ზურა ხაჩიძე: ილია მეორე ძალიან დიდსულოვანი ადამიანი იყო, მინდა ყველას მივუსამძიმრო

ზურა ხაჩიძე

 ძალიან გული მწყდება და მინდა ყველას მივუსამძიმრო, - განაცხადა მომღერალმა ხურა ხაჩიძემ პატრიარქზე საუბრისას.

მისი თქმით, ილია მეორე ძალიან დიდსულოვანი ადამიანი იყო.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ავტოკეფალიიდან დღემდე, რაც მან საქართველოს გაუკეთა“, - აღნიშნა ხაჩიძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

ცნობისთვის, 93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.