ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1777577588
მსოფლიოში შექმნილი ავიასაწვავის დეფიციტის გამო Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
„ავიაკომპანია Wizz Air-ს აქვს ძლიერი ბალანსი, მნიშვნელოვანი ლიკვიდობა და ავიაფლოტის დაფინანსებას 18 თვით ადრე უზრუნველყოფს. ლიზინგ კომპანიებისა და სხვა ფინანსური პარტნიორების მაღალი ინტერესიც ნათლად მიუთითებს ავიაკომპანიის ფინანსურ სიმყარეზე.
Wizz Air ავიაციის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანად დაცული ავიაკომპანიაა საწვავის ფასების მკვეთრი ცვლილებების რისკებისგან. ამასთან, ჩვენი ფლოტის 75% Airbus A320neo ოჯახის თვითმფრინავებისგან შედგება, რაც ევროპაში არსებულ ავიაკომპანიებთან შედარებით გვაძლევს სტრუქტურულ ხარჯობრივ უპირატესობას — მნიშვნელოვნად დაბალი საწვავის მოხმარებისა და მაღალი ეფექტიანობის ხარჯზე. კომპანია ასევე ინარჩუნებს ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებს წამყვან ლიზინგ კომპანიებსა და მწარმოებლებთან და შეუფერხებლად ახორციელებს საკუთარი ფლოტის განვითარების სტრატეგიას.
ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ ოპერირებას სტრატეგიულ ბაზრებზე. ჩვენი მთავარი ფოკუსი უცვლელია — შევთავაზოთ მგზავრებს ყველაზე დაბალი ტარიფები და მოვემსახუროთ ერთ-ერთი ყველაზე ახალი და საწვავეფექტიანი ავიაფლოტით თითოეულ მომხმარებელს.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air ოპერირებს 262 Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდით. გამოცდილი საავიაციო პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air 2025 ფინანსურ წელს 63.4 მილიონი მგზავრისთვის სასურველ არჩევანად აქცია. Wizz Air ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი WIZZ-ის ტიკერით. Wizz Air ასევე აღიარებულია „ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად” 2021-2025 წლებში World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში. 2026 წელს, Cirium-ის — საავიაციო ანალიტიკური კომპანიის შეფასებით, Wizz Air-მა გლობალური ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით მიღწეული პროგრესის გამო. 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards Gala-ზე კომპანიამ მიიღო ჯილდო „Sustainable Airline of the Year 2025”.