წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773866558
ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს - ინფორმაცია "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
მათივე ცნობით, "უცხოეთთან კავშირების მქონე სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ" ტექსტი, რომლის მიხედვითაც ყველა ორგანიზაცია, მათ შორის სახელმწიფო უწყებებიც, რომლებიც გრანტებს ევროკავშირის ფონდებიდან ან სხვა ქვეყნებიდან იღებენ, ვალდებულნი იქნებიან დარეგისტრირდნენ სპეციალურ ბაზაში. დოკუმენტი ითვალისწინებს ჯარიმებს 15 მილიონ კრონამდე (დღევანდელი კურსით დაახლოებით 700 000 აშშ დოლარზე მეტი) ან შემოსავლის/ბრუნვის 10%-მდე.
ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას კანონპროექტი შეაჩეროს. ლიბერალურმა ჩეხურმა "მეკობრეების პარტიამ" მას რუსული კანონის ასლი უწოდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კანონპროექტი უცხოური დაფინანსების შემთხვევაში სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ შეტანილია ჩეხეთის მთავრობის პროგრამულ დეკლარაციაში. დოკუმენტი ითვალისწინებს საჯარო რეესტრის შექმნას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ხოლო "ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას და ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, დაწესდება ვალდებულება გამჭვირვალედ მიუთითონ ეს ფაქტი".