ვითარება სიონის ტაძარში, სადაც ხალხის ნაკადი არ წყდება

სიონი

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა.

სიონის საპატრიარქო ტაძარში მომლოცველების ნაკადი არ წყდება.

22 მარტის შემდეგ, მას მერე, რაც პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძარში გადაასვენეს, მასთან პატივის მისაგებად საქართველოს ყველა რეგიონიდან მიდიან.

ჯერჯერობით უწმინდესისთვის საფლავი ბოლომდე გამზადებული არ არის, დარჩენილია მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

სიონში სასულიერო პირები პანაშვიდს 40 დღის განმავლობაში გადაიხდიან.