ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
1751905124
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საგარეჯოში ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას, რომლის შედეგადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაიჭრა.
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს.
ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
1751905124