საზოგადოება • 1773909059
ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სიტყვებს იხსენებს, რომელიც 15 წლის ასაკში პირადად მას უთხრა:„მხოლოდ მისი სიტყვების მჯეროდა ბავშვობიდან, რომელიც პირადად მითხრა, 15 წლის რომ ვიყავი: „გიორგი, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში!” ეს სიტყვები რწმენის ტოლფასია ჩემთვის! 11 წელი აფხაზეთში მღვდელმთავრად იმსახურა… ვისაც გიყვართ,, ილოცეთ ყველამ…“,- წერს გიორგი გასვიანი. ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.






















