„ზოგადად, გამარჯვებულებს არ სჯიან… მის მოსაგებად მარტო ფბ-ზე მოწოდება არ კმარა…“ - რას წერს მამულიჩა

მამულიჩა

კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში „ვოისის“ გუშინდელ ფინალს ეხმიანება. პროდიუსერი წერს, რომ გამარჯვებულებს არ სჯიან და ფიქრობს, რომ კონკურსებში წესების გარეშე ბრძოლაც შესაძლებელია:

„ზოგადად, გამარჯვებულებს არ სჯიან… ვინც გააკეთა მობილიზაცია, იმან გაიმარჯვა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ უკეთესად მღეროდა. თუ ვინმე თვლიდა, რომ კონკურსი არასამართლიანად წარიმართა, მაშინ აღარ უნდა შეხვიდე ამ ბრძოლაში. გამარჯვებისთვის საჭიროა ბოლომდე ბრძოლა და თავდაჯერებულობა. პირველ რიგში შენი თავის იმედი უნდა გქონდეს. კონკურსი არის პაექრობა და ბრძოლა წესების გარეშეც… მის მოსაგებად მარტო ფბ-ზე მოწოდება არ კმარა…. წარმატებები გამარჯვებულს!..“