ვუსამძიმრებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი შემოქმედება გულში აქვს - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სამძიმრის განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ჩარკვიანის გარდაცვალება მთელი ქვეყნისთვის დიდი ტკივილია.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, რაც მთელი ქვეყნისთვის დიდი ტკივილია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება გულში აქვს. მისი სითბო და სიმღერები ჩვენთან სამუდამოდ დარჩება,“ – წერს პაპუაშვილი.