თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ალექსი ახვლედიანია დაკავებული

ალექს ახვლედიანი

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ახვლედიანია დაკავებული.

ცნობისთვის, გვიან ღამით, თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით, კლინიკაში დაჭრილი გადაიყვანეს. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საგარეჯოში ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.