ტანსაცმელი

საზოგადოება • 1791138705

ტანსაცმლის 137 ნიმუშის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 49 მწარმოებელი იტყუება - რა საფრთხეს უქმნის ქსოვილის შესახებ ეტიკეტზე დატანილი არასწორი ინფორმაცია მომხმარებელს

ტენსელი - ეს არის ბუნებრივი ქსოვილი, წარმოებული მცენარეული ბოჭკოდან, შესაბამისად, სამოსის ეტიკეტი იძლევა ინფორმაციას, რომ ის ბუნებრივი მატერიისგან შეიკერა.ბოლო პერიოდის ტენდენციაა, რომ მომხმარებელმა ტანსაცმელი შემადგენლობის მიხედვით შეიძინოს. მკვლევრები კი დაინტერესდნენ, რამდენად შეესაბამება ეტიკეტზე დატანილი შემადგენლობა რეალობას.ევროკავშირმა ამისათვის ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა. გაირკვა, რომ კონტინენტის მასშტაბით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შეძენილი 137 ერთეულიდან 49 ეტიკეტი იტყუება.ანუ შემოწმებული მწარმოებლების 37% ცდილობს მყიდველი შეცდომაში შეიყვანოს. არწმუნებს, რომ სინთეზურის ნაცვლად ბუნებრივ ქსოვილს ყიდულობს, ან ეტიკეტზე საერთოდ არ უთითებს ისეთ შემადგენლობას, რაც შეიძლება რიგი მომხმარებლებისთვის ალერგიული გამოვლინების მიზეზი გახდეს. ამიტომ, ბაზრიდან, შემოწმებული სამოსის ნაწილი საერთოდ ამოიღეს.რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ბუნებრივი ქსოვილი უხარისხო და რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს ამგვარი ტანსაცმლისგან - ბუნებრივი ქსოვილი ტოქსიკური ხდება არაბუნებრივი საღებავებით შეღებვისას.ექიმები საკუთარი გამოცდილებით საუბრობენ. კლინიკებს პაციენტები სამოსიდან მომდინარე უხილავი საფრთხის შედეგებით ხშირად მიმართავენ.სახიფათო სამოსის შეუიარაღებელი თვალით ამოცნობა შეუძლებელია. ის, რომ ტანსაცმელი მავნეა, სხეულზე ექსპოზიციის შემთხვევაში ვლინდება, რისკ ჯგუფებს კი, ბავშვები, ალერგიული, მგრძნობიარე და პრობლემური კანის მქონე პაციენტები წარმოადგენენ.სამოსს ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად გარემოს დაზიანებაც შეუძლია. ეკოლოგები გარემოზე ტანსაცმლის ინდუსტრიის ნეგატიურ გავლენაზე საუბრობენ, ხსნას კი მხოლოდ სამოსის მოხმარების შემცირებაში ხედავენ.იმისთვის, რომ სამოსი არ იყოს უხილავი საფრთხის მატარებელი დედამიწისთვის, ეკოლოგები მოხმარების შემცირებისკენ მოგვიწოდებენ, ექიმები კი გვირჩევენ - უარი ვთქვათ მკვეთრ ფერებზე, ბუნებრივ ქსოვილზე გავაკეთოთ არჩევანი როდესაც ვირჩევთ შიდა ტანზე მომდგარ სამოსს და ტანსაცმელი შეძენიდან მოხმარებამდე აუცილებლად გავრეცხოთ.

ლენტა

სამართალი • 1791126324

თბილისში, ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო

თბილისში, ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო.არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ხილიანის ქუჩაზე მოხდა.დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ტელეფონი

რჩევები • 1791108353

ბრინჯი თქვენს სველ ტელეფონს ვერ გადაარჩენს - ნახეთ, რა მუშაობს სინამდვილეში

თანამედროვე iPhone და Android ტელეფონები წყლისგან ბევრად უკეთესადაა დაცული, ვიდრე ადრე იყო, თუმცა რიგ შემთხვევებში ისინი შესაძლოა მაინც დასველდნენ. დასველებული ელექტრონიკა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაშრეს და მრავალი ადამიანი ჩვევისამებრ მოწყობილობას ბრინჯში დებს, თუმცა ეს ცუდი იდეაა, წერს HowToGeek.მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბრინჯს არ გააჩნია რაიმე განსაკუთრებული თვისება, რაც დასველებული გაჯეტის გადარჩენის საშუალებას მოგვცემდა. სმარტფონი სრულიად ცარიელ ჯამშიც რომ ჩადოთ და გარკვეული დროით დატოვოთ, ეფექტი იგივე იქნება.დიახ, ბრინჯს შეუძლია წყლის შეწოვა, რაც კარგად ნაცნობია ყველასთვის,  თუმცა სითხის შთანთქმა ბრინჯის ხარშვისას და ტენის გამოდევნა ჰაერიდან ან სმარტფონის კორპუსიდან სრულიად განსხვავებული პროცესებია.მაგალითად, სილიკაგელი ტენის შეწოვაში ბრინჯზე დაახლოებით 10-ჯერ უფრო ეფექტურია. მას შეუძლია საკუთარი წონის დაახლოებით 40%-მდე წყალი შეიწოვოს, სანამ ზღვარს მიაღწევს. 5 გრამიანი სილიკაგელის პაკეტს დაახლოებით 2 გრამი ტენის შეწოვა შეუძლია, რასაც ჩვეულებრივ 24-48 საათი სჭირდება. ბრინჯი ასეთ შედეგს რომ მიუახლოვდეს, სმარტფონის მასში დატოვება ერთ კვირაზე მეტხანს მოგიწევდათ.ბრინჯის ტენის შეწოვის დაბალი უნარი პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. მარცვლები მუდმივად ეხახუნება ერთმანეთს, რის გამოც თანდათანობით წვრილი ბრინჯის მტვერი წარმოიქმნება.თუ სველ ტელეფონს ბრინჯში ჩადებთ, ეს ნაწილაკები შეიძლება დამტენის პორტში (პორტებში) და კორპუსის სხვა მცირე ხვრელებში მოხვდეს. ხოლო ტენი შესაძლოა ბრინჯის მტვერს შეერიოს და ის წებოვან მასად აქციოს, რომლის მოშორებაც ბევრად უფრო რთული იქნება.სინამდვილეში, სველი ტელეფონის გასაშრობად არც ბრინჯია საჭირო და არც რაიმე რთული პროცედურები. ხშირად საკმარისია უბრალოდ გამორთოთ სმარტფონი და მისცეთ დრო გაშრობისთვის.თუ სმარტფონი ძლიერ დასველდა, რეკომენდებულია:სასწრაფოდ გამორთოთ ტელეფონი, თუ ის თავისით არ გამოირთო;მოხსნათ შალითა და მოაცილოთ რაც შეიძლება მეტი წყალი მოწყობილობის ზედაპირიდან;ფრთხილად გამშრალოთ სმარტფონი პირსახოცით;გამოდევნოთ წყალი პორტებიდან მოწყობილობის ფრთხილად შენჯღრევით ან შებერვით;დატოვოთ ტელეფონი გასაშრობად საკმარისი დროით;დადოთ ის ვენტილატორთან ახლოს, რათა აორთქლების პროცესი დაჩქარდეს.ეს მარტივი ხერხები უმეტეს შემთხვევაში საკმარისი აღმოჩნდება, თუ სმარტფონს წყლისგან სერიოზული დაზიანება არ მიუღია. ამასთან, დაცვის მაღალი ხარისხიც კი, მაგალითად IP68, არ ნიშნავს მოწყობილობის აბსოლუტურ წყალგაუმტარობას.თუ ტელეფონმა წყლისგან სერიოზული დაზიანება მიიღო, ვერც ბრინჯი, ვერც სილიკაგელი და ვერც ხანგრძლივი შრობა აღდგენის გარანტიას ვერ მოგცემთ. ასეთ სიტუაციაში პროფესიონალური დიაგნოსტიკა გახდება საჭირო.

ათეროსკლეროზი

მსოფლიო • 1791025773

მეცნიერებმა ათეროსკლეროზის „ჩუმი“ ნიშნები აღმოაჩინეს - ცვლილებები ახალგაზრდების არტერიებშიც გამოვლინდა

ახალმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ათეროსკლეროზი - არტერიების კედლებში ცხიმოვანი ფოლაქების დაგროვება - შესაძლოა ბევრად უფრო ადრეულ ასაკში დაიწყოს, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული.კვლევაში დანიიდან და ესპანეთიდან 16 808 ადამიანი, 18-დან 70 წლამდე ასაკის, მონაწილეობდა. მონაწილეებს ცნობილი გულ-სისხლძარღვთა დაავადება არ ჰქონდათ და არტერიების მდგომარეობა სპეციალური ვიზუალიზაციის მეთოდებით შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ 18–29 წლის მონაწილეების დაახლოებით 1-ს 13-დან უკვე ჰქონდა ათეროსკლეროზის ნიშნები. მთლიანობაში კი კვლევის მონაწილეთა 57.1%-ში გამოვლინდა ე.წ. „ჩუმი“ ათეროსკლეროზი - ცვლილებები, რომლებიც სიმპტომებს ჯერ არ იწვევს.მკვლევრების მიხედვით, ახალგაზრდა ასაკში ფოლაქები ძირითადად ერთ სისხლძარღვოვან უბანში გვხვდებოდა. ასაკის მატებასთან ერთად კი ფოლაქების რაოდენობა და მოცულობა იზრდებოდა და რამდენიმე არტერიის ერთდროულად დაზიანება უფრო ხშირი ხდებოდა. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ათეროსკლეროზის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენამ შესაძლოა მომავალში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის ახალი შესაძლებლობები შექმნას. თუმცა, კვლევა არ ნიშნავს, რომ ფოლაქის მქონე ყველა ახალგაზრდა აუცილებლად განუვითარდება გულის დაავადება - საჭიროა რისკების ინდივიდუალური შეფასება. ათეროსკლეროზის „ჩუმი“ ნიშნები შესაძლოა წლების განმავლობაში ყოველგვარი სიმპტომის გარეშე ვითარდებოდეს. კვლევაში გამოვლენილი ძირითადი ნიშნებია არტერიის კედელში ათეროსკლეროზული ფოლაქების არსებობა, სისხლძარღვების კედლის გასქელება და ფოლაქების რაოდენობისა და მოცულობის ზრდა. ახალგაზრდებში ცვლილებები ხშირად მხოლოდ ერთ სისხლძარღვოვან უბანში გვხვდება და კლინიკურ ჩივილებს ჯერ არ იწვევს.ათეროსკლეროზის განვითარების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია არ მოწიოთ, იკვებოთ დაბალანსებულად, შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა და რეგულარულად ივარჯიშოთ. ასევე მნიშვნელოვანია არტერიული წნევის, ქოლესტერინისა და სისხლში შაქრის კონტროლი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანს დამატებითი რისკ-ფაქტორები აქვს. ცხოვრების წესის ცვლილებები ათეროსკლეროზის პრევენციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად მიიჩნევა.

ნნნ

პოლიტიკა • 1790959616

სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?

შესაძლოა ამას ზუსტად სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა იმისათვის, რომ შურისძიება განეხორციელებინათ, თითქოს არ იკმარა იმ 17-მა წელმა, რომელიც მიუსაჯეს- ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” პროგრამის მენეჯერი სანდრო ბარამიძე “ფორმულას” ეთერში აცხადებს, რითაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეს ეხმიანება.ბარამიძე სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის პროპორციულობას ეჭვქვეშ აყენებს.მისი თქმით, გაურკვეველია, რატომ განესაზღვრა დავითაძეს 17-წლიანი პატიმრობა და ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები, თუ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჭრილობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.“ეს ცალკე შესწავლის საკითხია, რა ჩაიდინა ასეთი. ნუ ვთქვათ, დაჭრა, კი ბატონო, ადამიანი. პოლიციელი დაჭრაო, ამას ვერ იტყვიან, სხვათა შორის, იმიტომ რომ თვითონვე წერენ, რომ ის პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ანუ, არა პოლიციელი, ჩვეულებრივი მოქალაქე დაჭრა. ახლა არც ჩვეულებრივი მოქალაქის დაჭრა შეიძლება, რა საკვირველია. მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, რომ 17 წლით გაამწესეს ციხეში. უამრავი კითხვებია და იმის თქმა, რომ დავითაძე ტყუის, ეს არ კმარა.”- აცხადებს ბარამიძე.

ფფფ

მსოფლიო • 1790953102

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ლიცეუმების ბლოკირებისა და ვანდალიზმის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება შესაძლოა არასრულწლოვანი დამრღვევების მშობლებს მოუწიოთ

 საფრანგეთში, ლიცეუმების ბლოკირებისა და ვანდალიზმის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება შესაძლოა არასრულწლოვანი დამრღვევების მშობლებს მოუწიოთ. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა რადიო RTL-ის ეთერში განაცხადა, რომ პროკურორებს მშობლების სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაყენება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაავალა.მინისტრის ცნობით, საპროტესტო ტალღის დაწყებიდან დღემდე პოლიციამ 2 000-მდე პირი დააკავა. ინიციატივის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უშუალოდ კანონიერმა წარმომადგენლებმა დააფინანსონ.„ზარალს არა არასრულწლოვანი, არამედ მშობელი იხდის - ეს დღეს მშობლების პასუხისმგებლობის საკითხიცაა. არსებობს კანონი, რომელიც ამის უფლებას გვაძლევს“, - აღნიშნა დარმანინმა. მისი თქმით, ეს მიდგომა ბევრად ეფექტურია, ვიდრე პატიმრობა, რომელსაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გამოიყენებენ.იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სკოლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე: „რას აკეთებენ 15-16 წლის მოზარდები, როდესაც ავტობუსის გაჩერებებსა თუ სკოლის დირექტორებს ესხმიან თავს? როდესაც ანგრევენ ლიცეუმებსა და ტრანსპორტს, მშობლების სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება“.ჟერალდ დარმანინმა იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლეები პროკურატურის ამ მოთხოვნას სრულად გაიზიარებენ.

გივი მიქანაძე

პოლიტიკა • 1790949531

გივი მიქანაძემ „გურიის მოამბის“, მისი მფლობელის, ვლადიმერ მენაბდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა შპს „გურიის მოამბის“, ასევე მისი მფლობელის ვლადიმერ მენაბდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახა ასკურავას წინააღმდეგ.მინისტრის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა და საინფორმაციო სააგენტომ 18 აგვისტოს და მომდევნო დღეებში ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია, რომელიც გურიის სოფელ არჩეულში მისი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას შეეხებოდა.„მიმდინარე წლის 18 აგვისტოსა და მომდევნო დღეებში შპს „გურიის მოამბის“, ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას მიერ ვებგვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა ჩემს შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებები, რაც წარმოადგენს პირად უფლებებზე განზრახ, არაერთგზის თავდასხმას.საქმეში სახეზეა ცილისწამების ნიშნები. გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდა მცდარ ფაქტებს, რომლებიც ზიანს აყენებს ჩემს ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას და მიზნად ისახავს კანონიერი ინტერესების დაზიანებას.დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით მივმართე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს. მოთხოვნაა - გავრცელებული განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დერმატოლოგი

საზოგადოება • 1790943660

„ჩუმი მკვლელი“, რომელიც სისხლძარღვებსა და ნერვულ ქსოვილებს აზიანებს - ზაზა თელია დიაბეტის ფარულ საფრთხეებზე საუბრობს

როგორ შეიძლება აისახოს მაღალი შაქარი თვალებზე, თირკმელზე, ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რატომ არის განსაკუთრებული ყურადღება საჭირო დიაბეტის დროს ტერფების მოვლაზე? - ამ და სხვა საკითხებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:„დიაბეტი სამწუხაროდ არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ზოგ შემთხვევაში არის თანდაყოლილი, ზოგ შემთხვევაში კი შეძენილი. ერთ-ერთი გართულება არის დიაბეტური ნეიროპათია. ეს არის ნერვული ქსოვილების დაზიანება, მათ შორის კიდურებზე და ხდება მგრძნობელობის დაქვეითება. ასეთ დროს პაციენტს ურჩევენ ფეხსაცმელი და წინდა ჩაცმის წინ შეამოწმონ, რადგან არ მოხდეს რაიმე საგნით ზეწოლა კანზე. ამ დაზიანებით შეიძლება ადამიანს ამპუტაციამდე მიუვიდეს საქმე. ძალიან რთულია შეხორცების პროცესი“, - აღნიშნა ზაზა თელიამ.

დერმატოლოგი

საზოგადოება • 1790878689

ამ დაზიანებით შეიძლება ამპუტაციამდე მივიდეს საქმე - ზაზა თელიას გაფრთხილება

როგორ შეიძლება აისახოს მაღალი შაქარი თვალებზე, თირკმელზე, ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რატომ არის განსაკუთრებული ყურადღება საჭირო დიაბეტის დროს ტერფების მოვლაზე? - ამ და სხვა საკითხებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:„დიაბეტი სამწუხაროდ, ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ზოგ შემთხვევაში არის თანდაყოლილი, ზოგ შემთხვევაში კი შეძენილი. ეს არის დაავადება, რომელიც არის, „ჩუმი მკვლელი“. ისეთ გართულებებთან არის დაკავშირებული, შესაძლოა თავიდანწარმოუდგენლად გვეჩვენებოდეს. ძირითადი პრობლემა არის ის,რომ აზიანებს სისხლძარღვებსა და ნერვულ ქსოვილებს. მუდმივი შაქრის მაღალი დონე აღწევს სისხლის მიკრო უჯრედებამდე და შესაბამისად ხდება სხვადასხვა ანთებითი პროცესი. აზოტის გამოყოფა მცირდება, შესაბამისადსისხლძარღვის კედლის შევიწროება, გაფართოება ირღვევა. ერთ-ერთი გართულება არის დიაბეტური ნეიროპათია. ეს არის ნერვული ქსოვილების დაზიანება, მათ შორის კიდურებზე და ხდება მგრძნობელობის დაქვეითება. ასეთ დროს პაციენტს ურჩევენ ფეხსაცმელი და წინდა ჩაცმის წინ შეამოწმონ, რადგან არ მოხდეს რაიმე საგნით ზეწოლა კანზე. ამ დაზიანებით შეიძლება ადამიანს ამპუტაციამდე მიუვიდეს საქმე. ძალიან რთულია შეხორცების პროცესი“, - აღნიშნა ზაზა თელიამ.

ბექა ძამაშვილი

პოლიტიკა • 1790851126

ბექა ძამაშვილი საია-ს ანგარიშზე: „არის საკმაოდ სუბიექტური, შეცდომაში შემყვანი და სახელმწიფოს დაზიანებაზე ორიენტირებული ინფორმაცია“

„არის საკმაოდ სუბიექტური, შეცდომაში შემყვანი და სახელმწიფოს დაზიანებაზე ორიენტირებული ინფორმაცია. ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რაოდენობა რაღაც საერთაშორისო სტანდარტს არღვევს ან ლიმიტს გადასცდა. სინამდვილეში, როგორც გაერო-ს, ისე ევროსაბჭოს წამების პრევენციის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, პატიმართა რაოდენობა არის დასაშვებ ლიმიტში“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა საია-ს მიერ გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან გაგზავნილი ანგარიშის შესახებ განაცხადა.ბექა ძამაშვილის თქმით, მონაცემები ისეა წარმოჩენილი, თითქოს პირობით ვადამდე გათავისუფლების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული, რაც ფაქტების საწინააღმდეგოა.„მიმდინარე წელს, მხოლოდ 8 თვეში 861 პირი გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ეს რაოდენობა უთანაბრდება გასული ორი წლის საერთო მაჩვენებელს. საია-მ ამ შემთხვევაშიც სუბიექტური მიზეზებისთვის გამოიყენა ეს ფორუმი და ნაცვლად იმისა, რომ ესაუბრა, როგორია პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში, მათ ზოგად კონტექსტში, თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაა გაუარესებული და თითქოს NGO სექტორი ვიწროვდება, ამ კუთხით გამოიყენეს, რაც საერთოდ არარელევანტური თემატიკაა ამ ანგარიშისთვის.თვითონ გაერო-ს და ევროსაბჭოს ექსპერტები ამბობენ, რომ ერთი შემთხვევაც კი არ უპოვიათ მათ, როდესაც ციხის ადმინისტრაცია პატიმარზე იძალადებდა. საია-ს არაფერი უხსენებია იმაზე, რომ 2012 წლის შემდეგ ერთი საჩივარიც კი არ მიუღია არც სტრასბურგის სასამართლოს და არც გაერო-ს კომიტეტებს დასაშვებად საქართველოს პენიტენციური სისტემიდან; რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში სტრასბურგში საჩივრების რაოდენობა 93%-ით შემცირდა“.მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საია პატიმრების რაოდენობის ზრდას ნარკოდანაშაულთან და, განსაკუთრებით, ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის გამკაცრებას უკავშირებს:„ანგარიშში ეს საკითხიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ არის დასმული და, ბუნებრივია, სახელმწიფო ამ თემას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ნარკოდანაშაულთან და ნარკორეალიზატორებთან მკაცრი პოლიტიკა უნდა იყოს და ასეც გაგრძელდება, რადგან ეს არის ყველაზე საშინელი დანაშაული, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებს არ აზარალებს და მომავალ თაობას, ფაქტობრივად, სპობს. შესაბამისად, თუ საია-სთვის ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, გასაგებია, მსგავსი ინფორმაციის გაგზავნა საერთაშორისო ასპარეზზე რა ინტერესებს ემსახურება“.

ბექა ძამაშვილი

პოლიტიკა • 1790847036

ბექა ძამაშვილი საიას ანგარიშზე: არის საკმაოდ სუბიექტური, შეცდომაში შემყვანი და სახელმწიფოს დაზიანებაზე ორიენტირებულად გაგზავნილი ინფორმაცია

არის საკმაოდ სუბიექტური, შეცდომაში შემყვანი და სახელმწიფოს დაზიანებაზე ორიენტირებულად გაგზავნილი ინფორმაცია, - განაცხადა გადაცემაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.მისივე თმით, ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რაოდენობა საერთაშორისო სტანდარტს არღვევს, ან რაღაც ლიმიტს გადასცდა და ა.შ. სინამდვილეში როგორც გაეროს, ისე ევროსაბჭოს წამების პრევენციის ექსპერტთა ჯგუფს აქვს შეფასება გაკეთებული, რომ პატიმართა რაოდენობა არის დასაშვებ ლიმიტში.„მონაცემები ისეა წარმოჩენილი, თითქოს პირობით ვადამდე გათავისუფლების რაოდენობა არის მკვეთრად შემცირებული. მიმდინარე წელს, მხოლოდ 8 თვეში 861 პირი გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ეს რაოდენობა უთანაბრდება გასული ორი წლის საერთო მაჩვენებელს. საიამ ამ შემთხვევაშიც სუბიექტური მიზეზებისთვის გამოიყენა ეს ფორუმი და ნაცვლად იმისა, რომ ესაუბრა როგორია პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში, მათ ზოგად კონტექსტში, თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაა გაუარესებული და თითქოს ენჯეო სექტორი ვიწროვდება, ამ კუთხით გამოიყენეს, საერთოდ არარელევანტური თემატიკაა ეს ამ ანგარიშისთვის.თვითონ გაეროს და ევროსაბჭოს ექსპერტები ამბობენ, რომ ერთი შემთხვევაც კი არ უპოვიათ მათ, როდესაც ციხის ადმინისტრაცია პატიმარზე იძალადებდა, მათ არაფერი უხსენებიათ იმაზე, რომ 2012 წლის შემდეგ ერთი საჩივარიც კი არ მიუღია არც სტრასბურგის სასამართლოს და არც გაეროს კომიტეტებს დასაშვებად საქართველოს პენიტენციური სისტემიდან. ბოლო 15 წლის განმავლობაში სტრასბურგში საჩივრების რაოდენობა 93%-ით შემცირდა. თითქოს პატიმრების რაოდენობის ზრდას უკავშირებს, რომ როდესაც სახელმწიფომ გაამკაცრა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, ანგარიშში ეს საკითხიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ არის დასმული და ბუნებრივია სახელმწიფო ამ თემას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს.ნარკოდანაშაულთან და ნარკორეალიზატორებთან მკაცრი პოლიტიკა უნდა იყოს და ასეც გაგრძელდება, რადგან ეს არის ყველაზე საშინელი დანაშაული, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებს არ აზარალებს და მომავალ თაობას ფაქტობრივად სპობს. შესაბამისად თუ საიასთვის ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, გასაგებია მსგავსი ინფორმაცია როცა იგზავნება რა ინტერესებს ემსახურება საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.იუსტიციის სამინისტრო, საიას ანგარიშს რეალურ ფაქტებს უპირისპირებს და სუბიექტურ და შეცდომაში შემყვანს უწოდებს მათ მიერ, გაეროს სპეციალური მომხსენებლისთვის გაგზავნილ ინფორმაციას. იუსტიციის მინისტრის მოადგილე, დამალულ ციფრებზე და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის არასწორად წარმოჩენაზე აკეთებს აქცენტს.

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

მსოფლიო • 1790782476

მტკიცებულებები მიუთითებს, რომ „ფლაიდუბაის“ პილოტს, რომელმაც მეორე პილოტი დანით დაჭრა, თვითმფრინავის ჩამოგდება ჰქონდა განზრახული - ბენიამინ ნეთანიაჰუ

მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ „ფლაიდუბაის“ პილოტს, რომელმაც მეორე პილოტი დანით დაჭრა, თვითმფრინავის ჩამოგდება ჰქონდა განზრახული, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ისრაელი მთავრობის ხელმძღვანელმა შემთხვევას „ძალიან სერიოზული უსაფრთხოების ინციდენტი“ უწოდა. ნეთანიაჰუს მტკიცებით, თვითმფრინავში თითქმის ყველა მგზავრი ისრაელი მოქალაქე იყო.„ერთ-ერთ მგზავრს გავესაუბრე. მან მითხრა, რომ თვითმფრინავი ციცაბო ვარდნაში გადავიდა. მიამბო, რომ ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრთან ერთად როგორღაც მოახერხა პილოტთა კაბინაში შეჭრა და მათ ერთობლივი ძალისხმევით შეაჩერეს პილოტი, რომელიც თვითმფრინავის სისტემების დაზიანებას ცდილობდა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ამის შემდეგ კაბინაში ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი შევიდა და თვითმფრინავის სტაბილიზაცია შეძლო.„მუდმივ კავშირში ვართ შესაბამის უწყებებთან, რათა უზრუნველვყოთ მგზავრების უსაფრთხოება და მათი მშვიდობიანი დაბრუნება სახლში“, — აცხადებს ნეთანიაჰუ და აღნიშნავს, რომ ისრაელი ასევე რეგულარულად აფასებს არსებულ ვითარებას. მისი თქმით, საუდის არაბეთში ეჭვმიტანილი დაკითხვაზე იმყოფება.ცნობისთვის, პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა. ინციდენტისას თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალები გაგზავნა. მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი ტაბუის აეროპორტში დაეშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელში სულ უფრო მეტად განიხილავენ ვერსიას, რომ „ფლაიდუბაის“ რეისზე საგანგებო შემთხვევა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.

✕