„მკვლელი“ შხამი კიბოს წინააღმდეგ — მეცნიერების ახალი აღმოჩენა
1755712978
NASA-ს მეცნიერმა განაცხადა, რომ ჩვენს მზის სისტემაში შესაძლოა არამიწიერი სიცოცხლე არსებობდე. მისი თქმით, სიცოცხლე ჯუჯა პლანეტაზეა, წერს Mirror .
NASA-ს დოქტორმა დევიდ გრინსპუნმა განაცხადა, რომ ცერერა, მზის სისტემაში ყველაზე პატარა ჯუჯა პლანეტა, შესაძლოა შეიცავდეს თხევად წყალს და სიცოცხლესაც.
„ჩვენ იქ ცოტა ხნის წინ კოსმოსური ხომალდი გავგზავნეთ და საოცარი რამ აღმოვაჩინეთ“, - განუცხადა გრინსპუნმა ჟურნალისტებს.
ცერერაზე კაშკაშა თეთრი ელვარება შენიშნეს, რაც მარილის საბადოს არსებობაზე მიუთითებს. მისი თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ იქ ოდესღაც წყალი იყო.
„ყველაზე საინტერესო კრატერი იყო და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს მარილის საბადო იყო. მარილის საბადო კი მიუთითებს, რომ პლანეტაზე წყალი იყო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ის ოდესღაც წყლის სამყარო იყო და შესაძლოა, მის შიგნით ჯერ კიდევ იყოს თხევადი წყალი“, - დასძინა მკვლევარმა.
გრინსპუნი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება საინტერესო იყოს ასტრობიოლოგებისთვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჯუჯა პლანეტებს, როგორიცაა ცერერა, შესაძლოა წარსულში საცხოვრებლად ვარგისი პირობები ჰქონოდათ. ის არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ისინი დღესაც არსებობდნენ.
„ვინ იცის, იქნებ ამ პლანეტებიდან ზოგიერთს დღესაც აქვს საცხოვრებლად ვარგისი ოკეანეები“, - აღნიშნა მეცნიერმა.
გრინსპუნმა გაიხსენა, რომ მეცნიერებმა წყალი სიცოცხლის აუცილებელ პირობად დაადგინეს. ის თვლის, რომ ცერერა შესაძლოა გარკვეული ორგანიზმების სახლი იყოს, რომლებიც მეცნიერებს ჯერ არ შეუსწავლიათ.