„ყველა ქართველი აქ უნდა იდგეს ახლა ვისაც გული უძგერს ქართულად" - თეონა ცირამუა

ცირამუა

 გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად სამების საკათედრო ტაძარში მივიდა.

"ყველა ქართველი აქ უნდა იდგეს ახლა ვისაც გული უძგერს ქართულად. დღეს ჩვენ აქ მოგვიწვიეს, ძალიან დარდიანი დღეა, თუმცა თან თითქოს ბედნიერების შემცველიც, როდესაც უყურებ ამდენი ადამიანის გაერთიანებას. დღევანდელი დღე, ვფიქრობ, გარდამტეხი უნდა იყოს, სხვანაირად უნდა შეგვახედოს ჩვენს თავს და ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ ეს ასეც იქნება. ქართველები ყოველთვის სწორად ვცხოვრობდით და ეს მომავალშიც ასე იქნება," - აღნიშნა თეონა ცირამუამ.

კათოლიკოს-პატრიარქს სამების ტაძრიდან დღის 3 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება.

სიონის ტაძრამდე გზაზე მოწყობილია ცოცხალი დერეფანი, ასევე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში.

კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.