VIDEO: „ასეთად დარჩა რაჭა მოგონებებში“ - რა ვიდეოს აქვეყნებს მარიამ ფალავანდიშვილი

რაჭა

ხის ოდაში, შაბიამნისფერ ფანჯარასთან მოფრიალე ფარდის ქვეშ მოგროვილი შთაბეჭდილებები  
„ზაფხულის უკანასკნელი დღეები, უამრავი სითბო და ოჯახის პირველი სტუმრობა რაჭაში - ასე გვიმასპინძლეს ნიკორწმინდაში.

თითქოს წინასწარ იცოდნენ სტუმრებზე, გზაშივე ცხენზე შემომჯდარმა ახალგაზრდა მხედრებმა მოგვჭრეს თვალი და აქედან დაიწყო ჩვენი პატარა თავგადასავალი…

გალაქტიონის სტრიქონები სულ თან დასდევდა ნიკორწმინდის ეზოში სიყვარულით ამჩატებულ ჰაერს. ტაძრის მოქარგული კედლების შემდეგ ჩანჩქერმაც გაგვაოცა.

ღამით კი წინაპრების ხის ოდაში, შაბიამნისფერ ფანჯარასთან, თეთრი მოფრიალე ფარდის ქვეშ, სასასთუმლე მკლავზე მეძინა. თუმცა, ბუნებაზე მეტად მისმა შვილებმა დაგვამახსოვრეს თავი. ასე ერთად და ერთხმად, სიმღერ-სიმღერით გავატარეთ დაუვიწყარი დღეები.

უკან წამოსვლისას კი დავტოვეთ რაჭა, რომელიც შემდეგ ზაფხულამდე, სევდიან ზამთარს მოხუცებთან ერთად გადააგორებს, გაზაფხულზე კი სულ სხვაგვარი მოლოდინით შეხვდება თითოეულ იალონს“ - მარიამ ფალავადიშვილი.