„ყველას უნდა ქალაქელი იყოს… თუ მალავ, საიდან ხარ წარმოშობით, ეს დიდი დანაშაულია სამყაროს და წინაპრების წინაშე…“ - თიკა ქოქაშვილი

თიკა ქოქაშვილი

„ფენ შუის“ სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი ამბობს, რომ ენერგეტიკულ დონეზე დიდი დანაშაულია წარმომავლობის დამალვა.

„როდესაც ადამიანი არის გამოუვალ მდგომარეობაში, არის მომენტი, როცა კავშირს შენს წინაპრებთან ამყარებ. არ იცი, ისინი ვინ არიან, მაგრამ შენს საგვარეულო ხაზში არიან, შეიძლება არ იცნობდი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, შენ შეგიძლია, როგორც მფარველი ანგელოზები, დამხმარე ძალა იმ მომენტიდან ამოსვლაში დაგეხმარონ. ამის ძალიან ბევრი ფაქტია.

არიან ადამიანების კატეგორია, რომლებიც მალავენ წარმოშობას, სოფლის სახელს. ყველას უნდა ქალაქელი იყოს. ეს ძალიან დიდი დანაშაულია ენერგეტიკულ დონეზე. შენ თუ უპირობოდ არ მიიღებ შენს წინაპრებს... სამყაროში ყველაფერს ღმერთი ალაგებს. 

როდესაც ხარ დიდ გასაჭირში და ცუდი პერიოდი გაქვს, შეგიძლია იქ წახვიდე, ზუსტად იმ მიწაზე, ფეხშიშველი დგომის პრაქრიკით, წინაპრებს და ამ მიწას მადლობა გადაუხადო. ენერგია მთლიანად გამოგყვება, სადაც იქნები, დაგეხმარება. ეს შეგიძლიათ გამოცადოთ და მიხვდებით, რომ მართლაც ძლიერი პრაქტიკაა“, - ამბობს ქოქაშვილი „პოსტ ტვ-ის“ ეთერში.