ალცჰაიმერი

საზოგადოება 1752181186

„ალცჰაიმერის პირველი ნიშნები მენოპაუზის სიმპტომებში ამერია...“- ტელეწამყვანი საკუთარი გამოცდილების შესახებ ჰყვება

ალცჰაიმერის დაავადების სამი სტადია არსებობს, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ. ბრიტანელმა ტელეწამყვანმა გაამხილა, თუ რა იყო მისი პირველი სიმპტომები. ჟურნალისტმა ფიონა ფილიპსმა, რომელიც ერთ დროს ბრიტანული სატელევიზიო შოუს GMTV- ის ხელმძღვანელი იყო, 2023 წლის ივლისში ალცჰაიმერის ადრეული დიაგნოზის შესახებ საჯაროდ განაცხადა.როგორც ფიონა ამბობს, საწყისი სიმპტომები მენოპაუზასთან შეცდომით გააიგივა. მემუარებში, სახელწოდებით „ გახსოვდეთ როდის: ჩემი ცხოვრება ალცჰაიმერთან ერთად“ , ფილიპსი გულახდილად საუბრობს დაავადებასთან დაკავშირებული საკუთარი გამოცდილების შესახებ. Daily Mail-ისთვის გამოქვეყნებულ სტატიაში მან გაამხილა, თუ რა იყო დაავადების პირველი სიმპტომები.„შფოთვის შეტევები გახშირდა მანამ, სანამ თითქმის ყოველ საათში არ განვითარდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი სხეულის ნაწილები ერთმანეთს შორდებოდა - რატომ არავინ მითხრა აქამდე, რამდენად დამაუძლურებელი შეიძლება ყოფილიყო მენოპაუზა? “,- თქვა მან.თუმცა, ფიონა მალევე მიხვდა, რომ მისი გამოცდილება არ ემთხვეოდა საერთო მენოპაუზის გამოცდილებას. მან განმარტა: „...მე არ მქონდა ისეთი ალები, რომელსაც ბევრი ქალი უჩივის. ჩემთვის ეს იყო ტვინის დაბინდვის შეგრძნება და შფოთვის გრძნობა, რომელსაც იშვიათად ვიშორებდი. მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა ასეთი ვყოფილიყავი, ვერაფერს ვაკეთებდი. ვგრძნობდი, რომ ჩემს ცხოვრებაზე კონტროლი დავკარგე.“ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) მონაცემებით , ალცჰაიმერის დაავადების სტადიები, როგორც წესი, სამ კატეგორიად იყოფა - ადრეული, საშუალო და გვიანი სტადიები, სადაც სიმპტომები უფრო მძიმე ხდება.აქ მოცემულია თითოეული ეტაპის და მათი სიმპტომების მიმოხილვა. ადრეული ეტაპიალცჰაიმერის დაავადების ადრეულ სტადიაზე ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომი, როგორც წესი, მეხსიერების მსუბუქი დაკარგვაა - როგორიცაა ბოლო დროს განხილული საუბრების დავიწყება, ნივთების დაკარგვა და ნაცნობი საგნებისა და ადგილების სახელების გახსენების სირთულე. ადამიანებს შეიძლება გაუჭირდეთ სწორი სიტყვების პოვნა, კითხვების გამეორება, ცუდი განსჯის უნარის გამოვლენა. განწყობის ცვლილებები, როგორიცაა მომატებული შფოთვა, ან ზოგჯერ დაბნეულობა, ხშირად თან ახლავს ამ სიმპტომებს.შუა ეტაპი ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, ალცჰაიმერის დაავადების საშუალო სტადიაზე პროგრესირებასთან ერთად, მეხსიერების ეს დარღვევები, როგორც წესი, ღრმავდება. ადამიანებმა შეიძლება ვერ ამოიცნონ ახლო მეგობრები ან ოჯახის წევრები და ადვილად დაკარგონ ორიენტაცია დროსა და ადგილას. მათ ხშირად უვითარდებათ განმეორებადი ან იმპულსური ქცევები, შეიძლება განიცადონ ბოდვები ან პარანოია მზრუნველების მიმართ და ჰქონდეთ მეტყველების პრობლემები. ძილის დარღვევები, განწყობის ცვალებადობა და ზოგჯერ ჰალუცინაციებიც ხშირია, რადგან ადამიანების უმეტესობას დახმარება სჭირდება ყოველდღიურ აქტივობებში, როგორიცაა კვება, ჩაცმა და პირადი ჰიგიენა.გვიანი ეტაპი ჯანდაცვის ეროვნული სამსახური განმარტავს, რომ გვიან სტადიაზე ალცჰაიმერი იწვევს კოგნიტური და ფიზიკური მდგომარეობის სერიოზულ დაქვეითებას. ჰალუცინაციები და ბოდვები შეიძლება გაძლიერდეს და, სამწუხაროდ, ქცევა შეიძლება აგრესიული გახდეს. შესაძლოა წარმოიშვას მოტორული სირთულეები - რაც მოიცავს კვების, ყლაპვისა და მოძრაობის პრობლემებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს წონის სწრაფი კლება და შეუკავებლობა. საუბრის უნარიც თანდათან იკარგება და როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მეხსიერება შეიძლება „ღრმად“ დაქვეითდეს. ასეთ დროს, სრულ განაკვეთზე ზრუნვა აუცილებელია ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტში დასახმარებლად.

მარტა ბარამიძე

საზოგადოება 1751968421

მარტა ბარამიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეს, მარტა ბარამიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.„რამდენიმე ხნის წინ მქონდა ძალიან დიდი ტრავმა თავზე, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სისხლის გაჟონვა წავიდა ტვინში..! სასწრაფოდ მესაჭიროება რეაბილიტაცია და აღარც მორიდებას ვერიდები... დღესვე უნდა დავწვე კლინიკაში, რომ ჩამიდგან დრენაჟი... აქვე დავურთავ ჩემს ანგარიშს.. თქვენი გვერდში დგომა მჭირდება ყველაზე მეტად.. შეიძლება უბრალოდ მოვკვდე, თუ დროზე არ მივალ, მჭირდება ჯამში 5000 ლარი,“ - წერს ბარამიძე.საქართველო: #GE88BG0000000184031700თბს: #GE08TB7102445061100081პირადი: #61001069089 

ნინი

საზოგადოება 1751482779

პატარა ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება, რაც დიდ თანხებს უკავშირდება. ბავშვს დამატებითი კვლევებისთვის და მედიკამენტებისთვის თანხები სჭირდება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ:  თიბისი ბანკი: #GE15TB7679445061100108ლიბერთი: #GE11LB0711192526466000საქართველოს ბანკი: #GE25BG0000000162579635  დანიშნულება: #ნინი  საკონტაქტო ნომერი: 500880528საზღვარგარეთიდან ჩარიცხვა შეგიძლიათ ფეიფალით: https://www.paypal.me/emzarbaramidze1968 საკონტაქტო ნომერი: 500880528

სალომე გოგუა

საზოგადოება 1751463940

ყოფილ მოფარიკავეს, 21 წლის სალომე გოგუას საზოგადოების დახმარება სჭირდება

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ინფორმაციით, ყოფილ მოფარიკავეს, 21 წლის სალომე გოგუას საზოგადოების დახმარება სჭირდება.„ჩვენს ყოფილ მოფარიკავეს, 21 წლის სალომე გოგუას ჩვენი დახმარება სჭირდება. ამ ეტაპზე, სალომე, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის (T უჯრედული) დიაგნოზით თურქეთში, სტამბოლის კლინიკაში მკურნალობს. პირველ ეტაპზე საჭირო იყო 59 000$, საიდანაც ოჯახმა და ახლობლებმა უმეტესი ნაწილის მობილიზება მოახერხეს. მკურნალობის გასაგრძელებლად საჭიროა 15 000$-ის შეგროვება, რაშიც სალომეს ჩვენი დახმარება სჭირდება. ასეთ დროს, თითოეული ლარიც მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნულია ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.#GE46TB7093345064300076#GE73BG0000000607881521მიმღები თამარ ბარამიძე(სალომე გოგუას დედა)

დემეტრე ხარშილაძე

საზოგადოება 1751437139

7 წლის დემეტრე ხარშილაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

7 წლის დემეტრე ხარშილაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.დემეტრე ხარშილაძეს დაუდგინდა კეთილთვისებიანი სიმსივნე, კისტა ანევრიზმა, რამაც გამოიწვია ფეხის ძვლის დაშლა. ბავშვს უკვე ჩაუტარდა ორი გადაუდებელი ოპერაცია, რამაც შედეგი არ გამოიღო. ფეხის შესანარჩუნებლად დემეტრეს ესაჭიროება ძვლის გადანერგვა, რაც საქართველოში არ კეთდება.ოპერაციისთვის  საჭიროა 28 ათასი აშშ დოლარი, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:🔸საქართველოს ბანკი: GE28BG0000000160906331🔹თიბისი ბანკი: GE19TB7733645064300072მიმღები: დედა მარინა ყურაშვილი.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1750173000

შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ხვადაგიანი არის წარსულის ვერ გააზრების მაგალითი - 2024 წელს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ჩაეწერება ადამიანი, იმან საერთოდ არ იცის, რა არის ისტორია და მისი გააზრება

მე ვედავები გერმანიის საელჩოს, რომელიც შეხვედრაზე სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტს წარადგენს, როგორც წარსულის გამააზრებელ ადამიანს. ეს ხომ თვალში ნაცრის შეყრაა. ხომ ფაქტია, რომ იქ არა წარსულის გააზრებასთან გვექნებოდა საქმე, არამედ ტვინების გამორეცხვასთან, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავისი ისტორიის გააზრებაში დახმარება არ სჭირდება, ირაკლი ხვადაგიანს კი „წარსულის ვერ გააზრების მაგალითი“ უწოდა.„რაც შეეხება ხვადაგიანს, წარმოიდგინეთ ერთი რამ - გერმანიის საელჩოს აზრით, წარსულის გააზრებაზე უნდა ისაუბროს ადამიანმა, რომელიც იმდენად ვერ იაზრებს წარსულს, რომ 2024 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში ჩაეწერა. ირაკლი ხვადაგიანი არის წარსულის ვერ გააზრების მაგალითი. 2024 წელს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ჩაეწერება ადამიანი, იმან საერთოდ არ იცის, რა არის ისტორია და მისი გააზრება. გერმანიის საელჩომ ზუსტად იცოდა ვის მოჰკიდა ხელი და ვინ მიჰყავდა ექსპერტად, მაგრამ ასე უტიფრად, უხეშად იქცევა, რაც ძალიან სამწუხაროა.მეორე მხრივ, როდესაც საქართველოს თითქოს გერმანიის საელჩოს მხრიდან სჭირდება დახმარება გააზრებაში, გერმანიაში ბოლო არჩევნების შედეგებს დახედონ და პირდაპირ დაინახავენ საზღვარს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის. აი ასე ვერ გაიაზრა თავად გერმანულმა საზოგადოებამ საკუთარი წარსული, რომ გერმანიის გაერთიანებიდან 35 წლის თავზეც კი, საზოგადოება გაყოფილია წარმოსახვითი საზღვრით, რომელიც ზუსტად მიჰყვება აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას. თავად, საკუთარ ქვეყანაში ვერ შეძლეს ისტორიის გააზრება, გადახარშვა, მე მგონი ცოტა თავმდაბლობა უნდა აჩვენოს გერმანიის საელჩომ და არ ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ მათი დახმარება სჭირდება ქართველ ხალხს, რომ საკუთარი ისტორია გაიაზროს. ათასწლეულების ისტორია გაგვიაზრებია აქამდე და ჩვენს ისტორიას თავადაც კარგად გავიაზრებთ, მით უმეტეს ასეთი მავნე დახმარების გარეშე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დანტესი

საზოგადოება 1750160450

„არ მეგონა, თუ ასეთი გამოხმაურება ექნებოდა, ათას ასი ლარი აგროვდა...“ - ქუთაისელი ფოტოგრაფი

ქუთაისელი ფოტოგრაფი დანტესი, იგივე დავით ოქროპილაშვილი, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი ადამიანი მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეების გამო გახდა. სოციალურ ქსელში დადებულ დანტესის ვიდეოებს ათასობით ნახვა და ასევე, უამრავი კომენტარი აქვს. მას სიკეთის დესპანს უწოდებენ და როგორც თავად ამბობს, ეცდება, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუხალისოს ცხოვრება.ჟურნალ „თბილისელებთან“ დანტესი ოჯახსა და დედის შესახებ ჰყვება, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მის ოჯახს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც დახმარება სჭირდებოდა.გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:– სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო დევს, სადაც უცნობ ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდება, უანგაროდ, მთელი გულით ეხმარები. ალბათ, არ მიწყენ, თუ ვიტყვი, რომ საზოგადოებამ არა როგორც პროფესიონალი ფოტოგრაფი, არამედ, უანგაროდ სიკეთის გამკეთებელ ადამიანად გაგიცნო და შეგიყვარა.– ფაქტია, ასეა. სხვათა შორის, ოჯახის დიდი დამსახურებაა, რომ ასეთ ადამიანად ჩამოვყალიბდი. არ დამავიწყდება, 90-იან წლებში, საშინელი პერიოდი რომ იყო და ყველას უჭირდა, დედა და მამა სულ მუშაობდნენ და დედა რომ სახლში ბრუნდებოდა, თუ დაინახავდა, ვიღაც მოწყენილი ქუჩაში პროდუქტს ყიდდა, უნდოდა თუ არა, ყიდულობდა. სახლში შეიძლება, დამჭკნარი მწვანილი მოეტანა, მაგრამ ამბობდა, ის ადამიანი ხომ გავახარეო. ასეთ გარემოში გავიზარდე და სხვანაირად ვერც მე მოვიქცევი, როცა ვინმეს დახმარება უნდა და მე ეს შემიძლია. სიკეთის კეთების ნიჭი გენეტიკურად კი არ დამყვა, სიკეთის კეთების ნიჭი ყველა ადამიანს აქვს, უბრალოდ, შეიძლება ცხოვრებისეული წესიდან გამომდინარე ვერ იცლის და რაღაც დოზით მიძინებულია სიკეთის კეთების სურვილი, თუმცა, ადრე თუ გვიან, ყველა ადამიანში იღვიძებს. ეს ჩემი აზრია.– თუ გახსოვს, სულ პირველად ვის დაეხმარე, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში დადე და რა გამოხმაურება მოჰყვა?– პირველი ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში დავდე და რა გამოხმაურებაც მოყვა არასოდეს დამავიწყდება. ერთი ბაბუა აღმოვაჩინე ქუჩაში, ფოტოების გადაღება ვთხოვე და შემდეგ სახლში გაგაცილებ-მეთქი – შევთავაზე. მინდოდა, ჩემს ქალაქზე, ქუთაისზე საინტერესო ამბები მოეყოლა, მის ახალგაზრდობაში რომელი ქუჩები იყო გამორჩეული, ახალგაზრდებზე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ის ბაბუ ცოცხალი აღარ არის, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება მისი გამომეტყველება და სიტყვები, რომლითაც დამარიგა: არც ცოლი მყავს და არც შვილები, ბაბუ, ცოლი მოიყვანე და გამრავლდი, მე ცხოვრებამ და სიმარტოვემ დამტანჯა, ყველა ტაფა დავწვი, მავიწყდება ცეცხლზე რომ ვდგამ, დაიმახსოვრე ჩემი ნათქვამი და ცოლი მოიყვანეო. ვეცადე, მხიარული სიუჟეტი ყოფილიყო, მაგრამ სევდიანი გამოვიდა.დავდე სოციალურ ქსელში და უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მწერდნენ: ქვაბები ვუყიდოთო. დამიკავშირდნენ და მივუტანე ბაბუს ხალხისგან გადმოცემული ქვაბები და გადმორიცხული ფულით ნაყიდი პროდუქტი. აქედან გამიჩნდა სურვილი, გაჭირვებული ადამიანები მომეძებნა, გადამეღო ვიდეოები, დამედო სოციალურ ქსელში და საზოგადოების დახმარებით, მათი ყოფა მცირედით მაინც შემემსუბუქებინა. ნამდვილად არ მეგონა, ნიკო ბაბუს ვიდეოს თუ ასეთი გამოხმაურება ექნებოდა. მთელი კვირის განმავლობაში, ათას ასი ლარი აგროვდა. ეს ასი ათას ლარს უდრიდა, ისეთი მოტივაცია და ენთუზიაზმი გაჩნდა. ნიკო ბაბუს შემდეგ უამრავ ადამიანს დავეხმარეთ, მაგრამ ნიკო ბაბუ არასდროს დამავიწყდება, სულ გამორჩეულად მახსოვს. ისე მესაუბრებოდა, არც კი ჰქონდა გააზრებული და გაფიქრებული, ამას იმიტომ ვიტყვი, დამეხმარონო. უბრალოდ, დამარიგა: მოიყვანე, შვილო, ცოლი, ჩემსავით „კასრულები“ რომ არ დაგეწვასო. 29 წლის ვარ და ნიკო ბაბუს შეგონება სულ მახსოვს, თუმცა, ვერ ავასრულე, პირადისთვის ჯერ არ მცალია (იცინის). აუცილებლად მოვიყვან ცოლს, მაგრამ ჯერ არ შემხვედრია ისეთი გოგო, ოჯახის შექმნაზე დავფიქრებულიყავი. მოკლედ, ნიკო ბაბუ იყო პირველი და ახლა, როცა ვინმეს დახმარება სჭირდება და ვიდეოს ვდებ, უამრავი ადამიანი მეხმაურება“,- ამბობს დანტესი.

ხანძარი

შემთხვევა 1749916478

რაც ეცვათ, იმის ანაბარა დარჩნენ... - თელავის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსიპირში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.ადგილობრივების ინფორმაციით, ბაიხანაშვილების სამსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.ხანძრის შედეგად, სახლი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა სრულად განადგურებულია.„ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში წვალებით შექმნეს, განადგურებულია. რაც ეცვათ, იმის ანაბარა დარჩნენ. მადლობა, ღმერთს, ცოცხლები არიან, მაგრამ ჩვენი დახმარება სჭირდებათ"- ამბობს ოჯახის ახლობელი.საცხოვრებელ სახლში ხანძარი გუშინ გაჩნდა.გამომწვევ მიზეზს გამოძიება ადგენს.ბაიხანაშვილების დასახმარებლად სოციალურ ქსელში უკვე გამოქვეყნდა ანგარიში, სადაც მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.BOG-#GE02BG0000000100784453Credo-#GE42CD0360000004504097მიმღების პირადი ნომერი: 20001022241მიმღები: Magda Baixanashvili მაგდა ბაიხანაშვილი

გიორგი ბერიშვილი

საზოგადოება 1749663894

9 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

9 წლის გიორგი ბერიშვილის მდგომარეობა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, მძიმეა. ბავშვის ახლობლების თქმით, მას სასწრაფოდ სჭირდება საზოგადოების დახმარება.გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის ფინანსური დახმარება სჭირდება.„ბავშვი საავადმყოფოში იმყოფება. მეგობრებო, ისევ მძიმეა მდგომარეობა. 1 ლარიც მნიშვნელოვანია, გთხოვთ, გააზიაროთ“.დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:თიბისი ბანკი: GE15TB7679445061100108; მიმღები: ემზარი ბარამიძე. საქართველოს ბანკი: GE25BG0000000162579635;მიმღები: მარიამ ვაჩეიშვილი.

რუსეთმა და უკრაინამ მძიმედ დაჭრილი და დაავადებული სამხედრო ტყვეები გაცვალეს

ომი უკრაინაში 1749625034

რუსეთმა და უკრაინამ მძიმედ დაჭრილი და დაავადებული სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა მძიმედ დაჭრილი და დაავადებული სამხედრო ტყვეები ერთმანეთში გაცვალეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ტყვეობიდან დაბრუნებულ ყველა უკრაინელს სამედიცინო დახმარება სჭირდება. მან აღნიშნული „მნიშვნელოვან ჰუმანიტარული აქტად“ შეაფასა.„უკრაინაში, სახლში დაბრუნდნენ მეომრები, რომლებიც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სხვადასხვა დანაყოფების წევრები იყვნენ: შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ტრანსპორტის სპეციალური სახელმწიფო სამსახურის“, - დაწერა ზელენსკიმ.

klinika operacia

საზოგადოება 1749586593

7 წლის ბიჭი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადავარდა - ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება

7 წლის ბიჭს, რომელიც ქუთაისში, მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადავარდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერალი ინდირა ჯგერნაია ავრცელებს.„მეგობრებო, ჩვენი თანაქალაქელის ოჯახი, რომელსაც მთელი საქართველო „გერსამიების ოჯახით“ იცნობს და უყვარს, დიდი განსაცდელის წინაშე დგას, მე-6 შვილი, 7 წლის თეოდორე მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა, აღენიშნება მენჯ-ბარძაყის მოტეხილობები და ფეხის ძვლის მოტეხილობები. ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია.გთხოვთ, გავერთიანდეთ და მცირედი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქალაქის შვიდშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. საქ.ბანკი:GE62BG0000000162211242თიბისიGE82TB7538745068100025ლიბერთიGE33LB0211161835251000მიმღები: (დედა) მარიამ ვაშაკიძე“, - წერს ინდირა ჯგერნაია სოციალურ ქსელში.

გარემო

პოლიტიკა 1749547710

მკაცრი სანქცია იქნება ყველა იმ მეპატრონისთვის, რომელიც უკონტროლოდ ამრავლებს ცხოველებს, შემდეგ იშორებს და ქუჩაში ყრის - მაია ბითაძე

შინაურ ბინადარ ცხოველთა კანონპროექტის პარლამენტში განხილვა მიმდინარე კვირას იწყება. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რათა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ქუჩაში ძაღლების საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.მაია ბითაძის თქმით, მკაცრი სანქცია იქნება ყველა იმ მეპატრონისთვის, რომელიც უკონტროლოდ ამრავლებს ცხოველებს, შემდეგ იშორებს და ქუჩაში ყრის, ამისთვის საკმაოდ დიდი ჯარიმაა დადგენილი.„შინაურ ბინადარ ცხოველთა კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მიმდინარე კვირას იწყება. ეს არის პირველი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რათა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ქუჩაში გაგდებული ძაღლების საკითხი და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაწესდეს მკაცრი სანქცია ყველა იმ მეპატრონისთვის, რომელიც უკონტროლოდ ამრავლებს ცხოველებს, შემდეგ იშორებს და ქუჩაში ყრის. ამისთვის საკმაოდ დიდი ჯარიმაა დადგენილი.ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთიანი ელექტრონული ბაზა, სადაც კანონის ამოქმედებიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოგვიწევს, დავარეგისტრიროთ ან ხელახლა დავარეგისტრიროთ ჩვენი ცხოველები სპეციალური ჩიპისა და საჭდის გამოყენებით, რაც, საბოლოო ჯამში, ცხოველის მიკვლევადობას უზრუნველყოფს.გარდა ამისა, მკაცრდება მოთხოვნები და რეგულაციები ძაღლებისა და კატების გამრავლებასთან მიმართებით. გამრავლების უფლება მხოლოდ რეგისტრირებულ საშენს ექნება და სახელმწიფოს ზუსტად ეცოდინება, ვინ არის ის სუბიექტი, ვინც ცხოველს ამრავლებს. ასევე ცხოველი ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ხვდება, იქნება ეს ვეტკლინიკა, კინოლოგიური დაწესებულება, სასტუმრო თუ ნებისმიერი სხვა, ყველა შემთხვევაში უნდა იყოს შემოწმებული, არის თუ არა რეგისტრირებული ერთიან მონაცემთა ბაზაში. ყველა დარღვევისთვის დაწესებულია საკმაოდ სოლიდური სანქციები.გარდა ამისა, იქმნება სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში გარდამავალ პერიოდში არსებულ უსახლკარო ცხოველებთან მიმართებით შეიქმნება სპეციალური გეგმა-გრაფიკი და პროგრამა, რომელსაც აღასრულებენ მუნიციპალიტეტები გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის სამინისტროს კოორდინაციით. მოხდება ყველა უპატრონო ცხოველის დაჩიპვა, სტერილიზაცია-კასტრაცია და მათ შორის იქნება სპეციალური მხარდაჭერის პროგრამები სოფელში არსებული იმ მეპატრონეებისთვის, რომლებსაც სათანადო დახმარება სჭირდებათ ამ კუთხით. ასევე კანონს აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, კანონის მიღებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გაჩენილი ყველა ცხოველი დაექვემდებარება სტერილიზაცია-კასტრაციას და ასევე მთავრობას უფლება ექნება, გარკვეული ჯიშის ძაღლების გამრავლება მორატორიუმის გზით აკრძალოს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.