patriarqi

ისტორიები 1773786296

„პატრიარქის მომავალ სამყოფელში ოდნავ ბჟუტავდა სინათლე. კართან მოხუცი მონაზონი შეეგება... დეკემბრის ბოლო იყო, გარეთაც ციოდა და შიგნითაც...“ - უწმინდესის აღსაყდრების დღე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.ფეისბუქ გვერდი "თბილისური ამარკორდი" პატრიარქის აღსაყდრების ეპიზოდს (წყარო ჟურნალი "ეპიზოდი") იხსენებს. საზეიმო აღსაყდრების გამო ბანკეტი სასტუმრო „ივერიაში“ გაიმართა. შემდეგ კი მოტოციკლეტისტების ესკორტმა სიონის გვერდით, საპატრიარქო რეზიდენციამდე მიაცილა. რამდენიმე ნათესავიც მიჰყვა.პატრიარქის მომავალ სამყოფელში ოდნავ ბჟუტავდა სინათლე. კართან სოხუმიდან ჩამოყოლილი მოხუცი მონაზონი, მატუშკა მანიფა შეეგება, მუხლებში ჩაუვარდა, პატრიარქობა მიულოცა. მოხუცი წამოაყენა, თავზე ხელი გადაუსვა, დალოცა და ცარიელ შენობაში შევიდა.დეკემბრის ბოლო იყო, გარეთაც ციოდა და შიგნითაც. საგანგებოდ მორეცხილი იატაკს შავ ლაქებად აჩნდა სისველე. ოთახის კედლებზე წინამორბედ პატრიარქთა სურათები ეკიდა, ყველასთან მივიდა, გაჩერდა, პირჯვარი გადაიწერა და ქართული ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის მადლობა მოახსენა. შემდეგ ისევ გამოვიდა, ნათესავებს დაემშვიდობა.გულდამძიმებული წამოვიდა ნელი შიოლაშვილი, ბოლოს ნანახმა იმ დღის სიხარული ჩაუმწარა. შინდაბრუნებულმა დედას უამბო, როგორ ჩატარდა აღსაყდრება, როგორ მიაცილეს საპატრიარქომდე მათი საამაყო ბიძაშვილი და სრულიად მარტო, ერთი სუსტი, გაცრეცილი მოხუცის ანაბარად დატოვეს.- "როგორ, ჯალაბობიდან არავინ დარჩა?" - იკითხა დედამ.- "დედა, დღეიდან მისი ჯალაბობა მთელი საქართველოა და ის უნდა იყოს ყველას პატრონი." - უპასუხა ნელიმ.იმ საზეიმო დღეს ერთმა სასულიერო პირმა დანანებით თქვა: "პატრიარქმა ჩაიბარა სუდარაგადაფარებული ეკლესიაო."ეკლესიას მრევლი არ ჰყავდა, ქრისტიანობის მაღალი იდეალები ყოფით ჩვევებს შეეცვალა. არავინ იცავდა მარხვას, არ იღებდა ზიარებას. ცხვრის შეწირვა ღვთიურ ცხოვრებად მიიჩნეოდა. მოქმედებდა მხოლოდ 34 ეკლესია, 4 მონასტერი, იყო სულ 80 სასულიერო პირი, 7 მღვდელმთავარი. ეკლესიებში მოწყობილი იყო ბიბლიოთეკა, თეატრი, საწყობი, აბანოც კი. ისტორიული საპატრიარქო შენობა მილიციის მთავარ სამმართველოს ეჭირა. არსებობდა მხოლოდ ერთი სასულიერო სემინარია, არ იბეჭდებოდა არანაირი რელიგიური ლიტერატურა. გალობას და ხატწერას არავინ აქცევდა ყურადღებას. ახალ პატრიარქს არ ჰქონდა არავითარი დასაყრდენი, გარდა რწმენისა, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, ჩიხი, კედელი, მთავარია, რა ნაბიჯს გადადგამ.1989 წელს თავფარავნის ტბისა და ფოკას მონახულება გადაწყვიტა. საბჭოთა კავშირს იქ სასაზღვრო პუნქტი ჰქონდა გახსნილი და საგანგებო საბუთის გარეშე არავის უშვებდნენ. პატრიარქს თან პასპორტი არ აღმოაჩნდა და მესაზღვრეებმა უარი უთხრეს, ვერ გაგატარებთო. მოხერხდა და შეუშვეს იმ ადგილების მოსანახულებლად, საიდანაც წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა. დახვდა სრულიად დარღვეული ეკლესია და ხალხი, რომელთაც ქართულად ერთი სიტყვის წარმოთქმა არ შეეძლო.გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო: - "მე ვიქნები პირველი ქართველი, ვინც აქ ფუძეს გაიჩენს." ეკლესიის ახლოს მდგარი სახლი შეისყიდა და იქ ჩაეწერა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოფიციალური მისამართი გახდა - ბოგდანოვკის რაიონი, სოფელი ფოკა.საქართველოს ეკლესიამ ისტორიულად კუთვნილი ადგილი და აღიარება უნდა დაიბრუნოს - ეს გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. 10 წელი, 1979 წლის მაისიდან 1990 წლის 4 მარტამდე, განუწყვეტელი მოლაპარაკება მიმდინარეობდა, არაერთი დაძაბული შეხვედრა გაიმართა სტამბოლსა და თბილისში. მართლაც რომ, თითოეულ სიტყვაზე იყო დავა. ქართული მხარე მოითხოვდა ჩაწერილიყო არა „ვამტკიცებ“ ან „ვადასტურებ“, არამედ „ვცნობ უძველეს ავტოკეფალიას“ და მიაღწიეს ამას. რჩებოდა მირონის დამზადების უფლება. სრული ავტოკეფალიისათვის კი ეს უფლებაც აუცილებელია. ბერძენმა მღვდელმთავარმა განაცხადა: წმინდა მირონს ჩვენი ხარჯით გამოვგზავნით ხოლმეო.ილია მეორე წამოდგა, სახეზე შეუვალობა გამოესახა: - "ქართველი ხალხი ასეთ აღიარებას არ მიიღებს. ვერავინ იკისრებს ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობას, რომ ავტოკეფალიურმა ეკლესიამ მირონი კონსტანტინეპოლიდან მიიღოს!" - პატრიარქმა მოლაპარაკება შეწყვიტა და სტუმრებს დაემშვიდობა.მსოფლიო საპატრიარქო იძულებული გახდა, დაეთმო და მიეღო საქართველოს ეკლესიის პირობები. მირონის შესახებ ჩაიწერა: „გადაწყდეს ტრადიციის მიხედვით“. ტრადიციულად კი მირონი საქართველოში იხარშებოდა.წყარო: თბილისური ამარკორდი, ჟურნალი „ეპიზოდი“ ასევე დაგაინტერესებთ: "პატრიარქს დაუნახავს ბადეში დამწყვდეული მგელი. გვიყვება - მივედი ახლოს და დაუფიქრებლად შევყავი თითები ბადეშიო..." - საოცარი ისტორია, თუ როგორ იცნო მგელმა უწმინდესი„შეეძლო ტანსაცმელი სხვისთვის მიეცა, თვითონ კი დაგლეჯილით ევლო; არავის ჰგავდა“ - 2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა„გოგონას ძვრა ვერ უყვეს, იდგა ოთხი თვე გაქვავებული, გულში ჩაკრული წმინდა ნიკოლოზის ხატით“ - გაშეშებული ზოიას ისტორია, რომელმაც ყველა შეძრა

შუქი

საზოგადოება 1759087702

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. "თელასი" კონკრეტული უბნებისა და გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), ნადიკვარის დასახლების, ბეჟან კალანდაძის, წინანაურის, მარტვილის, იოსებ გრიშაშვილის, მეფე სოლომონ II, ნადიკვარის, ორთაჭალის, მანანა მელქაძის, შოთა ნიშნიანიძის, დიმიტრი გულიას, გორგასალის, დიდი ხეივნის,  გულუას და კრწანისის ქუჩებისმოსახლეობას.საბურთალოს და დიდუბის რაიონებიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), ვიქტორ ნოზაძის, შალვა გოგიძის, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის, გოდერძი ჩოხელის, ირინა ენუქიძის, გივი კვიჭიძის, გრიგოლ ფერაძის, კუკური გოგიაშვილის და ოლღა სოლოღაშვილის ქუჩების მოსახლეობას.ისნის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ნიაბის, ბეთანიის, მთავარანგელოზის, შაქრიანის, ბეღლეთის, სათემოს, დომინიკა ერისთავის, ახალუბნის, რუისპირის, გუმბრის, რაზიკაშვილის, სამრეკლოს, საინგილოს, კვესეთის, ობსერვატორიის, იუსტინე აბულაძის, ალადაშვილის, ნასაკირალის, ასათიანის, ნაქერალის, ჟონეთის, სომხეთის, განთიადის, სამხედროს, დმანისის, კონსტანტინე ერისთავის, ლადო მესხიშვილის, ფშავის, გედევანიშვილის, მახათას, მარინე თბილელის, თეძამის, ერევნის, კაიშაურის, კიკეთის, მარტყოფის, ხივინის, ბზიფის, კვალეთის, გალავნის, გოლოვნის და ოძისის ქუჩების მოსახლეობას. 

შუქი

დედაქალაქი 1758910188

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 29 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე:კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), ნადიკვარის დასახლების, ბეჟან კალანდაძის, წინანაურის, მარტვილის, იოსებ გრიშაშვილის, მეფე სოლომონ II, ნადიკვარის, ორთაჭალის, მანანა მელქაძის, შოთა ნიშნიანიძის, დიმიტრი გულიას, გორგასალის, დიდი ხეივნის,  გულუას და კრწანისის ქუჩებისმოსახლეობას.საბურთალოს და დიდუბის რაიონებიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), ვიქტორ ნოზაძის, შალვა გოგიძის, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის, გოდერძი ჩოხელის, ირინა ენუქიძის, გივი კვიჭიძის, გრიგოლ ფერაძის, კუკური გოგიაშვილის და ოლღა სოლოღაშვილის ქუჩების მოსახლეობას.ისნის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ნიაბის, ბეთანიის, მთავარანგელოზის, შაქრიანის, ბეღლეთის, სათემოს, დომინიკა ერისთავის, ახალუბნის, რუისპირის, გუმბრის, რაზიკაშვილის, სამრეკლოს, საინგილოს, კვესეთის, ობსერვატორიის, იუსტინე აბულაძის, ალადაშვილის, ნასაკირალის, ასათიანის, ნაქერალის, ჟონეთის, სომხეთის, განთიადის, სამხედროს, დმანისის, კონსტანტინე ერისთავის, ლადო მესხიშვილის, ფშავის, გედევანიშვილის, მახათას, მარინე თბილელის, თეძამის, ერევნის, კაიშაურის, კიკეთის, მარტყოფის, ხივინის, ბზიფის, კვალეთის, გალავნის, გოლოვნის და ოძისის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება

შუქი

დედაქალაქი 1749060140

5 ივნისს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 5 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ჭალის, სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, რუსთავის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის, ჟორდანიას, ღოღობერიძის, სადგურის და ვაგზლის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის,  ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), მხატვრების დასახლების (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), ბესარიონ ჟღენტის, პაბლო პიკასოს, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის, ამაშუკელის, ჩხიკვაძის, მუზაშვილის, ინტენსიფიკაციის, ძოწენიძის, ხომლის, კაპანელის, აბულაძის, შატილის, დათუაშვილის, შალვა გოგიძის, გოდერძი ჩოხელი, შალიკაშვილის, გივი კვიჭიძის, ვიქტორ ნოზაძის, ოლღა სოლოღაშვილის, ირინა ენუქიძის, გრიგოლ ფერაძის და კუკური გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. 

შუქი

საზოგადოება 1748963197

უბნები თბილისში, სადაც შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ მისამართები

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.კომპანიის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ჭალის, სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, რუსთავის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის, ჟორდანიას, ღოღობერიძის, სადგურის და ვაგზლისქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ქართულ- ამერიკული მეგობრობის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IIIმიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), მხატვრების დასახლების (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), ბესარიონ ჟღენტის, პაბლო პიკასოს, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის, ამაშუკელის, ჩხიკვაძის, მუზაშვილის, ინტენსიფიკაციის, ძოწენიძის, ხომლის, კაპანელის, აბულაძის, შატილის, დათუაშვილის, შალვა გოგიძის, გოდერძი ჩოხელი, შალიკაშვილის, გივი კვიჭიძის, ვიქტორ ნოზაძის, ოლღა სოლოღაშვილის, ირინა ენუქიძის, გრიგოლ ფერაძის და კუკური გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თელასი

დედაქალაქი 1743714268

4 აპრილს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 4 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს „თელასი“ ავრცელებს.კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის, პეტრიწის, ბობ უოლშის და ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, 26 მაისის მოედნის, სააკაძის მოედნის, საბურთალოს, ხვიჩიას, ბალანჩივაძეების, ცინცაძის, ბახტრიონის, იოსებიძის, კოსტავას, იყალთოს და სულაკაურის ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, დუმბაძის გამზირის, ვარდისუბნის, საზანოს, სამეგრელოს და 26 მაისის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ხეივნის, ომარ ხიზანიშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვაზისუბნის დასახლების, აეროდრომის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის, კვაჭანტირაძის, მუსხელიშვილის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, ლაისტის, უორდროპის, მიკოლა ბაჟანის, აჰმედ ჯავადის, მეგობრობის, აფშინაშვილის, მიხეილ აბრამიშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, ძეგლევის, ლაღიძის, ზურაბ ჩაჩუას, შანდორ პეტეფის, 17 შინდისელი გმირის, ოსიპ მანდელშტამის, კალოუბნის, სამგორის, ნოე რამიშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების, ჯავახეთის და კაკაბეთის ქუჩების მოსახლეობას.ნაძალადევის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვის უბნის დასახლების X, XI მიკრორაიონების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ქუთათელაძის, ანაპის 414-ე დივიზიის, დომენტი ჟღენტის, შროშის, ჩარგლის, ურეკის და ამაღლების ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ნათურა

დედაქალაქი 1741629453

11 მარტს შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს „თელასი“ ავრცელებს.კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, მედეა ჩახავას, უნივერსიტეტის, მარიკა ბარათაშვილის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, პეტრე ქავთარაძის, ლორთქიფანიძის, ჩხეიძის, სხირტლაძის, გიორგი გეგეჭკორის და ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, გოდერძი ჩოხელის, ნაქულბაქევის, სამაჩაბლოს, დემეტრე თავდადებულის, კოსტავას, ბერულავას, ასი ათასი მოწამის, ზუხბაიას და ხელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ღლონტის, ჭირნახულის და ტყემალაძის ქუჩების მოსახლეობას.ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის, გუდამაყრის და სანერგეს ქუჩების მოსახლეობას.ისნის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, რიჩარდ ჰოლბრუკის, ისნის, ფერიცვალების, ლეხ კაჩინსკის, დოლაბაურის, დესპინე გელოვანის, კაჭარავას, ზახაროვის, ჩეხოვის, მეფე სოლომონ ბრძენის, მათიაშვილის, სოლომონ დოდაშვილის, სოფრომაძის, სანაპიროს, შავსოფლის, ონიანის, დუტუ მეგრელის, წერნაკის, ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, რუისის, ბოჭორიძის, ბოდბის, ბოჭორმის, ჯორჯაძის, უჯარმის, იალბუზის, სამასი არაგველის, ურბნისის, პატარძეულის და იორის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

შუქი

დედაქალაქი 1731351706

ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - „თელასი“ აბონენტებს აფრთხილებს

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12 ნოემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:გლდანის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, თიანეთის, აკაკი ვასაძის, ბოჭორიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზაბავრის, ხარაძის, ილია ვეკუას და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, თიანეთის, აკაკი ვასაძის, ბოჭორიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზაბავრის, ხარაძის, ილია ვეკუას და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მოსახლეობას.კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), ჩხეიძის, ნუგზარ შატაიძის, ბერძნის, ოფრეთის, გორგასალის, ეფრემ მცირეს და გრიშაშვილის ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, აფრიკის დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ქინძმარაულის, ველისთავის და რქაწითელის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, გერგედავას, ნაქულბაქევის, თორნიკე ერისთავის, ბერულავას, გოდერძი ჩოხელის, ზუხბაიას, სამაჩაბლოს, აფხაზეთის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ცაგერის კულტურის ცენტრში სპექტაკლის ,,ადამიანთა სევდა“ პრემიერა გაიმართა

რეგიონი 1728467773

ცაგერის კულტურის ცენტრში სპექტაკლის ,,ადამიანთა სევდა“ პრემიერა გაიმართა

ცაგერის კულტურის ცენტრში გაიმართა სპექტაკლის პრემიერა, რომლის რეჟისორი გახლავთ დარეჯან საღინაძე.საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მუნიციპალური თეატრების ხელშეწყობის მიზნით, გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ცაგერის კულტურის ცენტრმა, რის შედეგადაც სამინისტროს მიერ დაფინანსდა ცაგერის სახალხო თეატრის სპექტაკლი ,,ადამიანთა სევდა“ - გოდერძი ჩოხელის ნაწარმოების მიხედვით, თანადამფინანსებელი ცაგერის მუნიციპალიტეტი.სპექტაკლში გრიგოლ მდივნის სახელობის ცაგერის სახალხო თეატრის დასთან ერთად მონაწილეობდნენ ლეჩხუმელი ახალგაზრდები, ნიჭიერი თაობა, რომელთაც უყვართ ქართული თეატრი და სასცენო ხელოვნება, ისინი აქტიურად არიან ჩართული მშობლიური კუთხის კულტურულ ცხოვრებაში.აღსანიშნავია, რომ სპექტაკლმა დიდი წარმატებით, აპლოდისმენტების თანხლებით ჩაიარა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე.ცაგერის კულტურის ცენტრში, გრიგოლ მდივნის სახელობის თეატრში კიდევ ერთი დაუვიწყარი სანახაობა შედგა.ღონისძიებას ესწრებოდნენ: რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, თეატრალური საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამაზ დაუშვილი, მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ონისე ჩაკვეტაძე, ბიზნესმენი სერგო ხაბულიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

goderdzi

კულტურა 1727874054

"დედამისმა გამოქვაბულში, მარტომ იმშობიარა. მერე მწყემსიც გამოჩენილა. ასეთი ბიბლიური დაბადება იშვიათია..." - გოდერძი ჩოხელს მეგობრები იხსენებენ

2 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელი 70 წლის გახდებოდა. 53 წლის მეტი ვერ იცოცხლა. არადა, რამდენი რამ ჰქონდა სათქმელი და დასატოვებელი… მაგრამ მეტი ვერ გაძლო, ხორცის სამოსში ამოიხუთა.ადამიანთა სევდის შემგროვებელს, მუდმივად სულის გათავისუფლება სურდა… სურდა და თავისუფალი გაფრინდა კიდეც. დაგვიტოვა სევდით და საფიქრალით გაჯერებული, ნააზრევით მაძღარი შემოქმედება. გულიდან წამოსული სუფთა სიტყვებად დაწერილი და გადაღებული დატოვა და მარადისობას შეერწყა… თუმცა მაინც აქ არის და იქნება მანამ, სანამ მისი შემოქმედება იარსებებს.მისი შემოქმედება ხშირად რომ ვიკითხოთ და ფილმებად ვნახოთ, ბოროტების ჩადენის სურვილი დაგვეკარგება და გავკეთილშობილდებით; რა მარტივია, მაგრამ...გოდერძის ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე ისე უყვარდა, ფოლკლორისტ წყვილს სამივე შვილი მოუნათლა,  ამისთვის თურმე სპეციალურად იღებდა კურთხევას. ფასდაუდებელ შემოქმედს "პრაიმტაიმის" მკითხველისთვის სწორედ ეს ძვირფასი ადამიანები იხსენებენ.ამირან არაბული: გოდერძის დაბადებაც ისევე უჩვეულო იყო, როგორც მისი ცხოვრება; თუნდაც იმით გამორჩეული, რომ ღია ცის ქვეშ დაიბადა; დედამისი - ლელა დეიდა, ცხვარ-ძროხას საძოვარზე მიერეკებოდა;  "ხოსრო კლდე" ჰქვია იმ ადგილს, სადაც მუცელი ასტკივებია; გამოქვაბულს შეაფარა თავი; მარტომ იმშობიარა; მერე ნათესავი მწყემსიც გამოჩენილა; ასეთი ბიბლიური დაბადება იშვიათია; ასე დაიბადა გოდერძი ჩოხელი.თავიდან ფეხამდე წრფელი ადამიანი იყო, ბავშვის გულითა და ისეთი კრიალა თვალებით, როგორც ახალდაბადებულ ბავშვს აქვს, მასში არაფერი არაბუნებრივი და მოჩვენებითი არ იყო. ჩემი თაობისთვის მაშინდელი სტუდქალაქი ცალკე სამყაროა, მთელი საქართველო იყო სტუდქალაქში თავმოყრილი: სხვადასხვა კუთხის ქართველებით, ერთმანეთის იმედად იყვნენ ეს კორპუსები. უცხოს არავინ არავის დააჩაგვრინებდა სტუდქალაქში, იქ გავიცანი გოდერძი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო, არც გამომეტყველებით, არც სიტყვით, არც თავისი უცნაურობებით. არც მოჩხუბარი იყო, დევგმირის მხარ-მკლავი არ ჰქონდა, მაგრამ თუ მსგავსი სიტუაცია იქმნებოდა, უკან არასდროს იხევდა. გული ჰქონდა დიდი და უშიშარი.მე მოწმე ვარ, როგორ იქმნებოდა მისი რომანები, ნოველები, მოთხრობები. იმ კორპუსში, სადაც ის ცხოვრობდა თავი მოეყარათ ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსულ თანატოლებს - ყაბარდობარყალებს, ჩეჩნებს, ინგუშებს. გოდერძი მეორე სართულზე ცხოვრობდა, ხმაური არ უყვარდა ერთი ფანჯარა ჰქონდა მის ოთახს, სქელი ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული, ხელი რომ არავის და არაფერს შეეშალა და იჯდა და ან კითხულობდა, ან წერდა. რამდენი დღე დაგვიღამებია და ღამე გაგვითენებია ერთად გოდერძის ოთახში; რაიონიდან ჩამოსულ ახლობლებს შეიფარებდა, ღამეს ათევინებდა, გულუხვი და გამეტებული იყო, ღამის გათევას ვის დაამადლიდა; ბევრი მოთხრობა და ნოველა პირველად მე წამიკითხა; შაბათ-კვირას ჩოხში მიდიოდა, დედასთან და გზაზე მიმოსვლაში ხარჯავდა ფულს.ერთი პერიოდი ფილოსოფიური ლიტერატურით იყო გატაცებული; მისი მაგიდა სავსე იყო ფილოსოფიური ხასიათის წიგნებით; იქიდან მის სულსა და გულში რჩებოდა მიღებული ცოდნა და მერე სხვადასხვა სახით იყენებდა ნაწარმოებებში. ძნელია ასე ისაუბრო გოდერძიზე, მის პიროვნულ პორტრეტს და დამახასიათებელ შტრიხებს რაღაც აკლდება, იკარგება.იყო სევდიანი, ჰქონდა პერიოდები ძალიან დამძიმდებოდა, დასევდიანდებოდა და მერე გამოდიდა ამ მძიმე მდგომარეობიდან.გვიხაროდა მთაში წასვლა - ჩემს ჯუთაში მივდიოდით, მის ჩოხში მივდიოდით; მოგვწონდა უფროსებთან ურთიერთობა, მშობლებთან, ნათესაობასთან.ვერ გაუძლო წუთისოფელს, ბოლო ხანებში მასთან მივდიოდი და ვთავაზობდი, წავიდეთ გუდამაყრის ხეობაში-მეთქი. ძალიან გამხდარი იყო, შემომხედა, გაიღიმა და ვერაო, მითხრა.გარეთ გასვლას და ადამიანებთან შეხვედრას ძალიან ერიდებოდა; მერე კლინიკაში მოათავსეს, თანდათანობით დამძიმდა და უფრო გაუჭირდა, დეპრესიიდან ვერ გამოვიდა.ეთერ თათარაიძე: – გოდერძი ჩემმა ქმარმა, ამირან არაბულმა გამაცნო. თუმცა იმ დროს, ამირანსაც ჯერ კიდევ "ნახევრად" ვიცნობდი. გოდერძი და ამირანი სხვადასხვა კორპუსებში ცხოვრობდნენ, მაგრამ დღე და ღამე ერთად იყვნენ.პირველი ხალხური პოეზიის საღამო რომ ჩატარდა, მეორე დღიდან ჩემთან, სახლში ხალხის უწყვეტი დენა დაიწყო. მომსვლელთა შორის იყვნენ ამირან არაბული, ტარიელ ხარხელაური…ბინა სოლოლაკში მქონდა დაქირავებული. ამირანი მეუბნებოდა, მეც იქით მაქვს საქმეო, ყოველთვის “ამთხვევდა” და სოლოლაკისკენ საუბრებით მივდიოდით. ძალიან სანდო ადამიანი იყო და სულ არ მიშლიდა ხელს, რომ მომეტყუებინა, ახლა სხვაგან უნდა წავიდე-მეთქი. არაფერში არ მჭირდებოდა ეს ტყუილი.გზადაგზა მიამბობდა, ისეთი მწერალი უნდა გაგაცნო, გაგიჟდებიო. თან რეჟისორია და თან წერს. ძალიან მალე მთელი საქართველოსთვის ცნობილი და ძვირფასი შემოქმედი გახდებაო.ისე აღმიწერდა გოდერძი ჩოხელს, ფიზიკურადაც მართლა შთამბეჭდავი და ბუმბერაზი მეგონა. ერთ დღესაც გამოვედი უნივერსიტეტიდან, ამირანიც დამხვდა გარეთ, იმ დღესაც სოლოლაკში ჰქონდა "საქმე". მივდივართ და ჩაის სახლსა და პეტრიაშვილის ასახვევს შორის, მოდის გოგო-ბიჭი, ხალხისგან გამორჩევით.აი, გოდერძი მოდის და უნდა გაგაცნოო, ამირანმა მითხრა. გავხედე და დაბალი ბიჭი მოდიოდა. მე გოდერძი ჩოხელს ველოდი… და ხალხში დავუწყე თვალებით ძებნა, რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მოგვიახლოვდა ეს წყვილი და უცებ ბიჭმა დაიყვირა, ეთეროოო. გიჟმაჟი იყო, სრულიად საყვარელი…ჩემს წინ საშუალო სიმაღლის ბიჭი იდგა, მეგობარ გოგონასთან ერთად. შავი დერმატინის ქურთუკი ეცვა. ეს დრო იყო, ოქტომბერი. მარცხენა ხელით დამჯუჯგნა, მიმჯუგნა, მაგრამ მარჯვენა ხელი ჯიბიდან არ ამოაქვს. ოდნავ ნასვამი ჩანდა. (მერე, როცა გავიცანი, უკვე ვიცოდი, როგორი იყო სევდების შემგროვებელი ნასვამიც, შეზარხოშებულიც, ფხიზელიც.) იყო ოდნავ გათამამებული განწყობით. საით მიდიხართო, გვეკითხება და აღარ ასუნთქებს ამირანს. აქეთ მე დიდი ნაცნობივით რაღაცებს მეუბნება.უცებ მარცხენა ხელი დაირტყა თავზე, უი, როგორ დამავიწყდა, ვინ უნდა გაგაცნოო. მარჯვენა ხელის ამოძრავება დაიწყო: ისეთი მაგარი ტიპია გაგიჟდებიო. ხელი ამოიღო და ხელში უჭირავს ცოცხალი ბაყაყი. ეს ჩემი და ამირანის საზიარო ბაყაყია, დღეს ჩემი მორიგეობაა, მე ვასეირნებ. უბრალოდ, შესცივდა და ჯიბეში ჩავისვიო. ახლა ბაყაყს ეუბნება, ეს არის ეთერო, გაიცანი, იცი, რა მაგარი ლექსები აქვსო. ვაიმე… რამდენი სიგიჟე და ბედნიერი დღე გვაქვს ერთად გატარებული.მას შემდეგ სულ ჩვენთან ერთად იყო და უალტერნატივოდ, მისივე განცხადებით, ამირანის მეჯვარე უნდა ყოფილიყო. ამ "თანამდებობაზე", სხვა აღარავინ არ განიხილებოდა. მერე მე და ამირანი დავქორწინდით. ჩვენი სამივე შვილი გოდერძიმ მონათლა. საამისოდ სპეციალურ კურთხევას იღებდა.თუშეთი არ მინახავსო, მითხრა. ამირანსაც უნდოდა იქ მოხვედრა, დავგეგმეთ და სამივე წავედით. ცნობილი ფოტო, მე ალუმინის "ლახანკაში" მაქვს ხელები ჩაყოფილი და რაღაცას ვრეცხავ, გოდერძი უკან ზის, ფეხი ფეხზე გადადებული, იმ დროს არის გადაღებული.ეთერო, რა არის? რა დაბალი კარები გაქვთ, ამ თუშებს, რა რკალივითო? შევალ თავს ავახლი, გამოვალ – თავს ავახლიო. მე ვუთხარი, შენი სიმაღლის კაცისთვისაც ჭკუის სასწავლებლად არის ეს კარები მოგონილი-მეთქი. სტუმრად რომ მიდიხარ სხვის სახლში, თავი უნდა დახარო და თავდახრილი უნდა შეხვიდე-მეთქი. მერე სულ ამას იგონებდა.ჩვენთან სულ ხალხი იყო. დედამ თქვა, ბიძის სახლში გაგიშლით საწოლებსო. ლამფით წავედით. დედამ მანამდე დალაგება ვერ მოასწრო და მოგვიბოდიშა, აივანზე ობობების ქსელების ჩამოწმენდა ვერ მოვასწარი, ლამფა მომინათეთ და ახლა ცოცხით ჩამოვწმენდო. გოდერძიმ იყვირა, ხელი არ ახლო, დავიხაროთ, გავძრეთ ქსელების ქვეშ, ლამფა მივანათოთ და ვუყუროთ, როგორ ქსოვენ ქსელებსო. მეც მომეწონა იდეა. ერთი ჭკუისანი ვიყავით.მე წავედიო, დედამ, თუ გინდათ მთელი ღამე ქსელების ქსოვას უყურეთო. ხოხვით გავძვერით აივანზე, ისე რომ ქსელები არ ჩამოგვეწყვიტა. ვისხედით და ვუყურებდით საოცარ პროცესს. თუშეთში ყოფნის დროს, ხელი არ გვიხლია ქსელებისთვის, გავძვრებოდით, გამოვძვრებოდით. ქსელები ფრიალებდა ქარში.ერთხელ მოვიდა და მოიტანა ჟურნალი, სადაც მისი მოთხრობა "ცასწავალა" იყო დაბეჭდილი. აუცილებლად წაიკითხეთ ეს ძალიან მაგარი მოთხრობა. ღამე მოვიდა და ჩემს სამივე შვილს მოუტანა "ცასწავალა". და სამივეს გაუკეთა წარწერა. “მინდია, შენი ნათლია მთვრალია.” “ანანო, შენი ნათლიაც მთვრალია”. “მარიამ, შენი ნათლია ხომ მთვრალია და მთვრალია.” ფლომასტერით დააწერა და თანდათან ხუნდება და გული მისკდება. არ მინდა, რომ გახუნდეს.ფანტასტიკურ, გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა. თავის შექმნილში. ჩემი და ამირანის თვალწინ გამოიგონა, როგორ შეუყვარდა ერთი გოგო. მონოსპექტაკლების დიდოსტატი იყო. ეს ყველაფერი ხომ გამოიგონე, როგორ ახერხებ ამას-მეთქი? ეს შენ გამაგებინე, როგორ წერ და როდინდელს წერ შენს ლექსებში, რა იცი, რომ ეგრე წერო? ერთმანეთის გვიკვირდა. ახლა უფრო ვხვდები, რამდენი რამის გაკეთება შეეძლო კიდევ.როგორ ვერთობოდით…სულ სევდიანი იყო, მაიმუნობის დროსაც კი. ბევრს ვგიჟობდით, არც კი დაიჯერება, ისეთ რამეებს. ამირანი ხომ ჩუმია და პირველი წამომწყები ეგ იყო.მძიმე ბავშვობა ჰქონდა გამოვლილი. დედა მისთვის ხატი და ფრესკა იყო. ლელა დეიდა რომ კვდებოდა, გოდერძიმ დაგვირეკა, დედა კვდება და ჩქარა წამოდითო. მე, ჩემი და, ლელა და ამირანი ჩავედით ფასანაურში. მძიმედ იყო, ვერ საუბრობდა ლელა დეიდა უკვე. შეგვხედა, გვიცნო და მზერა ჩვენზე შეაჩერა, გოდერძი მარტო არ იყო, იფიქრა, ალბათ. საითაც გოდერძი წავიდოდა, თვალებით დაჰყვებოდა. ეს სურათი თვალწინ მიდგას. რომ გარდაიცვალა, გოდერძი სრულიად განადგურდა. მასზე ძვირფასი არავინ ჰყავდა ამქვეყნად. მერე უკვე ცოლი, ნინო და ვაჟები იყვნენ მისთვის ყველაფერი…დედის შემდეგ სხვანაირად ჩაღრმავებული გახდა. არავინ იცის, ადამიანის სულის ხვეულები საით მიემართება.სანამ ავად არ გახდა, მთელი ცხოვრება ერთად გვაქვს გამოვლილ-გადავლილი. მისი ოჯახის შემდეგ, მგონია, რომ ჩვენ აღარ გვყავს გოდერძი, ჩვენ დაგვაკლდა… ალბათ, ბევრს აკლია ასე…ვგიჟდები მის მოხევე და ხევსურ მეგობრებზე. ხელისგულზე ატარებდნენ. მაგრამ დეპრესიულ სივრცეში რომ ხვდები, მერე ეტყობა, ძნელია მას გაუმკლავდე.აქ ყოფნით დაიღალა.ამქვეყნიური მატერიალური არ ადარდებდა. სიხარბე რა იყო, არ იცოდა. ფილმმა "ცოდვის შვილებმა" გრან-პრი რომ ამოიღო, 90-იანების ჩაბნელებულ დიდ დიღომში, ლამფებით განათებულ ჯიხურებში, ერთ ღამეში დაურიგა ქალებს აღებული ფული. სოლიდური თანხა. ერთმანეთზე გადაბმული ოცი ჯიხურის მოვაჭრე ქალებს.წინა ღამეს, როცა შეიტყო რომ პრიზი მიიღო, ღამით მოვიდა, სამ საათზე, მინდიას ეძახდა, აკვანში მყოფ ჩემს შვილს. შენ გეკუთვნის ის გრან-პრიო. მინდიას არ უტირია, დაჭყეტილი უყურებდა მთელი ღამე.შეეძლო ტანსაცმელი სხვისთვის მიეცა, მას დაგლეჯილი სამოსით ევლო. წარმოუდგენელი ადამიანი იყო. არც არავის ჰგავდა.მისთვის სათქმელი დამიგროვდა. სამყაროს სხვანაირად ვხედავ. მენანება, რომ თვითონ ვეღარ ხედავს სამყაროს.გოდერძის ვეტყოდი, რომ ადამიანებმა სიყვარულის უნარი უარესად დაკარგეს. გული არ დაგწყდეს, ჩვენ მხოლოდ დაღლა და ტანჯვა გამოვიარეთ-მეთქი. შენს შემდეგ უსიყვარულო საქართველოში ვიცხოვრეთ, ჩვენ თაობას როგორ გვიყვარდა ერთმანეთი-მეთქი, ვეტყოდი. ქართველებს კი ახლა ერთმანეთი ეჯავრება-მეთქი. ამას უეჭველად ვეტყვი, როცა ვნახავ. იქ იმდენი მაქვს სათქმელი, აქ რაღა დამრჩა თორემ. „სანამ დედა ცოცხალია, მანამდე სიკვდილისა არ გეშინია, რადგან თავისი სუსტი ბეჭებით წინ ეღობება სიკვდილს..." - გოდერძი ჩოხელის განუმეორებელი სიტყვები დედაზერა წერილი დაწერა დეპრესიაში მყოფმა გოდერძი ჩოხელმა უკანასკნელად - აი, რას გვიამბობს უახლოესი მეგობარი

chxei

კულტურა 1727794011

„მისი გული ბევრ დარდს და ტკივილს იტევდა...“ - გენიალური გოდერძი ჩოხელი 70 წლის გახდებოდა

შემოდგომა გენიალური მწერლის და კინორეჟისორის, გოდერძი ჩოხელის დროა. 1954 წლის 2 ოქტომბერს, ის დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა. მას მოიხსენიებენ კაცად, რომელიც სამყაროს მანათობელი და სინდისია.მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩოხში იმართება. ამ დღეს იკრიბება ყველა, ვინც იცნობდა და ვისაც მოგონებები აკავშირებს გოდერძისთან. გოდერძი, 2007 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა, გულის უკმარისობით 53 წლის ასაკში.გუდამაყრელ მწერალს, გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ, პოეტი, მარიამ წიკლაური იხსენებს. "გოდერძი ჩოხელი, პირადად გავიცანი, როგორც გამომცემლობა „ბაკმის“ რედაქტორმა, როცა მას სახლში ვეწვიეთ. იმ წლებში, 90-იანების ბოლოს,დიდხნიანი პაუზის შემდეგ, გოდერძის გამოცემა გადაწყვიტა გამომცემლობამ, სერიაში, „თანამედროვე ქართული მწერლობა“. კრებულის სათაური იყო „სულეთის კიდობანი“. ეს ნაწარმოები მის რომანებში ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია. გოდერძი ჩოხელი პირველივე პუბლიკაციებით გამორჩეული ავტორი იყო. ამდენი წლის მერეც, ახალ ათასწლეულშიც,მის პროზას არ დაუკარგავს თავდაპირველი პეწი დამშვენიერება, ღრმა სულიერი ფასეულობები. და გამორჩეულ ავტორადაც დარჩება.გოდერძი დედით წიკლაური იყო, ჩემს შესახებაც იცოდა შეხვედრამდე და გავიხარეთ ერთმანეთის ნახვით.საოცარი თავმდაბლობა ახასიათებდა ურთიერთობაში.ცხადია,მისთვის ნებისმიერი ქართველი ძვირფასი იყო. პირველი შეხვედრისას მაჩუქა წიგნი, „თევზის წერილები“ და დააწერა: ჩემსდედის ძმისშვილს, მაია წიკლაურს. ამ კრებულს და ავტოგრაფს ვინახავ , როგორც უძვირფასეს რელიქვიას.გოდერძის შემოქმედება მიყვარს, ის სულიერი ღირებულებები და ფასეულობები, რასაც გოდერძის ლიტერატურა  ატარებს, ეს არის მშვენება ქართული ლიტერატურისა და ზოგად საკაცობრიოცაა ,ამავდროულად. ცხადია მისი ფესვი, დიდი ქართული ტრადიციებიდან მომდინარეობდა, ქართული ფოლკლორიდანაც, ქართული სოფლის ყოფიდანაც. მისი სუფთა, შეურყვნელი , მართალი და სარწმუნოებრივი სიტყვიერების გამო ერგო იმგვარი სიყვარული, რომელიც მწერალს იშვიათად ერგება ხოლმე. რჩეულთა შორისაა. მე რომ მკითხოთ, გოდერძი ჩოხელის ლიტერატურა, სკოლებში უხვად უნდა ისწავლებოდეს.ცრემლი გინდა თუ სიცილი, ტკივილი, ფილოსოფიური აზრი, ეროვნული, ადამიანური - ყველაფერია მის ნაწარმოებში. მიყვარს მისი სევდა, მისი ფიქრი სიკვდილზე, საიქავ-სააქაოს ერთიანობაზე...თავად იყო დარდების შემგროვებელი, დაეძებდა დარდებს, არ გაურბოდა მათ და თვალს არ უხუჭავდა იმ ტკივილებს, რასაც ადამიანი დაატარებს. მას, როგორც კარგ შემოქმედს ჰქონდა, ინტუიციური დამოკიდებულება მოვლენებისადმი სამყაროში.  შიშველი ნერვით გრძნობდა ყველა ტკივილს და გულზე გაუდიოდა ყველაფერი, რაც საქართველოს თავს ტრიალებდა. მისი პროზა არის, ძალიან ძვირფასი მემკვიდრეობა ქართული ლიტერატურისთვის. მის შემოქმედებას მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა, მინიატურების კონკურსი დაარსდა მისი სახელობის, მასზე წიგნები გამოიცა, ითარგმნა თავად მისი შემოქმედება და უამრავი  რამ გაკეთდა. გუდამაყარში, მისი სახელობის მემორიალური მუზეუმიცაა. ძალიან ადრე განეშორა ამ ქვეყანას. მისი გული, ბევრ დარდს და ტკივილს იტევდა, ამ ყველაფერმა მას ჯანმრთელობა შეურყია, მაგრამ რაც დატოვა, ეს არის ადამიანისთვის ძალიან დიდი ნუგეში. თანამედროვე ადამიანი მწირი სულიერი საკვებს იღებს, გოდერძი ჩოხელის მსგავსი ლიტერატურა კი ყუათს მატებს ამ საკვებს. როცა არ უნდა წაიკითხო გოდერძის მოთხრობები,ნოველები, რომანები, მუდამ გულზე გედება და გაღელვებს.ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო, როცა გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეცა, პირველი, გოდერძი ჩოხელის მოთხრობები ბავშვებისთვის გამომცემლობა „გორგაში“.  იგი ბავშვებისთვის  არ წერდა, მაგრამ ვიმუშავეთ ფსიქოლოგებთან ერთად და გამოვეცით პირველი კრებული ბავშვებისთვის „დამიბრუნეთ ჩემი ირმები“. ბედნიერი ვარ ამ ფაქტით, რომ ეს გავაკეთეთ“,- თქვა პოეტმა, მარიამ წიკლაურმა “პრაიმტაიმთან“.ამონარიდები გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებიდან:ნაწარმოებიდან თევზის წერილები. “რა არის სიკვდილი? – ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება.ზოგი დაბადებიდანვე გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს მისი შიში,მანამ სულ–ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს”.ნაწარმოებიდან წითელი მგელი “ხშირად გარბიან ადამიანები იქიდან სადაც სიკვდილი ეგულება და იქით კი მირბიან,სადაც სინამდვილეში ელოდება ის”.ნაწარმოებიდან წითელი მგელი “სადაც სული წმინდა ფეხს ვერ იკიდებს, იქ იმ წუთში მგელი ჩასახლდება, მერე ეს მგელი ცდილობს საზოგადოებას კრავად მოაჩვენოს თავი. მგლებს ხომ კანონები უყვართ, ჰოდა ეს „კრავიც“ კანონებს ეფარება, კანონების ციხესიმაგრეში ცხოვრობს. ცხოვრებას შეჭიდებულ კაცს კი სადაც ფეხი დაუცდება იქ წამოეწევა ხოლმე და იმ კანონის ძალით სისხლს გამოსწოვს.”

mama shalma

საზოგადოება 1723788660

"შეიძლებოდა, დღეს, მღვდელიც არ ვყოფილიყავი..." - მამა შალვა კეკელიას გულახდილი საუბარი

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ ვიდეო ჩართვაში მარიამობის მარხვის მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. მოძღვარი აღნიშნავს, რომ შარშან, ღვთისმშობლის სახელობის მარხვამ სულიერ განსაცდელს გადაარჩინა. მოუწოდებს მრევლს, რომ ეს ორკვირიანი მარხვა, დედაღვთისმშობლის სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად შეინახონ.მამა შალვა კეკელია: ეს პატარა, ორკვირიანი მარხვა ძალიან მნიშვნელოვანი მარხვაა. რახან ზაფხულია, ბევრი არ ინახავს ამ მარხვას. თავს იმართლებენ, ზაფხულია, ვისვენებთო. და პატივისცემას არ გამოხატავენ ჩვენი დედა ღვთისმშობლის მიმართ. უნდა გავიაზროთ, რისთვის ვმარხულობთ ამ მარხვაში. ჩვენ ყველას გვჭირდება ღვთის შეწევნა, წყალობა და განსაკუთრებით, დედაღვთისმშობლის შემწეობა. დედა ღვთისმშობელი არის ჩვენი დედა, ყველაფერია ჩვენთვის. გვისმენს და მის მიმართ წარმოთქმულ ყველა ჩვენს ლოცვას ისმენს. როგორც დედა არ გაწირავს შვილს და მისთვის ყველანაირი შვილია მისაღები, ისე გვეხმარება და გვწყალობს დედა ღვთისმშობელი. ადამიანმა მის მიმართ უდიდესი პატივისცემა უნდა გამოხატო. თუ გიყვარს დედა ღვთისმშობელი, მე ვერ წარმომიდგენია ქრისტიანი, ღვთისმშობლის მარხვას არ ინახავდეს და მის მიმართ პატივისცემას არ გამოხატავდეს. თუ მისი წყალობა და შემწეობა გინდათ, გამოხატეთ მისადმი პატივისცემა და იმარხულეთ ეს მარხვა. ღმერთმა შეგაძლებინოთ მისი შენახვა.ეს მარხვა ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. შარშან, როდესაც მარიამობის მარხვა დაიწყო, დიდი სულიერი განსაცდელის წინაშე ვიდექი, სულიერი პრობლემები მქონდა. ბრძოლა გავიარე და შარშან ამ დროს, ეს  მარხვა ძალიან დამეხმარა, უმძიმესი სულიერი მდგომარეობიდან გამომიყვანა. რომ არა დედა ღვთისმშობელი და რომ არა ეს მარხვა, მე შეიძლება დღეს მღვდელიც არ ვყოფილიყავი და ჩემი ცხოვრება დღეს სულ სხვანაირად წასულიყო. მადლობა ღმერთს, დედა ღვთისმშობელს და ამ ორკვირიან მარხვას, რომელიც ბოლომდე კიდევ არ მქონდა გააზრებული. შარშანდელმა მარხვამ დამანახა მისი ძალა და ღვთისმშობლის საოცარი წყალობა, მისი დედური განცდა და ზრუნვა, რომელიც ჩემს თავზე გამოვცადე. ჩემში სულიერი ბრძოლები გადატეხა და ეს ყველაფერი დაასრულა.მინდა თქვენს ცხოვრებაშიც გარდამტეხი იყოს ეს მარხვა. შეცვალოს თქვენი ცხოვრება დედაღვთისმშობლის მარხვამ და კიდევ უფრო დაგაახლოვოთ ღმერთთან, დედაღვთისმშობელთან, ჩვენს ამ დიდ სიყვარულთან.ღმერთმა გაგახაროთ, ბედნიერები გამყოფოთ და სიკეთე არ მოგაკლოთ.  ასევე დაგაინტერესებთ:"დარდიანი მარტო შენი გული ნუ გგონია. დარდი სათნო ჯვარივით უნდა ატარო და არა ლოდის კუზივით მოიკიდო..." - გურამ დოჩანაშვილის ფასდაუდებელი დარიგება"სანამ დედა ცოცხალია, მანამდე სიკვდილისა არ გეშინია, რადგან თავისი სუსტი ბეჭებით წინ ეღობება სიკვდილს..." - გოდერძი ჩოხელის განუმეორებელი სიტყვები დედაზე