როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
1986 წლის 11 ოქტომბერს ზურაბ ცინცქილაძესა და მის მეუღლეს თამრიკო დათუაშვილს კიდევ ერთი შვილი შეეძინათ, თუმცა, ორი ვერსია უთხრეს, ერთი, რომ ასფიქსიით დაიღუპა, ხოლო მეორე, ბავშვი სამშობიაროში დაუვარდათ... თუმცა, ოჯახი „სიცრუის დეტექტორში“ ამბობს, რომ მოპარული გოგონას ძებნას იწყებენ.
„იყო შეძახილები, რა ლამაზი გოგოაო... მეორე დღეს გვეუბნებიან, რომ ბავშვი ასფიქსიით გარდაიცვალაო. ისეთი შოკი იყო, არ ვიცი, მსგავსი რამ ვინმეს თუ განუცდია. როცა ის ახლობელი მას თავს ადგა, იმ დღეს იქ არ იყო და ბავშვი ქრება... მე ერთი წამითაც ეჭვი არ მეპარება, რომ შენხელა (გიორგი გასვიანს მიმართავს) გოგო სადღაც ჩემი დადის... მე მინდა, რომ ეს იყოს სიმართლე. სიმართლე, რომ ის მომპარეს.
ძებნა არასდროს მიცდია, ახლა დავიწყებ... სამშობიაროში არაფერი გვინახავს... ის ახლობელი ცოცხალი აღარ არის“, - ამბობს მსახიობი.