ონკანი

დედაქალაქი • 1790709215

წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 9/30/2026 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მთაწმინდის რაიონი, რუსთაველის გამზ. N1-31 (კენტებს); N10-44 (ლუწებს). ზაქარია ჭიჭინაძის, არჩილ ჯორჯაძის, ლადო გუდიაშვილის, გრიგოლ აბაშიძის, ნატო ვაჩნაძის, ანტონ ფურცელაძის N 2-14 (ლუწებს), 1-15 (კენტებს), პუშკინის N 2-10 (ლუწებს), თაბუკაშვილის N 12-14 (ლუწებს), N 36-46 (ლუწებს), N 25-51 (კენტებს), აპოლონ ქუთათელაძის, შოთა მესხიას, კვალის, რეზო ლაღიძის N 2-4 (ლუწებს), N 1-3 (კენტებს), მიტროფანე ლაღიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის N 2-16 (ლუწებს), N 1-17 (კენტებს), ზურაბ ჟვანიას, თედო ჟორდანიას, ბესიკის N 12-16 (ლუწებს), N 7-9 (კენტებს), ძმ. ზუბალაშვილების N 2-4 (ლუწებს) და გია ჭანტურიას ქუჩებს.კრწანისი, ხარფუხის ქ., N3-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 9/30/2026 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ხარფუხის და ბააზოვის ქუჩებს.გლდანი, ვასილ ყუშიტაშვილის ქ., N12-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 9/30/2026 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: უწერას, ყუშიტაშვილი, გოგი ხეჩუაშვილის, ვარდევანის და ჭრებალოს თავისი შესახვევებით.კონსტიტუციის ქ., N11-ში მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანების გამო 9/30/2026 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ნინოშვილის 31-დან ყველას. 

კობახიძე

პოლიტიკა • 1790428740

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დააფუძნა ეროვნული კერა, რომელიც  გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის, თავისუფლებისა და ეროვნული იდეის უმთავრესი დასაყრდენი ევროპაში, აქ ცოცხლობდა პირველი რესპუბლიკის ხსოვნა, აქ ინახებოდა ჩვენი უახლესი ისტორია და ურყევი რწმენა იმისა, რომ საქართველო ერთხელაც აუცილებლად დაიბრუნებდა თავისუფლებას - ირაკლი კობახიძე

დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მართლაც ძალიან ემოციური და  ნამდვილად განსაკუთრებული დღეა. სივრცეს, სადაც ახლა ვიმყოფებით, ქართველი ერის მეხსიერებაში სრულიად გამორჩეული ადგილი უკავია, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, 1922 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ სწორედ აქ შეიძინა მამული და ეროვნული კერა დააფუძნა.„ლევილი გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის, თავისუფლებისა და ეროვნული იდეის უმთავრესი დასაყრდენი ევროპაში. აქ ცოცხლობდა პირველი რესპუბლიკის ხსოვნა, აქ ინახებოდა ჩვენი უახლესი ისტორია და ურყევი რწმენა იმისა, რომ საქართველო აუცილებლად დაიბრუნებდა ერთხელაც თავისუფლებას.2016 წელს, ლევილის მამულის საქართველოს საკუთრებაში დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომელიც თანმიმდევრულად და პირნათლად შეასრულა. მასშტაბური რეაბილიტაცია დაგეგმილ ვადაზე ადრე, წარმატებით დასრულდა. უდიდესი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ამ მემკვიდრეობის აღდგენით ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს წარსულს და, ამავდროულად, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობაც მომავალი თაობების მიმართ“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ირაკლი ჭეიშვილი

პოლიტიკა • 1790346780

ირაკლი ჭეიშვილი: მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაგებინეთ ჩვენი ხედვა. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იმაზეც, რომ ოკუპაციის პირობებში ყველაზე მეტად საქართველომ იცის მშვიდობის ფასი. შესაბამისად, ამიტომ არის მიუღებელი ჩვენი ე.წ. პარტნიორებისგან მუდმივ რეჟიმში კრიტიკა, ჭკუის სწავლება და მოწოდება, რომ თურმე ჩვენ არასწორ გზაზე ვდგავართ

ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას და გამოდის, რომ მარტო ვართ ამ ბრძოლაში, ამ პრობლემასთან გასამკლავებლად. ჩვენთვის არის წარმოუდგენლად რთული ჩვენი პარტნიორების გარეშე მსგავსი პრობლემის აღმოფხვრა და მასთან გამკლავება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.მისი თქმით, არ შეიძლება საქართველოს ერთი მხრივ აბრალებდნენ, თითქოს ჩვენ ვწყვეტთ დიალოგს დასავლეთთან და მეორე მხრივ საქართველოს ხელისუფლება საუბრობდეს იმაზე, რომ პარტნიორების გარეშე ამ პრობლემებთან გამკლავება წარმოუდგენელია.„მოგეხსენებათ, რომ პრემიერი გაეროს ასამბლეის 81-ე სამიტში მონაწილეობს. დღეს მას ჰქონდა შთამბეჭდავი სიტყვა. მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაგებინეთ ჩვენი ხედვა, პოლიტიკა, რასაც ვატარებთ. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იმაზეც, რომ ოკუპაციის პირობებში ყველაზე მეტად საქართველომ იცის მშვიდობის ფასი. შესაბამისად, ამის ფონზე, რა პოლიტიკასაც ჩვენ ვატარებთ, ამიტომ არის მიუღებელი ჩვენი ე.წ. პარტნიორებისთვის და მათგან მუდმივ რეჟიმში კრიტიკა, ჭკუის სწავლება და მოწოდებაა, რომ თურმე ჩვენ არასწორ გზაზე ვდგავართ და არასწორ პოლიტიკას ვატარებთ ევროკავშირისა და დანარჩენი სხვა ქვეყნების მიმართ.საუბარია იმაზე, რომ 20% ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, აქედან გამომდინარე გამოდის, რომ მარტო ვართ ამ ბრძოლაში, ამ პრობლემასთან გასამკლავებლად. ეს ჩვენთვის არის წარმოუდგენლად ძალიან რთული, ჩვენი პარტნიორების გარეშე მსგავსი პრობლემის აღმოფხვრა და გამკლავება.ამაზე საუბრობს პრემიერიც, რომ არ შეიძლება ერთი მხრივ გვაბრალებდნენ, თითქოს ჩვენ ვწყვეტთ დიალოგს დასავლეთთან და მეორე მხრივ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ მათ გარეშე ამ პრობლემბთან გამკლავება წარმოუდგენლად მიგვაჩნია“, - განაცხადა ჭეიშვილმა.მისი თქმით, საქართველო მოუწოდებს პარტნიორებს, რომ ერთად დგომით, დიალოგის აღდგენით, გადატვირთვის პროცესით და ურთიერთობის განახლებით შევძლებთ დავძლიოთ პრობლემა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას.

რევაზ სოხაძე

პოლიტიკა • 1790070833

რევაზ სოხაძე - საგარანტიო პერიოდში გამოვლენილ ყველა ხარვეზს კონტრაქტორი საკუთარი ხარჯით გამოასწორებს

„ყველა საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელზეც საგარანტიო პერიოდი მოქმედებს, მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს. გამოვლენილ ხარვეზებზე ჩვენი რეაგირება იქნება მკაცრი — კონტრაქტორი ვალდებულია, საგარანტიო პერიოდში ყველა ასეთი ხარვეზი საკუთარი ხარჯით გამოასწოროს. ზუსტად ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე სამტრედია–გრიგოლეთის გზაზეც“, — ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულების ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით შეასრულებს.რევაზ სოხაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის მიმართ სამინისტროს მიდგომა უცვლელია და ყველა ხარვეზზე, რომელიც სამუშაოების მიმდინარეობისას ან პროექტის დასრულების შემდეგ გამოვლინდება, შესაბამისი რეაგირება მოხდება.„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი დამოკიდებულება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის მიმართ — ამ საკითხში უკომპრომისოები ვართ. თუ ხარვეზი გამოვლინდა, კონტრაქტორს ეძლევა შესაბამისი მითითება და მისი გამოსწორება ხდება კონტრაქტორის ხარჯით. სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთზეც სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოების სრულფასოვნად შესასრულებლად გზაზე მოძრაობა ოთხი დღით დროებით იზღუდება“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.მინისტრის თქმით, ანალოგიური მონიტორინგი მიმდინარეობს სხვა საგარანტიო პერიოდში მყოფ საგზაო პროექტებზეც. მათ შორის, გარკვეული ხარვეზებია გამოვლენილი საგარეჯოს მიმართულებით გახსნილ ავტომაგისტრალზეც, რის შესახებაც კონტრაქტორ კომპანიას უკვე მიეცა შესაბამისი მითითება და მათი გამოსწორება უახლოეს პერიოდში დაიწყება.„საგარანტიო პერიოდის არსიც სწორედ ის არის, რომ ამ პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების ვალდებულება კონტრაქტორს ეკისრება და ამისთვის სახელმწიფო დამატებით თანხას არ იხდის. ასეთი მიდგომა გვექნება ყველა გზასა და ყველა ინფრასტრუქტურულ ობიექტთან მიმართებით. ჩვენი პასუხისმგებლობაა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურაზე დახარჯული თითოეული ლარის სანაცვლოდ ქვეყანამ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა მიიღოს“, — განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოების 22 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეიზღუდება.შეზღუდვის პერიოდში სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ლესას სატრანსპორტო კვანძიდან საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე გადაერთვება და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსას გზის გავლით განაგრძობს მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით. გრიგოლეთი–სამტრედიის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს.

ონკანი

დედაქალაქი • 1788466173

წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბანი, ლ.რჩეულიშვილის ქ. I შეს, N56-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 9/4/2026 11:00 -დან 9/5/2026 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: თემქის III მ/რ, IV კვ. N52-62 კორპუსებს.ჯავის ქ. 3 შეს. N 18-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 9/4/2026 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჯავის 3 შესახვევს.ავჭალა 2, მეგობრობის ქ.N 5ა-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო 9/4/2026 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: სოფ. გლდანში: ალ. ყაზბეგის, ავჭალა 2- ში იმერეთის, ლადო ასათიანის, მეგობრობის ქუჩებს.სამგორი, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ.N 9-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 9/4/2026 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დამენიას ქუჩას შესახვევებით და თვალჭრელიძის 1 შეს და დავითაშვილის ქუჩას.მთაწმინდა, მერაბ კოსტავას N6 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 9/3/2026 22:45 -დან 9/4/2026 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მერაბ კოსტავა N2-N14 (ლუწები) N1-N5 (კენტები)ისანი, კონსტანტინე ამირეჯიბის ქ.N 23ბ-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 9/4/2026 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მეტრომშენის დასახლებაში-ტვიშის, ხომერიკის(მიქელაძე), მესხეთის, კაკაბეთის, ტოლენჯის, წალენჯიხის, ყვარლის, რატილის, კალანდაძის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, 13 იანვრის, შერვაშიძის, აფანასიევის, ონიანისა, გეზათის, რომან გვენცაძის, ბათლომეო ხუციშვილის და ბუშის 5 ჩიხს.

ტენდერი

საზოგადოება • 1788423630

გზების დეპარტამენტმა ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 3 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 3 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.ტენდერი გამოცხადდა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მდინარე ხოდაშენისხევის ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის - სავარაუდო ღირებულებით 5 033 404 ლარი; ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომალოში მდინარე ალაზნის ნაპირაღდგენითი  სამუშაოებისთვის - სავარაუდო ღირებულებით 1 022 992 ლარი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე კაბლის ხევის მარცხენა სანაპიროზე (კაბალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე) ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობისთვის - სავარაუდო ღირებულებით 10 005 879 ლარი.აღნიშნული მდინარეების ნაპირებზე განვითარებული ეროზიული და მეწყრული პროცესების გამო, აუცილებელი გახდა ნაპირდაცვითი ღონისძიებების გატარება, რაც მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოებასა და მდინარის კალაპოტის სტაბილურობას უზრუნველყოფს.სამივე პროექტი სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.შესყიდვის ბმულები:https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=699138&lang=ge https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=699265&lang=ge https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=699633&lang=ge 

წყალი შეწყდება

დედაქალაქი • 1788285436

წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.ისანი, რუისპირის ქ. N11 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 9/2/2026 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შილდის, ფშავის, ნაქერალას, გედევანიშვილის, კვალითის, მუჯირიშვილის, მრევლიშვილის, რუისპირის, ახალუბნის ქუჩებს.გლდანი, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქ. N24 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 9/2/2026 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქ.საბურთალო, სოფ.დიღომი, თეთრი დუქანის ქ. ხიდთან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 9/2/2026 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ.დიღომი, თეთრი დუქანის ქ.ჩუღურეთი, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქ. N32 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 9/2/2026 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ქურდიანის და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე დ=300მმ  ზაქარია ქურდიანის, აღმაშენებლის N1-55 (კენტებს); N2-64 (ლუწებს), ტყვიავის, წინამძღვრიშვილის N10-26 (ლუწებს); N7-19 (კენტებს), სუნდუკიანის, რომის, მაზნიაშვილის, ნადირაძის, სოსო წერეთლის, უზნაძის N1-63 (კენტებს) და N 2-18 (ლუწებს) და ჭოროხის ქუჩებს.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა • 1788252782

ირაკლი კირცხალია: აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი

ყველას, ვისაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე ან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თითოეულ სიტყვაზე, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ომსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, საზოგადოებას ღიად ვუთხრათ, სად მთავრდება პოლიტიკური კრიტიკა და სად იწყება ისეთი უპასუხისმგებლობა, რომელმაც შეიძლება კონკრეტული ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს - დეოკუპაცია მშვიდობით და შერიგება ნდობით.„აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი.ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს! დეოკუპაცია მშვიდობით! შერიგება ნდობით! და ქვეყნის გაერთიანება არა ახალი კონფლიქტით, არამედ ურთიერთობის აღდგენით.ჩვენ დღეს უკვე ვხედავთ მცდელობებს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ნდობის აღდგენას, ჰუმანიტარულ ურთიერთობასა და მშვიდობიან დარეგულირებას ემსახურება, გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის, პროვოკაციისა და ხელოვნური ესკალაციის საგანი. აქ საზოგადოებას სრული სიმართლის ცოდნის უფლება აქვს.საჭიროა ყველა იმ პოლიტიკური და გავლენის ქსელის სრული, სამართლებრივი და პოლიტიკური ლუსტრაცია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მუშაობს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ.საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა ინტერესს ემსახურება, ვინ ცდილობს ქართველი და აფხაზი საზოგადოების კიდევ უფრო დაშორებას და ვინ ქმნის ნიადაგს ახალი დაპირისპირებისთვის.სამ ათწლეულზე მეტი ხნის კონფლიქტის შემდეგ, როდესაც ქართველი და აფხაზი საზოგადოებების ერთმანეთთან დაბრუნებას თითოეული სიტყვის და თითოეული ნაბიჯის ფრთხილი გააზრება სჭირდება, ერთ უპასუხისმგებლო განცხადებას შეუძლია წლების განმავლობაში ნაშენი ნდობა ერთ დღეში დააზიანოს.აფხაზეთის თემა არ არის პოლიტიკური ქულების დაწერის ადგილი. ვინც ამ თემას შიდა პოლიტიკური ბრძოლის ან რომელიმე გარე პოლიტიკური ინტერესის ინსტრუმენტად გამოიყენებს, უნდა იცოდეს, რომ მას უმკაცრესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე არის შედეგი.სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი დეოკუპაციისთვის. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა რუსეთის პასუხისმგებლობა, ეფექტური კონტროლი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი. ეს არის განსხვავება ხმაურიან რიტორიკასა და სახელმწიფოებრივ პოლიტიკას შორის", - განაცხადა კირცხალიამ.

ტენდერი გამოცხადდა

განათლება • 1788190969

ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერი გამოაცხადა.პროექტები მოიცავს  მესტიის, წყალტუბოს, ყვარლის, ზუგდიდის, დუშეთის, მცხეთის, კასპის,  გორის, ქედის, ბორჯომის, საგარეჯოს, ახმეტის, ახალქალაქის  მუნიციპალიტეტებში და თბილისში მდებარე სკოლების აღდგენით სამუშაოებს. მათ შორისაა დაბა მესტიის №1, სოფლების - საყულიის,  ჭიკაანის , საბუეს, ახალსოფლის N2, დარჩელის N2, ქვეშეთის, ბაზალეთის, საკრამულის, ქსოვრისის, ლამისყანის, უფლისციხის, წონიარისის, უდაბნოს,ვაჩიანის, დაბა ახალდაბის, ბორჯომის N3, ახმეტის №2, წყალტუბოს №3  და თბილისის №221 (კომაროვის სახელობის სკოლის დიდი დიღმის ფილიალი) საჯარო სკოლები.გათვალისწინებულია სკოლების შენობების ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე განახლების დეტალური გეგმის მომზადება, რაც მოიცავს როგორც სრულ რეაბილიტაციას ასევე საჭიროების შემთხვევაში გამაგრების სამუშაოებს. პროექტების ფარგლებში მოწესრიგდება სკოლების ძირითადი ინფრასტრუქტურა, განახლდება სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები და  ადაპტირდება თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საინჟინრო კომუნიკაციების გაუმჯობესებას - გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების განახლებას.სკოლების რეაბილიტაციის შედეგად  მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო.

თამთა მეგრელიშვილი

პოლიტიკა • 1787928779

თამთა მეგრელიშვილი: საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია- წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალება არის შემთხვევა როცა სამართლებრივ სიმკაცრეზე მაღლა ადამიანური ფაქტორი დგება და მიზანი- ადამიანი საზოგადოებაში  დროულად და ღირსეულად დაბრუნდეს გამართლებულია.“საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია, რომლის გამოყენების წინაპირობასაც დანაშაულის ჩამდენი პირის  მიერ ჩადენილი ქმედების გააზრება, გამოვლენილი სინანული და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისადმი მიმართვა ქმნის.პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს.პირის შეწყალება არის ჰუმანურობის გამოვლინება რომლის მთავარი მიზანიკანონის დაცვასთან ერთად დანაშაულის ჩამდენი პირის გარდაქმნა  და მისი რესოციალიზაციაა.პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალება არის შემთხვევა როცა სამართლებრივ სიმკაცრეზე მაღლა ადამიანური ფაქტორი დგება და მიზანი- ადამიანი საზოგადოებაში  დროულად და ღირსეულად დაბრუნდეს გამართლებულია.შეწყალების ინსტიტუტი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორი სმართლებრივი ნაბიჯია თუ მის წინაპირობას დანაშაულის ჩამდენი პირის განწყობა ქმნის.ვფიქრობ შეწყალებული პირებისგან მაგალითი უნდა აიღონ იმ ადამიანებმაც რომლებიც ქუჩის პროცესების დროსსახელმწიფოს წინააღმდრგ იარაღად იყვნენ გამოყენებულნი და პატრიოტიზმის სახელით ჩადენილი ამგვარი უკანონობა აღარ უნდა  ჩაიდინონ და დაუშვან.”- წერს მეგრელიშვილი.

რევაზ სოხაძე

საზოგადოება • 1787923786

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

„სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ადგილზე აქტიურად მუშაობენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია როგორც ცენტრალური გზების, ისე სხვა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდაში,”-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ბაღდათში განვითარებული სტიქიის შედეგების გაცნობის შემდეგ განაცხადა.ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანსა და სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას.რევაზ სოხაძემ სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და საჭირო სამუშაოების დროულად განხორციელების შესახებ შსაბამისი დავალებები მისცა.სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ და დღეს უწყვეტად მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მობილიზებული რამდენიმე ათეული მძიმე და სპეციალური ტექნიკა. შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, სამუშაოებში ჩართული არიან კონტრაქტორი კომპანიების ტექნიკური ჯგუფებიც. მიმდინარეობს გზებისა და ქუჩების გაწმენდა, დაზიანებული ტერიტორიების მოწესრიგება და შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მობილიზებული ტექნიკისა და შესაბამისი სამსახურების მუშაობა დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე გაგრძელდება.“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებული ოჯახების დახმარება. რამდენიმე ოჯახი ადგილზე მოვინახულეთ. ეზოებსა და საცხოვრებელ სახლებში შეტანილია ნაშალი მასალა. მაქსიმალურად დავეხმარებით თითოეულ ოჯახს, რომ უმოკლეს ვადაში გაიწმინდოს მათი საცხოვრებელი გარემო, ტერიტორიიდან სრულად გავიტანოთ ნაშალი მასალა და გაიწმინდოს შესაბამისი არხები და კომუნიკაციები, რათა წყლის თავისუფლად გატარება იყოს შესაძლებელი. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად არის მობილიზებული და დაზარალებულ ოჯახებს საჭიროების შესაბამისად დაეხმარება”,-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.მინისტრის თქმით, სტიქიამ დააზიანა ქალაქ ბაღდათში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ნაწილი. კონტრაქტორ კომპანიასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა პირველ ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიებები — დროებით მოწესრიგდება დაზიანებული გზის მონაკვეთები, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი გადაადგილება, რის შემდეგაც დაიწყება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

წყალი შეწყდება

საზოგადოება • 1787899151

წყალი 18:00 საათამდე შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.კომპანიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, ბაკურიანის ქ. N4ბ ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარდებასამუშაოების ჩატარების მიზნით 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: იყალთოს გორის ქუჩა, იყალთოს ქუჩა, ლიხაურის, ლიხაურის შესახვევი, ლიხაურის ჩიხი, კიტა ბუჩიძის, ნატახტარის, ქარელის, ტუსკიას, ბაკურციხის, წინაუბნის, ტეხურის N31-39(კენტებს), N24-34(ლუწებს), ბაკურიანის, დოლიძის N47-143(კენტებს) და N60-144(ლუწებს).

✕