დიმიტრი სამხარაძე

პოლიტიკა • 1792574784

დიმიტრი სამხარაძე: შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?- არა

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე საზოგადოებისთვის „სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქეების“ არასრულ სიას აქვეყნებს და წერს, რომ „სპეცოპერაციის დროს შესაძლებელია ბოროტმოქმედი გარდაიცვალოს, მაგრამ ამათგან არცერთი არ იყო ბოროტმოქმედი, რეჟიმმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტა“.ის კითხვას სვამს, „არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?“„თხოვნა მაქვს, ეს პოსტი ყველამ ბოლომდე და ყურადღებით წაიკითხოთ. აქ ნახავთ ისეთ დეტალებსა და ისტორიებს, რომელთა შესახებაც შესაძლოა დღემდე არ გქონდეთ ინფორმაცია. სპეცოპერაციის დროს შესაძლებელია ბოროტმოქმედი გარდაიცვალოს, მაგრამ ამათგან არცერთი არ იყო ბოროტმოქმედი, რეჟიმმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტა. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქეების არასრული სია!P.S. თუ ვინმე გამომრჩა, გთხოვთ, კომენტარებში მოიწეროთ! დღეს დაიწყო ამ ბიჭების სამართლიანობის აღდგენის პროცესი!ყველამ ხომ კარგად ვიცით, რა საზიზღრობებსაც სჩადიოდნენ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, როგორ გვართმევდნენ სამშობლოს, მაშინაც და ახლაც როგორ ასრულებდნენ უცხოელი მეპატრონეების დავალებებს! ვინმეს შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას? არა!!ბოროტებას ემსახურებით! სირცხვილი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის! სანდრო გირგვლიანი (მოკლული იქნა 2006 წლის იანვარში, თბილისის გარეუბანში, ოქროყანის სასაფლაოზე);ბუტა რობაქიძე (2004 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, დიდუბის ეკლესიასთან, საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული);აფრასიძეები (სროლის შედეგად ადგილზე მოკლეს ოჯახის უფროსი, ევგენი აფრასიძე და მისი შვილი, ომეხ აფრასიძე);ზურაბ ვაზაგაშვილი (2006 წლის 2 მაისს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, თბილისის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მიერ მოკლული); გიორგი გამცემლიძე (2008 წელს პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავისა და კისრის არეში ესროლა. იგი ადგილზე გარდაიცვალა);ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, სპეცოპერაციის დროს);ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში, სპეცოპერაციის განხორციელებისას);ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში, დაკავებისას);ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ დაკავების დროს განხორციელებული ცემის შემდეგ);ალექსანდრე გომაშვილი (მოკლეს კახეთში, დაკავებისას);მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე ერთად ჩაცხრილა და მოკლა უშიშროების თანამშრომელმა);სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში, სპეცოპერაციის დროს);აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში, დაკავებისას);ავთანდილ გუმაშვილი და ვახტანგ გუმაშვილი (ორივე მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს);ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში, სოფელ ვახტანგისში); ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში, მძევლის გათავისუფლებისას);ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივე ერთად მოკლეს აბაშის რაიონის სოფელ მარანში, დაკავებისას);თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში); გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (ორივე ერთად მოკლეს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, დაკავებისას);ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე, დაკავებისას);რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);გიორგი თელია (მოკლეს თბილისში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციის დროს);ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, დაკავებისას);ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლული იქნენ ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, დაკავებისას);ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში სპეცოპერაციის დროს, რომელიც თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა);მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში, დაკავებისას);გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, სპეცოპერაციის დროს);ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში პოლიციელმა დაჭრა. იგი სახლში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა);ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში, სპეცოპერაციის დროს);ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში პოლიციელებმა დაჭრეს, თუმცა დაჭრილს სასწრაფო დახმარება არ აღმოუჩინეს, რის გამოც გარდაიცვალა);მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში, მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, პოლიციელმა ესროლა და ადგილზე მოკლა);გიგა ჭარბაძე (მოკლული იქნა თელავში პოლიციელის მიერ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად); ალექსანდრე ხოსიტაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ სასტიკი ცემის შედეგად);ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში, სპეცოპერაციის დროს);თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, სპეცოპერაციის დროს);როლანდ მახარაძე (მოკლული იქნა ბათუმში, მძევლების გათავისუფლებისას);როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში, სასტიკი წამების შემდეგ);ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავი–თბილისის გზატკეცილზე, დაკავების შემდეგ);გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში, სპეცოპერაციის დროს); ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში, დაკავებისას);მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საკუთარ სახლში)“- წერს დიმიტრი სამხარაძე.

იაპონჩიკი და განაჩენი

კრიმინალი • 1790279385

საბედისწერო დოკუმენტი! - ცნობილი ხდება რა გახდა „იაპონჩიკის“ და „მახოს“ დაპირისპირების მიზეზი

სოციალურ ქსელებსა და „კრიმინალური ისტორიის“ მოყვარულთა წრეებში ვრცელდება უნიკალური საარქივო დოკუმენტი, საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს 1976 წლის 28 თებერვლის განაჩენის ტიტულის ფოტოასლი. სწორედ ეს დოკუმენტი გახდა თავის დროზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური დაპირისპირების მიზეზი.წარმოდგენილი განაჩენიდან ირკვევა, რომ 1976 წლის 28 თებერვალს, მაიაკოვსკის (დღევანდელი ბაღდათი) რაიონის კულტურის სახლში გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე გასამართლდა 1956 წელს დაბადებული ვახტანგ ქორიძე („კრიმინალურ წრეებში“ ცნობილი როგორც „მახო“). მას ბრალი ედებოდა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა).დოკუმენტში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბრალდებულის პერსონალური მონაცემების გრაფა, სადაც შავით თეთრზე წერია: „ალკც წევრი“ (სრულიად საკავშირო ლენინური კომუნისტური ახალგაზრდული კავშირი - კომკავშირი).ტულუნის ციხეში ყოფნისას, საბჭოთა კრიმინალური სამყაროს ეროვნებით რუს ლიდერს, „იაპონჩიკს“ კონფლიქტი მოუვიდა ქართველ „კანონიერ ქურდ“ ვახტანგ ქორიძესთან. („მახო“).„ქურდული ტრადიციების“ თანახმად, „კანონიერი ქურდი“ არასდროს არ უნდა ყოფილიყო კომკავშირის ან საბჭოთა სახელმწიფო ორგანიზაციების წევრი. მახოსთვის ქურდული სტატუსის ჩამოსართმევად, „იაპონჩიკის“ თხოვნით, მისმა უახლოესმა გარემოცვამ — „ვიქტორ კალინამ“ (ვიქტორ ნიკიფოროვმა) და „ვოლოდია ბალდამ“ (ვლადიმერ სოლომინსკიმ) საქართველოდან ტულუნში ჩაიტანეს აღნიშნული განაჩენის ოფიციალური ასლი.დოკუმენტში არსებული ჩანაწერის („ალკც წევრი“) საფუძველზე, იაპონჩიკმა ტულუნის ციხეში გაავრცელა მიმართვა, რომლითაც განაცხადა, რომ მახო კომკავშირელი იყო და მას „ქურდის“ სტატუსი არასდროს ჰქონია.

დაჯილდოვება

განათლება • 1790149346

გივი მიქანაძემ ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები, მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ  პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია 27 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში გაიმართება.“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ქუთაისში ჩავატაროთ.ვფიქრობ, რომ ქუთაისი, როგორც მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი, დამსახურებულად და ძალიან ღირსეულად უმასპინძლებს ამ განსაკუთრებულ ღონისძიებას”, - განაცხადა მინისტრმა.გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას ზოგადი  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო.საუბარი შეეხო სასკოლო ფორმებს, განახლებულ სახელმძღვანელოებს, რეპეტიტორიუმის შემოღებას, ღირებულებითი განათლების კლუბებსა და სკოლებში STEAM საგნების სწავლების გაძლიერებას.მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა PISA-ს 2025 წლის საერთაშორისო კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე და აღნიშნულ წარმატებაში პედაგოგების მნიშვნელოვან როლსა და დამსახურებას გაუსვა ხაზი.შეხვედრის დასასრულს მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დაესვათ.ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასკოლო საზოგადოების წევრები  და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავსპედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას.

გაზი

საზოგადოება • 1789034936

11500 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა - „თბილისი ენერჯის“ განცხადება

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო სამგორის რაიონში გაზის მიწოდება დროებით 1 1500 აბონენტს შეუწყდა.როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯავახეთის ქუჩაზე, გაზსადენზე გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს 04:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდა:საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. 5-ში მდებარე შპს ,,ოცნების სახლი”-ს, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. 7-ში (ვარკეთილის დასახლება, ნაკვ. 02/073) შპს ,,იეს მუსი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ასევე ვარკეთილის ზ/პლატოს II მ/რ, კორპ 1/10-ის მიმდებარედ ნაკ. 02/016-ში (საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. 1, იმედა კახნიაშვილის ქ. 6) შპს “ოცნების სახლი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, გიორგი მელიქიშვილის ქ. 5-ში მდებარე შპს ,,ეიმ ბილდინგი”-ს, ვარკეთილის II – კორპ. 1/10-ის მიმდებარედ – შპს “ოცნების სახლი”-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, შუამთის ქ. 3, 8, შუამთის ქ. 10, 10ბ-ში (ნაკვ. 024/083) მდებარე შპს ,,იეს მუსი”-ს, შუამთის ქ. 15, ელდარის ქ. 12 (12-1, 12-2), 15, ვარკეთილის II მ/რ-სა და ვაზისუბნის საცხოვრებელ რაიონს შორის, ნაკვ. 14/282-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ჯავახეთის ქ. 1, 2, 3, 3ა, 4, 5, 5ა, 6, 7, 7ა, 8, 9, 9ა, 10, 11, 29, 68, ჯავახეთის I შეს. 4ა, ჯავახეთის 1შ.1, 1შ.2, 1შ.3, 1შ.4, 1შ. 4ა, 1შ.5, 1შ.7, 1შ.9, ჯავახეთის II შეს. 1ა-ში მდებარე შპს ,,ბრიქსი ვარკეთილი”-ს, ჯავახეთის 2შ.6, 2შ.8, 2შ. 10, 2შ.12,ჯავახეთის ქუჩაზე, ნაკვ, 12/026-ში მდებარე შპს ,,შოანდე”-ს, ჯავახეთის 3შ.5, ჯავახეთის ქ. 58ა, (ჯავახეთის ქ. 18-20-22ა), 78, კახეთის გზ. 1, 7, 8, 10, 17, 19, 21, 36, 46, 48, 50, გ. ონაშვილის ქ. 9, კახეთის გზ. 44-ში (იგივე ზურაბ ჩაჩუას ქ. 4) მდებარე შპს ,,მადანი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ვარკეთილის IV მ/რ - რიგი 2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 17 შინდისელი გმირის ქ. 6ა (იგივე აეროდრომის 1ქ.2გას.15), აეროდრომის დას. 2ქ. 4-6-ში მდებარე შპს ,,ბთჯ”-ის, ალ. წულუკიძის ქ. 15/17-19/17ა-ში (იგივე ძეგლევის ქ. 1) მდებარე შპს ,,ანდრია დეველოპმენტი”-ს, ალ. წულუკიძის ქ. 21-ში (იგივე ალ. წულუკიძის ქ. 4) მდებარე სს ,,ფეიქარი 95”-ის საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, აეროდრომის VIII ქ. 1-ში მდებარე შპს ,,სუხო”-ს, აეროდრომის XI ქ. 3 (11-3), კალოუბნის ქ. 4, 4ა, 7, 14, 44, ,,ა-ბ”, ხომლელის ქ. 2, 3, 3ა, 8, ,,დ”, ,,ჟ”, 29ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ხომლელისა და ჯავახეთის ქუჩების მიმდებარედ მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ხომლელის II შ. 4ა, ხომლელის II შ. 4ბ, ვარკეთილის დასახლებაში, 3კვ. 8-ში (იგივე მასივი 3, კვ. 8) მდებარე შპს ,,ინვესტ ჯორჯია”-ს საცხოვრებელი კორპუსის, III მასივის 1კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, III მასივის მე-4 კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 9, 10, 11, 12, 13, III მასივის მე-5 კვ-ში მდებარე კორპ. # 2, 3, 4, III მასივის მე-6 კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, 5, 7, 8, 9, 10, 12, 13, ვ97, III მასივის მე-7 კვ-ში მდებარე კორპ. # 5, 6, 7, 10, 11, 12, 13, 15, 16, 17, III მასივის მე-8 კვ-ში მდებარე კორპ. #N 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 16, 17, 18, III მასივი, კვ. 6, კორპ. 5-ის მიმდებარედ მდებარე შპს ,,ანრი 2016”-ს, საცხენისის ქ. 12, ზაქარია მხარგრელის ქ. 5-ში მდებარე შპს ,,ბაუ სტარი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ხომლელის ქ. 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,ემ კუბი დეველოპმენტი”-ს, 17 შინდისელი გმირის, აეროდრომის 1ქ, 2ქ, 3ქ, 4ქ, 6ქ, აეროდრომის VII ქუჩის, VIII ქუჩის, IX ქუჩის, X ქუჩის, XI ქუჩის, XII ქუჩის, XIII ქუჩის, ზურაბ აბულაძის, ხომლელის, კალოუბნის, ზურაბ ჩაჩუას, კახეთის გზატკეცილის, წულუკიძის, შუამთის, ნოე რამიშვილის, ჯავახეთის ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ, საბიუჯეტო ობიექტებს: შუამთის ქ. 23-ში მდებარე შპს ,,ორი ნაბიჯს”, ი/მ გიორგი გუგუნაშვილს, კალოუბნის ქ. 12-ში – შპს ,,მედისონ ჰოლდინგს” (სამედიცინო ცენტრი), ვარკეთილის III მასივის კვ. 7-ში (2-16 კორპუსებს შორის) მდებარე ,,ფრესკო რითეილ გრუპს” (სუპერმარკეტი ფრესკო), ვარკეთილის IV მ/რ, 2-14-ში მდებარე შპს ,,ალფა მოტორსს”, ვარკეთილის 2-სა და ვაზისუბნის საცხოვრებელ რაიონს შორის (ვიქტორ კუპ) - შპს ,,გრინ ჰაუს თბილისს”, ჯავახეთის ქუჩაზე – ი/მ მუჰსინ კურტს, ი/მ ,,გიორგი სალთხუციშვილს”, ,,პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ფილიალს საქართველოში”, სს ,,ევექსის კლინიკებს”, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს, შპს ,,ლიდერ-ბონუსს”, სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას”, შპს ,,მტ+”-ს, შპს ,,სავაჭრო ცენტრ სამგორს”, შპს ,,ლუკა”-ს, სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, შპს ,,ნინო გერგიძის კერძო მრავალპროფილიან საშუალო სკოლა ივერია”-ს, შპს ,,ნატკომპანს”, 17 შინდისელი გმირის ქ. 5-ში მდებარე ი.მ ნიკოლოზ სალამაძეს, ალ. წულუკიძის ქ. 6-ში მდებარე შპს ,,სასტუმრო ივერია ინ”-ს, ხომლელის ქ. 1-ში მდებარე შპს ,,ნიკორა ტრეიდს”, ფიზიკურ პირს ,,ნანა უცუნაშვილს”, სასტუმრო ,,კოკა”-ს, ი.მ. მათიაშვილს, შპს ,,ევა”-ს, ფ.პ სიხარულიძეს, ქეთევან მაჩიტიძეს, შპს ,,სამკურნალო-დიაგნოსტ-დერმატ-ვენეროლოგიურ ცენტრს”, საგუშაგო კოშკს, ფ/პ დალი იაკობაშვილს, შპს ,,ვიპ ფარმა+”-ს, ი.მ მზევინარ გაბიანს, ი/მ თანარა გსოიანს, შპს ,,ცხომელიძე და კომპანია”-ს, რაგბის კლუბ ლელოს, შპს ,,პსპ ფარმა აფთიაქს”, შპს ,,უშბა 2018”-ს, სს ,,პაშა ბანკი საქართველო”-ს, სკოლა # 117-ს, შპს ,,ავერსი-ფარმა # 20”-ს, შპს ,,ავერსი-ფარმა # 43”-ს, შპს ,,ჩიკო”-ს, ლიანა დათიაშვილს, შპს ,,ემიქსს”, ფიზიკურ პირ ომარ გოცირიძეს, სს ,,გეფა”-ს, შპს ,,სოფია 2009”-ს, სს ,,ელიტ ელექტრონიქსს”, ფიზიკურ პირ გიორგი საბიაშვილს, სს საქართველოს ბანკს”, შპს ,,კავკასიონი-92”-ს (სასადილო), შპს ,,ბასიანი 2007”-ს, სს ,,ლიბერთი ბანკს”, სკოლა # 145-ს, შპს ,,ქარვასლა 2003”-ს, ბაგა-ბაღი # 45-ს, სკოლა # 176-ს, შპს ,,ხვანჭკარა 2020”-ს, შპს ,,სპეტი”-ს, შპს ,,ასპ-გრუპ”-ს, შპს ,,ფუდმასტერს”, შპს ,,გულიგუთე”-ს, ფიზიკურ პირ ამირანაშვილ გივის, სს ,,თოლია”-ს, შპს ,,სპარტა გრუპს”, რევაზ კაკაბაძეს, ი.მ ბეჟან ლაშხს, შპს ,,ეკო-პურს”, მერი ხალატიანს, ეთერი რაზმაძეს, ასევე ვარკეთილის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.„თბილისი ენერჯის“ განმარტებით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 10 სექტემბრის 12:00 საათიდან 21:00 საათამდე .„გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:ცხელი ხაზი: +995 32 2404004; სწრაფი რეაგირების სამსახური 114 „- ნათქვამია ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო

რეგიონი • 1788004237

გარემოს ეროვნული სააგენტო ბაღდათში სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს.მათი ცნობით, 27 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვია, რამაც საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და ინფრასტრუქტურა დააზიანა. ადგილზე მუშაობენ სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები, რომლებიც საფრთხის შემცველ უბნებს სწავლობენ და პრევენციულ რეკომენდაციებს გასცემენ."27 აგვისტოს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში, მეწყრული, ღვარცოფული, წყალმოვარდნითი და ეროზიული პროცესების გააქტიურება და ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია.სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა საავტომობილო გზები, ხიდები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი. დაიტბორა მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთები და  საცხოვრებელი სახლები.გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებით და ჰიდროლოგებით დაკომპლექტებულმა საველე ჯგუფებმა, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ადგილზე შექმნილი ვითარება  მყისიერად შეაფასეს.სააგენტოს სპეციალისტებმა ყველა საფრთხის შემცველი უბანი შეისწავლეს, ასევე, განსაზღვრეს მოსალოდნელი რისკები და ადგილზე გასცეს რეკომენდაციები აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად."- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

რევაზ სოხაძე

საზოგადოება • 1787923786

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

„სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ადგილზე აქტიურად მუშაობენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია როგორც ცენტრალური გზების, ისე სხვა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდაში,”-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ბაღდათში განვითარებული სტიქიის შედეგების გაცნობის შემდეგ განაცხადა.ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანსა და სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას.რევაზ სოხაძემ სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და საჭირო სამუშაოების დროულად განხორციელების შესახებ შსაბამისი დავალებები მისცა.სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ და დღეს უწყვეტად მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მობილიზებული რამდენიმე ათეული მძიმე და სპეციალური ტექნიკა. შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, სამუშაოებში ჩართული არიან კონტრაქტორი კომპანიების ტექნიკური ჯგუფებიც. მიმდინარეობს გზებისა და ქუჩების გაწმენდა, დაზიანებული ტერიტორიების მოწესრიგება და შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მობილიზებული ტექნიკისა და შესაბამისი სამსახურების მუშაობა დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე გაგრძელდება.“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებული ოჯახების დახმარება. რამდენიმე ოჯახი ადგილზე მოვინახულეთ. ეზოებსა და საცხოვრებელ სახლებში შეტანილია ნაშალი მასალა. მაქსიმალურად დავეხმარებით თითოეულ ოჯახს, რომ უმოკლეს ვადაში გაიწმინდოს მათი საცხოვრებელი გარემო, ტერიტორიიდან სრულად გავიტანოთ ნაშალი მასალა და გაიწმინდოს შესაბამისი არხები და კომუნიკაციები, რათა წყლის თავისუფლად გატარება იყოს შესაძლებელი. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად არის მობილიზებული და დაზარალებულ ოჯახებს საჭიროების შესაბამისად დაეხმარება”,-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.მინისტრის თქმით, სტიქიამ დააზიანა ქალაქ ბაღდათში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ნაწილი. კონტრაქტორ კომპანიასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა პირველ ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიებები — დროებით მოწესრიგდება დაზიანებული გზის მონაკვეთები, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი გადაადგილება, რის შემდეგაც დაიწყება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

ბაღდათი

რეგიონი • 1787913800

ბაღდათში ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადა მუშაობს. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა - იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული

ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადა მუშაობს. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე საუბრისას.„გააქტიურდა მეწყრული პროცესები. დაზიანდა, როგორც ცენტრალური, ისე შიდა საუბნო გზები. გათიშულია და ელექტროენერგია არ მიეწოდება 600-მდე აბონენტს. ასევე, გაზის მიწოდება შეუწყდა 1200 აბონენტს. უწყვეტ რეჟიმში, გუშინ საღამოდან მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. გაწმენდილია მეწყრული პროცესების შედეგად ჩაკეტილი გზები. ასევე, ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადა მუშაობს. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა და უახლოეს მომავალში გვეცოდინება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა“, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა.ბაღდათის მუნიციპალიტეტის სტიქიამ გუშინ დააზარალა. დაზარალებულთა დასახმარებლად ბაღდათის მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

ბაღდათი

რეგიონი • 1787904600

მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა - ბაღდათის მერი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ სახლები, გზები, ხიდები და მიწები დატბორა. სოფელ ნერგეეთში მიწა ჩამოიშალა. ადგილზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.ადგილზე იმყოფება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, ნოდარ გიორგიძე, რომელიც ამბობს, რომ მიმდინარეობს ზარალის დათვლა."უხვმა ნალექმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემები შეგვიქმნა. შეგვიქმნა პრობლემები ასევე ქალაქის ცენტრშიც. ძირითადად, ეს არის დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, დაზიანებულია ხიდები, კერძო საკუთრებები, სახნავ-სათესი სავარგულები. მუნიციპალიტეტის მიერ მყისიერად იქნა ზომები მიღებული. მობილიზებული არის ტექნიკა. უწყვეტ რეჟიმში, მთელი ღამის განმავლობაში აქამდე მუშაობენ. მიმდინარეობს ზარალის დათვალიერება-შესწავლა,“ - აცხადებს ნოდარ გიორგიძე.ოპერაციაში ჩართულია მძიმე ტექნიკა, ტარდება  გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა. ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 1300 ოჯახს, 700 ოჯახს - ელექტროენერგია."წყალი უკანა მხარეს სულ შემოვარდა, ღობე, აგერ, გადმოგდებული და მეორე სახლის უკანაც გადმოვარდნილია და იქიდან ღორღი, ხე, ყველაფერი სახლშია შეტანილი, ვერ შევდივართ. წუხელვე და ძალიან მომეხმარნენ, მეუღლე გადამაყვანინეს, შვილთან ვართ. გაწმინდეს ეს, რაც იყო სახლის უკან და სახლში ვერ შევედით", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

რა ვითარებაა ბაღდათში

რეგიონი • 1787896304

დატბორილი სახლები, დაზიანებული გზები და განადგურებული მეურნეობა - რა ვითარებაა ბაღდათში

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში. დაიტბორა სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები. ძლიერმა წვიმამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების დაზიანება გამოიწვია, როგორც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფლებში.საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები გზებზე.ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეების დასახმარებლად ბაღდათის მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები საკრებულოს თავმჯდომარე, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის მდგომარეობას ეცნობიან და შესაბამის დახმარებას უწევენ. დაწყებულია ზარალის დათვლა და ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზიანს შესაბამისი კომისია შეისწავლის.„ჩვენ მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობა უწყვეტ, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. ადგილზე ვეცნობით არსებულ ვითარებას. მობილიზებულია ტექნიკა, გზები იწმინდება და გახსნილია. მიმდინარეობს ზარალის შესწავლა“, - განაცხადა ბაღდათის მერმა, ნოდარ გიორგიძემ.

კი

რეგიონი • 1787895173

ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

 უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში. დაიტბორა სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები. ძლიერმა წვიმამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების დაზიანება გამოიწვია, როგორც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფლებში. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები გზებზე.ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეების დასახმარებლად ბაღდათის მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები საკრებულოს თავმჯდომარე, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის მდგომარეობას ეცნობიან და შესაბამის დახმარებას უწევენ. დაწყებულია ზარალის დათვლა და ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზიანს შესაბამისი კომისია შეისწავლის.„ჩვენ მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობა უწყვეტ, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. ადგილზე ვეცნობით არსებულ ვითარებას. მობილიზებულია ტექნიკა, გზები იწმინდება და გახსნილია. მიმდინარეობს ზარალის შესწავლა“, - განაცხადა ბაღდათის მერმა, ნოდარ გიორგიძემ.

სტიქია ბაღდათში

რეგიონი • 1787855462

დაზარალებული მოქალაქეებისთვის ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - ბაღდათის მერია განცხადებას ავრცელებს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს მიმართავს.„ბაღდათის მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარებისთვის შეუძლიათ დარეკონ მითითებულ ნომერზე: +995 591 909 005.უხვი ნალექის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიტბორა გზები, სახლები ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურები, ააიპ ბაღდათის კეთილმოწყობის დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისები გაერთიანების თანამშრომლები.ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები საკრებულოს თავმჯდომარე, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის მდგომარეობას ეცნობიან და შესაბამის დახმარებას უწევენ. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის“, - ნათქვამია განცხადებაში.                კომენტარები ჯერ არ არისიყავით პირველი, ვინც კომენტარს დატოვებს.  

სტიქია იმერეთში

რეგიონი • 1787849209

უამინდობამ იმერეთში პრობლემები შექმნა

იმერეთში უამინდობამ იმერეთში პრობლემები შექმნა.ადგილობრივების ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირში, წყლით დაიფარა სახნავ-სათესი ფართობები და ვენახები.რთული ვითარებაა ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც. ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უხვი ნალექის შედეგად მოვარდნილ წყალს მიწა და ღორღი ჩამოაქვს, რის გამოც გადაადგილების პრობლემებიც შეიქმნა.ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

✕