"ზომიერების, გამჭვირვალობისა და კომპრომისის ნუ შეგვეშინდება" – Gulf-ის დამფუძნებელი

ვანო ნაკაიძე

ზომიერების, გამჭვირვალობისა და კომპრომისის ნუ შეგვეშინდება, - ამის შესახებ კომპანია Gulf-ის დამფუძნებელი ვანო ნაკაიძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულ კანონპროექტთან და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

"მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების და იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო, ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთობა და სტაბილურობა!

დღეს, როცა სამყარო შეუჩერებელ კონკურენციასა და ფასეულობათა ჭიდილში იმყოფება, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის მოვალეობაა ვემსახუროთ უზენაეს მიზანს - ერთიანობით ვიაროთ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, გამთლიანების, კეთილდღეობის და ევროინტეგრაციის გზაზე.

ზომიერების, გამჭვირვალობის და კომპრომისის ნუ შეგვეშინდება - ამ სახის კონკურენციას მხოლოდ ერთი გამარჯვებული შეიძლება ჰყავდეს და მას საქართველო ჰქვია!“ - წერს ვანო ნაკაიძე.