იყო წინასაარჩევნო დაპირება, რომლის დაწყების შემდეგაც მოქალაქეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ შესაბამისი სკრინინგის ჩატარება.„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, მაისში რიგით მესამე კომპონენტი - ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება დაემატა. პირველი და მეორე კომპონენტები ფარისებრი კიბოს მართვა და საშვილოსნოს ყელის კიბოს HPV ტესტირება იყო, რომლებიც 2018 და 2024 წლებში დაიწყო. მოქალაქეებისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგიც სრულიად უფასოა და მის საფასურს დედაქალაქის მერია ანაზღაურებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან - 1-ელი მაისიდან დღემდე, სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა. მათგან 1 397 მამრობითი, ხოლო 1 364 მდედრობითი სქესის წარმომადგენელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, ერთი პაციენტის კვლევისთვის 175 ლარია გათვალისწინებული და პროგრამას დღეისთვის 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება.„ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვთ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.სკრინინგის ფარგლებში მოქალაქეს უტარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა. აღსანიშნავია, რომ ფილტვის კიბო ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, აღნიშნული პროგრამა გამოიყენოთ. როგორც იცით, ადრეულ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია განკურნების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავტობუსები

საზოგადოება • 1782892411

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - საგამოცდო ცენტრებამდე ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირების მიზნით,დედაქალაქის მერია მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.მისი თქმით, მუნიციპალური ავტობუსები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ.„თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა სატრანსპორტო მომსახურების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 2 ივლისიდან 30 ივლისამდე საგამოცდო ცენტრების: 39-ე, 103-ე, 147-ე, 160-ე, 175-ე, 177-ე, 181-ე და 191-ე საჯარო სკოლების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, გამოცდებსა და კონკურსში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.

კახა კალაძე

საზოგადოება • 1782891754

კახა კალაძე: ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა გამოიყენოთ

ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ამოქმედება იყო წინასაარჩევნო დაპირება, რომლის დაწყების შემდეგაც მოქალაქეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ შესაბამისი სკრინინგის ჩატარება.„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, მაისში რიგით მესამე კომპონენტი - ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება დაემატა. პირველი და მეორე კომპონენტები ფარისებრი კიბოს მართვა და საშვილოსნოს ყელის კიბოს HPV ტესტირება იყო, რომლებიც 2018 და 2024 წლებში დაიწყო. მოქალაქეებისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგიც სრულიად უფასოა და მის საფასურს დედაქალაქის მერია ანაზღაურებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან - 1-ელი მაისიდან დღემდე, სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა. მათგან 1 397 მამრობითი, ხოლო 1 364 მდედრობითი სქესის წარმომადგენელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, ერთი პაციენტის კვლევისთვის 175 ლარია გათვალისწინებული და პროგრამას დღეისთვის 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება.„ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვთ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.სკრინინგის ფარგლებში მოქალაქეს უტარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა. აღსანიშნავია, რომ ფილტვის კიბო ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, აღნიშნული პროგრამა გამოიყენოთ. როგორც იცით, ადრეულ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია განკურნების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

✕