“ყურადღებით ადევნეთ თვალი მათ ქცევებს, წრეს, ნუ ელით ღვთისაგან წყალობას, თუ არ ასრულებთ ამ მოვალეობას…” - მამა შალვა

მამა შალვა

მამა შალვა კეკელია, სოციალურ ქსელში შვილების შესახებ, წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს წერს:

"თქვენი შვილები ყოველთვის იქნებიან საკმაოდ მდიდარნი, თუ მათ მისცემთ კარგ აღზრდას, რომელიც მოუწესრიგებს და ჩამოუყალიბებს კარგ ქცევებს.

იმას კი არ ეცადოთ, რომ ისინი მატერიალურად მდიდრები გახადოთ, არამედ, რომ იყვნენ კეთილაღზრდილნი, ბატონობდნენ თავიანთ ვნებებზე, იყვნენ მდიდარნი, სათნოებებით.

მიაჩვიეთ ისინი, რომ არ იგონებდნენ მოჩვენებით საჭიროებებს და ამქვეყნიურ სიკეთეს არ აფასებდნენ გადაჭარბებულად. ყურადღებით ადევნეთ თვალი მათ ქცევებს, წრეს, ურთიერთობებს - ნუ ელით ღვთისაგან წყალობას, თუ არ ასრულებთ ამ მოვალეობას",-წერს მამა შალვა.