„ვერანაირმა ექიმმა ვერ უშველა, მხოლოდ ამ 4 პროდუქტის კომბინაციის დახმარებით გამოჯანმრთელდა...“ - ენდოკრინოლოგის რეცეპტი

 ნინო ვაშაკიძე

კვერცხი, თაფლი, ლიმონი და კონიაკი - 4 პროდუქტით უნივერსალურ რეცეპტს ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი, ნინო ვაშაკიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" გვიზიარებს.

„ამ ოთხი პროდუქტის კომბინაცია განსაკუთრებულია. ეს რეცეპტი ჩემი მეუღლის დიდმა ბებიამ შვილიშვილისთვის გამოიყენა. შეუძლოდ იყო და ავადობის ჟამს გაუკეთა. საინტერესო იყო ის, რომ ვერანაირმა ექიმმა ვერ უშველა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ეს გურიაში გავრცელებული რეცეპტი იყო და კეთდებოდა კვერცხის, თაფლის, შაქრის, იმიტომ, რომ გურიაში პროდუქტები იოლად ფუჭდებოდა და შაქარი ინახავდა, კონიაკისა და ლიმონისაგან. ეს ადამიანი 2 კვირაში აბსოლუტურად გამოჯანმრთელდა... 3 წლიდან ჩემს ყველა შვილს ვაძლევდი",- ამბობს ნინო ვაშაკიძე.