დაკავება

სამართალი 1714297066

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. უწყების თქმით, დაკავებულია 6 პირი, 1 კი მხილებულია.დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს.სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სანადირო თოფი, ხელყუმბარა, ამფეთქი ფალია და ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა’’ ამოიღეს.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.პ. დააკავეს.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ხმის ჩამხშობი მაყუჩი და 35 ვაზნა.გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს.სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა ამოიღეს.ხოლო, 1964 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ასევე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული ი.ო.- სგან, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნა.სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს, ხოლო 1971 წელს დაბადებული პირი ამხილეს.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: 2 პისტოლეტი, მჭიდი და 2 ვაზნა.იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს.სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რევოლვერი და 4 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს," - ნათქვამია განცხადებაში.

ნარკოტილკი

სამართალი 1714215041

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათ შორის, 8ნარკორეალიზატორი. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, "მარიხუანა" და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციისდეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8ნარკორეალიზატორია.დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული ა.ო., 1990 წელს დაბადებული ნ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ლ.ს., 2002 წელს დაბადებული გ. მ., 2001 წელს დაბადებული ქ.ყ., 1989 წელს დაბადებული მ.ა., 1982 წელს დაბადებული მ.ე., და 1996 წელს დაბადებული რ.ო. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1992 წელს დაბადებული მ.მ., 1967 წელს დაბადებული ა.მ., 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1991 წელს დაბადებული მ.ჭ., 2002 წელს დაბადებული დ.ა., 1996 წელს დაბადებული ბ.ხ., 1999 წელს დაბადებული ნ.დ., 1993 წელს დაბადებული ა.ო., 1971 წელს დაბადებული ა.ა. და 1999 წელს დაბადებული თ.ხ.დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარულიაუდიო-ვიდეო ჩაწერა.პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული დაელექტროსასწორები.სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახისგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, "მარიხუანა" და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265 და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.

შსს

სამართალი 1714205419

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია.დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული ა.ო., 1990 წელს დაბადებული ნ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ლ.ს., 2002 წელს დაბადებული გ. მ., 2001 წელს დაბადებული ქ.ყ., 1989 წელს დაბადებული მ.ა., 1982 წელს დაბადებული მ.ე., და 1996 წელს დაბადებული რ.ო. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1992 წელს დაბადებული მ.მ., 1967 წელს დაბადებული ა.მ., 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1991 წელს დაბადებული მ.ჭ., 2002 წელს დაბადებული დ.ა., 1996 წელს დაბადებული ბ.ხ., 1999 წელს დაბადებული ნ.დ., 1993 წელს დაბადებული ა.ო., 1971 წელს დაბადებული ა.ა. და 1999 წელს დაბადებული თ.ხ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები.სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, "მარიხუანა" და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265 და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.ინფორმაციას შსს ავრცელებს.

პროკურატურა

სამართალი 1714114382

პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსის მიმართ დაიწყო.პროკურატურის მიერ ჩატარებული  გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლები, ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, "კუდ"-ის თანამშრომლები როინ შავაძეს ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. ძალადობის შედეგად როინ შავაძემ სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს.მოგვიანებით როინ შავაძის უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, „კუდ“-ის საგამოძიებო ნაწილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,147-ე მუხლით (უკანონო დაკავებაში დახმარება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 10 პირის მიმართ უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

როინ შავაძის საქმე

სამართალი 1714113748

პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსის მიმართ დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლები, ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, "კუდ"-ის თანამშრომლები როინ შავაძეს ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. ძალადობის შედეგად როინ შავაძემ სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს.მოგვიანებით როინ შავაძის უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, „კუდ“-ის საგამოძიებო ნაწილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,147-ე მუხლით (უკანონო დაკავებაში დახმარება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 10 პირის მიმართ უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

ემინემი

შოუბიზნესი 1713782820

ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა

რამდენიმე დღის წინ ემინემმა სიფხიზლის მე-16 წელი აღნიშნა. რეპერი ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულებას დიდი ხანი ებრძოდა და უკვე 16 წელი გავიდა, რაც ფხიზელია. ეს ამბავი მომღერალმა ფანებს ინსტაგრამის მეშვეობით შეატყობინა და მონეტის ფოტო გააზიარა, რომელიც ამ მიღწევის აღსანიშნად გადასცეს.2007 წელს ემინემი ნარკოტიკული საშუალებების გადაჭარბებული დოზის მიღების გამო საავადმყოფოში მოხვდა. როგორც მომღერალი იხსენებს, სწორედ ეს მომენტი იყო მისთვის გამოღვიძების ზარი, რომლის შემდეგაც დამოკიდებულებასთან ბრძოლა აქტიურად დაიწყო.            View this post on Instagram                       A post shared by Marshall Mathers (@eminem)  „მახსოვს ის შეგრძნება, რომელიც გამოფხიზლებისას პირველად დამეუფლა. მახსოვს, რომ უბრალოდ ბედნიერი ვიყავი და ყველაფერი ჩემთვის ისევ ახალი იყო", — განაცხადა ემინემმა 2022 წლის ინტერვიუში.მომღერლის თქმით, შვილების დამსახურებაა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ფხიზელია. მომღერალმა ისიც დასძინა, რომ ცხოვრებისადმი დამოკიდებულების შეცვლაში ინტენსიურად ვარჯიშიც დაეხმარა.„როცა რეაბილიტაციის პერიოდი დასრულდა, წონაში დაკლება მჭირდებოდა. თუმცა იმის გარკვევაც მჭირდებოდა, როგორ უნდა მეცხოვრა ფხიზელს. ახლა უკვე ადვილი გასაგებია, თუ როგორ ანაცვლებენ ადამიანები დამოკიდებულებებს ვარჯიშით. ერთი დამოკიდებულება მეორით იცვლება, მაგრამ ეს ადამიანებისთვის მართლაც კარგია", - დასძინა მომღერალმა.ემინემს ფანებმა 16-წლიანი სიფხიზლე მიულოცეს და ინსტაგრამის ფოტოს კომენტარებში აღნიშნეს, რომ ეს მართლაც საამაყო ამბავია.

საქალაქო სასამართლო

სამართალი 1713639900

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 ბრალდებულს უვადო, 2 ბრალდებულს კი 19 და 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელს სასჯელის უმაღლესი ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წევრს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის 3 მოქალაქის ხელმძღვანელობით მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი, სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელით, დისტანციურად იღებდა ნარკოტიკული საშუალების ე.წ. შეკვეთას, სპეციალურად გახსნილ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდგომ კი ე.წ. დამდების მეშვეობით სასურველი ნარკოტიკული საშუალების წინასწარ შერჩეულ ადგილზე განთავსებას უზრუნველყოფდა, რის შემდეგაც შემძენს ლოკაციის და ადგილმდებარეობის ფოტოები ეგზავნებოდა. აღნიშნულმა პირებმა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში საქართველოს 2 მოქალაქე ჩართეს, რომლებიც ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხების საქართველოში შეგროვებას, გადარიცხვა/კონვერტაციის გზით წარმომავლობის შენიღბვას და დანაშაულის ორგანიზატორებისთვის საზღვარგარეთ მიწოდებას, ასევე საბანკო დაწესებულებებთან წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფდნენ. პარალელურად, საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, როგორც ადვოკატს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების შემთხვევაში თითქოსდა იურიდიული დახმარების გაწევის გზით ორგანიზატორებთან დაკავშირებული, გამოძიებისთვის ცნობილი ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზატორებისთვის მიწოდება უნდა განეხორციელებინა.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა საქართველოში 2021-2023 წლებში ზემოაღწერილი სქემით ნარკორეალიზაციის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 17 367 263 ლარის, 2 523 302 აშშ დოლარისა და 24 030 ევროს უკანონო შემოსავალი მიიღო, რომლის ლეგალიზაციაც  რამდენიმე ხერხით განხორციელდა. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხების ნაწილი ქართულ საბანკო ანგარიშებზე უმიზნო ტრანზაქციებისა და კონვერტაციის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელ პირთა უცხოურ ანგარიშებზე ირიცხებოდა. თანხის ნაწილის განაღდება კი საქართველოში ხორციელდებოდა და სხვადასხვა პირის სახელით ფულადი გზავნილის სახით საზღვარგარეთ იგზავნებოდა, ასევე საქართველოში და კვიპროსში შეძენილ იქნა ძვირად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება.დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მეშვიდე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მსჯავრდადებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული 2 ავტომანქანა და 310 000 ლარზე მეტი ჩამოერთვათ." - ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პროკურატურა

სამართალი 1713527057

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელს სასჯელის უმაღლესი ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წევრს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის 3 მოქალაქის ხელმძღვანელობით მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი, სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელით, დისტანციურად იღებდა ნარკოტიკული საშუალების ე.წ. შეკვეთას, სპეციალურად გახსნილ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდგომ კი ე.წ. დამდების მეშვეობით სასურველი ნარკოტიკული საშუალების წინასწარ შერჩეულ ადგილზე განთავსებას უზრუნველყოფდა, რის შემდეგაც შემძენს ლოკაციის და ადგილმდებარეობის ფოტოები ეგზავნებოდა. აღნიშნულმა პირებმა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში საქართველოს 2 მოქალაქე ჩართეს, რომლებიც ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხების საქართველოში შეგროვებას, გადარიცხვა/კონვერტაციის გზით წარმომავლობის შენიღბვას და დანაშაულის ორგანიზატორებისთვის საზღვარგარეთ მიწოდებას, ასევე საბანკო დაწესებულებებთან წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფდნენ. პარალელურად, საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, როგორც ადვოკატს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების შემთხვევაში თითქოსდა იურიდიული დახმარების გაწევის გზით ორგანიზატორებთან დაკავშირებული, გამოძიებისთვის ცნობილი ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზატორებისთვის მიწოდება უნდა განეხორციელებინა.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა საქართველოში 2021-2023 წლებში ზემოაღწერილი სქემით ნარკორეალიზაციის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 17 367 263 ლარის, 2 523 302 აშშ დოლარისა და 24 030 ევროს უკანონო შემოსავალი მიიღო, რომლის ლეგალიზაციაც  რამდენიმე ხერხით განხორციელდა. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხების ნაწილი ქართულ საბანკო ანგარიშებზე უმიზნო ტრანზაქციებისა და კონვერტაციის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელ პირთა უცხოურ ანგარიშებზე ირიცხებოდა. თანხის ნაწილის განაღდება კი საქართველოში ხორციელდებოდა და სხვადასხვა პირის სახელით ფულადი გზავნილის სახით საზღვარგარეთ იგზავნებოდა, ასევე საქართველოში და კვიპროსში შეძენილ იქნა ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება.დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მეშვიდე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული 2 ავტომანქანა და 310 000 ლარზე მეტი ჩამოერთვათ.

ვახტანგ გომელაური

პოლიტიკა 1713523684

ყოველწლიურად იზრდება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა - ვახტანგ გომელაური

სამინისტროს პოლიტიკა განსაკუთრებით მკაცრია ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებთან მიმართებით - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.ვახტანგ გომელაურის თქმით, აღნიშნულს ადასტურებს, მათ შორის, 2021 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც  გამკაცრდა კანონით დადგენილი სასჯელის ზომა ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მიმართ.როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ყოველწლიურად იზრდება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა.შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს  კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ2020 წელს ბრალი წარედგინა 71 ნარკორეალიზატორს;  2021 წელს - 136 ნარკორეალიზატორს; 2022 წელს - 202 ნარკორეალიზატორს; 2023 წელს - 284 ნარკორეალიზატორს.მისივე თქმით, ასევე, გაზრდილია ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი, კერძოდ: 2020 წელს გამოვლინდა 3 452 ნარკოტიკული დანაშაული;  2021 წელს - 3 873 დანაშაული;  2022 წელს - 5 471 დანაშაული; 2023 წელს - 6 594 დანაშაული.ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციამ 2023 წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან ამოიღო: 84 კილოგრამი ჰეროინი; 20 კილოგრამი ალფა პვპ;  9 500 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი;  2,5 კილოგრამი კოკაინი; 4 კილოგრამი მეფედრონი;  2.5 კილოგრამი მდმა;  304 კილოგრამი მარიხუანა; 4 ტონამდე მცენარე კანაფი;  13 კილოგრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტები; 3 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.შინაგან საქმეთა მინისტრმა  სიტყვით გამოსვლისას  არასამთავრობო ორგანიზაციების იმ მოთხოვნაზეც გაამახვილა ყურადღება,  რომელიც  ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს მიერ ლიბერალური პოლიტიკის გატარებას გულისხმობდა."საზოგადოებას კარგად ახსოვს მათი მხრიდან წარდგენილი არაერთი საკონსტიტუციო სარჩელიც, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა. აღნიშნულის შედეგად, საკანონმდებლო დონეზე ლიბერალური მიდგომები დამკვიდრდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მიმართ, განსაკუთრებით, მცენარე კანაფის/მარიხუანის მოხმარებისა და უკანონო ბრუნვის მიმართ, მაგალითად: აიკრძალა 70 გრამამდე გამომშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისთვის პატიმრობის გამოყენება, აგრეთვე, 151 გრამამდე მცენარე კანაფის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისთვის პატიმრობის გამოყენება. მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის, ასევე ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის და შეძენა-შენახვისათვის აიკრძალა როგორც სისხლის სამართლის წესით, ასევე ადმინისტრაციული წესით პატიმრობის გამოყენება.კერძო სივრცეში მარიხუანის მოხმარება გახდა ლეგალური, რაც სამინისტროს მარიხუანას მოხმარების შემცირების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას უსპობს. მარიხუანას მოხმარება სანქცირებას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და სხვა სპეციფიკურ გარემოებებში", - განაცხადა  შინაგან საქმეთა მინისტრმა.ვახტანგ გომელაურმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულთან  ბრძოლას."თუმცა, მხოლოდ უწყების მხრიდან დანაშაულზე რეაგირება ვერ იქნება ამ მძიმე პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა. საჭიროა, საზოგადოების და შესაბამისი უწყებების კომპლექსური ჩართულობა, როგორც ნარკოტიკების მავნე ზეგავლენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, ისე, მისგან გამოწვეული ზიანის შემცირების კუთხით", -  განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

სამართალი 1713523346

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას, აღნიშნული მთავრობის მიერ აღიარებულია ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საყურადღებო მიმართულებად.როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამას ადასტურებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის 2021-2024 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმებიც, რომელთა შემუშავებაც მოხდა უწყებათაშორის ფორმატში, არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით, არამედ სხვა უწყებების აქტიური ჩართულობით.„აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა ხსენებული პოლიტიკის დოკუმენტის არსებობა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უკვე დაიწყო განახლებული, 2025-2028 წლების სტრატეგიისა და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმის ერთობლივად შემუშავების პროცესიც, რომელშიც, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ზრდის პარალელურად, კიდევ უფრო მეტად გამახვილდება ყურადღება მისი პრევენციის კომპონენტზე.„გაგრძელდება აქტიური მუშაობა სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ამაღლდეს ახალგაზრდების ცნობიერება ნარკოტიკების მავნე შედეგებთან დაკავშირებით და მკვეთრად შემცირდეს მათი ნარკოტიკულ დანაშაულებში ჩაბმის ალბათობა“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

პროკურატურა

სამართალი 1712996400

გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა და პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებმა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრა მიზნად ისახავდა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმირებას, მათთან თანამშრომლობით განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების,პროკურატურის პრიორიტეტების და საჭიროებების შესახებ.სამუშაო შეხვედრას აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოების (UNICEF, UNFPA, UNDP) და გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.შეხვედრა გენერალური პროკურორის მოადგილემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ნათია მერებაშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.პარტნიორი ორგანიზაციების წინაშე საინფორმაციო მოხსენებებით ასევე წარდგნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები. საუბარი შეეხო ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიც არის კიბერდანაშაული, ნარკოტიკული დანაშაულები, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობა, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულები, თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება და სხვა.შეხვედრის ფარგლებში მოხდა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე დონორი ორგანიზაციების პოზიციების წარმოდგენა. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს პროკურატურას აქტიური ურთიერთთანამშრომლობისა და გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადეს.საქართველოს პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები პერიოდულად გაიმართება.

ბიბლია

მეცნიერება 1712730480

რელიგიური გამოცდილებები ტვინში იმავე სისტემას ააქტიურებს, რომელსაც ნარკოტიკული საშუალებები - კვლევა

რელიგიური და სპირიტუალური გამოცდილებები ნეირობიოლოგიური თვალსაზრისით, ნარკოტიკთა მიღების იდენტურია. ამას იუტას უნივერსიტეტის ნეირობიოლოგთა გუნდი ასკვნის. გუნდის ლიდერმა — ჯეფრი ანდერსონმა, 19 ახალგაზრდა მორმონში ტვინის აქტივობა გაზომა და აღმოაჩინა, რომ ტვინის ჯილდოს სისტემა აქტიურდება ორივე შემთხვევაში — რელიგიური შეგრძნებებისა და ნარკოტიკების მიღებისას.უფრო კონკრეტულად, კვლევის მიმდინარეობისას, არაერთხელ გააქტიურდა ჰიპოთალამუსის ნაწილი აკუმბენსის ბირთვი, რომელიც ჯილდოსთან და განმტიცებასთანაა დაკავშირებული. ასევე ფრონტალური ნაწილი, რომელიც ყურადღებაზეა პასუხისმგებელი და ვენტრომედიალური პრეფრონტალური კორტიკალური ლოკუსები, რომლებიც დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღებასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც დაზიანებული აქვთ ვენტრომედიალური პრეფრონტალური კორტიკალური ლოკუსები, ავლენენ ანტისოციალურ ქცევას და დაქვეითებული აქვთ მორალური განსჯის უნარი.გუნდი ეჭვობდა, რომ რელიგიური გამოცდილებები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტვინის ჯილდოს მექანიზმებთან. მათ სურდათ ამ მექანიზმისა და კავშირის გაზომვა შეძლებოდათ, იმისათვის, რომ განესაზღვრათ რელიგიურობის მოტივაცია და მის მიღმა არსებული უამრავი ქცევა — ალტრუიზმიდან ძალადობამდე. აღსანიშნავია, რომ ორივე ქცევა ინდივიდებში ხშირად რელიგიის სახელით ვლინდება.როგორც ჟურნალ Social Neuroscience-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში ავტორები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური გამოცდილებების ზეგავლენას დედამიწაზე მყოფი 5.8 მილიარდ ადამიანი განიცდის, რელიგიურ გამოცდილებებთან დაკავშირებული ნერვული მექანიზმებზე ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცით.კვლევის მიმდინარეობაკვლევისათვის მორმონები შეარჩიეს მათ რელიგიაში ე.წ. "ქარიზმატული რელიგიური სიხარულის ცენტრალიზების" ნიშნით. კვლევაში 7 ქალი და 12 კაცი მონაწილეობდა, რომელთაგანაც თითოეულმა ერთი ან ორი წელი მაინც გაატარა მისიონერულ საქმიანობაში.კვლევის მიმდინარეობისას ცდისპირების ტვინს ასკანერებდნენ. მათ ფუნქციური MRI აპარატებით აკვირდებოდნენ, სანამ ისინი კონკრეტულ ამოცანებს ასრულებდნენ. მაგალითად: ისვენებდნენ, უყურებდნენ საეკლესიო ვიდეოს, კითხულობდნენ ნაწყვეტებს ბიბლიიდან, კითხულობდნენ საეკლესიო ლიდერების ციტატებს, ლოცულობდნენ და ა.შ. ამ პროცესში მონაწილეებს ევალებოდათ სპეციალურ ღილაკზე დაჭერა, იმ შემთხვევაში, თუ გაძლიერებულ სპირიტუალურ შეგრძნებებს განიცდიდნენ.ექსპერიმენტისას, დროდადრო, ტვინის ჯილდოს უბანი აქტიურდებოდა ზუსტად იმ დროს, როდესაც მონაწილეები ყველაზე ხშირად აჭერდნენ ღილაკს. ეს არის ტვინის იგივე ნაწილი, რომელიც ხელს უწყობეს დოფამინის გამოყოფას ნარკოტიკების მიღების დროს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს დამოკიდებულების, ადიქციის ჩამოყალიბებას.CNN-თან ინტერვიუში ანდერსონმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი კვლევა, რომელმაც აჩვენა კავშირი რელიგიურობასა და ტვინის დაჯილდოების სისტემას შორის. ეს კი საფუძველს უდებს რელიგიურად მოტივირებული ქცევების უკეთ შესწავლას."მილიარდობით ადამიანი იღებს ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებას სპირიტუალურ და რელიგიურ შეგრძნებებსა და გამოცდილებებზე დაყრდნობით. ეს ერთ-ერთი ძალიან ძლიერი გავლენაა ჩვენს სოციალურ ქცევაზე. ჯერჯერობით, ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ რა ხდება ტვინში ამ გამოცდილებების მიღების მომენტში. ეს მხოლოდ კრიტიკული საკითხია, რომელსაც მეტი შესწავლა სჭირდება", — ამბობს ჯეფრი ანდერსონი.კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა ამოქმედდება თუ არა ტვინის იგივე მექანიზმები, როდესაც ინდივიდს აიძულებენ რელიგიის სახელით კეთილი ან ძალადობის შემცველი ქცევა გამოავლინოს.კვლევის ავტორები, ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით, გვთავაზობენ გაგებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სპირიტუალურ განცდებზე ტვინის პასუხმა უბრალოდ გააძლიეროს კონკრეტული რწმენის ერთგულება. შეგრძნებები, რომლებსაც ადამიანები განიცდიან კონკრეტულ მომენტებში და ტვინის ის პასუხი, რომელსაც ისინი იღებენ, ადასტურებს აზრს, რომ მათ აირჩიეს სწორი მორალური გზა.უნდა აღინიშნოს, რომ აკუმბენსის ბირთვისა და ტვინის ჯილდოს სისტემა, ზოგადად, ასოცირებულია ადიქციის ტრიგერებთან, რომელიც ეუბნება ტვინს, რომ ნარკოტიკების მიღება სიამოვნების წყაროა და უნდა გამეორდეს.ანდერსონი ამბობს, რომ ეს კვლევა პირველია, რომელმაც სპირიტუალური გამოცდილებები ტვინის ჯილდოს სისტემასთან დააკავშირა, თუმცა უამრავი კვლევა ცდილობს რელიგიის მიღმა ნეირომეცნიერების მექანიზმების დანახვას. ასევე, აღსანიშნავია ამერიკელი მოლეკულური გენეტიკოსის მტკიცება იმის შესახებ, რომ იპოვა გენი (VMAT2), რომელიც ადამიანებში სპირიტუალური გამოცდილებებისკენ მიდრეკილებას მოასწავებს. აღსანიშნავია, რომ იგივე გენი თამაშობს როლს ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაშიც.