ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს

გლოვა ლენტი

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს:

„ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გულისტკივილით ემშვიდობება ჩვენს კოლეგას, მეგობარს და ადამიანს, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება მიუძღვნა საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
ქალბატონი ცისანა ღურწკაიას პროფესიული გზა არ იყო მხოლოდ კარიერა, ეს იყო მისი ცხოვრების მოწოდება. წლების განმავლობაში იგი იყო სანდოობის, ერთგულების, სიმტკიცის მაგალითი.

ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება მისი ღიმილი, სითბო, კეთილგანწყობა და სიყვარული, რასაც ყოველდღიურად გვჩუქნიდა.

ქალბატონი ცისანა გააგრძელებს ცხოვრებას ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენს საქმესა და იმ ღირებულებებში, რომელსაც თავად ამკვიდრებდა.

ძვირფასო ცისანა ძალიან გვიჭირს იმის გაცნობიერება, რომ აღარ ხარ ჩვენთან. შენ იყავი არამხოლოდ შესანიშნავი თანამშრომელი, არამედ ნამდვილი მეგობარი - გულწრფელი, თანაგრძნობით სავსე ადამიანი. შენი ღიმილი და სითბო არასდროს დაგვავიწყდება.

ზუდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი თანაგრძნობას უცხადებს ქალბატონი ცისანას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ მძიმე დროს. ღმერთმა მიუჩინოს მას მარადიული სიმშვიდე და ნეტარი სარეცელი ცათა სასუფეველში.
მშვიდად განისვენე, ძვირფასო მეგობარო“,- ნათქვამია წერილში.