1751869411
VIDEO: ''რვაფეხა'' - ლეგენდარული სერიალი „რუსთავი 2-ის“ ეთერში ბრუნდება

„რუსთავი 2-ის“ ეთერში ლეგენდარული სერიალი ''რვაფეხა'' ბრუნდება.
კანონად ქცეული უკანონობა, დაშინებული სამართალი, სიცილიური მაფიის სისხლიანი საცეცები და ყველა ერთის წინააღმდეგ, რომელმაც შეუძლებელი შეძლო.
3 ივლისიდან, ყოველ დღე, 23:00 საათზე ნახავთ ტელე-მოვლენად ქცეული კრიმინალური დრამის ყველა სეზონს.
იტალიურ სერიალში აღწერილია ადგილობრივი სამართალდამცველების ბრძოლა სიცილიურ მაფიასთან და მთავრობის უმაღლეს ეშელონებში არსებულ კორუფციასთან.
''რვაფეხას'' პირველი ნაწილი გადაღებულია 1984 წელს. იგი ეკრანებზე გავიდა იმავე წლის 11 მარტს.
სერიალში მთავარ როლს მიკელე პლაჩიდო ასრულებს.
პლაჩიდოს პერსონაჟი, კომისარი კატანი, სერიალის მეოთხე ნაწილში იღუპება. მიუხედავად ამისა, გადაღებები განაგრძეს და ფილმის კიდევ ექვსი ნაწილი გამოვიდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⇒ „დედაჩემი არის ცუდად, დავურეკე ტიროდა, გთხოვთ გამიშვათ სახლში...“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსში“
⇒ VIDEO: „პროექტამდე დიასას მოვწონდი...“ - მერიემისა და გიორგის აქამდე უცნობი ურთიერთობა