ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას მიმართავს
1760644247
თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს გააცნო დეტალები ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ.
ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კვლავაც შესაძლებელია ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება.
სატელეფონო საუბარი ორი საათი გაგრძელდა. სპიკერმა აღნიშნა, რომ ტრამპის აზრით, უკრაინაში ომის საკითხზე გარკვეული პროგრესი მიღწეულია.
„პრეზიდენტი გააგრძელებს ძალისხმევას მშვიდობის მისაღწევად“, - დასძინა ლევიტმა.