ალუდა ღუდუშაური

პოლიტიკა • 1790951984

ალუდა ღუდუშაური: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში კარგად გაიაზრებენ და მოუწევთ თვალის გასწორება იმ ყველაფრისთვის, რაც მათივე კვლევებით, ობიექტური საზომით არის დათვლადი და გაზომვადი - ამერიკის შეერთებული შტატებიდან უფრო პოზიტიური სიგნალებია

 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობაზე ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ ვიზიტები, რომელთა საშუალებითაც პირველ პირებს რეალური ინფორმაცია მიეწოდებათ, ძალიან მნიშვნელოვანია.„ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც არის შესაძლებლობა იმისა, რომ ობიექტური რეალობის შესახებ სიმართლე პირველ პირებს პირდაპირ მიაწოდო, არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ლუქსემბურგსა და ბელგიას, მათ საერთოდ არ იცოდნენ ის, რომ არაერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი იმყოფებოდა აქციაზე და ძალადობრივი აქციების დროს ეგზალტირებულ ხალხს სხვადასხვა ქმედებისკენ პირდაპირ მოუწოდებდა. ამიტომ ეს მათთვის იყო აბსოლუტური მოულოდნელობა, საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ და ძალიან გაოცებულები იყვნენ, როდესაც მოისმინეს, რომ თურმე ასეთი რამ მომხდარა, დიახ, ძალიან მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობით და მონაწილეობით.ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენი სიმართლე და ობიექტური მოცემულობა მივიტანოთ ყველა იმ პირამდე, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებია.რაც შეეხება ევროკავშირს, დარწმუნებული ვარ, იქაც კარგად გაიაზრებენ და მოუწევთ თვალის გასწორება იმ ყველაფრისთვის, რაც მათივე კვლევებით, ობიექტური საზომით არის დათვლადი და გაზომვადი. მე დარწმუნებული ვარ, ეს უბრალოდ, დროის საკითხია“, - განაცხადა ღუდუშაურმა.დეპუტატის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან უფრო პოზიტიური სიგნალებია.„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქიდან უფრო პოზიტიური სიგნალებია. დღევანდელი ადმინისტრაცია ძალიან კარგად აცნობიერებს, მშვენივრად იცის, თუ რა იყო მათი წინამორბედების დროს გაკეთებული. ის სიგნალები და პოზიტიური ძვრები ძალიან დიდი იმედის მომცემია და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს მივესალმებით”, - აღნიშნა ლუდა ღუდუშაურმა.ცნობისათვის, დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის კვლევა, რომლის მიხედვითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.გასულ კვირაში საქართველოს საპრალამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტით ბელგიასა და ლუქსემბურგში იმყოფებოდა, სადაც არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა.დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

ალუდა ღუდუშაური

პოლიტიკა • 1790950281

ალუდა ღუდუშაური IRI-ის კვლევაზე: როგორ შეიძლება 16% უჭერდეს მხარს იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ?!

 როგორ შეიძლება 16% უჭერდეს მხარს იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ?! - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.წამყვანმა ჰკითხა მას IRI-ისა და „ევრო ბარომეტრის“ კვლევებზე, ემთხვევა თუ არა ერთმანეთს და რაზე მიუთითებს.„ეს ორი კვლევა სრულიად ემთხვევა. ამ კვლევების გარდა, ყველაზე უტყუარი არის არჩევნები. თუ ყველა არჩევნებს გადავხედავთ, შედეგები ზუსტად იმ ხაზს იმეორებს, რომელსაც თუნდაც ეს კვლევები. მე პირადად დიდი ეჭვი მაქვს, რომ 16%, რომელიც მთლიანად ოპოზიციას აქვს ჯამურად, წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება 16% უჭერდეს მხარს იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ?! თანაც ამ კვლევებზე მათ [ოპოზიციას] რაიმე საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.IRI-ის კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.

ლენტეხი

რეგიონი • 1790423006

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით ლენტეხის სპორტულ სკოლებს სპორტული ინვენტარი გადაეცათ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით ლენტეხის სპორტულ სკოლებს სპორტული ინვენტარი გადაეცათ.ღონისძიებას ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, ტიტულოვანი სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი და ლენტეხის მერი, გიორგი გაზდელიანი ესწრებოდნენ.ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტსკოლის მოსწავლეებს, ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთად, ძიუდოს მასტერკლასი ჩაუტარა.სპორტული ინვენტარის საჭიროების საკითხი ლენტეხელმა ახალგაზრდებმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრებისას წამოჭრეს.სპორტის სამინისტროსა და ძალოსანთა ფედერაციის მხარდაჭერით საკითხი მალევე გადაიჭრა.

ალუდა ღუდუშაური

პოლიტიკა • 1789742400

ალუდა ღუდუშაური: ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ძალები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას განიხილავენ, როგორც თავიანთი ვიწროპარტიული მერკანტილური ინტერესების განხორციელების წყაროს

ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, არ უნდა დაგვავიწყდეს, ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ძალები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას განიხილავენ, როგორც თავიანთი ვიწროპარტიული მერკანტილური ინტერესების განხორციელების წყაროს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.მისი თქმით, ის, რომ დღეს პროცესები, მათ შორის ქუჩის პროტესტი, წლების წინ არსებული სურათისგან განსხვავდება, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფრის უკან მდგომი ძალები შეიცვალნენ.„ჩვენ მათი მხრიდან ვისმენთ, რომ საკუთარ ქვეყანას კერძსაც ადარებენ და უამრავი ეპითეტით ამკობენ. როდესაც ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანას ჯერ კიდევ განიხილავენ, როგორც თავისი ინტერესების გატარების საუკეთესო სფეროს, უნდა ვიყოთ ფხიზლად, მიდგომები აქვთ შეცვლილი. არაერთი პირისგან მოვისმინეთ, თუ მათ განცხადებებს შევხედავთ და მათ ტელევიზიებში გაკეთებულ ნარატივებს დავაკვირდებით, მკაფიო არის ერთი რამ - ამბობენ, რომ „ჩვენ რევოლუციის მოწყობის თავი და უნარი არ გვაქვს და ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ხალხთან, დავარწმუნოთ და ასე შემდეგ“. სინამდვილეში აქ არაფერია არც სამუშაო და არც დასარწმუნებელი, საკითხი მარტივადაა - სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესი, მეორე პინაზე კი დევს მათი ბოროტი ზრახვები.როდესაც ექცევი გავლენის ქვეშ და გავლენის სფეროს წარმოადგენ, რა თქმა უნდა, ეს არის ყველა სხვა გარე სახელმწიფოსთვის საოცნებო და საზრუნავი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.კითხვაზე, ოპოზიციურ ძალაზე, რომელშიც არის დაპირისპირება, შეიძლება თუ არა უცხოურმა ძალამ გააკეთოს ფსონი დასახული მიზნის მისაღწევად, მან განაცხადა, რომ მათთვის მარტივი მოცემულობა არ არის.„რა თქმა უნდა, ამ კუთხით მათთვის არასახარბიელო სიტუაციაა. მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ხალხი არის ძალიან ბრძენი და ფხიზლად და ამ ყველაფერს ძალიან ჯანსაღად უყურებს. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგად, პროცესები არის არა ფარდის მიღმა, არამედ ფარდა არის აწეული, ყველაფერი არის ღია და გამჭვირვალე. ქართველი ხალხი არის ინფორმირებული და ინფორმაციით შეიარაღებული. როდესაც ჩვენი მოქალაქეები არიან ინფორმირებულები, რა თქმა უნდა, მათ აქვთ ძალიან კარგი უნარი, სწორი და ადეკვატური შეფასებები და დასკვნები გამოიტანონ. ამის ჩახშობას ცდილობენ, რომ ქართველი ხალხი არ იყოს ინფორმირებული“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ალუდა ღუდუშაური

პოლიტიკა • 1789740600

ალუდა ღუდუშაური „გამჭვირვალობის კანონზე“: ყველა ცდილობს, რომ თავისი გავლენის სფეროები შექმნას, გააძლიეროს, გააფართოოს და ა.შ. ეს არის მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი. მაგრამ არის მეორე საკითხი, როგორი იქცევი შენ - პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო და როგორ ახერხებ ამის დაცვას, პრევენციას და სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას ამის საპასუხოდ

რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს და ამაში ახალი და უჩვეულო არაფერი არ არის, რომ თავისი გავლენის სფეროები შექმნას, შემდეგ გააძლიეროს, განამტკიცოს, გააფართოოს და ა.შ. ეს არ არის ცდუნება, ეს არის მოცემულობა და მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი. მაგრამ არის მეორე საკითხი, როგორი იქცევი შენ - პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო და როგორ ახერხებ ამის დაცვას, პრევენციას და სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას ამის საპასუხოდ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრისას.მისი თქმით, გარე ჩარევების მაქსიმალური შეზღუდვისთვის, როგორც აშშ, ასევე, ევროპის წამყვანი ქვეყნები ამ მიმართულებით კანონებს ამკაცრებენ.„მინდა ყველას შევახსენო, რომ აშშ, რომელიც ამ მხრივ ფლაგმანი არის და სხვა დანარჩენი ევროპის ქვეყნები, ცენტრალური ევროპის ნაწილი და წამყვანი ქვეყნების ვხედავთ, რომ არა თუ ამკაცრებენ, არამედ პრაქტიკულად უფრო მეტად ხისტს, რეაგირებაზე ორიენტირებულს და უფრო ქმედითს შემოტანას აპირებს და ქმნიან.უნდა გვესმოდეს, რომ აშშ, რომელიც არის მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ყველა ის რესურსი, რომელიც ძლიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს - უამრავი ბერკეტი, უამრავი საშუალება, ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ საუბრობს სხვადასხვა გარე სახელმწიფოების მიერ ჩარევის მცდელობაზე, ამის პრევენციაზე და ამ საკითხს წინ სწევს. ამასთან, მას აქვს უკვე მიღებული FARA-ს კანონი. ეს ქვეყანა საუბრობს იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად გაამკაცროს და მოუწოდებს ყველას, რომ დარეგისტრირდნენ და მე მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს ჩაიხედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინც ამ კანონს არღვევს რა ხდება ამ დროს. არ არის საუბარი აქ ადმინისტრაციულ სახდელზე, არის მომეტებული პასუხისმგებლობა და ხშირ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.ამერიკის შეერთებული შტატები უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) არეალს ზრდის. ახალი რეგულაციებით, ვიზა გაუუქმდება ყველა უცხოელს, რომლის საქმიანობაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებსა და საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ამასთან, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნები იზრდება სოციალურ ქსელებშიც - კერძოდ, ის შეეხება იმ ინფლუენსერებს, რომლებიც უცხოური მთავრობების ან სუბიექტების ინტერესებით მოქმედებენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველას მოუწოდა, დაემორჩილონ კანონის წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სამართლებრივი რეაგირებით დაემუქრა.

ალუდა ღუდუშაური

პოლიტიკა • 1789740360

ალუდა ღუდუშაური ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე: თუ გრანტის გადაცემა არ ხდებოდა, განმარტონ რასთან გვქონდა საქმე. ვხედავთ, რომ არ იყო შეთანხმებული სახელმწიფოსთან და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრანტების შესახებ კანონი არის დარღვეული. თუ ეს არ იყო გრანტი, მაშინ რა იყო?!

თუ გრანტის გადაცემა არ ხდებოდა, განმარტონ რასთან გვქონდა საქმე. ვხედავთ, რომ არ იყო შეთანხმებული და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრანტების შესახებ კანონი არის დარღვეული, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.დეპუტატი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარს გამოეხმაურა.„როდესაც საკანონმდებლო რეგულაციის შემოტანა ხდებოდა, ყველას კარგად გვახსოვს რაოდენ დიდი იყო სპეკულაციები, რა არ იკადრეს და რა ცილისწამების ნიაღვარი მოდიოდა. ამბობდნენ, რომ დასამალი არაფერი ჰქონდათ. დღეს ვხედავთ, რომ რომ არა ტელეკომპანია „იმედის“ წერილობითი მოთხოვნა, ვერ მოვისმენდით მათ [ორგანიზატორების] პასუხს. თუ გრანტის გადაცემა არ ხდებოდა, განმარტონ რასთან გვქონდა საქმე. ვხედავთ, რომ არ იყო შეთანხმებული [სახელმწიფოსთან] და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრანტების შესახებ კანონი არის დარღვეული. თუ ეს არ იყო გრანტი, მაშინ რა იყო?!“ - აღნიშნა ღუდუშაურმა.არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე სამოქალაქო საკითხებს განიხილავდნენ, გრანტების შესახებ კანონის თანახმად კი, საკითხს თანხმობა სჭირდება - ჰქონდა თუ არა ბახმაროში გამართულ კრებას სახელმწიფოს თანხმობა, „ქრონიკა“ არკვევდა.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით „ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ა[ა]იპ კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ ბახმაროში დაგეგმილ სემინარ-შეხვედრასთან დაკავშირებით, „გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, უცხოური გრანტის გამცემს [დონორს] საქართველოს მთავრობისთვის თანხმობის გაცემის მიზნით არ მოუმართავს. შესაბამისად, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილება არ მიუღია“.

ჯარიმა

საზოგადოება • 1789461492

მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც პარლამენტს წარედგინა - რომელი მოვალის მიმართ არ გავრცელდება ყადაღა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკითხი განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.უწყების ცნობით, ცვლილების მიხედვით, ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად, აღსასრულებლად არ მიექცევა, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება. შესაბამისად, მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ხელშეუხებელი იქნება.„როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც არ ექვემდებარება ყადაღას. მისი თქმით, აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება. ცვლილების თანახმად, აღნიშნულ ჩამონათვალს ეს პუნქტიც დაემატება.„ეს თანხა სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქის მიმართ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ბავშვის და ოჯახის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა ლომინაძე, ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ფაღავა, სუმბატ კიურეღიანი, ზურაბ ქადაგიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე, მარიამ ლაშხი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯარიმა

საზოგადოება • 1789388230

მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკითხი განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.უწყების ცნობით, ცვლილების მიხედვით, ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად, აღსასრულებლად არ მიექცევა, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება. შესაბამისად, მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ხელშეუხებელი იქნება.„როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც არ ექვემდებარება ყადაღას. მისი თქმით, აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება. ცვლილების თანახმად, აღნიშნულ ჩამონათვალს ეს პუნქტიც დაემატება.„ეს თანხა სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქის მიმართ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ბავშვის და ოჯახის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა ლომინაძე, ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ფაღავა, სუმბატ კიურეღიანი, ზურაბ ქადაგიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე, მარიამ ლაშხი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გივი მიქანაძე

განათლება • 1787738768

გივი მიქანაძე მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან და პარლამენტის დელეგატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის საჯარო სკოლა, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება სტეფანწმინდის N1, სოფელ სიონისა და თიანეთის N1 საჯარო სკოლებს.საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ხარისხიანი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო, სრული რეაბილიტაციისა და სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.სკოლებში მიმდინარე სამუშაოებს ასევე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური, ყაზბეგის მერი კობა გელაძე, ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ზილინაშვილი, თიანეთის მერი ლევან წიკლაური  და თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი.

შეხვედრა

პოლიტიკა • 1785391727

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი,  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერები,  ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ.აგროთანადაფინანსების პროგრამა მოიცავს პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების, ასევე სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტების (სასაკლაოების) მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტებს. პროგრამის ფარგლებში, ასევე ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას ითვალისწინებს.პროგრამით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან მეწარმე იურიდიულ პირს.სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური მოცულობა პროგრამის  ფარგლებში არაუმეტეს 2 მილიონი ლარით განისაზღვრება. განსხვავებული პირობებით სარგებლობენ მერძეული ფერმის მოწყობით დაინტერესებული ფერმერები.პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-მდეა განსაზღვრული, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და მაღალმთიან დასახლებებში განსახორციელებელი პროექტებისთვის – არაუმეტეს 55%-მდე.

მწერალთა სახლში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

კულტურა • 1784061558

მწერალთა სახლში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

მწერალთა სახლში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. საღამო მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ გახსნა.„ვაჟა-ფშაველა დღესაც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქართველი მწერალია. მან საკუთარი შემოქმედებით შეძლო ჩვენი სულიერებისა და იდენტობის გადმოცემა. ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელის აღნიშვნა მწერალთა სახლის ინიციატივით დაიწყოდა, დარწმუნებული ვარ, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებით გაგრძელდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩარგალში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა და განახლდება მუზეუმი“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.მწერალთა სახლში გამართულ საღამოს ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული უძღვებოდნენ, რომლებმაც ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ასევე მათივე ავტორობით შექმნილ წიგნ-ალბომზე - „ვიცანი, ღმერთო, სამყარო - ვაჟა-ფშაველასნაკვალევზე“ ისაუბრეს. გამოცემა ვაჟა-ფშაველას შესახებ უცნობ მოგონებებს და მამის შესახებ გულქან რაზიკაშვილის მონათხრობს აერთიანებს.ღონისძიების ფარგლებში, მწერალთა სახლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოცემული წიგნის - „შეხვედრა“ წარდგენაც გაიმართა, რომლის ავტორები გიორგი ალიბეგაშვილი, იასუჰიროკოჯიმა და მამუკა ჭანტურაია არიან. ორენოვან გამოცემაში შედარებული და გაანალიზებულია ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ და რიუნოსკე აკუტაგავას „სანემონის დანაშაული“.საღამოზე წარმოდგენილი იყო მხატვარ თემურ ყუბანეიშვილის მიერ ვაჟა-ფშაველას თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები.

ბექა ძამაშვილი

პოლიტიკა • 1780660366

"რუსთავი 2-ის" საქმეზე ევროპულმა სასამართლომ აბსოლუტურად ყველა ნაწილში სახელმწიფო გაამართლა, დარღვევა არ დაუდგენია - ბექა ძამაშვილი

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ბექა ძამაშვილმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან შესული საქმეების მნიშვნელოვნად კლების ტენდენციაზე. სხდომაზე დაისვა შეკითხვები.ბექა ძამაშვილს კითხვით მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა, რომელმაც ჰკითხა: "გაგზავნილი საქმეებიდან, რაზე გითხრათ სტრასბურგმა, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ გივარგათ?".აღნიშნულ კითხვაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ბექა ძამაშვილი პასუხობს:"ყველა ასეთი რეზონანსული საქმე, რომელზეც თითქოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ქვეყნის შიგნით თანხმდებოდა ხოლმე, რომ რაღაც პრობლემურია, ან რეპრესიულია და ა.შ. აბსოლუტურად ყველა ასეთ საქმეზე, ევროპულ სასამართლოში საქართველოს აქვს სუფთად მოგებული. ანუ, ეს შეეხებოდა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს, "რუსთავი 2-ის" საქმეს. "რუსთავი 2-ის" საქმე არის ძალიან კარგი. ამ საქმეზე იყო თითქმის ყველა შეთანხმებული, რომ ხდება რაღაც პოლიტიკური ჩარევა, ზეწოლა სასამართლოზე და ა.შ. ევროპულმა სასამართლომ აბსოლუტურად ყველა ნაწილში სახელმწიფო გაამართლა და დარღვევა საერთოდ არ დაუდგენია".

✕