1692302192
,,ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება” - ცვლილება, რომელიც მალე ძალაში შევა

ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევის, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.