1692302192
ცნობილია, ვინ არიან ბორჯომში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდები

22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე ბორჯომის შესასვლელთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ტოიოტას მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ორი პირი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
დაღუპულები არიან ზურა გელაშვილი და ედი მარკოსიანი.
ტრაგიკულ შემთხვევას კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი ეხმიანება და ერთ-ერთი გარდაცვლილის შესახებ წერს:
„ჩემო ზურა, ჩემო გელაშ, არც კი ვიცი რა დავწერო, გაქვავებული ვარ. ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადო მეგობრობისათვის,ერთგულებისათვის.შეხვედრამდე მაგარო ადამიანო“,- წერს ოქიტაშვილი.
მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.