7 წლის ბიჭი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადავარდა - ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება

klinika operacia

7 წლის ბიჭს, რომელიც ქუთაისში, მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადავარდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერალი ინდირა ჯგერნაია ავრცელებს.

„მეგობრებო, ჩვენი თანაქალაქელის ოჯახი, რომელსაც მთელი საქართველო „გერსამიების ოჯახით“ იცნობს და უყვარს, დიდი განსაცდელის წინაშე დგას, მე-6 შვილი, 7 წლის თეოდორე მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა, აღენიშნება მენჯ-ბარძაყის მოტეხილობები და ფეხის ძვლის მოტეხილობები. ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია.

გთხოვთ, გავერთიანდეთ და მცირედი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქალაქის შვიდშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. 

საქ.ბანკი:
GE62BG0000000162211242
თიბისი
GE82TB7538745068100025
ლიბერთი
GE33LB0211161835251000
მიმღები: (დედა) მარიამ ვაშაკიძე“, - წერს ინდირა ჯგერნაია სოციალურ ქსელში.