NASA-ს მეცნიერმა მზის სისტემაში არამიწიერი სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინა
1755783060
საქართველოს პროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, სამტრედიაში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით, სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 აგვისტოს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია საბრძოლო ვაზნები", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.