ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
უახლოესმა ადამიანმა ხალხის მიერ მკურნალობისთვის შეგროვებული ფული მომპარა, - ამის შესახებ მძიმე ავარიის დროს სასწაულებრივად გადარჩენილი მარიამ ტატანაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, იმ ადამიანმა იცოდა, რომ ეს თანხა მისი მხედველობისთვის და სინათლის დაბრუნებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა, ეს მაინც გააკეთა.
„ეს ამბავი ბევრმა მეგობარმაც არ იცის. ავარიის დღიდან აქამდე ადამიანების დახმარებით მოვედი, აბსოლუტურად ყველა ოპერაცია ჩვენი ქართველი ხალხის დამსახურებაა. დედამ რომ პოსტი დადო, რეანიმაციაში ვიწექი, შემდეგ უკვე მე გამოვჩნდი, ყველა ძალიან მეხმარება და მგულშემატკივრობს.
იმ პერიოდში, ყბის ოპერაციაც გავიკეთე. რაღაც თანხა მქონდა აგროვებული, არ იყო ცოტა, 34 ათასი იყო. არ დავასახელებ ვინ იყო, ჩემი გარემოცვა ყველა იცნობს. არ მინდა დასახელება, მეგობარი იყო თუ შეყვარებული.
ანგარიშზე მინდოდა თანხის გადარიცხვა, დედასთვის უნდა დამერეკა, გარეთ ვიყავი და მობაილ ბანკის პაროლი ვუთხარი. მთლიანი თანხა აიღო და კაზინოში გადარიცხა, თამაშობდა... არ ვიცოდი.
თანხა დააბრუნეს. ბებია ჰყავდა ძალიან კარგი, მართლა კარგი ოჯახიდან იყო. თანხა ბოლო თეთრებამდე ბებიამ დააბრუნდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, ჩემი მობაილ ბანკის პაროლი უამრავმა ჩემმა მეგობარმა იცოდა. არც ერთს ლარიანი კი არა, ჩემს დაუკითხავად ერთი თეთრიც არ აუღია....“ - გაიხსენა „სიცრუის დეტექტორში“ მარიამ ტატანაშვილმა.