სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, დავით გიორგაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი სასწავლო და სატრენინგო პროგრამების შემუშავება და განხორციელება, მემორანდუმით გათვალისწინებულ აქტუალურ საკითხებზე სამუშაო შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება, ასევე საერთაშორისო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს როგორც ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას, ასევე საჯარო მოხელეების გადამზადებას.